Drotaverine - დროტავერინი 2% 2მლ 10 ამპულა

4,44 GEL
მარაგშია
SKU
38044_121
მიღების ჩევენება თირკმლის კოლიკა , ნაღვლის ბუშტის კოლიკა , ნაწლავის კოლიკა , სანაღვლე გზების და ნაღვლისბუშტის ჰიპერკინეტიკური ტიპის დისკინეზია , ქოლეცისტიტი ....

სავაჭრო დასახელება : დროტავერინი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : დროტავერინი / Drotaverine

 

შემადგენლობა : ერთი ამპულა ( პრეპარატის 2 მლ ) შეიცავს მოქმედ ნივთიერებას – დროტავერინისჰიდროქლორიდი – 0,04 გ ; დამხმარე ნივთიერებები : ნატრიუმის ტექნიკური პიროსულფატი , ნატრიუმის3- წყლიანი გოგირდწყალბადი , ძმარმჟავა 99,8%, საკვები ნედლეულისგან დამზადებული ეთილის სპირტი- რექტიფიკატი 96,43%, საინექციო წყალი .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

სპაზმოლიზური საშუალება

 

მიღების ჩევენება

თირკმლის კოლიკა , ნაღვლის ბუშტის კოლიკა , ნაწლავის კოლიკა , სანაღვლე გზების და ნაღვლისბუშტის ჰიპერკინეტიკური ტიპის დისკინეზია , ქოლეცისტიტი , პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი ;პიელიტი , სპასტიური ყაბზობა , სპასტიური კოლიტი , პროქტიტი , ტენეზმები , პილოროსპაზმი ,გასტროდუოდენიტი , კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება .

ენდარტერიტი , პერიფერიული და კორონარული არტერიების სპაზმები . ალგოდისმენორეა ,მოსალოდნელი აბორტი , მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა ; საშვილოსნოს ყელის სპაზმიმშობიარობის დროს , მშობიარობის შემდგომი ჭინთვები . ზოგიერთი ინსტრუმენტული გამოკვლევისჩატარებისას ( ქოლეცისტანგიოგრაფია ).

 

გამოყენების მეთოდი და დოზები

ი / ვ 40-80 მგ დღეში 1-3- ჯერ . თირკმლის და ნაღვლის ბიუშტის კოლიკის დროს   - ი / ვ ნელა , 40-80 მგ . 6 წლამდე ბავშვები – ერთჯერადი დოზით 10-20 მგ , მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 120 მგ ; 6-12წელი , ერთჯერადი დოზა – 20 მგ , მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 200 მგ ; დანიშნვის ჯერადობა – 1-2- ჯერ დღეში .

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ; ღვიძლის , თირკმლის და გულის გამოხატული უკმარისობა ; II და III ხარისხის AVბლოკადა , კარდიოგენული შოკი , არტერიული ჰიპოტენზია . სიფრთხილით – კორონარული არტერიებისგამოხატული ათეროსკლეროზი , დახურულკუთხოვანი გლაუკომა , წინამდებარე ჯირკვლის ადენომა ,ლაქტაციის პერიოდი , ორსულობა (I ტრიმესტრი ).     

 

გვერდითი ეფექტები

თავბრუსხვევა , გულისცემის და ცხელების შეგრძნება , ოფლის გამოყოფის გაძლიერება , არტერიულიწნევის შემცირება , კანის ალერგიული რეაქციები . ინტრავენური შეყვანისას – კოლაფსი ,   AV ბლოკადა ,სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა .

 

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის ,დახურულკუთხოვანი გლაუკომის , წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს , ლაქტაციის პერიოდში ,ორსულობისას (I ტრიმესტრი ).

     

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ერთდროული გამოყენებისას დროტავერინს შეუძლია შეასუსტოს ლევოდოპის ანტიპარკინსონული ეფექტი.

 

უსაფრთხოების მეთოდები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზისას ,დახულკუთხოვანი გლაუკომისას და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიისას .

 

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში

 

განსაკუთრებული მითითებები

საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე ავადმყოფებში , კორონარული არტერიების გამოხატულიათეროსკლეროზისას .

 

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ  

დროტავერინი გამოიყენება წყლულის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან   კომბინაციაში . პრეპარატისპარენტერული შეყვანიდან 1 საათის განმავლობაში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვისგან ,ასევე ყურადღების მომატებული კონცენტრაციის და სწრაფი ფსიქო - მოტორული რეაქციების მომთხოვნისაქმიანობისგან .

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები : არღვევს წინაგულ - პარკუჭოვან გამტარებლობას , აქვეითებს გულის კუნთის აგზნებადობას ,შეიძლება გამოიწვიოს გულის გაჩერება , სუნთქვის ცენტრის დამბლა .

 

გამოშვების ფორმა

2% საინექციო ხსნარი , 2 მლ ამპულები .

 

შენახვის პირობები  

სია ბ . 15- დან 25 °C- მდე ტემპერატურაზე , სინათლისაგან დაცულ , მშრალ , ბავშვებისთვისმიუწვდომელ ადგილას .

 

შენახვის ვადა

2 წელი . პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული თარიღის ამოწურვის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით

 

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

რუს ,, ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა ”. ბელარუსიის რესპუბლიკა . მინსკის ოლქი ,ქალაქი ბორისოვი , ჩაპაევის ქუჩა 64/27.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy