მედიკამენტები
მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Nephrotrans - ნეფროტრანსი 500მგ 100 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 109,18 GEL რეგულარული ფასი 114,93 GEL
- Vitapreg - ვიტაპრეგი 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 32,21 GEL რეგულარული ფასი 33,90 GEL
- Terbexin - ტერბექსინი კრემი 10მგ/გ 20გგანსაკუთრებული ფასი 31,82 GEL რეგულარული ფასი 34,97 GEL
- Saccharin Sunlife - სახარინი სანლაიფი 1200 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 9,35 GEL რეგულარული ფასი 9,84 GEL
- Ferro-folgamma - ფერო-ფოლგამა ნეო 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 57,34 GEL რეგულარული ფასი 60,36 GEL
- Fungosil - ფუნგოსილი 250მგ 28 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 77,71 GEL რეგულარული ფასი 85,40 GEL
- Amoxiklav-denk - ამოქსიკლავ-დენკი 1000/125 12 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 19,95 GEL რეგულარული ფასი 20,93 GEL
- Suspeo broncho - სუსპეო ბრონქო 200მლ სიროფიგანსაკუთრებული ფასი 26,69 GEL რეგულარული ფასი 28,09 GEL
- Apijelly C - აპიჯელი C 30 საწუწნი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 24,04 GEL რეგულარული ფასი 25,30 GEL
- ტერალივი 275მგ 12 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 15,44 GEL რეგულარული ფასი 16,25 GEL
- NBL Probiotic Gold - ნბლ პრობიოტიკი გოლდი 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 53,34 GEL რეგულარული ფასი 56,15 GEL
- NBL Osteo Formula - ნბლ ოსტეო ფორმულა 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 55,01 GEL რეგულარული ფასი 57,90 GEL
- ACEFLEX - აცეფლექსი 150მგ 1 ამპულა შპრიცითგანსაკუთრებული ფასი 11,21 GEL რეგულარული ფასი 11,80 GEL
- Neo peques KALCIUM+ GUMMIES - ნეო პეკეს კალციუმი+გამი 150გ 30 საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 38,24 GEL რეგულარული ფასი 40,26 GEL
- Detrix - დეტრიქსი ვიტამინი D3 2000 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 32,27 GEL რეგულარული ფასი 33,97 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account