Valurest Forte - ვალურესტი ფორტე 20 კაფსულა
ჩვენება: დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები.
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალება
საკვები დანამატი
შემადგენლობა: 1 კაფსულის შემადგენლობაში შედის 10 მილიარდი აქტიური პრობიოტიკის 8 შტამი: Lactobacillus Rhamnosus, Lactobacillus Bulgaricus, Lactobacillus Casei, Lactobacillus Plantarum, Lactobacillus Acidophilus, Bacillus Coagulans, Bifidobacterium Lactis, Bifidobacterium Breve, ფრუქტოოლიგოსაქარიდები - 350მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
სილიკომანგანუმი, მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი, ბუნებრივი ჟელატინის კაფსულები
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვალურესტი ფორტე - კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომლის შემადგენლობაში შედის კუჭის მჟავე გარემოს მიმართ მდგრადი რძემჟავა ბაქტერიები. სამკურნალო საშუალების შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას.
ვალურესტი ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ლაქტობაქტერიები ახდენს ნახშირწყლების დაშლას რძემჟავას წარმოქმნით. მათ მიერ წარმოქმნილი მჟავა გარემო ხელს უწყობს ბიფიდობაქტერიების ცხოველქმედებას, რომლებიც შეადგენს ადამიანის ორგანიზმის ნაწლავური მიკროფლორის დაახლოებით 80-90%-ს. წარმოქმნილი მჟავა გარემო ქმნის არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის.
ლაქტობაქტერიები აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, არეგულირებს პერისტალტიკას, მონაწილოებს ვიტამინების (B, K) სინეთეზში, ხელს უწყობს რკინის, კალციუმის და D ვიტამინის შეწოვას. მცირდება გაზწარმოქმნა.
Lactobacillus Rhamnosus - ასტიმულირებს ინტერფერონის და იმუნოგლობულინების სინთეზს, რის შედეგადაც იზრდება ორგანიზმის მდგრადობა ინფექციური დაავადებების მიმართ. Lactobacillus Rhamnosus ამცირებს ნაწლავების ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს.
ფრუქტოოლიგოსაქარიდები (ბუნებრივი პოლისაქარიდები) - წარმოადგენს პრებიოტიკს - ხელსაყრელ ნიადაგს ეუბიოტიკების - ნაწლავის ბაქტერიების გამრავლების, კოლონიზაციისა და ცხოველქმედებისათვის. ფრუქტოოლოგოსაქარიდები არ იშლება საჭმლის მომნელებელი მჟავების ზემოქმედებით და უცვლელი სახით აღწევს ნაწლავის ქვედა ნაწილამდე.
ჩვენებები: დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები.
• ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული დისბაქტერიოზი
• კვების რაციონის შეცვლასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული ნაწლავების ტრანზიტორული დისფუნქცია (ყაბზობა, დიარეა)
• საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია): დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში
• გასტროენტერიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი (მწვავე და ქრონიკული)
მიღების წესი და დოზირება:
ვალურესტი ფორტე მიიღება შიგნით, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით, კვებათა შორის შუალედში.
- მოზარდებში 1 კაფსულა დღეში ერთხელ
- მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში 1-2-ჯერ
ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: სამკურნალო საშუალების მიღება დასაშვებია ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა: #20 კაფსულა
შენახვის წესები: ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
რაოდენობა | 20 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account