Stopdiar - სტოპდიარი 100მგ 24 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 10,61 GEL რეგულარული ფასი 11,17 GEL
მარაგშია
SKU
43954_2

ჩვენება: ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეა; სხვა დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით

შემადგენლობა
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ნიფუროქსაზიდი – 100მგ;
მოქმედი ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი,, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი, ყვითელი ქინოლონი (E104).

აღწერა:
აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამობურცული, ყვითელი ფერის ტაბლეტები, დაახლოებიტ 9მმ დიამეტრით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიდიარეული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული საშუალება ნაწლავის ინფექციების სამკურნალოდ. 
ნიფუროქსაზიდი - ნაწლავური ანტისეპტიკური საშუალება, 5-ნიტროფურანის წარმოებული, ახასიათებს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გრამდადებითი (Staphylococcus ოჯახი) და გრამუარყოფითი  (Enterobacteriaceae ოჯახი: Escherichia, Citobacter, Enterobacter, Klebsiella, Salmonella, Shigella, Proteus, Yersinia) ბაქტერიების მიმართ. 
არ არის აქტიური Pseudomonas რიგის ბაქტერიების და Proteus inconstans A  ჯგუფის შტამების, Providentia alcalifaciens  მიმართ. 
არ არღვევს საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის ნორმალური ბაქტერიული ფლორის წონასწორობას (არ იწვევს დისბაქტერიოზს), არ იწვევს მედიკამენტის მიმართ გამძლე მიკრობული ფორმების განვითარებას. პრეპარატის ეფექტურობა განპირობებული არ არის ნაწლავის рН–ით და დამოკიდებული არ არის ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობაზე. ნიფუროქსაზიდი ამცირებს მიკროორგანიზმების მიერ ტოქსინების პროდუქციას. შიგნით მიღების შემდეგ ნიფუროქსაზიდი პრაქტიკულად არ შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ნაწლავში იქმნება მოქმედი ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია და სწრაფად ავლენს სამკურნალო ეფექტს. არ ახდენს ზოგად გავლენას ორგანიზმზე, აგრეთვე გავლენას არ ახდენს სისხლის ანალიზის კლინიკურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე. გამოიყოფა განავლით. 

მიღების ჩვენება
პრეპარატი სტოპდიარი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:
- ბაქტერიული წარმოშობის მწვავე და ქრონიკული დიარეა;
- სხვა დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით

უკუჩვენება
ნიფუროქსაზიდი უკუნაჩვენებია ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ, აგრეთვე ალერგიის შემთხვევაში 5-ნიტროფურანის წარმოებულებზე. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ახალშობილებში (2 თვემდე ასაკი).

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის პერიოდში უკუნაჩვენებია ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, რადგანაც ალკოჰოლი ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას პრეპარატის მიმართ და შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია, რომელიც გამოიხატება დიარეის გამწვავებით, ღებინებით, მუცლის ტკივილით, კანის ჰიპერემიით, სახეზე და სხეულის ზედა ნაწილში ცხელების შეგრძნებით, თავში ხმაურით, სუნთქვის გაძნელებით, ტაქიკარდიით, შიშის შეგრძნებით. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვნელის შემთხვევაში, როგორიც არის ქოშინი, კანის გამონაყარი, ქავილი, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. 

პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ნიფუროქსაზიდის გამოყენება ორსულობის პერიოდში. 
არ არსებობს კლინიკური მონაცემები, რომლებიც ეხება ნიფუროქსაზიდის გამოყენაბს ორსულობის პერიოდში. 
ცხოველებზე კვლევებმა არ გამოავლინა არც პირდაპირი არც ირიბი გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის ან ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობის მიმდინარეობაზე და ბავშვის შემდგომ განვითარებაზე. ნიფუროქსაზიდის ორსულ ქალებში დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე. 

ნიფუროქსაზიდის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
ნიფუროქსაზიდი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ამის მიუხედავად, საკმარისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო მეძუძურ ქალებში ამ პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე.  

პრეპარატის გავლენა ფსიქომოტორულ რეაქციებზე
ნიფუროქსაზიდი არ იწვევს ფსიქოფიზიკური შრომისუნარის შესუსტებას, მექანიკური საშუალებების მართვის უნარის და მექანიზმებთან მუშაობის უნარის შემცირებას. 
არ მიიღოთ პრეპარატი დანიშნულ დროზე ხანგრძლივად ექიმის კონსულტაციის გერეშე!

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ნიფუროქსაზიდით მკურნალობის პერიოდში, პრეპარატის ძლიერი აბსორბციული თვისებების გამო, საჭიროა პერორალური საშუალებების მიღებისგან თავის შეკავება. იმის გამო, რომ ნიფუროქსაზიდი არ გადადის სისხლის მიმოქცევის სისტემაში, სისტემურ პრეპარატებთან ურთიერთქმედება ნაკლებსავარაუდოა და ამ დროისთვის უცნობია. 

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს. 
თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში გამოვლინდა გაუწყლოების სიმპტომები, აუცილებელია კლინიკური მდგომარეობის მიხედვით რეჰიდრატაციული თერაპია (მოზრდილებში დაახლოებით 2 ლიტრი სითხე დღეში). 
ნიფუროქსაზიდი გამოიყენება მკაცრ დიეტასთან ერთად, წვენების, უმი ბოსტნეულის და ხილის, ცხარე და ძნელად გადასამუშავებელი საკვების გამორიცხვით.

გამოყენების მეთოდი და დოზები
პრეპარატის სტოპდიარის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. 
მოზრდილებს და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ენიშნებათ 2 ტაბლეტი დღეში 4-ჯერ. პრეპარატის მიიღება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად დროის ტოლ შუალედებში (ყოველ 6 საათში). ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, მცირე რაოდენობა წყლის დაყოლებით, დაურეჭავად და დაუფხვნელად. სტოპდიარი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება მწვავე დიარეის სამკურნალოდ რეკომენდებულია 3 დღის განმავლობაში. თუ ამის შემდეგ სიმპტომები არ ქრება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს. დიარეით მომდინარე სხვა დაავადბების მკურნალობის კურსი შეადგენს არაუმეტეს 7 დღეს.
6 წლამდე ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის დანიშნვა სუსპენზიის ფორმით.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების სიმპტომები უცნობია. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური მკურნალობა. 

გვერდითი მოქმედება
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:
აღწერილია გრანულოციტოპენიის ერთი შემთხვევა. 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ნიფუროქსაზიდის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და დიარეის გამწვავება. ამგვარი მცირე ინტენსივობის სიმპტომების შემთხვეაში არ არსებობს სპეციალური თერაპიის გამპყენების ან მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა. სიმპტომების გამწვავებისას საჭიროა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. შემდგომში ავამდყოფმა აღარ უნდა მიიღოს ნიტროფურანის წარმოებულები. 

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
იშვიათად ვლინდება კანის რეაქციები გამონაყარის სახით (≥1/10 000 - <1/1 000). აღწერილია პუსტულოზის ერთი შემთხვევა ხანდაზმულ ადამიანში  და კვანძოვანი ერითემის ერთი შემთხვევა ნიფუროქსაზიდის მიმართ კონტაქტური ალერგიის შედეგად.  

ჩვეულებრივ ნიტროფუქსაზიდი კარგად აიტანება, პრაქტიკულად არ ავლენს გვერდით მოქმედებას. 
ნებისმიერი არასასურველი ეფექტის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაცია!

ვარგისობის ვადა
4 წელი. 
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

შენახვის პირობები 
ინახება +15°C-დან +30˚C-მდე ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! 

შეფუთვა
აპკიანი გარსით დაფარული 24ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და პვქ აპკის ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა24
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy