Geervetin - გერვეტინი სპრეი პიტნით 30მლ

განსაკუთრებული ფასი 14,18 GEL რეგულარული ფასი 19,92 GEL
მარაგშია
SKU
54245_1790
გამოიყენება პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებების დროს.

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება: გერვეტინი.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ბენზიდამინი.
წამლის ფორმა: სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის, დოზირებული.
შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ბენზიდამინის ჰიდროქლორიდი 1,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლისორბატი 60, პიტნის ზეთი 27198/14 (არომატიზატორი), საღებავი ყვითელი ქინოლონი 70 E 104, ინდიგოტინი 85 E 132, გასუფთავებულიწყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ყელ-ყურ-ცხვირის პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში.
ათქკოდი: A01AD02.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა:
ბენზიდამინი მიეკუთვნება ინდაზოლების ჯგუფს და წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ადგილობრივი მაანესთეზირებელი და ანტიბაქტერიული მოქმედება მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ამცირებს კაპილარების გამტარობას; სტაბილიზაციას უკეთებს უჯრედულ მემბრანებს და აფერხებს ატფ-ის და სხვა მაკროერგიული ნაერთების გამომუშავებას ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებში. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო და მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების, ჰისტამინის, ბრადიკინინის, ციტოკინების, კომპლემენტის ფაქტორებისა და სხვა არასპეციფიური დამაზიანებელი ფაქტორების სინთეზისა და ინაქტივაციის შეფერხებით. ანალგეზიური და ადგილობრი მაანესთეზირებელი მოქმედება განპირობებულია ალგოგენური თვისებების მქონე ბიოგენური ამინების კონცენტრაციების არაპირდაპირი შემცირებით და რეცეპტორული აპარატის ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის მომატებით; ბენზიდამინი აგრეთვე ბლოკავს ბრადიკინინის ურთიერთქმედებას ქსოვილურ რეცეპტორებთან, აღადგენს მიკროცირკულაციას და ამცირებს ტკივილის მგრძნობელობას ანთების კერაში. ბენზიდამინი ავლენს ანტიბაქტერიულ და სპეციფიურ ანტიმიკრობულ მოქმედებას მიკროორგანიზმების მემბრანების გავლით სწრაფად შეღწევის უნარის მეშვეობით და იწვევს უჯრედების ლიზისს, არღვევს რა მასში მეტაბოლურ პროცესებს და აზიანებს უჯრედოვან სტრუქტურებს.
პრეპარატს გააჩნია სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება ჩანდიდა Aლბიცანს-ის მიმართ. ხელს უშლის სოკოების რეპროდუქციას, იწვევს რა უჯრედოვანი კედლისა და მიცეტების მეტაბოლური ჯაჭვების სტრუქტურულ დარღვევებს.
ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი კარგად აბსორბირდება ლორწოვანი გარსებიდან და აღწევს ანთებად ქსოვილებში. ბენზიდამინის ჩართვა სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის სქემებში მნიშვნელოვნად ზრდის ეფექტურობას და ამცირებს მკურნალობის ვადებს.

ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას კარგად შეიწოვება ლორწოვანი გარსებიდან და სწრაფად აღწევს ანთებად ქსოვილებში. გამოიდევნება თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.
გამოყენების ჩვენებები:
პირის ღრუსა და ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებები:
- გინგივიტი, გლოსიტი, სტომატიტი (მათ შორის სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ);
- ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი;
- კანდიდოზი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
- სანერწყვე ჯირკვლების კალკულოზური ანთება;
- ქირურგიული ჩარევებისა და ტრავმების შემდეგ (მათ შორის ტონზილექტომია, ყბის მოტეხილობა);
- კბილების მკურნალობის ან ამოღების შემდეგ;
- პაროდონტოზი.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ჩვენებების მიხედვით.
გამოყენების წესი და დოზები
- მოზრდილებსა და ხანდაზმულებში ინიშნება: 4-8 დოზა ყოველ 1,5-3 საათში;
- 6-12 წლის ასაკში: 4 დოზამდე ყოველ 1,5-3 საათში;
- 3-6 წლის ასაკის ბავშვებში: 1-4 დოზა (მაქსიმალური 4 დოზამდე) ყოველ 1,5-3 საათში;
1. ფლაკონი მოათავსეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, თავის ჩამოსაცმელი მოატრიალეთ მარცხნივ ან მარჯვნივ ფლაკონისკენ 900-იანი კუთხით.
2. ჩამოსაცმელი მოათავსეთ პირის ღრუში და ხელი დააჭირეთ (სურათზე აღნიშნულია ისრით) რამდენჯერმე რეკომენდებული დოზის მიხედვით. ორ დაჭერას შორის პერიოდი უნდა იყოს არანაკლებ 5 წამი.
3. ჩამოსაცმელი დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.
ყურადღება:
პირველად გამოყენებამდე რამდენჯერმე ჰაერში გაასხურეთ.

დაიცავით ექიმის ყველა მითითება, არ შეწყვიტოთ თერაპია და არ შეცვალოთ დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ გამოტოვეთ პრეპარატის გამოყენება, გამოტოვებული დოზა გამოიყენეთ რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, აღარ მიიღოთ გამოტოვებული დოზა და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივის ქემით.
არ გადაამეტოთ რეკომენდებულ დოზას!
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
- 3 წლამდე ბავშვთა ასაკი;
გვერდითი მოქმედებები:
ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რომელთაგან ყველაზე ხშირია: კანზე გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ქავილი და ურტიკარია. ადგილობრივი რეაქციებიდან შეიძლება აღინიშნოს დაბუჟების ან წვის შეგრძნება, პირის სიმშრალე.
ჭარბი დოზირება:
დღეისათვის ცნობილი არ არის პრეპარატ გერვეტინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები. თუ მიიღეთ რეკომენდირებულზე მაღალი დოზა, პირის ღრუში მაშინათვე გამოივლეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, გვერდითი რეაქციების გამოვლენისას, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
გერვეტინით თერაპია არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს, გარდა ექიმის მიერ რეკომენდებული შემთხვევებისა.
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვის ან სხვა ისეთი საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას. ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას აუცილებელია გამოყენება კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში. მოერიდეთ სპრეის მოხვედრას თვალებში.
გამოშვების ფორმა:
30 მლ პლასტმასის, თეთრ, გაუმჭვირვალე კონტეინერში დოზირებელი მოწყობილობით. თითოეული კონტეინერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

სავაჭრო ნიშნის და
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი:
SPEY MEDICAL Ltd.,
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

მწარმოებელი:
რეპლეკ ფარმ ლტდ. სკოპიე
სკოპიე, მაკედონიის რესპუბლიკა.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formკაფ TEMP
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy