ACYCLOVIR - აციკლოვირი 5% 5გ მალამო
საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება : აციკლოვირი
ქიმიური დასახელება : 9-(2- ჰიდროქსი ) ეტოქსიმეთილგუანინი , ან 2- ამინო -1,9- დიჰიდრო -9 (2-ჰიდროქსი ) ეტოქსიმეთილ -6 H - პურინ -6- ონ .
სამკურნალწამლო ფორმა : მალამო გარეგანი გამოყენებისათვის .
შემადგენლობა : 1 გ მალამო შეიცავს :
აქტიური ნივთიერება : აციკლოვირი 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები – პოლიეთილენოქსიდი 400,
პოლიეთილენოქსიდი 1500.
აღწერილობა : ერთგვაროვანი მალამო თეთრი ფერის , პრაქტიკულად უსუნო .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანტივირუსული საშუალება .
ATX კოდი : [ D06BB03 ]
ფარმაკოლოგიური თვისებები
აციკლოვირი აქტიურია 1 და 2 ტიპების Herpes simplex, ვირუს Varicella zoster , ეპშტეინ - ბარისვირუსის და ციტომეგალოვირუსების მიმართ . ვირუსით დასნებოვნებული უჯრედების თიმიდინკინაზარამდენიმე თანმიმდევრული რეაქციის საშუალებით აქტიურად გარდაქმნის აციკლოვირს აციკლოვირისმონო -, დი - და ტრიფოსფატად . ეს უკანასკნელი ურთიერთქმედებს ვირუსის დნმ - პოლიმერაზასთან დაჩაშენდება დნმ - ში , რომელიც სინთეზირდება ახალი ვირუსებისათვის . ამგვარად , ყალიბდება “ნაკლოვანი ” ვირუსული დნმ , რაც იწვევს ვირუსების ახალი თაობების რეპლიკაციის დათრგუნვას .
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენების დროს პრაქტიკულად არ შეიწოვება დაზიანებულ კანში , არ ხვდება სისტემურსისხლმიმოქცევაში .
ჩვენებები გამოყენებისათვის
კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციები , რომელიც გამოწვეულია 1 და 2 ტიპების Herpes simplexვირუსით , გენიტალური ჰერპესი , შემომსალტველი ლიქენი , ჩუტყვავილა .
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აციკლოვირის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ , სიფრთხილით –ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი , დეჰიდრატაცია , თირკმლების უკმარისობა .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესაბამისი და კონტროლირებადიკლინიკური კვლევები არ ჩატარებულა . გამოყენება ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში , როდესაცსავარაუდო სასარგებლო მოქმედება დედისათვის აჭარბებს მოსალოდნელ რისკს ნაყოფისათვის .მკურნალობის დროს აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხის გადაჭრა .
გამოყენების ხერხები და დოზები
გარეგანი . პრეპარატს ისვამენ დღეში 5- ჯერ ( ყოველ 4 საათში ) თხელი ფენით კანის დაზიანებულ და მისმომიჯნავე ადგილებში . მალამოს ისვამენ ან ბამბის ტამპონით , ან სუფთა ხელებით , რათა თავიდან იქნასაცილებული დაზიანებული უბნების დამატებითი დასნებოვნება . თერაპია უნდა გაგრძელდეს მანამ , სანამბუშტუკებზე ქერქი არ წარმოიქმნება , ან სანამ ისინი ბოლომდე არ შეხორცდება . თერაპიის ხანგრძლივობასაშუალოდ არის 5 დღე და არ უნდა გადააჭარბოს 10 დღეს .
გვერდითი მოქმედება
ჰიპერემია , კანის სიმშრალე , აქერცვლა ; წვა , ანთება ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრა . შესაძლებელიაგანვითარდეს ალერგიული დერმატიტი .
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან
გარეგანი გამოყენების დროს სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ არისგამოვლენილი .
განსაკუთრებული მითითებები
მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღწევად პრეპარატის გამოყენება უნდა დაიწყოს რაც შეიძლებამალე ინფექციის დაწყებიდან ( დაავადების პირველივე ნიშნების : წვის , ქავილის , ჩხვლეტის ,დაჭიმულობის შეგრძნებისა და გაწითლების დროს ).
მალამოს დატანა არ არის სასურველი პირის ღრუსა და თვალების ლორწოვან გარსებზე , რადგან შეიძლებაგანვითარდეს გამოხატული ადგილობრივი ანთება . გენიტალიების ჰერპესის მკურნალობის დროს უნდავერიდოთ სქესობრივ კონტაქტებს ან უნდა გამოვიყენოთ პრეზერვატივი , რადგან აციკლოვირის გამოყენებაარ იცავს პარტნიორს ვირუსის გადადებისაგან .
გამოშვების ფორმა
მალამო გარეგნული გამოყენებისათვის 5% 10 გ ალუმინის ტუბებში . გამოყენების ინსტრუქციასთანერთად თავსდება მუყაოს კოლოფში .
შენახვის პირობები
არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე , მშრალ , სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელადგილას .
ვარგისიანობის ვადა
2 წელი . არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ( გაიცემა ურეცეპტოდ ).
მწარმოებელი : ღია სააქციო საზოგადოება “ ტატხიმფარმპრეპარატი ”,
420091, რუსეთი , ყაზანი , ბელომორის ქ ., 260.
(843) ტელ . 571-85-58; ფაქსი : 571-85-38.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account