ტანის მოვლა
სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- SVR - ესვიერი TOPIALYSE დასაბანი გელი 200 მლ1880განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 48,00 GEL
- Missha - მისშა ხელის კრემი Dare Pure Bed Linen 30 მლ 6560განსაკუთრებული ფასი 7,51 GEL რეგულარული ფასი 15,02 GEL
- Ziaja - ზიაია შხაპ-გელი COCOA 500 მლ 2526განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი ბალზამი AP 400 მლ 6548განსაკუთრებული ფასი 58,95 GEL რეგულარული ფასი 117,90 GEL
- Caudalie - კოდალი ტანის კრემი Vinotherapist 200 მლ 3632განსაკუთრებული ფასი 41,00 GEL რეგულარული ფასი 82,00 GEL
- Ziaja - ზიაია თხის რძის შხაპის გელი 500 მლ 2267განსაკუთრებული ფასი 7,92 GEL რეგულარული ფასი 15,85 GEL
- Lea - ლეა შხაპ-გელი DERMO 300 მლ 5025განსაკუთრებული ფასი 3,93 GEL რეგულარული ფასი 7,85 GEL
- Lea - ლეაშხაპ-გელი ALOE 750 მლ 4691განსაკუთრებული ფასი 4,98 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
- Lirene - ლირენე ხელის და ფრჩხილის დამატენიანებელი კრემი 75 მლ 2502განსაკუთრებული ფასი 5,93 GEL რეგულარული ფასი 11,85 GEL
- Caudalie - კოდალი ტანის ლოსიონი ჯინჯერის 400 მლ 3700განსაკუთრებული ფასი 58,00 GEL რეგულარული ფასი 116,00 GEL
- SVR - ესვიერი Topialyse ბალმი+ 400 მლ 1927განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 78,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი გელი 200 მლ 7759განსაკუთრებული ფასი 38,90 GEL რეგულარული ფასი 77,80 GEL
- SVR - ესვიერი SPIRAL დეო-დასაბანი გელი 400 მლ 2702განსაკუთრებული ფასი 31,00 GEL რეგულარული ფასი 62,00 GEL
- Incia - ინშია კრემ-გელი მშრალი კანისთვის 1101განსაკუთრებული ფასი 27,50 GEL რეგულარული ფასი 55,00 GEL
- SVR - ესვიერი TOPIALYSE დასაბანი ზეთი 400 მლ 2108განსაკუთრებული ფასი 32,05 GEL რეგულარული ფასი 64,09 GEL
- Essence - ესენსი DWBH ხელის მოვლა 2951განსაკუთრებული ფასი 9,60 GEL რეგულარული ფასი 12,00 GEL
- Mizon - მიზონი შხაპ-გელი ჩაის ხის 800 მლ 68934განსაკუთრებული ფასი 20,50 GEL რეგულარული ფასი 41,00 GEL
- Lirene - ლირენე ხელის და ფრჩხილის შრატი 75 მლ 4813განსაკუთრებული ფასი 5,43 GEL რეგულარული ფასი 10,85 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account