Loenzar - ლოენზარი 15მგ. 30 კაფსულა
ჩვენებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების და რეფლუქს-ეზოფაგიტის შემანარჩუნებელი მკურნალობისათვის.
შემადგენლობა
კაფსულები ------------------------ 1 კაფს.
ლანსოპრაზოლი -------------- 15 მგ
სხვა ინგრედიენტები: ინდიგოკარმინი, ერითროცინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ჟანგი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლანსოპრაზოლი აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას H+-K+- ატფ-აზას ენზიმური სისტემის სპეციფიკური ინჰიბირების ხარჯზე. ლანსოპრაზოლი აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიას და ხასიათდება როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა: როგორც ცნობილია მარილმჟავა აზიანებს ლანსოპრაზოლს, ამიტომ იგი პერორალურად მიიღება ნაწლავებში ხსნადი გრანულების სახით. იგი სწრაფად შეიწოვება და მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში აღწევს 1 - 2 სთ-ის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ლანსოპრაზოლი მიიღება ჭამიდან 30წთ-ის შემდეგ, ჩმახ და AUC მცირდება 50%-ით.
განაწილება და მეტაბოლიზმი: სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 97%-ს. ლანსოპრაზოლი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში.
გამოყოფა: პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1,4 სთ-ს. ნახევრადგამოყოფის პერიოდი არ ასახავს მარილმჟავას სეკრეციის დაქვეითების ხანგრძლივობაზე მის მოქმედებას. ამგვარად ნახევრადგამოყოფის პერიოდი 2 სთ-ზე მცირეა, მაშინ როდესაც მარილმჟავას მაინჰიბირებელი ეფექტის ხანგრძლივობა შეადგენს 24 სთ-ზე მეტს. პრეპარატის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ხოლო 15-30% შარდთან ერთან მეტაბოლიტების სახით.
ჩვენებები
მოზრდილებში პრეპარატი ნაჩვენებია
• კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ხანგრძლივი მკურნალობისთვის;
• აასს-ს მიღებისას კუჭის წყლულოვანი დაავადების რისკის შესამცირებლად;
• სიმპტომური რეფლუქს-ეზოფაგიტის და ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობისთვის.
1-11 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ნაჩვენებია სიმპტომური რეფლუქს-ეზოფაგიტის და ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობისთვის.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები:
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ხანგრძლივი მკურნალობა:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.
აასს-ს მიღებისას კუჭის წყლულოვანი დაავადების რისკის შესამცირებლად:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს 12 კვირის განმავლობაში.
რეფლუქს-ეზოფაგიტის (ეროზიული ფორმა) ხანმოკლე სიმპტომატური მკურნალობა:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს 8 კვირის განმავლობაში.
ეროზიული ეზოფაგიტის ხანგრძლივი მკურნალობა:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.
პრეპარატი მიიღება უზმოდ.
არ შეიძლება მიკროგრანულების დაღეჭვა ან გასრესვა. შეფუთვის გახსნის შემდეგ იგი უნდა იქნას გამოყენებული 1 თვის მანძილზე, დარჩენილი კაფსულების მიღება სასურველი არ არის.
1-11 წლამდე ასაკის ბავშვები:
რეფლუქს-ეზოფაგიტის სიმპტომატური მკურნალობა და ეროზიული ეზოფაგიტის ხანმოკლე მკურნალობა:
30 კგ-მდე წონის პაციენტებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს 12 კვირის განმავლობაში. კაფსულის ყლაპვის გაძნელებისას რეკომენდებულია მისი გახსნა და პრეპარატის მიღება შემდეგი სქემით:
1. კაფსულას ხსნიან, მიკროგრანულებს კოვზზე შეურევენ ვაშლის სოუსს, იოგურტს ან მსხლის ხილფაფას და მიიღებენ დაუყოვნებლივ.
2. კაფსულას ხსნიან, მიკროგრანულებს შეურევენ მცირე რაოდენობით (დაახლოებით 60 მლ) ვაშლის, ფორთოხლის ან ტომატის წვენს ჭიქაში და მიიღებენ დაუყოვნებლივ.
სხვა სახის სასმელთან და საკვებთან ერთად პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ამ მიმართულებით კლინიკური კვლევების არარსებობის გამო.
გვერდითი მოვლენები
ლანსოპრაზოლი ხასიათდება კარგი ამტანობით. ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენებია: დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, დაღლილობა, თავის ტკივილი.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება
• ლანსოპრაზოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული;
• თირკმლის მწვავე უკმარისობა;
• კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის B კატეგორია
ცნობები ლანსოპრაზოლის უსაფრთხოების შესახებ ორსულებსა და მეძუძურ დედებში არ არსებობს. თუმცა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული და ფეტოტოქსიკური ეფექტი არ აღინიშნებოდა, სიფრთხილის მიზნით ორსულებში მისი გამოყენება სასურველი არ არის.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ამ დროს სადღეღამისო დოზა არ აღემატება 30 მგ-ს.
განსაკუთრებული მითითებები
დადგენილია ლანსოპრაზოლის ეფექტურობა და უსაფრთხოება 1-11 წლამდე ასაკის ბავშვებში სიმპტომური რეფლუქს-ეზოფაგიტის და ეროზიული ეზოფაგიტის მკურნალობისას.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ჭარბი დოზირება
ლანსოპრაზოლის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირებისას რეკომენდირებულია სიმპტომატური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
როგორც ცნობილია ლანსოპრაზოლი მეტაბოლიზდება ციტოქრომ P450 სისტემის საშუალებით. ჯანმრთელ მოხალისეებზე ჩატარებული კვლევებისას არ აღინიშნებოდა კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ლანსოპრაზოლსა და იმ პრეპარატებს შორის, რომელთა მეტაბოლიზმი ხორციელდება აღნიშნული სისტემის მეშვეობით. ამ პრეპარატებს მიეკუთვნება ვარფარინი, ანტიპირინი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი, ფენიტოინი, პროპრანოლოლი, პრედნიზოლონი, კლარითრომიცინი, დიაზეპამი.
ლანსოპრაზოლისა და ტეოფილინის ერთდროული მიღებისას აღინიშნება ამ უკანასკნელის კლირენსის დონის უმნიშვნელო მომატება (10%). ამ ეფექტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა იმ პაციენტების კონტროლი, რომლებიც ერთდროულად იღებენ ამ ორ პრეპარატს. სუკრალფატისა და ლანსოპრაზოლის ერთდროული მიღებისას 30%-ით მცირდება ამ უკანასკნელის ბიოშეღწევადობა, აქედან გამომდინარე ლანსოპრაზოლი ინიშნება სუკრალფატის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ლანსოპრაზოლი აფერხებს კუჭის წვენის სეკრეციას, ამიტომ არ არის სასურველი მისი ისეთ პრეპარატებთან ერთად მიღება, რომელთა ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია კუჭის წვენის მჟავიანობის დონეზე. ესენი არიან: კეტოკონაზოლი, ამპიცილინის ეთერები, რკინის მარილები და დიგოქსინი.
შესაძლებელია ლანსოპრაზოლისა და ანტაციდური საშუალებების ერთდროული მიღება.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 30°C-მდე.
ვარგისიანობის ვადა
შენახვის ვადა_ 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.
_ არ გამოიყენოთ ექიმთან შეუთანხმებლად,
_ პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას,
_ შეინახეთ შეფუთვაში ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account