ტანაკანი 40მგ 90 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 42,64 GEL რეგულარული ფასი 63,03 GEL
მარაგშია
SKU
31319_308

ჩვენება:პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის მოშლა, მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათიები, რეინოს სინდრომი.

ტანაკანი / TANAKAN

გენერიული დასახელება:

გინკგო ბილობა

შემადგენლობა:

40მგ ტაბლეტები:

1 ტაბ. შეიცავს: გინკგო ბილობას ექსტრაქტი სტანდარტიზებული და დაპატენტებული EGB 761-40მგ;

ძირითადი კომპონენტები: ფლავონოიდური გლიკოზიდები-24%; ტერპენები-6%; გინკგოლიდები A,B,C;Eბილობალიდები; პროანტოციანიდინების შეზღუდული რაოდენობა; ორგანული მჟავები.

შემავსებლები:

ბირთვი: ლაქტოზა-82.500მგ; მონოკრისტალური ცელულოზა-50.000მგ; სიმინდის სახამებელი-37.000მგ; სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი-28.000მგ; მაგნიუმის სტეარატი-1.250მგ.

გარსი: პოლიეთილენგლიკოლი 400-1.500მგ; მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა-6.000მგ; ტიტანის დიოქსიდი-1.025მგ; რკინის წითელი ოქსიდი-0.650მგ.

30მლ ხსნარი

1მლ ხსნარი შეიცავს: გინკგო ბილობას ექსტრაქტი სტანდარტიზებული და დაპატენტებული EGB 761-40მგ;

ძირითადი კომპონენტები: ფლავონოიდური გლიკოზიდები-24%; ტერპენები-6%; გინკგოლიდები A,B,C;Eბილობალიდები; პროანტოციანიდინების შეზღუდული რაოდენობა; ორგანული მჟავები.

შემავსებლები: ნატრიუმის საქარინი-0.50მლ; ფორთოხლის ხსნადი ესენცია-0.75მლ; ლიმონის ხსნადი ესენცია-0.75მლ; ეთილის სპირტი (95%)-59.00მლ; გამოხდილი წყალი-100.00მლ.

ფორმა:

1.ტაბლეტები 40მგ
2.დასალევი ხსნარი ფლაკონებში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი და რეოლოგიური საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

1. ტანაკანი წარმოადგენს სტანდარტიზირებულ და გატიტრულ მცენარეული წარმოშობის პრეპარატს, რომელიც მოქმედებს უჯრედებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე, სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე და მიკროცირკულაციაზე, აგრეთვე სისხლძარღვების ვაზომოტორულ რეაქციაზე;
2. პრეპარატი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და თავის ტვინში ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას;
3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს Uუშლის თრომბოციტების აგრეგაციას;
4. აძლიერებს მეტაბოლურ პროცესებს, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება;
5. ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და უჯრედულ მემბრანებში არსებული ლიპიდების დაჟანგვას;
6. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება, როგორც თავის ტვინის დონეზე, აგრეთვე პერიფერიაზე;
7. მონაწილეობს ნეირომედიატორების (ნორადრენალინი, დოპამინი, აცეტილქოლინი) გამონთავისუფლების, უკუშეწოვის, კატაბოლიზმის და მემბრანულ რეცეპტორებთან მათი დაკავშირების პროცესებში.
8. ახასიათებს არტერიებზე, ვენებზე, კაპილარებზე ვაზომარეგულირებელი მოქმედება.

ჩვენება:

სხვადასხვა გენეზის ენცეფალოპათია (ხანდაზმულ ასაკში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, შემდგომში მეხსიერებისა დაან ინტელექტუალური შესაძლებლობის დაქვეითებით, ქალა-ტვინის ტრავმები, ძილის დარღვევა;

პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის მოშლა, მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათიები, რეინოს სინდრომი;

ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ჰიპოაკუზია, ხანდაზმულობით გამოწვეული ყვითელი ლაქის დეგენერაცია, დიაბეტური პოლინეიროპათია);

ასთენიური მდგომარეობა: ფსიქოგენური-გამოწვეული თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით და ნევროზული დეპრესია.

წინააღმდეგჩვენება:

დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება საჭმლის მონელების დარღვევა, კანზე ალერგიული რეაქციები, თავის ტკივილი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

დადგენილი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს ენიშნებათ 1ტაბ. ან 1მლ ხსნარი შიგნით მისაღებად 3-ჯერ დღეღამეში ჭამის დროს (120მგ დღეღამეში).
ასთენიური დარღვევების მკურნალობის დროს პრეპარატის ოპტიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 240მგ-2ტაბ. ან 2მლ პერორალური ხსნარის 3-ჯერ დღეში.

ჭარბი დოზირება: არ აღინიშნება

შენახვის ვადა: 4 წელი

შენახვის პირობები: ოთახის ტემპერატურაზე. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:

N30 და N90 40მგ ტაბლეტები

დასალევი ხსნარი 30მლ ფლაკონში

მწარმოებელი:

“BEAUFOUR IPSEN INDUSTRIE”, საფრანგეთი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა90
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy