ნეოსპანი 40მგ 60 ტაბლეტი
"ნეოსპანი"
“NEOSPAN”
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება.
შემადგენლობა:
ერთ ტაბლეტში შედის:
მოქმედი ნივთიერება: დროტავერინის ჰიდროქლორიდი - 40მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოლივინილპიროლიდონი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი მიეკუთვნება იზოქინილინის წარმოებულ სპაზმოლიზურ საშუალებას, რომელიც ხელს უწყობს გლუვი კუნთების მოდუნებას ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბირების, მისი უჯრედის შიგნით დაგროვების, ცამფ-ის კონცენტრაციის გაზრდის და მიოზინის კინაზას მსუბუქი ჯაჭვების ინაქტივირების გზით.
დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებილი ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტროინტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვოვანი სისტემის გლუვ მუსკულატურაზე.
სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედების გამო აუმჯობესებს ქსოვილების სისხლით მომარაგებას. არ ახასიათებს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკული მოქმედება.
ჩვენებები:
• გლუვი მუსკულატურის სპაზმი, რომელიც დაკავშირებულია ბილიარული ტრაქტის დაავადებებთან: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლეცისტოლითიაზი, ქოლანგიოლითიაზი, პაპილიტი.
• შარდგამომყოფი სისტემის გლუვი მუსკულატურის სპაზმი: ნეფროლითიაზი, ურეთროლითიაზი, პიელიტი, ცისტიტი, შარდის ბუშტის ტენეზმები.
• კუჭ-ნაწლავის გლუვი მუსკულატურის სპაზმის დროს: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, ყაბზობით მიმდინარე სპასტიური კოლიტის და კოლიტის მეტეორიზმით მიმდინარე ფორმის დროს.
• ტენზიური ტიპის თავის ტკივილების დროს: კუნთოვანი დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, ფსიქოგენური, სტრესული, ყოველდღიური თავის ტკივილი, ტრანსფორმირებული შაკიკი);
• მეანობა-გინეკოლოგიაში: მტკივნეული მენსტრუაციის, საშვილოსნოს ტონუსის შესამცირებლად ფეხმძიმობის დროს, აბორტის საშიშროების დროს.
უკუჩვენებები:
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• ღვიძლის, თირკმელების, გულის მძიმე უკმარისობა.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, შეკრულობა; თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა; გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება;
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რძის შაქრის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია განვითარდეს ყაბზობა.
დოზირება და მიღების ხერხები:
მოზრდილებში: დღიური დოზა შეადგენს 120-240 მგ, ე.ი. 3-6 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. ერთჯერად დოზას მოზრდილებისთვის შეადგენს 40-80 მგ (1-2 ტაბლეტი);
ბავშვებში 6 წლის ზემოთ: რეკომენდებული დღიური დოზაა 80-200 მგ, ე.ი. 2-5 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-5 მიღებაზე. ერთჯერად დოზას 6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის შეადგენს 40 მგ (1 ტაბლეტი);
1 წლიდან 6 წლამდე ბავშვებში: რეკომენდებული დღიური დოზაა 40-120 მგ, ე.ი. 1-3 ტაბლეტი დღეში, რომელიც უნდა განაწილდეს 2-3 მიღებაზე. ერთჯერად დოზას 1-დან 6 წლამდე ბავშვებში შეადგენს 20-40 მგ (1/2 - 1 ტაბლეტი).
განსაკუთრებული მითითებები:
ნეოსპანისა და ანტიპარკინსონული საშუალების – ლევოდოპას ერთდროული გამოყენებისას მცირდება ლევოდოპას ეფექტი.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, პრეპარატის უსაფრთხოებისა და ტოქსიკურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.
გამოშვების ფორმა:
#10 ტაბლეტი ბლისტერზე; 6 ბლისტერი კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 25°Cs ტემპერატურის პირობებში.
გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 60 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account