Liv-angin spray - ლივ-ანგინი აეროზოლი 30მლ
ჩვენება: ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები დროს, ასევე ტონზილექტომია, კბილის ექსტრაქცია და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციების შემთხვევებში.
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ბენზიდამინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მომწვანო-მოლურჯო ფერის სითხე პიტნის არომატით;
შემადგენლობა:
აეროზოლის 1 მლ შეიცავს:
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს – 1.5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, ნეოტამი, მენთოლი, პიტნის არომატიზატორი, საღებავები: Quinoline Yellow (E 104), Brilliant Blue FCF (E 133, გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა:
აეროზოლი ორალური გამოყენებისათვის, 30 მლ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ-კოდი: A01AD02.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბენზიდამინი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია უჯრედის მემბრანის სტაბილიზაციასთან და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან.
ფარმაკოკინეტიკა:
ბენზიდამინი სწრაფად აბსორბირდება ლორწოვანი გარსიდან, პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 2-4 სთ-ის შემდეგ. ბენზიდამინის დაახლოებით ნახევარი გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმლებით 24 სთ-ის განმავლობაში, დანარჩენი მეტაბოლიზდება აზოტის ოქსიდების სახით.
ჩვენება:
ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებები:
გინგივიტი;
ფარინგიტი და ტონზილიტი;
ტონზილექტომია, კბილის ექსტრაქცია და სხვა სტომატოლოგიური ოპერაციები;
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლული (მაგ. აფტოზური);
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს ლივ-ანგინი გამოიყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და ასაკოვან პაციენტებში ინიშნება 4-8 დოზა (“შესხურება”) ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ. ბავშვებში 6-დან 12 წლამდე ინიშნება 4 დოზა ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ, 6 წლამდე – 1 დოზა სხეულის მასის ყოველ 4 კგ-ზე, მაქსიმუმ 4 დოზა, ყოველ 1.5-3 საათში ერთხელ.
აეროზოლის ნაკადი მიმართული უნდა იყოს ანთებადი კერისკენ.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია არა უმეტეს 7 დღისა.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება, გვერდითი ეფექტები აღინიშნება იშვიათად. შესაძლებელია პირის ღრუს ლორწოვანის დაბუჟება და/ან წვის შეგრძნება.
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი.
ძალიან იშვიათად: ლარინგოსპაზმი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს უარყოფითი ეფექტები არ აღინიშნება.
ჰიპერდოზირება:
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები:
მოერიდეთ აეროზოლის მოხვედრას თვალში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
შეფუთვა:
30 მლ აეროზოლი პოლიეთილენის ფლაკონში, დოზატორითა და ხუფით, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატის გაყინვა დაუშვებელია.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account