Lamotrin - ლამოტრინი 50მგ 60 ტაბლეტი

19,21 GEL
მარაგშია
SKU
72842_1700

ჩვენება: კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება.

სამკურნალო საშუალების სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

ლამოტრინი 25

ლამოტრინი 50

ლამოტრინი 100

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ლამოტრინი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლამოტრიჯინი.

სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები.

ზოგადი დახასიათება:

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: ლამოტრიჯინი 25 მგ ან, 50 მგ, 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა:

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირით, ღარით (ლამოტრინი 50 და ლამოტრინი 100), ღარის გარეშე (ლამოტრინი 25)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიეპილეფსიური საშუალებები. ლამოტრიჯინი.

ათქ კოდი N03AX09.
ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

ლამოტრიჯინი არის კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება, რომლის მოქმედების მექანიზმიც დაკავშირებულია ნეირონების პრესინაფსური მემბრანების პოტენციალზე-დამოკიდებული ნატრიუმის არხების ბლოკადასთან ნელი ინაქტივაციის ფაზაში და გლუტამატის (ამინომჟავები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეპილეფსიური შეტევის განვითარებაში) ჭარბი გამონთავისუფლების დათრგუნვასთან.

ფარმაკოკინეტიკა.

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 2,5 საათის შემდეგ.

ლამოტრიჯინი ექვემდებარება აქტიურ მეტაბოლიზმს, ძირითადი მეტაბოლიტია N- გლუკურონიდი. მოზრდილებში ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 29 საათს. ლამოტრიჯინს გააჩნია წრფივი ფარმაკოლოგიური პროფილი. გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით და ნაწილობრივ უცვლელი სახით, უპირატესად შარდით. ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი ნაკლებია ვიდრე მოზრდილებში.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები.

ბავშვები

სხეულის მასაზე  დამოკიდებული კლირენსი ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით 5 წლამდე ასაკში. ლამოტრიჯინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ბავშვებში, როგორც წესი უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილებში, საშუალო მნიშვნელობით დაახლოებით 7 საათი,   ფერმენტების  ისეთი ინდუქტორების ერთდროულად გამოყენებისას როგორიცაა კარბამაზეპინი და ფენიტოინი, და საშუალო მნიშვნელობის 45-დან 50-მდე საათიან პერიოდამდე გაზრდით მხოლოდ ვალპროატის ერთდროულად გამოყენებისას.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები.

მოწოდებულია ინფორმაცია, რომ ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგებით პაციენტების ჯგუფებში, რომლებიც მოიცავდა კვლევაში მონაწილე ეპილეფსიის მქონე როგორც  ხანდაზმულ,  ასევე ახალგაზრდა პაციენტებს, აღმოჩნდა, რომ ლამოტრიჯინის კლირენსი არ შეიცვალა კლინიკურად მნიშვნელოვან მაჩვენებლამდე. ერთჯერადი დოზების  შემდეგ, აშკარა კლირენსი შემცირდა 12 %-ით 35 მლ/წთ/კგ-დან 20 წლის ასაკის პაციენტებში, 31 მლ/წთ/კგ-მდე 70 წლის ასაკის პაციენტებში. 48 კვირიანი მკურნალობის შემდეგ დაქვეითებამ შეადგინა 10% 41 მლ/წთ-დან ახალგაზრდა პაციენტებში 37 მლ/წთ-მდე ხანდაზმულ პაციენტებში. მოწოდებულია ინფორმაცია, რომ ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა 12 ჯანმრთელ ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც დაენიშნათ ერთჯერადი დოზა 150 მგ. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში კლირენსის საშუალო მნიშვნელობა (0.39 მლ/წთ/კგ) იმყოფება კლირენსის საშუალო მნიშვნელობის ფარგლებში (0.31-დან 0.65 მლ/წთ/კგ), რომელიც მიღებულია 9 კვლევაში, რომლებიც ჩატარდა არა-ხანდაზმული ასაკის მოზრდილ პაციენტებში მათ მიერ 30-დან 450 მგ-მდე ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევებით.

თირკმელების ფუნქციის ქრონიკული დარღვევების მქონე 12 მოხალისეს და  ჰემოდიალიზზე მყოფ 6 პაციენტს მიაღებინეს ლამოტრიჯინის 100 მგ ერთჯერადი დოზა. CL/F საშუალო მნიშვნელობები შეადგენდა 0,42 მლ/წთ/კგ-ს (თირკმლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევები), 0,33 მლ/წთ/კგ-ს (პერიოდი ჰემოდიალიზებს შორის) და 1,57 მლ/წთ/კგ-ს (ჰემოდიალიზის დროს), შედარებით 0,58 მლ/წთ/კგ-თან ჯანმრთელ პაციენტებში. სისხლის პლაზმიდან საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა 42,9 საათს (თირკმლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევები), 57,4 საათს (პერიოდი ჰემოდიალიზებს შორის), და 13,0 საათს (ჰემოდიალიზის დროს), შედარებით 26,2 საათთან ჯანმრთელ პაციენტებში. ჰემოდიალიზის ოთხსაათიანი სესიის განმავლობაში ლამოტრიჯინის რაოდენობა დაახლოებით 20 %-ით შემცირდა (5,6-დან 35,1–მდე). ამ ჯგუფის პაციენტებისთვის ლამოტრიჯინის საწყისი დოზის განსაზღვრა უნდა იყოს დამყარებული პაციენტის მიერ ანტიეპილეფსიური საშუალებების მიღების რეჟიმზე; შემანარჩუნებელი დოზის შემცირება შეიძლება ეფექტური იყოს თირკმლის მნიშვნელოვანი ფუნქციური უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით.

ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკური კვლევები ჩატარდა ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებისა და ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით. ლამოტრიჯინის აშკარა კლირენსის საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა 0,31 მლ/წთ/კგ-ს, 0,24 მლ/წთ/კგ-ს და 0,10 მლ/წთ/კგ-ს ღვიძლის ფუნქციის A, B და C ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) შესაბამისად, ჯანმრთელ პაციენტებში 0,34 მლ/წთ/კგ-თან შედარებით. როგორც წესი, საწყისი, მომატებული და შემანარჩუნებელი დოზები უნდა შემცირდეს დაახლოებით 50%-ით ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით B ხარისხი), და 75 %-ით ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით C ხარისხი). მომატებული და შემანარჩუნებელი დოზები უნდა იქნას კორექტირებული მკურნალობაზე რეაქციის შესაბამისად.  
გამოყენების ჩვენებები.

ეპილეფსია.

მოზრდილები და 13 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:  

პარციალური და გენერალიზებული ეპილეფსიის შეტევების  მონოთერაპია და დამატებითი თერაპია,  ეპილეფსიის ტონურ-კლონური შეტევების ჩათვლით, და ასევე შეტევებისა, რომლებიც დაკავშირებულია ლენოქს-გასტოს სინდრომთან. სამკურნალო საშუალება ლამოტრინი ინიშნება დამატებითი თერაპიის სახით, მაგრამ ლენოქს-გასტოს სინდრომის დროს ის შეიძლება დაინიშნოს, როგორც საწყისი ანტიეპილეფსიური პრეპარატი (საპ).

2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები:

ეპილეფსიის, კერძოდ პარციალური და გენერალიზებული შეტევების დამატებითი თერაპია, ტონურ-კლონური კრუნჩხვების ჩათვლით, და ასევე კრუნჩხვებისა, რომლებიც დაკავშირებულია ლენოქს-გასტოს სინდრომთან.

ტიპიური აბსანსების მონოთერაპია.

ბიპოლარული აშლილობა მოზრდილებში.

 მოზრდილები (18 წლის ასაკიდან).

დეპრესიული მდგომარეობების პროფილაქტიკისთვის I ტიპის ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში, რომლებიც ძირითადად განიცდიან დეპრესიულ მდგომარეობებს.

ლამოტრიჯინი არ არის ნაჩვენები მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდების გადაუდებელი თერაპიისათვის.  
გამოყენების მეთოდი და დოზირება.

პრეპარატი ლამოტრინი, ტაბლეტები უნდა იქნას მიღებული მთლიანად, დაღეჭვისა და  დამტვრევის გარეშე.

თუ ლამოტრიჯინის გათვლილი დოზა (მაგალითად, ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების, ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების სამკურნალოდ,) არ წარმოადგენს მთლიანი ტაბლეტების ჯერადს, მისაღები დოზა უნდა შეესაბამებოდეს მთლიან ტაბლეტების უახლოეს ნაკლებ რაოდენობას.

პრეპარატ ლამოტრიჯინის დოზირების შეუძლებლობისას ბავშვებში, საჭიროა ლამოტრიჯინის სხვა სამკურნალწამლო ფორმითა და შესაბამისი დოზირებით გამოყენება.

მკურნალობის განმეორებითი დაწყება.

ექიმებმა უნდა შეაფასონ დოზის გაზრდის აუცილებლობა შემანარჩუნებელ დოზამდე ლამოტრიჯინის მიღების განახლებისას პაციენტებისთვის, რომლებმაც შეწყვიტეს ლამოტრიჯინის მიღება რაიმე მიზეზით, რადგან სერიოზული გამონაყარის განვითარების რისკი ასოცირდება მაღალ საწყის დოზებთან და ლამოტრიჯინის დოზის გაზრდის რეკომენდებული რეჟიმის გადაჭარბებასთან (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“).

რაც უფრო დიდია ინტერვალი წინა დოზის მიღების დროიდან, მით უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს დოზის შემანარჩუნებელი დოზის დონემდე გაზრდის რეჟიმს. როდესაც ლამოტრიჯინის მიღების შეწყვეტის შემდეგ ინტერვალი 5-ჯერ აღემატება ნახევარგამოყოფის პერიოდს (იხ. ნაწილი „ფარმაკოკინეტიკა“), ლამოტრიჯინის დოზა უნდა გაიზარდოს შემანარჩუნებელ დოზამდე არსებული სქემის შესაბამისად.

არ არის რეკომენდებული ლამოტრიჯინით მკურნალობის განმეორებითი დაწყება, თუ მკურნალობა შეწყდა ადრინდელი მკურნალობით გამოწვეული გამონაყარის გაჩენის გამო. ამ შემთხვევაში, პრეპარატის განმეორებითი დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელისა და შესაძლო რისკის შეფასება.

ეპილეფსია.

ქვემოთ მოცემულია: დოზის გაზრდის რეკომენდებული რეჟიმი და შემანარჩუნებელი დოზების დონეები 13 წლისა და უფროსი ასაკის მოზრდილებისა და მოზარდებისათვის (ცხრილი 1), და ასევე 2 – დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის (ცხრილი 2). არ გადააჭარბოთ საწყის დოზას და დოზის მომატების რეჟიმი არ უნდა იქნას გადაჭარბებული კანის გამონაყარის განვითარების რისკის გამო (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“). მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სხვა თანმხლები ანტიკონვულსანტებისა და სხვა სამკურნალო საშუალებების მოხსნისა ან დამატებითი დანიშვნის შესაძლო გავლენა ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ცხრილი 1: ეპილეფსიის დროს დოზირების რეჟიმი მოზრდილებში და 13 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში.

მკურნალობის სქემა I-II კვირა III-IV კვირა ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა
მონოთერაპია 25 მგ/დღეში (დღეში 1 ჯერ) 50 მგ/დღეში (დღეში 1 ჯერ) 100-200 მგ/დღეში (1 ან 2  მიღებაზე). დოზა შეიძლება გაიზარდოს 50-100 მგ-ით ყოველ 1-2 კვირაში შემანარჩუნებელ დოზაზე თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დოზა 500 მგ /დღეში საჭირო თერაპიული ეფექტის მისაღწევად.
დამატებითი თერაპია ვალპროატის მიღებით (ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინჰიბიტორი - იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)      
გამოყენებული უნდა იქნას დოზირების მითითებული რეჟიმი, სხვა სამკურნალო საშუალებებით თანმხლები თერაპიის მიუხედავად 12.5 მგ/დღეში (25 მგ დღეგამოშვებით)  25 მგ/დღეში (დღეში ერთჯერ) 100-200 მგ დღეში (1 ან 2  მიღებაზე). დოზა შეიძლება გაიზარდოს 25-50 მგ-ით ყოველ 1-2 კვირაში თერაპიული ეფექტის მიღწევამდე.
დამატებითი თერაპია ვალპროატების გამოყენების გარეშე, მაგრამ ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორების გამოყენებით (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)      

დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გამოიყენება ვალპროატები, მაგრამ დანიშნულია შემდეგი სამკურნალო საშუალებები:

ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, ლოპინავირი/რიტონავირი

50 მგ/დღეში (ერთჯერ დღეში) 100 მგ/დღეში (2 მიღებაზე) 200-400 მგ დღეში (2 მიღებაზე). დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-ით ყოველ 1-2 კვირაში შემანარჩუნებელ დოზაზე თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს დოზა 700 მგ/დღეში სასურველი თერაპიული ეფექტის მისაღწევად.
დამატებითი თერაპია ვალპროატების და ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორების გამოყენების გარეშე (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)      
დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას, რომლებიც არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას  ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის პროცესზე. 25 მგ/დღეში (დღეში 1 ჯერ) 50 მგ/დღეში (დღეში 1 ჯერ) 100-200 მგ/დღეში (1 ჯერ დღეში ერთჯერადად, ან 2 მიღებაზე). დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 50-100 მგ-ით ყოველ 1-2 კვირაში თერაპიული ეფექტის მიღწევამდე.
შენიშვნა: პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებებს, რომლების ლამოტრიჯინთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ხასიათი უცნობია (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“) უნდა იქნას გამოყენებული იგივე დოზირების რეჟიმი, როგორც ვალპროატების გამოყენების შემთხვევაში.      

 

ცხრილი 2. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: ეპილეფსიის მკურნალობის რეკომენდებული სქემა (საერთო სადღეღამისო დოზა, სხეულის წონის მგ/კგ-ში)**.

მკურნალობის სქემა I-II კვირა III-IV კვირა ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა
მონოთერაპია ტიპიური მცირე ეპილეფსიური გულყრებისათვის 0,3 მგ/კგ/დღეში (1-ჯერ დღეში ან გაყოფილი 2 მიღებაზე) 0,6 მგ/კგ/დღეში (1-ჯერ დღეში ან გაყოფილი 2 მიღებაზე) 1-15 მგ/კგ/დღეში (1 ან 2 მიღებაზე). შემანარჩუნებელი რეჟიმის მისაღწევად შეიძლება დოზის გაზრდა არაუმეტეს 0,6 მგ/კგ/დღ-ით  ყოველ 1-2 კვირაში თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზაა 200 მგ/დღეში.
დამატებითი თერაპია ვალპროატის მიღებით (ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინჰიბიტორი - იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)      
გამოყენებული უნდა იქნას დოზირების ეს რეჟიმი, სხვა სამკურნალო საშუალებებით თანმხლები თერაპიის მიუხედავად.

0,15 მგ/კგ/დღეში *

(1-ჯერ დღეში)

0,3 მგ/კგ/დღეში

 (1-ჯერ დღეში)

1-5 მგ/კგ/დღეში (1 ჯერ დღეში, ან გაყოფილი 2 მიღებაზე). შემანარჩუნებელი რეჟიმის მისაღწევად დოზა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 0,3 მგ/კგ/დღ-ით ყოველ 1-2 კვირაში ოპტიმალური ეფექტის მიღწევამდე.

მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზაა 200 მგ/დღეში.

დამატებითი თერაპია ვალპროატების გამოყენების გარეშე, მაგრამ ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორების გამოყენებით (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)      

დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გამოიყენება ვალპროატები, მაგრამ დანიშნულია სხვა სამკურნალო საშუალებები:

ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, ლოპინავირი/რიტონავირი

 

0,6 მგ/კგ/დღეში

(გაყოფილი 2 მიღებაზე)

1,2 მგ/კგ/დღეში

(გაყოფილი 2 მიღებაზე)

5-15 მგ/კგ/დღეში (დღეში 1-ჯერ ან  2 მიღებაზე). შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე დოზა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 1,2 მგ/კგ-ით ყოველ 1-2 კვირაში.

მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზაა 400 მგ/დღეში.

დამატებითი თერაპია ვალპროატების და ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორების გამოყენების გარეშე (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)      
დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად მიღებისას, რომლებიც არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას  ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის პროცესზე

0,3 მგ/კგ/დღეში

(1-ჯერ დღეში ან გაყოფილი 2 მიღებაზე)

0,6 მგ/კგ/დღეში

(1-ჯერ დღეში ან გაყოფილი 2 მიღებაზე)

1-10 მგ/კგ/დღეში (დღეში 1-ჯერ ან გაყოფილი 2 მიღებაზე). დოზა შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს 0,6 მგ/კგ-ით

ყოველ 1-2 კვირაში შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.

მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზაა 200 მგ/დღეში.

შენიშვნა: პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებებს, რომლების ლამოტრიჯინთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ხასიათი უცნობია (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“) უნდა იქნას გამოყენებული იგივე დოზირების რეჟიმი, როგორც ვალპროატების გამოყენების შემთხვევაში.       
* თუ ვალპროატის მიმღებ პაციენტებში გამოთვლილი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 მგ ან მეტს, მაგრამ არაუმეტეს 2 მგ-ს, ნებადართულია 2 მგ ლამოტრიჯინის მიღება დისპერგირდებადი ტაბლეტების სახით, დღეგამოშვებით პირველი 2 კვირის განმავლობაში. თუ ვალპროატის მიმღებ პაციენტებში გამოთვლილი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 მგ-ზე ნაკლებს, ლამოტრიჯინის მიღება რეკომენდებული არ არის.      

ლამოტრიჯინის მოხსნა ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში.

პრეპარატის უეცარი შეწყვეტის შემდეგ არ დაფიქსირებულა გვერდითი რეაქციების სიხშირის, სიმძიმის, ან ტიპის გაზრდა პლაცებოსთან შედარებით.  ამიტომაც, პრეპარატის მიღების შეწყვეტა შესაძლებელია უეცრად, დოზის  თანდათან შემცირების გარეშე.

ბავშვები ( 18 წლამდე ასაკის).

ლამოტრიჯინი არ არის რეკომენდებული ბიპოლარული დარღვევების მქონე ბავშვებში (18 წლამდე ასაკში) გამოყენებისათვის, რადგანაც შეწყვეტის რანდომიზებულმა კვლევებმა  არ აჩვენეს მისი მნიშვნელოვანი ეფექტურობა და აჩვენეს სუიციდური  დონის მომატება (იხ. პუნქტი  „განსაკუთრებული მითითებები“).

ცხრილი 3. რეკომენდებული შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზები და ტიტრირების რეჟიმები ბიპოლარული აშლილობის მკურნალობისას - 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში.

მკურნალობის სქემა I-II კვირა III-IV კვირა V კვირა მიზნობრივი შემანარჩუნებელი დოზა (VI კვირა)*დოზა (VI კვირა)*
მონოთერაპია ლამოტრიჯინით ან დამატებითი თერაპია ვალპროატების და ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორების გამოყენების გარეშე (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)    

 
"

'

 
დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროულად დანიშვნისას, რომლებიც არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას  ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის პროცესზე 25 მგ/დღეში (დღეში 1 -ჯერ) 50 მგ/დღეში (დღეში 1- ჯერ ან გაყოფილი 2 მიღებაზე) 100 მგ/დღეში (დღეში 1- ჯერ ან გაყოფილი 2 მიღებაზე) 200 მგ/დღეში -ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა (დღეში 1- ჯერ ან გაყოფილი 2 მიღებაზე). ცნობილია, რომ კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა დოზები 100-400 მგ/დღეში  დიაპაზონში.
დამატებითი თერაპია ვალპროატებით (ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინჰიბიტორი - იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)        
ვალპროატების თანმხლები დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას დოზირების ეს რეჟიმი, სხვა სამკურნალო საშუალებების თანმხლები მიღების მიუხედავად 12,5 მგ/დღეში (მიიღება 25 მგ დღეგამოშვებით)  25 მგ/დღეში (დღეში ერთჯერ) 50 მგ/დღეში (დღეში 1- ჯერ ან გაყოფილი 2 მიღებაზე) 100 მგ/დღეში არის ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა (დღეში 1- ჯერ ან გაყოფილი 2 მიღებაზე). 200 მგ/დღეში არის მაქსიმალური დოზა, რომელიც შეიძლება დაინიშნოს კლინიკური პასუხის შესაბამისად.
დამატებითი თერაპია ვალპროატებით (ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინჰიბიტორი - იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)        
ვალპროატების თანმხლები დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას დოზირების ეს რეჟიმი, სხვა სამკურნალო საშუალებების თანმხლები მიღების მიუხედავად 12,5 მგ/დღეში (მიიღება 25 მგ დღეგამოშვებით)  25 მგ/დღეში (დღეში ერთჯერ) 50 მგ/დღეში (დღეში 1- ჯერ ან გაყოფილი 2 მიღებაზე) 100 მგ/დღეში არის ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა (დღეში 1- ჯერ ან გაყოფილი 2 მიღებაზე). 200 მგ/დღეში არის მაქსიმალური დოზა, რომელიც შეიძლება დაინიშნოს კლინიკური პასუხის შესაბამისად.
დამატებითი თერაპია ვალპროატების გარეშე, მაგრამ ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორების დანიშვნისას (იხ. ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)        
დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გამოიყენება ვალპროატები, მაგრამ დანიშნულია სხვა სამკურნალო საშუალებები: ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, ლოპინავირი/რიტონავირი 50 მგ/დღეში (ერთჯერ დღეში) 100 მგ/დღეში (გაყოფილი 2 მიღებაზე) 200 მგ/დღეში (გაყოფილი 2 მიღებაზე) 300 მგ/დღეში მიღების მე-6 კვირას. აუცილებლობისას, დოზა შეიძლება გაიზარდოს ოპტიმალური ეფექტის მისაღებად 400 მგ/დღ-მდე მიღების მე-7 კვირას (გაყოფილი 2 მიღებაზე).
შენიშვნა: პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებებს, რომლების ლამოტრიჯინთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ხასიათი უცნობია (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“) უნდა იქნას გამოყენებული იგივე დოზირების რეჟიმი, როგორც ვალპროატების გამოყენების შემთხვევაში.        

 

ცხრილი 4. მოზრდილები (18 წელზე მეტი ასაკის): შემანარჩუნებელი მასტაბილიზირებელი სადღეღამისო დოზები ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ თანმხლები სამკურნალო საშუალებების მოხსნის შემდეგ.

მკურნალობის სქემა ლამოტრიჯინის მიმდინარე  მასტაბილიზირებელი დოზა (მოხსნამდე) I კვირა (მოხსნის დასაწყისი) II კვირა III და შემდგომი კვირები *
         
ვალპროატის მოხსნა (ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინჰიბიტორი - იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“) ლამოტრიჯინის საწყისი დოზის შესაბამისად        
ვალპროატების მოხსნისას საჭიროა მასტაბილიზირებელი დოზის გაორმაგება, მაგრამ არაუმეტეს 100 მგ/კვირაში 100 მგ/დღეში
200 მგ/დღეში
200 მგ/დღეში
300 მგ/დღეში
200 მგ/დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე
400 მგ/დღეში
400 მგ/დღეში
 
ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორების მოხსნა (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“) ლამოტრიჯინის საწყისი დოზის შესაბამისად        
დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული ფენიტოინის, კარბამაზეპინის, ფენობარბიტალის, პრიმიდონის, რიფამპიცინის, ლოპინავირის/რიტონავირის მიღების შეწყვეტისას. 400 მგ/დღეში
300 მგ/დღეში
200 მგ/დღეში
400 მგ/დღეში
300 მგ/დღეში
200 მგ/დღეში
300 მგ/დღეში
225 მგ/დღეში
150 მგ/დღეში
200 მგ/დღეში
150 მგ/დღეში
100 მგ/დღეში
იმ სამკურნალო საშუალებების მოხსნა, რომლებიც არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციაზე (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)        
დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული იმ სამკურნალო პრეპარატების მიღების შეწყვეტისას, რომლებიც არ ახდენენ მნიშვნელოვან მაინჰიბირებელ ან მაინდუცირებელ გავლენას ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციაზე

შეინარჩუნეთ მიზნობრივი დოზა, რომელიც მიღწეული იქნა ტიტრირების პროცესში (200 მგ/დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე).

დოზების დიაპაზონია 100-400 მგ/დღეში.

     
შენიშვნა: პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებებს, რომლების ლამოტრიჯინთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ხასიათი უცნობია (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“) უნდა იქნას გამოყენებული იგივე დოზირების რეჟიმი, როგორც ვალპროატების გამოყენების შემთხვევაში.        

 

ცხრილი 5:  ლამოტრიჯინის შემანარჩუნებელი მასტაბილიზირებელი სადღეღამისო დოზები ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ სხვა სამკურნალო საშუალებების შემდგომი დამატებისას - 18 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. ლამოტრიჯინის სადღეღამისო დოზების კორექციის კლინიკური გამოცდილება სხვა სამკურნალო პრეპარატების დანიშვნისას არ არსებობს. თუმცა, წამლებს შორის ურთიერთქმედებაზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე შესაძლებელია შემდეგი რეკომენდაციების გაცემა: 

მკურნალობის სქემა ლამოტრიჯინის მიმდინარე  მასტაბილიზირებელი დოზა (ახალი სამკურნალო საშუალების დამატებამდე )

I კვირა

(ახალი სამკურნალო საშუალების დამატების დასაწყისი )

II კვირა III და შემდგომი კვირები
ვალპროატის დამატება (ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინჰიბიტორი - იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“) ლამოტრიჯინის საწყისი დოზის შესაბამისად        
დოზირების ამ რეჟიმის გამოყენება საჭიროა ვალპროატის დამატებისას სხვა სამკურნალო საშუალებების მიღების მიუხედავად 200 მგ/დღეში
300 მგ/დღეში
400 მგ/დღეში
100 მგ/დღეში
150 მგ/დღეში
200 მგ/დღეში
შეინარჩუნეთ ეს დოზა (100 მგ/დღეში)
შეინარჩუნეთ ეს დოზა (150 მგ/დღეში)
შეინარჩუნეთ ეს დოზა (200 მგ/დღეში)
 
ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორების დამატება ლამოტრიჯინის საწყისი დოზის შესაბამისად პაციენტებში, რომლებიც არ ღებულობენ ვალპროატებს (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)          
დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული, თუ არ გამოიყენება ვალპროატები, მაგრამ დანიშნულია შემდეგი სამკურნალო პრეპარატები:  ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, რიფამპიცინი, ლოპინავირი/რიტონავირი 200 მგ/დღეში
150 მგ/დღეში
100 მგ/დღეში
200 მგ/დღეში
150 მგ/დღეში
100 მგ/დღეში
300 მგ/დღეში
225 მგ/დღეში
150 მგ/დღეში
400 მგ/დღეში
300 მგ/დღეში
200 მგ/დღეში
იმ სამკურნალო საშუალებების დამატება, რომლებიც არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციაზე (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“)        
დოზირების ეს რეჟიმი უნდა იქნას გამოყენებული იმ სხვა სამკურნალო პრეპარატების დამატებისას, რომლებიც არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციაზე

შეინარჩუნეთ მიზნობრივი დოზა, რომელიც მიღწეული იქნა ტიტრირების პროცესში (200 მგ/დღეში).

დოზების დიაპაზონია 100-400 მგ/დღეში.

     
შენიშვნა: პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სამკურნალო საშუალებებს, რომლების ლამოტრიჯინთან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ხასიათი უცნობია (იხილეთ ნაწილი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“) უნდა იქნას გამოყენებული იგივე დოზირების რეჟიმი, როგორც ვალპროატების გამოყენების შემთხვევაში.        

ომენდაციები პაციენტების სპეციალური ჯგუფებისთვის.

ქალები, რომლებიც ღებულობენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს.

ცნობილია,  რომ ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელის (30 მკგ/150 მკგ) კომბინაციის გამოყენება ზრდის ლამოტრიჯინის კლირენსს დაახლოებით ორჯერ, რაც იწვევს ლამოტრიჯინის დონის დაქვეითებას. ტიტრაციის შემდეგ შეიძლება საჭირო გახდეს ლამოტრიჯინის უფრო მაღალი (დაახლოებით ორჯერ მეტი) შემანარჩუნებელი დოზების გამოყენება მაქსიმალური თერაპიული პასუხის მისაღწევად. იმ კვირის განმავლობაში, როდესაც პრეპარატი არ მიიღებოდა, აღინიშნა ლამოტრიჯინის დონის ორჯერ მომატება.  დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციები არ არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, განხილული უნდა იყოს იმ კონტრაცეფციის გამოყენების საკითხი, რომელიც არ ითვალისწინებს კვირებს, როდესაც პრეპარატი არ მიიღება, პირველი რიგის თერაპიის სახით (მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან  არა-ჰორმონალური მეთოდების მუდმივი გამოყენება; იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“ და „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების დაწყება პაციენტებში, რომლებიც უკვე ღებულობენ ლამოტრიჯინის შემანარჩუნებელ დოზებს და არ ღებულობენ ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორებს.

უმეტეს შემთხვევებში აუცილებელი გახდება ლამოტრიჯინის შემანარჩუნებელი დოზის 2-ჯერ გაზრდა. რეკომენდებულია ჰორმონალური კონტრაცეპტივებით მკურნალობის დაწყების შემდეგ ლამოტრიჯინის დოზის გაზრდა 50-დან 100 მგ-მდე/დღეში ყოველ კვირას, მკურნალობაზე ინდივიდუალური კლინიკური პასუხის შესაბამისად. დოზის მომატება არ უნდა აღემატებოდეს მითითებულ დონეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  მკურნალობაზე კლინიკური პასუხის შესაბამისად, დოზის ასეთი გაზრდა არ იქნება აუცილებელი.

 შრატში ლამოტრიჯინის კონცენტრაციის გაზომვით ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების დაწყებამდე და მას შემდეგ, შეიძლება დადასტურდეს, რომ შენარჩუნებულია ლამოტრიჯინის ბაზისური კონცენტრაცია. საჭიროების შემთხვევაში, დოზა უნდა იქნას ადაპტირებული. ქალებში, რომლებიც ღებულობენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, რომლებიც ითვალისწინებს  არა-აქტიური მკურნალობის ერთ კვირას (კვირა ტაბლეტების გამოყენების გარეშე), შრატში ლამოტრიჯინის დონის კონტროლი უნდა ჩატარდეს აქტიური მკურნალობის მე-3 კვირის განმავლობაში, ანუ ტაბლეტების მიღების ციკლის 15-დან 21-ე  დღემდე. აუცილებელია გათვალისწინებული იქნას იმ კონტრაცეპტიული პრეპარატების გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც არ ითვალისწინებენ კვირას  ტაბლეტების მიღების გარეშე, პირველი რიგის  თერაპიის სახით (მაგალითად, ჰორმონალური კონტრაცეპტივების მუდმივი გამოყენება ან არა-ჰორმონალური მეთოდები: იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“ და „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ჰორმონალური კონტრაცეპტივებით მკურნალობის კურსის  შეწყვეტა პაციენტებში, რომლებიც უკვე ღებულობენ ლამოტრიჯინის შემანარჩუნებელ დოზებს და არ ღებულობენ ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორებს.

უმეტეს შემთხვევებში საჭირო გახდება ლამოტრიჯინის შემანარჩუნებელი დოზის 50% -მდე შემცირება (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“ და „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“). რეკომენდებულია, რომ ლამოტრიჯინის სადღეღამისო დოზა შემცირდეს თანდათან  50-დან 100 მგ-მდე ყოველკვირეულად (საერთო დოზის არაუმეტეს 25 %-ით  ყოველ კვირაში) 3 კვირის განმავლობაში, თუ მკურნალობაზე ინდივიდუალური კლინიკური პასუხის შესაბამისად სხვაგვარად არ იქნება მითითებული.

შრატში ლამოტრიჯინის კონცენტრაციის გაზომვით ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენების დაწყებამდე და მას შემდეგ, შეიძლება დადასტურდეს, რომ შენარჩუნებულია ლამოტრიჯინის ბაზისური კონცენტრაცია. საჭიროების შემთხვევაში, დოზა უნდა იქნას ადაპტირებული. ქალებში, რომლებიც ღებულობენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, რომლებიც ითვალისწინებს  არა-აქტიური მკურნალობის ერთ კვირას (კვირა ტაბლეტების გამოყენების გარეშე), შრატში ლამოტრიჯინის დონის კონტროლი უნდა ჩატარდეს აქტიური მკურნალობის მე-3 კვირის განმავლობაში, ანუ ტაბლეტების მიღების ციკლის 15-დან 21-ე  დღემდე. ლამოტრიჯინის დონის შესაფასებლად ნიმუშები არ უნდა იქნას აღებული კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტიდან 1 კვირის განმავლობაში.

ლამოტრიჯინით თერაპიის დაწყება  ქალებში, რომლებიც უკვე ღებულობენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს.

დოზის მომატება უნდა შეესაბამებოდეს ცხრილებში მოცემული სტანდარტული დოზის რეკომენდაციებს.

ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღების დაწყება და შეწყვეტა  პაციენტებში, რომლებიც უკვე ღებულობენ ლამოტრიჯინის შემანარჩუნებელ დოზებს, და ასევე ღებულობენ ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციის ინდუქტორებს.

ლამოტრიჯინის რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზის კორექცია არ არის სავალდებულო.

გამოყენება ატაზანავირთან/რიტონავირთან ერთად.

ლამოტრიჯინის რეკომენდებული დოზის კორექცია  მისი  ატაზანავირით/რიტონავირით თერაპიაზე დამატებისას არ არის სავალდებულო.

იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იყენებენ პრეპარატ ლამოტრინის შემანარჩუნებელ დოზებს და არ იყენებენ გლუკურონიზაციის ინდუქტორებს, პრეპარატ ლამოტრინის დოზა შეიძლება გაიზარდოს, თუ დაემატება ატანაზავირით/რიტონავირით მკურნალობა, ან შემცირდეს, თუ შეწყდება ატანაზავირით/რიტონავირით მკურნალობა. სისხლის პლაზმაში ლამოტრიჯინის დონის კონტროლი უნდა ჩატარდეს  ატანაზავირის/რიტონავირის დაწყებიდან ან შეწყვეტიდან  2 კვირის განმავლობაში ლამოტრიჯინის დოზის კორექციის საჭიროების დასადგენად (იხ. პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

ერთდროული გამოყენება ლოპინავირთან/რიტონავირთან.

ლამოტრიჯინის რეკომენდებული დოზის კორექცია, მისი ლოპინავირით/რიტონავირით თერაპიაზე  დამატებისას  არ არის სავალდებულო.

პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე ღებულობენ ლამოტრიჯინის შემანარჩუნებელ დოზებს და არ ღებულობენ გლუკურონიზაციის ინდუქტორებს, ლოპინავირის/რიტონავირის დამატებით დანიშვნისას შეიძლება საჭირო გახდეს ლამოტრიჯინის დოზის გაზრდა,  ხოლო ლოპინავირის/რიტონავირის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი შემცირება. ლამოტრიჯინის სისხლის პლაზმაში დონის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ლოპინავირის/რიტონავირის გამოყენების დაწყებიდან ან შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში, ლამოტრიჯინის დოზის კორექციის საჭიროების დასადგენად (იხ. პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).  

ხანდაზმული ასაკის პაციენტები (65 წლიდან).

პრეპარატის დოზის კორექცია რეკომენდებული სქემის შესაბამისად აუცილებელი არ არის.  ამ ასაკობრივ ჯგუფში ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება  65 წლამდე ასაკის პაციენტებისაგან.

ღვიძლის უკმარისობა.

აუცილებელია საწყისი, მომატებული და შემანარჩუნებელი დოზების შემცირება, ზოგადად 50 %-ით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევით (ჩაილდ-პიუს სკალით B ხარისხი), და 75%-ით  პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (ჩაილდ-პიუს სკალით C ხარისხი).  მომატებული და შემანარჩუნებელი დოზების კორექტირება უნდა მოხდეს კლინიკური ეფექტის შესაბამისად.

თირკმლის უკმარისობა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ლამოტრიჯინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის ლამოტრიჯინის საწყისი დოზის დადგენა ხდება დანიშნული თანმხლები სამკურნალო საშუალებების შესაბამისად; შემანარჩუნებელი დოზის შემცირება შეიძლება ეფექტური იყოს პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევით (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“).

გვერდითი რეაქციები.

ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობების დროს სამკურნალო საშუალებების მიღებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების ჩამონათვალი შექმნილია კონტროლირებადი კლინიკური კვლევების პროცესში მიღებული ხელმისაწვდომი მონაცემებისა და სამკურნალო საშუალების კლინიკური გამოყენების გამოცდილების საფუძველზე. არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ ცხრილში. არასასურველი რეაქციების სიხშირე განისაზღვრებოდა ეპილეფსიის მონოთერაპიის (აღინიშნულია «*» ნიშნით) და ბიპოლარული აშლილობის (აღინიშნულია «§» ნიშნით) კონტროლირებადი კლინიკური კვლევების პროცესში. არასასურველი რეაქციების სიხშირის მხრივ განსხვავების არსებობისას, რომლებიც დაფიქსირდა ეპილეფსიით და ბიპოლარული აშლილობით დაავადებულ პაციენტთა კლინიკურ კვლევებში, მოცემულია ყველაზე მაღალი სიხშირის კატეგორია. კონტროლირებადი კლინიკური კვლევების მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირის შესახებ დასკვნა გამოტანილია სამკურნალო საშუალების გამოყენების კლინიკური გამოცდილების საფუძველზე.

გვერდითი მოვლენების აღმოცენების სიხშირის შესაფასებლად გამოყენებული იქნა შემდეგი კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 - <1/10), არა-ხშირად (≥ 1/1000 - <1/100), იშვიათად (≥ 1/10 000- <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10 000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება).

კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ.

ძალიან ხშირად - კანზე გამონაყარი5*§; არა-ხშირად - ალოპეცია, ფოტომგრძნობელობის რეაქციები; იშვიათად - ​​სტივენს-ჯონსონის სინდრომი§; ძალიან იშვიათად - ​​ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლის რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ეოზინოფილია და სისტემური სიმპტომები.

სისხლის სისტემისა და ლიმფური სისტემის მხრივ.

ძალიან იშვიათად - ​​ჰემატოლოგიური გადახრები1 (რომლებიც მოიცავს ნეიტროპენიას, ლეიკოპენიას, ანემიას, თრომბოციტოპენიას, პანციტოპენიას, აპლასტიურ ანემიას და აგრანულოციტოზს), ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტიოციტოზი (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“); სიხშირე უცნობია - ლიმფადენოპათია1.  

იმუნური სისტემის მხრივ.

ძალიან იშვიათად - ​​ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი2; სიხშირე უცნობია - ჰიპოგამაგლობულინემია.

ფსიქიკის მხრივ.

ხშირად - გაღიზიანებადობა, აგრესიულობა; ძალიან იშვიათად - ​​ტიკი, ჰალუცინაციები და  ცნობიერების აბნევა; სიხშირე უცნობია - კოშმარები.

ნერვული სისტემის მხრივ.

ძალიან ხშირად - თავის ტკივილი§; ხშირად - ძილიანობა*§, უძილობა*, თავბრუსხვევა*§, ტრემორი*, შფოთური მდგომარეობა§; არა-ხშირად - ატაქსია*; იშვიათად: ​​ნისტაგმი*, ასეპტიური მენინგიტი (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“); ძალიან იშვიათად - არასტაბილურობა, მოძრაობის დარღვევები, პარკინსონის დაავადების გამწვავება3, ექსტრაპირამიდული ეფექტები, ქორეოათეტოზი*, შეტევების სიხშირის მომატება.

მხედველობის ორგანოების მხრივ.

არა- ხშირად - დიპლოპია*, თვალების წინ ჩამობინდვა*; იშვიათად - კონიუნქტივიტი.

 კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ხშირად - გულისრევა*, ღებინება* და დიარეა*, პირის სიმშრალე§.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ.

ძალიან იშვიათად - ​​ღვიძლის ფუნქციური სინჯების მაჩვენებლების მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა4, ღვიძლის უკმარისობა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ.

ხშირად - ართრალგია§; ძალიან იშვიათად - ​​სისტემური წითელი მგლურას სიმპტომები.

თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ.

სიხშირე უცნობია - ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტი, ტუბულო-ინტერსტიციული ნეფრიტის სინდრომი უვეიტით.

ზოგადი დარღვევები.

ხშირად - დაღლილობა*, ტკივილი§, ზურგის ტკივილი§.

ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა.
1 ჰემატოლოგიური დარღვევები და ლიმფადენოპათია შეიძლება დაკავშირებული იყოს, და ასევე არ იყოს  წამლისმიერ რეაქციასთან ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) / ჰიპერმგრძნობელობის სინდრომთან (იხ. პუნქტები „განსაკუთრებული მითითებები“ და ”იმუნური სისტემის მხრივ”).
2 ასევე მოწოდებულია ინფორმაცია, რომ გამონაყარი წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობის სინდრომის (DRESS) ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა სისტემურ გამოვლინებებთან, მათ შორის, როგორიცაა ცხელება, ლიმფადენოპათია, სახის შეშუპება, სისხლის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის მხრივი დარღვევები. სინდრომი მიმდინარეობს სიმძიმის სხვადასხვა ხარისხით და იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს დიკ (დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაცია) სინდრომი და პოლიორგანული უკმარისობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰიპერმგრძნობელობის ადრეული გამოვლინებები (ანუ ცხელება, ლიმფადენოპათია) შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაშიც. ასეთი სიმპტომების განვითარებისას პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გასინჯული ექიმის მიერ, და, თუ არ იქნება დადგენილი სიმპტომების განვითარების სხვა მიზეზი, ლამოტრიჯინი უნდა მოიხსნას.
3 ეს რეაქციები დაფიქსირდა კლინიკურ პრაქტიკაში სხვა კლინიკური მდგომარეობების დროს.
აღინიშნა, რომ ლამოტრიჯინმა შეიძლება გააუარესოს პარკინსონიზმის სიმპტომები პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში, და არსებობს ცალკეული ინფორმაცია ექსტრაპირამიდული ეფექტებისა და ქორეოათეტოზის შესახებ ამ მდგომარეობის არმქონე პაციენტებში.
4 ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, როგორც წესი, ვითარდება ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომებთან ერთად, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში, ისინი აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობის აშკარა ნიშნების არარსებობის შემთხვევაშიც.
5 მოწოდებულია ინფორმაცია, რომ მოზრდილებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კანის გამონაყარის სიხშირე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ლამოტრიჯინს, იყო 8-12%, ხოლო  პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, 5-6%. შემთხვევათა 2% -ში კანზე გამონაყარის განვითარება გახდა ლამოტრიჯინის მოხსნის მიზეზი. გამონაყარი, ძირითადად მაკულოპაპულარული ხასიათის, ჩვეულებრივ ჩნდება თერაპიის დაწყების მომენტიდან  პირველი 8 კვირის განმავლობაში და ქრება ლამოტრიჯინის მოხსნის შემდეგ (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“). 
არსებობს ინფორმაცია მძიმე, პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში კანის დაზიანებების შემთხვევების შესახებ, მათ შორის როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და რეაქცია სამკურნალო საშუალების მიღებაზე, რომელსაც თან ახლავს ეოზინოფილია და სისტემური გამოვლინებები (DRESS სინდრომი). მიუხედავად იმისა, რომ ლამოტრიჯინის მოხსნის დროს უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები უკუიქცევა, ზოგიერთ პაციენტს მუდმივად რჩება შეუქცევადი ნაწიბურები, და იშვიათ შემთხვევებში დარეგისტრირდა ლეტალური გამოსავალი (იხ. ნაწილი „განსაკუთრებული მითითებები“). 
გამონაყარის განვითარების საერთო რისკი მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია:
- ლამოტრიჯინის მაღალ საწყის დოზასთან და ლამოტრიჯინის დოზების გაზრდის რეკომენდებული ტემპების გადაჭარბებასთან (იხ. ნაწილი „გამოყენების მეთოდი და დოზირება“);
- ვალპროატის ერთდროულ მიღებასთან (იხ. ნაწილი „გამოყენების მეთოდი და დოზირება“). გამონაყარის განვითარება ასევე განიხილებოდა როგორც ჰიპერმგრძნობელობის სინდრომის გამოვლინება, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა სისტემურ გამოვლინებებთან (იხ. ”იმუნური სისტემის მხრივ”).
არსებობს ინფორმაცია ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირების, ოსტეოპენიის, ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ლამოტრიჯინით ხანგრძლივ თერაპიაზე. ლამოტრიჯინის  ძვლის ქსოვილის მეტაბოლიზმზე ზემოქმედების მექანიზმი განსაზღვრული არ არის.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა ლამოტრიჯინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

დოზის გადაჭარბება.

სიმპტომები და გამოვლინებები

არსებობს ინფორმაცია დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევების შესახებ დოზების მიღებისას, რომლებიც 10-20-ჯერ აღემატებოდა მაქსიმალურ თერაპიულ დოზას,   ლეტალური შემთხვევების ჩათვლით.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ატაქსია, ნისტაგმი, ცნობიერების დარღვევები, გენერალიზებული ეპილეფსიური კრუნჩხვები, კომა, QRS კომპლექსის გაფართოება (პარკუჭშიდა გამტარებლობის  შეფერხება).

QRS კომპლექსის გაფართოება 100 მ/წმ-ზე მეტად შეიძლება დაკავშირებული იყოს სამკურნალო საშუალების უფრო ძლიერ ტოქსიკურ ეფექტთან.

მკურნალობა: აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შესაბამისი სიმპტომური და დამხმარე თერაპიის ჩასატარებლად. ლამოტრიჯინის შეწოვის შესამცირებლად რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის გამოყენება. შემდგომი მკურნალობა ტარდება კლინიკური სიტუაციის მიხედვით. ჰემოდიალიზის დოზის გადაჭარბების სამკურნალოდ გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. თირკმლის უკმარისობის მქონე 6 მოხალისეზე ჩატარებული კვლევის დროს, ლამოტრიჯინის 20% გამოიყოფოდა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის ოთხსაათიანი სეანსის განმავლობაში.
განსაკუთრებული მითითებები.

კანზე გამონაყარი.

ლამოტრიჯინით მკურნალობის დაწყებიდან პირველი 8 კვირის განმავლობაში შეიძლება განვითარდეს კანის მხრივი გვერდითი რეაქცია გამონაყარის სახით. უმეტეს შემთხვევაში, გამონაყარი ზომიერია და მკურნალობის გარეშეც გაივლის, თუმცა, მოწოდებულია ინფორმაცია კანის მძიმე რეაქციების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და პრეპარატის მოხსნას. ამათ განეკუთვნება პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გამონაყარის, კერძოდ სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის განვითარება, ასევე წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS); ასევე ცნობილია როგორც ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი (HSS) (იხ. პუნქტი „გვერდითი რეაქციები“). პაციენტებს, რომლებსაც განუვითარდათ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი და რეაქციები სამკურნალო საშუალებებზე ეოზინოფილიით და სისტემური გამოვლინებებით (DRESS) ლამოტრიჯინის გამოყენების შემდეგ, არ შეიძლება განმეორებით ლამოტრიჯინის დანიშვნა.

ცნობილია, რომ მოზრდილებში, რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევებში ლამოტრიჯინის დოზირების თანამედროვე რეკომენდაციების გამოყენებით, კანზე მძიმე გამონაყარის სიხშირე იყო დაახლოებით 1 ყოველ 500 ეპილეფსიით დაავადებულზე. ამ შემთხვევების დაახლოებით ნახევარს  დაუდგინდა სტივენს – ჯონსონის სინდრომი (1 ყოველ 1000-ზე).

კანზე მძიმე გამონაყარის სიხშირე ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში შეადგენს 1-ს 1000-დან.

ბავშვებში კანზე სერიოზული გამონაყარის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში. ცნობილია, რომ ლამოტრიჯინის გამოყენების კვლევების მონაცემების თანახმად, გამონაყარის შემთხვევათა სიხშირე, რამაც გამოიწვია ჰოსპიტალიზაცია, ბავშვებში მერყეობს ყოველ 300-ში 1-დან ყოველ 100-ში 1 პაციენტამდე.

ბავშვებში კანის გამონაყარის პირველი ნიშნები შეიძლება შეცდომით მიღებული იქნას ინფექციად, ამიტომ, ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პრეპარატზე გვერდითი რეაქციის განვითარების შესაძლებლობას ბავშვებში, რომლებსაც  გამონაყარი და ცხელება უვითარდებათ თერაპიის პირველი 8 კვირის განმავლობაში.

კანზე გამონაყარის აღმოცენების საერთო რისკი აშკარად მჭიდროდ არის დაკავშირებული ლამოტრიჯინის მაღალ საწყის დოზებთან და ლამოტრიჯინით თერაპიისას დოზის გაზრდის რეკომენდებული სქემის გადაჭარბებასთან. (იხ. პუნქტი „გამოყენების მეთოდი და დოზირება“), ასევე ვალპროატის თანმხლებ გამოყენებასთან (იხ. პუნქტი „გამოყენების მეთოდი და დოზირება“).

ლამოტრიჯინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში  ჰქონდათ  ალერგია ან გამონაყარი სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების გამოყენებისას, რადგანაც ზომიერი გამონაყარის განვითარების სიხშირე  ლამოტრიჯინით მკურნალობის შემდეგ პაციენტების ამ ჯგუფში 3-ჯერ აღემატებოდა ასეთი ანამნეზის არმქონე ჯგუფისას. ყველა პაციენტი (მოზრდილები და ბავშვები), რომლებსაც აქვთ გამონაყარი, დაუყოვნებლივ უნდა გაისინჯოს ექიმის მიერ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მკურნალობა ლამოტრიჯინით, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც გამონაყარის განვითარება არ არის დაკავშირებული ლამოტრიჯინის მიღებასთან. არ არის რეკომენდებული ლამოტრიჯინის მიღების განახლება იმ შემთხვევებში, როდესაც მისი ადრინდელი დანიშვნა მოიხსნა კანის მხრივი რეაქციების განვითარების გამო. ამ შემთხვევაში, პრეპარატის ხელახლა დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ მკურნალობისგან მოსალოდნელი სარგებელი და შესაძლო რისკი.

მოწოდებულია ინფორმაცია, რომ კანზე გამონაყარი წარმოადგენს DRESS-სინდრომის ნაწილს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი. ამ მდგომარეობას თან ახლავს სხვადასხვა სისტემური სიმპტომები, ცხელების, ლიმფადენოპათიის, სახის შეშუპების, სისხლში ცვლილებების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევის, ასეპტიკური მენინგიტის ჩათვლით (იხ. პუნქტი „გვერდითი რეაქციები“). სინდრომს შეიძლება ჰქონდეს სიმძიმის სხვადასხვა ხარისხი და ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს დისემინირებული სისხლძარღვშიდა სისხლის შედედება და პოლიორგანული უკმარისობა. ჰიპერმგრძნობელობის ადრეული ნიშნები (მაგ. ცხელება, ლიმფადენოპათია) შეიძლება განვითარდეს კანზე გამონაყარის არარსებობის შემთხვევაშიც კი. ასეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაისინჯოს, და სხვა მიზეზების არარსებობის შემთხვევაში, ლამოტრიჯინის მიღება შეწყდეს.

უმეტეს შემთხვევებში, პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ, ასეპტიკური მენინგიტი უკუგანვითარდება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება განახლდეს ლამოტრიჯინის განმეორებითი დანიშვნისას.  ლამოტრიჯინის განმეორებითი დანიშვნა იწვევს სიმპტომების სწრაფ დაბრუნებას, რომლებიც ხშირად უფრო მძიმე ხასიათისაა. პაციენტებმა არ უნდა განაახლონ ლამოტრიჯინით თერაპია მისი შეწყვეტის შემდგომ ასეპტიკური მენინგიტის განვითარების გამო.

ასევე მიღებულია შეტყობინება ფოტომგრძნობელობის რეაქციების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ლამოტრიჯინის მიღებასთან (იხ. პუნქტი „გვერდითი რეაქციები“). ზოგიერთ შემთხვევაში რეაქცია ვლინდებოდა ლამოტრიჯინის მაღალი დოზების მიღებისას (400 მგ ან უფრო მეტი), დოზის გაზრდისას ან დოზის გაზრდის რეკომენდებული ტემპების გაზრდისას. ფოტომგრძნობელობის რეაქციის განვითარების ეჭვის შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია ლამოტრიჯინის მიღებასთან, (მაგალითად,ძლიერი მზის დამწვრობა), აუცილებელია შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა. თუ ლამოტრიჯინით მკურნალობის გაგრძელება ითვლება კლინიკურად მიზანშეწონილად, პაციენტისთვის რეკომენდებულია მოერიდოს მზის სხივებს და ხელოვნურ ულტრაიისფერ სხივებს და გამოიყენოს დამცავი საშუალებები (მაგალითად, დამცავი ტანსაცმელი და მზისგან დამცავი საშუალებები).  

ჰემოფაგოციტური ლიმფოჰისტოციტოზი (ჰლჰ).

ჰლჰ დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლამოტრიჯინს (იხილეთ გვერდითი რეაქციები). ჰლჰ ხასიათდება შემდეგი ნიშნებითა და სიმპტომებით: ცხელება, გამონაყარი, ნევროლოგიური სიმპტომები, ჰეპატოსპლენომეგალია, ლიმფადენოპათია, ციტოპენია, შრატში ფერიტინის კონცენტრაციის მომატება, ჰიპერტრიგლიცერიდემია და ღვიძლის ფუნქციისა და სისხლის შედედების დარღვევა. სიმპტომები ჩვეულებრივ აღმოცენდება მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის განმავლობაში.

პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ჰლჰ– სთან დაკავშირებული სიმპტომების შესახებ, და ასევე მათ უნდა ურჩიონ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში ლამოტრიჯინით მკურნალობის დროს.

პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ეს ნიშნები და სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეფასდნენ და უნდა განიხილული იქნას ჰლჰ– ის დიაგნოზი. ლამოტრიჯინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ სიმპტომების განვითარების სხვა მიზეზი ვერ დადგინდა.

სუიციდური რისკი

ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დეპრესიის და/ან ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები და არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ეპილეფსიით და ბიპოლარული აშლილობით დაავადებულ პაციენტებს აქვთ სუიციდურობის გაზრდილი რისკი.

ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტთა 25-%-დან 50%-ს აღენიშნა თვითმკვლელობის მინიმუმ ერთი მცდელობა. მათ შეიძლება განიცადონ დეპრესიული სიმპტომების გაუარესება და/ან სუიციდური იმპულსების და ქცევის (თვითმკვლელობა) გამოვლინება, მიუხედავად იმისა, იყენებდნენ თუ არა პრეპარატებს ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ, როგორიცაა ლამოტრიჯინი.

სხვადასხვა ჩვენების მქონე პაციენტების, მათ შორის ეპილეფსიის მქონე პაციენტების, ანტიეპილეფსიური საშუალებებით მკურნალობისას, აღინიშნა სუიციდური განზრახვები და ქცევები.

ანტიეპილეფსიური პრეპარატების, მათ შორის ლამოტრიჯინის გამოყენების მეტა-ანალიზის მონაცემებით დემონსტრირებული იქნა სუიციდური განზრახვებისა და ქცევების რისკის მცირე მომატება. ამ რისკის მექანიზმი უცნობია, მაგრამ არსებული მონაცემები არ გამორიცხავენ ამ რისკის გაზრდის შესაძლებლობას ლამოტრიჯინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამიტომ პაციენტებზე უნდა განხორციელდეს ყურადღებით დაკვირვება მათში სუიციდური განზრახვებისა და ქცევების ნიშნების გამოსავლენად. ასეთი ნიშნების გამოვლენისას პაციენტებმა და მათმა მომვლელებმა უნდა მიმართონ სამედიცინო დახმარებას.

კლინიკური გაუარესება ბიპოლარული აშლილობის დროს

აუცილებელია ყურადღებით დაკვირვება პაციენტებზე, რომლებიც ღებულობენ ლამოტრიჯინს ბიპოლარული აშლილობებისთვის,  რომ არ იქნას გამოტოვებული კლინიკური გაუარესება (ახალი სიმპტომების გამოვლენის ჩათვლით) ან სუიციდურობა, განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში ან დოზის შეცვლის დროს. პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ  სუიციდური ქცევები ან აზრები, ისევე როგორც მათში, ვინც მკურნალობის დაწყებამდე ავლენენ სუიციდურ განზრახვებს, შესაძლებელია უფრო დიდი სუიციდური აზრების ან სუიციდური მცდელობების რისკი, რასაც დასჭირდება მკურნალობის დროს ყურადღებით დაკვირვება.

პაციენტები და პაციენტების მომვლელი პირები  უნდა იყვნენ გაფრთხილებული მათი მდგომარეობის რაიმე გაუარესებაზე (ახალი სიმპტომების გამოვლენის ჩათვლით) და/ან სუიციდური განზრახვების/მცდელობების ან თვითდაზიანებისადმი მიდრეკილების გაჩენაზე დაკვირვების აუცილებლობის შესახებ, რათა ამ სიმპტომების გაჩენისას დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას.  

ამადროულად, საჭიროა  სიტუაციის შეფასება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა თერაპიულ რეჟიმში, პაციენტებისთვის მკურნალობის შესაძლო შეწყვეტით კლინიკური გაუარესების გამოვლინებისას (ახალი სიმპტომების გამოვლენის ჩათვლით) და/ან სუიციდური განზრახვების/ქცევების გაჩენისას, განსაკუთრებით თუ ეს სიმპტომები მძიმეა, წარმოიშვა უეცრად და არ წარმოადგენენ უკვე არსებული სიმპტომების ნაწილს.

ჰორმონალური კონტრაცეპტივები.

ჰორმონალური კონტრაცეპტივების გავლენა ლამოტრიჯინის ეფექტურობაზე.

მიღებულია მონაცემები, რომ „ეთინილესტრადიოლის 30 მკგ/ლევონორგესტრელის 150 მკგ“ კომბინაცია ზრდის ლამოტრიჯინის გამოყოფას დაახლოებით 2-ჯერ, რაც თავის მხრივ ამცირებს ლამოტრიჯინის დონეს (იხ. პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“). მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მისაღებად უმეტეს შემთხვევაში აუცილებელი გახდება ლამოტრიჯინის შემანარჩუნებელი დოზის გაზრდა (ტიტრაციის გზით) (2-ჯერ). ქალებში, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ  ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორი პრეპარატები და უკვე იყენებენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს ერთკვირიანი შესვენებით კურსებს შორის (ე.წ. კვირა კონტრაცეპტივების გარეშე), შეიძლება აღინიშნოს ლამოტრიჯინის დონის თანდათანობითი დროებითი მომატება ერთკვირიანი შესვენების დროს. ეს მომატება უფრო მეტი იქნება, თუ ლამოტრიჯინის დოზა გაიზრდება  ერთკვირიან შესვენებამდე რამდენიმე დღით ადრე ან მის დროს. დოზირების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. პუნქტი „დოზირების ზოგადი რეკომენდაციები განსაკუთრებული ჯგუფების პაციენტებისთვის“  პუნქტში  "გამოყენების მეთოდი და დოზირება“.  შესაბამისად, ქალები, რომლებიც იწყებენ პერორალური კონტრაცეპტივების მიღებას ან ასრულებენ პერორალური კონტრაცეპტივების კურსს, უნდა მუდმივად იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, და უმეტეს შემთხვევაში, მათ დასჭირდებათ ლამოტრიჯინის დოზის კორექცია.

სხვა პერორალური კონტრაცეპტივები  და ჰორმონ-ჩამანაცვლებელი პრეპარატები შესწავლილი არ ყოფილა, მაგრამ მათ შეუძლიათ ანალოგიური გავლენა მოახდინონ ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე.

ლამოტრიჯინის გავლენა პერორალური კონტრაცეპტივების  ეფექტურობაზე.

მოწოდებულია ინფორმაცია, რომ ურთიერთქმედების კლინიკური კვლევების შედეგების თანახმად, რომელშიც იღებდა მონაწილეობას 16 ჯანმრთელი მოხალისე, აღმოჩენილი იქნა ლევონორგესტრელის გამოყოფის უმნიშვნელო მომატება და სისხლის შრატში ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონების დონეების ცვლილება იმ შემთხვევებში, როდესაც ლამოტრიჯინი გამოიყენებოდა ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან („ეთინილესტრადიოლი 30 მკგ/ლევონორგესტრელი 150 მკგ“ კომბინაცია)  (იხ. პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).

საკვერცხეების ოვულაციაზე ამ ცვლილებების გავლენა უცნობია. მაგრამ არ შეიძლება გამოირიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ლამოტრიჯინს და ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, ეს ცვლილებები იწვევენ ამ უკანასკნელთა ეფექტურობის შემცირებას. ამიტომ, პაციენტებმა დროულად უნდა აცნობონ მენსტრუალური ციკლის  ცვლილების, მაგალითად, უეცარი სისხლდენის გაჩენის შესახებ.

ლამოტრიჯინის ზემოქმედება ორგანული კათიონების გადამტან 2 სუბსტრატებზე (ოკგ 2)

ლამოტრიჯინი არის თირკმელების მილაკოვანი სეკრეციის ინჰიბიტორი კათიონების გადამტანების ორგანული პროტეინების მეშვეობით (იხ. პუნქტი „სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები“).  ამან შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი პრეპარატის პლაზმური დონის მატება, რომლებიც გამოიყოფა ძირითადად ზემოაღნიშნული გზით. ამიტომ, ლამოტრიჯინის გამოყენება ოკგ 2 სუბსტრატებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ვიწრო თერაპიული ინდექსი, როგორიცაა დოფეტილიდი, არ არის რეკომენდებული.

დიჰიდროფოლატრედუქტაზა.

ლამოტრიჯინი დიჰიდროფოლატრედუქტაზას სუსტი ინჰიბიტორია, ამიტომ, ლამოტრიჯინის ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია მისი ზემოქმედება ფოლატების მეტაბოლიზმზე. თუმცა, ლამოტრიჯინის ხანგრძლივი გამოყენებისას, არ ხდება რაიმე არსებითი ცვლილებები ჰემოგლობინის რაოდენობის, ერითროციტების საშუალო მოცულობის, სისხლის შრატში და ერითროციტებში ფოლატების კონცენტრაციის მხრივ 1 წლის განმავლობაში,  და ასევე  ერითროციტებში ფოლატების კონცენტრაციის მხრივ  5 წლის განმავლობაში.

თირკმლის უკმარისობა.

ერთჯერადი დოზის კვლევაში ტერმინალური სტადიის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლამოტრიჯინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არსებითად არ იცვლება. თუმცა, შესაძლებელია გლუკურონიდის მეტაბოლიტის კუმულაცია. პრეპარატის გამოყენება თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში საჭიროა სიფრთხილით.

ლამოტრიჯინის შემცველი სხვა პრეპარატების მიმღები პაციენტები.

ლამოტრიჯინი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებიც უკვე ღებულობენ მკურნალობას ლამოტრიჯინის შემცველი სხვა პრეპარატით.

ეკგ-ზე ბრუგადას მსგავსი ცვლილებები.

ეკგ-ზე დაფიქსირდა არითმოგენული ST-T ანომალიები და ტიპიური ბრუგადას ეკგ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლამოტრიჯინს. ამასთან დაკავშირებით, ლამოტრიჯინის გამოყენებამდე ბრუგადას სინდრომის მქონე პაციენტებში საფუძვლიანად უნდა იქნას გათვალისწინებული ასეთი მკურნალობის შესაძლებლობა.

განვითარება ბავშვებში.

ბავშვებში ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე, და ასევე კოგნიტიურ, ემოციურ და ქცევით განვითარებაზე ლამოტრიჯინის ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

ეპილეფსია.

ლამოტრიჯინის, ისევე როგორც სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება მოახდინოს შეტევების სიხშირის მომატების პროვოცირება. იმ შემთხვევებისა გარდა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს პრეპარატის უეცარ შეწყვეტას (მაგალითად, გამონაყარის გაჩენისას), ლამოტრიჯინის დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ეპილეფსიის მძიმე შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს რაბდომიოლიზი, პოლიორგანული უკმარისობა და დისემინირებული სისხლძარღვშიდა სისხლის  შედედების  სინდრომი, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლით.   ანალოგიური შემთხვევები შესაძლებელია ლამოტრიჯინის მკურნალობის ფონზე.

შეიძლება აღინიშნოს შეტევების განვითარების სიხშირის მნიშვნელოვანი კლინიკური გაუარესება მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად. პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ერთზე მეტი ტიპის შეტევები, ერთი ტიპის შეტევებზე კონტროლის გაუმჯობესება ყურადღებით უნდა შეფასდეს სხვა ტიპის შეტევებზე კონტროლის გაუარესების მხრივ. ლამოტრიჯინით მკურნალობამ შეიძლება გაამწვავოს მიოკლონური შეტევები. არსებობს მონაცემები, რომ ფერმენტების ინდუქტორების კომბინაციით მკურნალობის პასუხი უფრო სუსტია, ვიდრე იმ ანტიეპილეფსიური საშუალებების კომბინაციით მკურნალობაზე, რომლებიც არ აინდუცირებენ ფერმენტებს. ამისი მიზეზი უცნობია.

ტიპიური მცირე ეპილეფსიური შეტევების მქონე ბავშვების მკურნალობისას ეფექტი მიიღწევა არა ყველა პაციენტში.

ბიპოლარულ აშლილობები.

 ბავშვები (18 წლამდე ასაკის)

 ანტიდეპრესანტებით მკურნალობა დაკავშირებულია სუიციდური განზრახვებისა და ქცევების მომატებულ რისკთან ბავშვებში (18 წლამდე ასაკის), რომლებსაც აღენიშნებათ დიდი დეპრესიული დარღვევები და სხვა ფსიქიური დარღვევები.  

ფერტილობა

ცნობილია, რომ ლამოტრიჯინის გამოყენებას ცხოველთა რეპროდუქციულ კვლევებში არ დაურღვევია ნაყოფიერება. არ არსებობს მონაცემები ლამოტრიჯინის გავლენის შესახებ ადამიანებში ფერტილობაზე.

ტერატოგენობა

ლამოტრიჯინი არის დიჰიდროფოლატ-რედუქტაზას სუსტი ინჰიბიტორი. თეორიულად, არსებობს ადამიანის ნაყოფის თანდაყოლილი მანკების რისკი, თუ ქალი ორსულობის დროს მკურნალობს ფოლატების ინჰიბიტორებით. თუმცა, რეპროდუქციულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევებმა ცხოველებში ლამოტრიჯინის გამოყენებისას დოზებით, რომლებიც ნაკლები იყო ადამიანის დოზაზე 400მგ/დღეში [სხეულის ზედაპირის ფართობზე გათვლით (მგ/მ2)], აჩვენა ტოქსიკური ზემოქმედება შთამომავლობის განვითარებაზე (გაზრდილი სიკვდილიანობა, სხეულის წონის დაქვეითება, სტრუქტურული ცვლილებების გაზრდა, ნერვულ-ქცევითი დარღვევები), თუმცა არ გამოვლენილა ტერატოგენული ეფექტი.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებისათვის ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპპა ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბციის დარღვევა, ლამოტრინის მიღება არ არის რეკომენდებული.

სამკურნალო საშუალება შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტზე, ანუ არის პრაქტიკულად ნატრიუმის გარეშე.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ანტიეპილეფსიური პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი ზოგადად.

რეპროდუქციული ასაკის ქალებს ესაჭირიოებათ სპეციალისტის კონსულტაცია. განხილული უნდა იქნას ანტიეპილეფსიური საშუალებებით (აეს) მკურნალობის საკითხი, როდესაც ქალი გეგმავს ორსულობას. ქალები, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა ეპილეფსიის გამო, უნდა ერიდონ აეს-ის ეუცარ შეწყვეტას, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური კრუნჩხვების რეციდივი და ამას შეიძლება სერიოზული შედეგები მოყვეს ქალისა და ნაყოფისთვის. ყველა შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მონოთერაპიას, რადგანაც აეს-ით კომბინირებული თერაპიის გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს თანდაყოლილი მანკების განვითარების მომატებულ რისკთან მონოთერაპისთან შედარებით,  გამოყენებული აეს–ის მიხედვით.

ლამოტრიჯინის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკი.

ორსულობა.

დიდი რაოდენობით მონაცემები ორსული ქალების შესახებ, რომლებსაც უტარდებოდათ ლამოტრიჯინით მონოთერაპია ორსულობის პირველ ტრიმესტრში (8700-ზე მეტი), არ მიუთითებენ სერიოზული თანდაყოლილი მანკების, მათ შორის პირის ღრუს ნაპრალების რისკის მნიშვნელოვან ზრდაზე. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა ემბრიოფეტალური ტოქსიკურობა.

თუ ორსულობის პერიოდში ლამოტრიჯინით თერაპია აუცილებლად ჩაითვლება, რეკომენდებულია გამოყენება მინიმალური შესაძლო თერაპიული დოზით.

ლამოტრიჯინს აქვს დიჰიდროფოლატრედუქტაზაზე სუსტი ინჰიბიტორული ეფექტი და, ამიტომ, თეორიულად შეუძლია გაზარდოს ემბრიონული განვითარების დარღვევის რისკი ფოლიუმის მჟავას დონის შემცირების გზით (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“). ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს ფოლიუმის მჟავას მიღების აუცილებლობას ორსულობის დაგეგმვისას და მის ადრეულ ვადებზე.

 ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმა ორსულობის დროს შეიძლება გავლენა მოახდინოს ლამოტრიჯინის დონეზე და/ან მის თერაპიულ ეფექტზე. დაფიქსირდა ლამოტრიჯინის დონის შემცირების  შემთხვევები ორსულობის პერიოდში, რაც პოტენციურად ზრდიდა შეტევებზე კონტროლის დაკარგვის რისკს. ბავშვის დაბადების შემდეგ ლამოტრიჯინის დონე შეიძლება სწრაფად გაიზარდოს დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციების აღმოცენების პოტენციური რისკით. ამიტომ სისხლის შრატში ლამოტრიჯინის დონე უნდა შემოწმდეს ორსულობამდე, მის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ლამოტრიჯინის დოზის მოდიფიცირება სისხლის შრატში ლამოტრიჯინის კონცენტრაციის შენარჩუნების მიზნით ორსულობამდელ დონეზე, ან ადაპტირება  კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. დამატებით უნდა გაკონტროლდეს დოზაზე დამოკიდებული გვერდითი რეაქციები ბავშვის დაბადების შემდეგ.

ძუძუთი კვების პერიოდი.

არსებობს ინფორმაცია, რომ ლამოტრიჯინი გამოიყოფა დედის რძეში ცვლადი კონცენტრაციებით. ამავდროულად, ახალშობილში ლამოტრიჯინის დონემ შეიძლება მიაღწიოს დედის შესაბამისი დონის 50%-ს. ამიტომ, ზოგიერთ ბავშვში, რომლებიც იყვნენ ძუძუთი კვებაზე, ლამოტრიჯინის დონემ სისხლის შრატში შეიძლება მიაღწიოს იმ დონეებს, რომლების დროსაც შესაძლებელია ფარმაკოლოგიური ეფექტი. ამასთან დაკავშირებით, ძუძუთი კვების სარგებელი უნდა შედარებული იქნას ბავშვში გვერდითი რეაქციების განვითარების შესაძლო რისკთან. თუ ქალი, რომელსაც უტარდება ლამოტრიჯინით მკურნალობა, გადაწყვეტს ძუძუთი კვებას, აუცილებელია ბავშვზე  ყურადღებით დაკვირვება და ისეთი არასასურველი მოვლენების გამოვლენა, როგორიცაა სედაცური ეფექტი, გამონაყარი და სხეულის მასის არასაკმარისი მატება.

ფერტილობა.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ლამოტრიჯინის გავლენა ფერტილობაზე.

ბავშვები.

ლამოტრიჯინის ზეგავლენა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მონოთერაპიის სახით ან 1 თვემდე ასაკის ბავშვებში დამხმარე თერაპიის სახით გამოყენებისას შესწავლილი არ არის. ლამოტრიჯინით დამხმარე თერაპიის ეფექტურობა და უსაფრთხოება პარციალური კრუნჩხვებისათვის 1 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის. ამიტომ, ის არ არის რეკომენდებული ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისათვის.

ლამოტრიჯინი არ არის ნაჩვენები ბიპოლარული აშლილობების მქონე ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის), რადგანაც პრეპარატის ეფექტურობა დადგენილი არ ყოფილა,  და ასევე სუიციდური განზრახვების წარმოშობის გაზრდილი რისკის გამო (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“).

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას რეაქციის სისწრაფეზე.

ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ ლამოტრიჯინის ეფექტი, დაკავშირებული მხედველობის კოორდინაციასთან, თვალების მოძრაობასთან, სხეულის მართვასთან, და სუბიექტური სედაციური ეფექტი არ განსხვავდება პლაცებოსაგან. ლამოტრიჯინის გამოყენებისას კლინიკურ კვლევებში, აღინიშნა ნევროლოგიური ხასიათის გვერდითი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და დიპლოპია, ამიტომ პაციენტებმა ჯერ უნდა შეაფასონ საკუთარი რეაქცია ლამოტრიჯინით მკურნალობაზე, მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დაწყებამდე. ვინაიდან არსებობს ინდივიდუალური რეაქცია ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებზე, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისთვის, ამ შემთხვევებში ავტომობილის მართვის თავისებურებების შესახებ.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

დადგენილია, რომ ურიდინ 5'-დიფოსფო (უდფ)-გლუკურონილტრანსფერაზა (უგტ) - არის ფერმენტი, რომელიც პასუხისმგებელია ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმზე. ამგვარად, პრეპარატებმა, რომლებიც აინდუცირებენ ან აინჰიბირებენ გლუკურონიზაციას, შეიძლება გავლენა მოახდინონ ლამოტრიჯინის კლირენსზე. ციტოქრომი P450 (CYP3A4)-ის ფერმენტის ძლიერი ან ზომიერი მოქმედების ინდუქტორებს, რომლებიც ცნობილია რომ აინდუცირებენ უგტ-ს, ასევე შეუძლიათ ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმის გაძლიერება.

არ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ლამოტრიჯინს შეუძლია გამოიწვიოს ციტოქრომ P450-ის მჟანგველი ფერმენტების კლინიკურად მნიშვნელოვანი სტიმულაცია ან დათრგუნვა. ლამოტრიჯინს  შეუძლია საკუთარი მეტაბოლიზმის ინდუცირება, თუმცა ეს ეფექტი ზომიერია და არა აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი შედეგები.

პრეპარატები, რომლებიც დამტკიცებულია, რომ აქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ლამოტრიჯინის კონცენტრაციაზე, მოცემულია ცხრილში 6. ამ პრეპარატების დოზირების სპეციალური რეკომენდაციები წარმოდგენილია პუნქტში "გამოყენების მეთოდი და დოზირება“. ასევე ცხრილში 6 მითითებულია ის პრეპარატები, რომლებიც როგორც ნაჩვენები იყო, ნაკლებად ან საერთოდ არ ახდენენ გავლენას ლამოტრიჯინის კონცენტრაციაზე. როგორც წესი, ასეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელი არ არის რაიმე კლინიკური გავლენა. თუმცა, ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, რომელთა დაავადების მდგომარეობა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ლამოტრიჯინის კონცენტრაციის მერყეობაზე,  საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.

ცხრილი 6. სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციაზე

 

ურთიერ

სამკურნალო საშუალებები, ზრდიან ლამოტრიჯინის კონცენტრაციას სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ ლამოტრიჯინის კონცენტრაციას სამკურნალო საშუალებები, რომლებიც მცირედ ან საერთოდ არ ახდენენ გავლენას ლამოტრიჯინის კონცენტრაციას
ვალპროატი

ატაზანავირი/ რიტონავირი

კარბამაზეპინი

კომბინაცია „ეთინილესტრადიოლი/ლევონორგესტრელი“

ლოპინავირი/რიტონავირი

ფენობარბიტალი

ფენიტოინი

პრიმიდონი

რიფამპიცინი

 

არიპიპრაზოლი

ბუპროპიონი

ფელბამატი

გაბაპენტინი

ლაკოზამიდი

ლევეტირაცეტამი

ლითიუმი

ოლანზაპინი

ოქსკარბაზეპინი

პარაცეტამოლი

პერამპანელი

პრეგაბალინი

ტოპირამატი

ზონიზამიდი

დაწვრილებითი ინფორმაცია დოზირების შესახებ იხ. ქვეპუნქტში „დოზირების ზოგადი რეკომენდაციები განსაკუთრებული ჯგუფების პაციენტებისათვის“ პუნქტისა „გამოყენების მეთოდი და დოზირება“. დოზირების მითითებები ქალებისათვის, რომლებიც ღებულობენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს იხ. ქვეპუნქტში „ჰორმონალური კონტრაცეპტივები“ პუნქტისა „განსაკუთრებული მითითებები“).

 

თქმედება ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან (იხ. ასევე პუნქტი „გამოყენების მეთოდი და დოზირება“)

ვალპროატი, რომელიც აფერხებს ლამოტრიჯინის გლუკურონიზაციას, ანელებს ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს და ზრდის მისი ნახევარგამოყოფის საშუალო ხანგრძლივობას დაახლოებით 2-ჯერ.

ზოგიერთი ანტიეპილეფსიური პრეპარატები (როგორიცაა ფენიტოინი, კარმაბაზეპინი, ფენობარბიტალი და პრიმიდონი), რომლებიც აინდუცირებენ ციტოქრომ P450-ის მიკროსომურ ფერმენტებს, აინდუცირებენ უგტ-ს და აჩქარებენ ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს.

არსებობს ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ, რომლებიც მოიცავს თავბრუსხვევას, ატაქსიას, დიპლოპიას, მხედველობის დაბინდვასა და გულისრევას პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობდნენ  კარბამაზეპინს ლამოტრიჯინთან ერთად. ეს მოვლენები ჩვეულებრივ ქრება კარბამაზეპინის დოზის შემცირებისას. მსგავსი ეფექტები იქნა გამოვლენილი  ლამოტრიჯინისა და ოქსკარბაზეპინის კვლევაში ჯანმრთელი მოზრდილი მოხალისეების მონაწილეობით, მაგრამ დოზის შემცირების შესწავლა არ ჩატარებულა.  

ცნობილია, რომ ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებზე ჩატარებულ კვლევაში, რომლებმაც მიიღეს ლამოტრიჯინის 200 მგ დოზა და ოქსკარბაზეპინის 1200 მგ დოზა, გამოვლენილი იქნა,  რომ ოქსკარბაზეპინი არ ცვლიდა ლამოტრიჯინის მეტაბოლიზმს, ხოლო ლამოტრიჯინი თავის მხრივ, არ ცვლიდა ოქსკარბაზეპინის მეტაბოლიზმს.

არსებობს ინფორმაცია, რომ ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევით აღმოჩნდა, რომ ფელბამატის 1200 მგ 2-ჯერ დღეში  დოზით  და ლამოტრიჯინის 100 მგ 2-ჯერ დღეში  დოზით 10 დღის განმავლობაში ერთობლივი გამოყენება არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას უკანასკნელის ფარმაკოკინეტიკაზე.

პლაზმური დონეების რეტროსპექტული ანალიზის მონაცემების თანახმად პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ლამოტრიჯინს გაბაპენტინთან ერთად ან მის გარეშე, აღმოჩენილი იქნა, რომ გაბაპენტინი არ ცვლის ლამოტრიჯინის არსებული კლირენსის დონეს.

ცნობილია, რომ პოტენციური  მედიკამენტოზური ურთიერთქმედება ლევეტირაცეტამსა და ლამოტრიჯინს შორის შესწავლილი იქნა სისხლის შრატში ორივე პრეპარატის კონცენტრაციის დონის შეფასების გზით პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში. ამ მონაცემების თანახმად, ნივთიერებები არ ცვლიან ერთმანეთის ფარმაკოკინეტიკას.  

სისხლის პლაზმაში ლამოტრიჯინის სტაბილური კონცენტრაცია არ იცვლება პრეგაბალინთან ერთდროულად გამოყენებისას (200 მგ 3-ჯერ დღეში). ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ლამოტრიჯინსა და პრეგაბალინს შორის არ არის.

ტოპირამატი არ ახდენს გავლენას ლამოტრიჯინის პლაზმურ კონცენტრაციაზე. ლამოტრიჯინის გამოყენება 15% -ით ზრდის ტოპირამატის კონცენტრაციას.

ცნობილია, რომ კვლევის მონაცემების თანახმად, ზონისამიდის (200-400 მგ/დღ.) გამოყენება ლამოტრიჯინთან (150-500 მგ/დღ.) ერთად 35 დღის განმავლობაში ეპილეფსიის სამკურნალოდ არ ახდენდა არსებით გავლენას ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე.  პლაზმაში ლამოტრიჯინის კონცენტრაციაზე არ ახდენდა გავლენას მისი ერთობლივი გამოყენება ლაკოზამიდთან (200, 400, ან 600 მგ/დღ.) პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში პარციალური კრუნჩხვითი შეტევების მქონე პაციენტებში.  დამატებით პერამპანელის ერთდროულად გამოყენების პლაცებო-კონტროლირებადი სამი კლინიკური კვლევის მონაცემების თანახმად პარციალური და პირველადი გენერალიზებული ტონურ-კლონური შეტევების მქონე პაციენტებში,  პერამპანელის უმაღლესმა გამოკვლეულმა დოზამ (12 მგ/დღ.)  გაზარდა ლამოტრიჯინის კლირენსი 10%-ზე ნაკლებით.  

მიუხედავად იმისა, რომ აღწერილია სხვა ანტიეპილეფსიური პრეპარატების  სისხლის პლაზმაში კონცენტრაციის  ცვლილებების შემთხვევები, კვლევების ხელმისაწვდომი  მონაცემები მიუთითებს, რომ ლამოტრიჯინი არ ახდენს გავლენას თანმხლები ანტიეპილეფსიური საშუალებების სისხლის პლაზმაში კონცენტრაციაზე. In vitro  კვლევების შედეგებმა აჩვენა,  რომ ლამოტრიჯინი არ ახდენს გავლენას სხვა  ანტიეპილეფსიური საშუალებების სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირებაზე.  

ურთიერთქმედება სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან (იხ. პუნქტი „გამოყენების მეთოდი და დოზირება“).

ცნობილია, რომ 100 მგ დღეში ლამოტრიჯინისა და 2 გ ლითიუმის გლუკონატის, 2 ჯერ დღეში დოზით, ერთდროული გამოყენებისას 6 დღის განმავლობაში 20 პაციენტში, ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა არ შეცვლილა. ბუპროპიონის მრავალჯერადი პერორალური დოზების გამოყენება არ ახდენს სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე 12 პაციენტზე ჩატარებულ კვლევაში,  აღინიშნება მხოლოდ ლამოტრიჯინის გლუკურონიდის დონის მცირედი მომატება.

ცნობილია, რომ კვლევებში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, 15 მგ ოლანზაპინი ამცირებს ლამოტრიჯინის „კონცენტრაცია-დრო“ მრუდქვეშა ფართობს (AUC) და მაქსიმალურ კონცენტრაციას (Cmax) საშუალოდ 24%-ით და 20%-ით, შესაბამისად. ლამოტრიჯინი 200 მგ დოზით არ მოქმედებს ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკაზე. ლამოტრიჯინის 400 მგ დღეში მრავალჯერადი პერორალური დოზები არ ახდენენ კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას რისპერიდონის ფარმაკოკინეტიკაზე 2 მგ ერთჯერადი დოზის მიღებისას. 2 მგ რისპერიდონის ლამოტრიჯინთან ერთად გამოყენების დროს, აღინიშნა ძილიანობის განვითარება. ხელმისაწვდომი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ არ ყოფილა გამოვლენილი ძილიანობის არცერთი შემთხვევა მხოლოდ ლამოტრიჯინის გამოყენებისას.

ცნობილია, რომ კლინიკურ კვლევაში ბიპოლარული აშლილობების მქონე  18 მოზრდილი პაციენტის მონაწილეობით, რომლებიც ღებულობდნენ ლამოტრიჯინს ( ≥100 მგ/დღეში) და არიპიპრაზოლს დოზის თანდათანობითი გაზრდით 10 მგ/კგ-დან 30 მგ/კგ-მდე 7 დღის განმავლობაში, და კიდევ დანიშვნით მომდევნო 7 დღის განმავლობაში, დაფიქსირდა ლამოტრიჯინის AUC და Cmax-ის დაახლოებით 10%-ით დაქვეითება. არ არის მოსალოდნელი, რომ ამგვარი ცვლილებების ეფექტს მოჰყვება კლინიკური შედეგები.

In vitro ექსპერიმენტების შედეგებმა აჩვენა, რომ ამიტრიპტილინი, ბუპროპიონი, კლონაზეპამი, ფლუოქსეტინი, ჰალოპერიდოლი ან ლორაზეპამი  მხოლოდ მინიმალური ხარისხით ახდენენ გავლენას ლამოტრიჯინის პირველადი მეტაბოლიტის, 2-N- გლუკურონიდის ფორმირებაზე.  ადამიანის ღვიძლის მიკროსომებში ბუფურალოლის მეტაბოლიზმის შესწავლის მონაცემების თანახმად შეიძლება განისაზღვროს, რომ ლამოტრიჯინი არ აქვეითებს იმ პრეპარატების  კლირენსს, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ძირითადად CYP 2D6-ის საშუალებით. In vitro ექსპერიმენტების შედეგები იძლევა საშულებას დამტკიცდეს, რომ კლოზაპინს, ფენელზინს, რისპერიდონს, სერტრალინს ან ტრაზოდონს არ შეუძლიათ გავლენის მოხდენა ლამოტრიჯინის კლირენსზე.

ურთიერთქმედება ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან

ჰორმონალური კონტრაცეპტივების გავლენა ლამოტრიჯინის ფარმაკოკინეტიკაზე.

არსებობს მონაცემები, რომ კომბინაცია „ეთინილ ესტრადიოლი 30 მკგ/ლევონორგეტრელი 150 მკგ“ ზრდის ლამოტრიჯინის გამოყოფას დაახლოებით 2-ჯერ, რაც თავის მხრივ იწვევს ლამოტრიჯინის მრუდქვეშა ფართობის AUC და Cmax- ის შემცირებას საშუალოდ 52 %-ით და 39%-ით, შესაბამისად.

კონტრაცეპტივის გამოყენებაში ერთკვირიანი შესვენების პირობებში (ე.წ. კვირა კონტრაცეპტივის გარეშე), სისხლის შრატში ლამოტრიჯინის კონცენტრაცია მუდმივად იზრდებოდა, აღწევდა კონცენტრაციას, რომელიც დაახლოებით 2-ჯერ მეტი იყო, ვიდრე პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას (იხ. პუნქტი „გამოყენების მეთოდი და დოზირება“ და“ განსაკუთრებული მითითებები“ ).

 ლამოტრიჯინის გავლენა ჰორმონალური კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე.

ცნობილია, რომ, კვლევების თანახმად, ქალებში ლამოტრიჯინის შეუცვლელი დოზა 300 მგ არ ახდენდა გავლენას ეთინილესტრადიოლის ფარმაკოკინეტიკაზე, რომელიც პერორალური კონტრაცეპტივის კომბინირებული ტაბლეტის  ნაწილს წარმოადგენს. შეინიშნებოდა ლევონორგესტრელის გამოყოფის მუდმივი მცირე ზრდა, რაც თავის მხრივ იწვევდა ლევონორგესტრელის მრუდქვეშა ფართობის AUC და Cmax-ის შემცირებას საშუალოდ 19 %-ით და 12%-ით, შესაბამისად. ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონისა და მალუთეინიზებელი ჰორმონის და ესტრადიოლის  შრატისმიერი დონის გაზომვებმა კვლევების განმავლობაში  აჩვენა საკვერცხის  ჰორმონალური აქტივობის დათრგუნვა ზოგიერთ ქალში, თუმცა პროგესტერონის დონის გაზომვებმა სისხლის შრატში გამოავლინა, რომ არცერთ ქალს არ აღენიშნებოდა ოვულაციის არანაირი ჰორმონალური სიმპტომები. ფოლიკულომასტიმულირებელი და მალუთეინიზებელი ჰორმონების შრატისმიერი დონის ცვლილებებისა და ლევონორგესტრელის გამოყოფის უმნიშვნელო მომატების  გავლენა საკვერცხეების ოვულაციურ აქტივობაზე უცნობია (იხ. პუნქტი „დოზირების ზოგადი რეკომენდაციები პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფებისთვის“ პუნქტში „გამოყენების მეთოდი და დოზირება“ დოზირების შესახებ ქალებისათვის, რომლებიც ღებულობენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს და ქვეპუნქტი „ჰორმონალური კონტრაცეპტივები“ პუნქტში „განსაკუთრებული მითითებები“). ცნობილია, რომ ლამოტრიჯინის 300 მგ სადღეღამისო დოზის გავლენა გამოკვლეული არ ყოფილა.  მოწოდებულია ინფორმაცია, რომ სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივების კვლევები ასევე არ ჩატარებულა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ცნობილია, რომ 10 მამრობითი სქესის მოხალისეს მონაწილეობით ჩატარებულ კვლევებში, რომლებიც ღებულობდნენ რიფამპიცინს, იზრდებოდა ლამოტრიჯინის გამოყოფის დონე და მცირდებოდა მისი ნახევარდაშლის პერიოდი, ღვიძლის იმ ფერმენტების ინდუქციის შედეგად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გლუკურონიზაციაზე. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ თერაპიას რიფამპიცინით, უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობის რეჟიმი, რომელიც რეკომენდებულია  ლამოტრიჯინით და შესაბამისი  გლუკურონიზაციის ინდუქტორებით მკურნალობისათვის  (იხ. პუნქტი „გამოყენების მეთოდი და დოზირება“).

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული კვლევების თანახმად, ლოპინავირი/რიტონავირი დაახლოებით ორჯერ ამცირებს  ლამოტრიჯინის პლაზმურ კონცენტრაციას გლუკურონიზაციის ინდუქციის გზით.

იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ღებულობენ თანმხლებ თერაპიას ლოპინავირით/რიტონავირით, უნდა იქნას გამოყენებული მკურნალობის რეჟიმი, რომელიც რეკომენდებულია  ლამოტრიჯინით და შესაბამისი  გლუკურონიზაციის ინდუქტორებით მკურნალობისათვის  (იხ. პუნქტი „გამოყენების მეთოდი და დოზირება“).

ატაზანავირის/რიტონავირის გამოყენება (300 მგ/100 მგ) ამცირებს ლამოტრიჯინის AUC- ს და Cmax-ს სისხლის პლაზმაში (100 მგ დოზით) საშუალოდ 32%-ით და 6%-ით, შესაბამისად.  (იხ. ქვე-პუნქტი „დოზირების  ზოგადი რეკომენდაციები პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფებისთვის“ პუნქტში „გამოყენების მეთოდი და დოზირება“).

ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით, პარაცეტამოლის მიღება 1გ დოზით (4-ჯერ დღე-ღამეში) ამცირებდა ლამოტრიჯინის AUC და Cmin სისხლის პლაზმაში საშუალოდ 20% და 25% შესაბამისად.

ლამოტრიჯინის ორგანულ კათიონურ  ტრანსპორტერებზე 2 (ოკტ 2) გავლენის in vitro კვლევის მონაცემებმა  აჩვენა, რომ ლამოტრიჯინი, მაგრამ არა N (2) –გლუკურონიდი მეტაბოლიტი, წარმოადგენს ოკტ 2–ის ინჰიბიტორს პოტენციურად კლინიკურად მნიშვნელოვან კონცენტრაციებში. ლამოტრიჯინი  ოკტ 2-ის უფრო ძლიერი ინჰიბიტორია IC50 - მაჩვენებლებით 53.8 μM და 186 μM, შესაბამისად (იხ. პუნქტი „განსაკუთრებული მითითებები“).

ურთიერთქმედება ლაბორატორიული ტესტების გამოყენებით.

მოწოდებულია ინფორმაცია ლამოტრიჯინის გავლენის შესახებ ტესტებზე, რომლებიც გამოიყენება შარდში გარკვეული სამკურნალო საშუალებების სწრაფი განსაზღვრის მიზნით, რისი შედეგიც შეიძლება იყოს  ცრუ დადებითი შედეგები, განსაკუთრებით ფენციკლიდინის განსაზღვრისას.  

დადებითი შედეგების დასადასტურებლად აუცილებელია ალტერნატიული, უფრო სპეციფიკური ქიმიური მეთოდის გამოყენება.

გამოშვების ფორმა.

10 ტაბლეტი ბლისტერში; 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცავად, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II  გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი.

შპს „ფარმა სტარტი“

უკრაინა, 03124, ქ. კიევი, ვ. ჰაველის ბულვარი #8.

 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა60
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy