მედიკამენტები

მედიკამენტები ფუნდამენტურ როლს ასრულებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში, საერთო ჯამში მედიკამენტები გვეხმარება გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას და გავიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
მედიკამენტები აუცილებელია ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობისას, როგორებიცაა ინფექციები, ქრონიკული დაავადებები, გრიპები, მენტალური დაავადებები და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა, ამსუბუქებს სიმპტომების და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ჩვენ გთავაზობთ 5000–ზე მეტ მედიკამენტსა თუ ვიტამინს შენი ჯანმრთელობისა და იმუნიტეტისთვის.
სეზონების ცვლილებასთან ერთად ცირკულირებს სეზონური გრიპები და ალერგია, რაც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
თუ ალერგიული ხარ
სეზონური თუ არასეზონური ალერგიების თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში საჭიროა მათი იდენტიფიცირება, თუ რის მიმართ ხარ ალერგიული. ალერგენებისგან თავის დაცვა, ჰიგიენის შენარჩუნება და ალერგიის მედიკამენტების გამოყენება ექიმის დანიშნულებისამებრ, დაგეხმარებათ შეამციროთ ალერგიული რეაქციები და გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი.
გრიპისა და გაციებისთვის
გრიპის და გაციების პროფილაქტიკა და მართვა მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს და ზოგიერთ შემთხვევაში, მედიკამენტებს. ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დაიცვა ჰიგიენა (მათ შორის ხელების ხშირი დაბანა), მოერიდო ავადმყოფებთან მჭიდრო კონტაქტს. თუ გაცივდით ან გრიპი გაქვთ, დაისვენეთ, იყავით ჰიდრატირებული და საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით მიიღეთ მედიკამენტები ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცხელება, სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. გაციების ჩაი, ნაზალური ფორმები, ტკივილგამაყუჩებლები, ის მედიკამენტებია, რომელსაც აღმოაჩენ PSP.GE-ზე და დაგეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში.
ტკივილგამაყუჩებლები
ტკივილგამაყუჩებლები, არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად, დაწყებული მსუბუქი დისკომფორტიდან, დამთავრებული მწვავე ტკივილებით. ტკივილგამაყუჩებელი ბლოკავს ან ამცირებს ტვინში ტკივილის გადამცემ სიგნალებს. არსებობს ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე სახეობა, მათ შორის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა იბუპროფენი და ასპირინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასთან ერთად, ებრძვის ანთებით პროცესს. აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლების პასუხისმგებლობით გამოყენება, პროფესიონალების მიერ რეკომენდებული დოზებისა და გაიდლაინების შესაბამისად, გვერდითი ეფექტებისა და გართულებების რისკის შესამცირებლად.
იმუნიტეტისთვის
იმუნური სისტემა არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების კომპლექსური ქსელი, რომელიც იცავს ორგანიზმს მავნე პათოგენებისგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები და სოკოვანი დაავადებები. ჯანსაღი იმუნური სისტემა აუცილებელია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
რამდენიმე ვიტამინი და მინერალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მათ შორისაა, C, D, A, E და B6 ვიტამინი და თუთია, იგივე ცინკი.
ვიტამინებისა და მინერალების გარდა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია, დაბალანსებული დიეტის დაცვა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვიტამინით მდიდარ საკვებს, ჰიდრატაციის შენარჩუნება, ძილის ჯანსაღი რეჟიმი, სტრესის მართვა და რეგულარული ვარჯიში. თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, ჯანსაღი ცხოვრების წესი და დაბალანსებული კვება არ არის საკმარისი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის. ასეთ დროს, მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულებით, საჭიროებისამებრ მივიღოთ ვიტამინები და საკვები დანამატები, რათა გავაძლიეროთ ჩვენი იმუნიტეტი და დავიცვათ ორგანიზმი.
იშოპინგე PSP.GE–ზე და შეარჩიე შენს საჭიროებებზე მორგებული ყველა მედიკამენტი თუ ვიტამინი. დამატებითი და საინტერესო ინფორმაციისთვის გაეცანი ბლოგებს და გაიგე სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობის გზები. თქვენი შენაძენის მიღება შეგიძლიათ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- დოპროკინი-S სუსპენზია 60 მლგანსაკუთრებული ფასი 22,59 GEL რეგულარული ფასი 27,24 GEL
- BioGaia - ბიოგაია პრობიოტიკი საბავშვო წვეთები 5მლგანსაკუთრებული ფასი 50,30 GEL რეგულარული ფასი 59,18 GEL
- Creon - კრეონი 25000 ერთეული 20 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 26,19 GEL რეგულარული ფასი 32,69 GEL
- Duphalac - დუფალაკი სიროფი 667გ/ლ 200მლგანსაკუთრებული ფასი 10,91 GEL რეგულარული ფასი 15,16 GEL
- Loenzar - ლოენზარი 15მგ. 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 24,11 GEL რეგულარული ფასი 33,48 GEL
- ბეიბიხოლი სიროფი 100მლგანსაკუთრებული ფასი 22,37 GEL რეგულარული ფასი 27,96 GEL
- Lacto-G forte - ლაქტო-G ფორტე 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 16,86 GEL რეგულარული ფასი 19,84 GEL
- Simalgel - სიმალგელი 250მლ სუსპენზიაგანსაკუთრებული ფასი 29,26 GEL რეგულარული ფასი 35,28 GEL
- Reustopi - რეუსტოპი 2გრ 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 33,70 GEL რეგულარული ფასი 42,13 GEL
- ტრიგელი სუსპენზია 10მლ 20 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 28,95 GEL რეგულარული ფასი 40,41 GEL
- Verabez - ვერაბეზი 20მგ 14 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 22,94 GEL რეგულარული ფასი 28,67 GEL
- Lioflor - ლიოფლორი წვეთები 8მლგანსაკუთრებული ფასი 26,02 GEL რეგულარული ფასი 36,14 GEL
- Antiflat - ანტიფლატი 42მგ 30 საღეჭი ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 24,03 GEL რეგულარული ფასი 33,38 GEL
- Neo-Panza - ნეო-პანზა 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 43,92 GEL რეგულარული ფასი 61,00 GEL
- Ultrabiotique Equilibre - ულტრაბიოტიკი Equilibre 16 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 22,69 GEL რეგულარული ფასი 28,36 GEL
- Kolerin Hydro - კოლერინ ჰიდრო 250მგ ჟოლო 10 პაკეტიგანსაკუთრებული ფასი 36,16 GEL რეგულარული ფასი 42,54 GEL
- Ultrabiotique - ულტრაბიოტიკი Instant 10 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 15,58 GEL რეგულარული ფასი 19,47 GEL
- Longimin - ლონგიმინი 30 კაფსულაგანსაკუთრებული ფასი 62,14 GEL რეგულარული ფასი 86,31 GEL
- Casanorm - კასანორმი 450მგ 30 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 43,96 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
- Kronizon - კრონიზონი 500მგ 100 ტაბლეტიგანსაკუთრებული ფასი 66,31 GEL რეგულარული ფასი 73,73 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account