ტანის მოვლა
სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Lilien - ლილიენი კრემ-საპონი ალოე 500 მლ 4428განსაკუთრებული ფასი 3,27 GEL რეგულარული ფასი 6,55 GEL
- Lilien - ლილიენი თხევადი საპონი ოლივა 1000 მლ 4602განსაკუთრებული ფასი 4,92 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Lilien - ლილიენი თხევადი საპონი ორქიდეა 1000 მლ 4596განსაკუთრებული ფასი 4,92 GEL რეგულარული ფასი 9,85 GEL
- Missha - მისშა გელი ცელულიტისთვის გამახურებელი 9657განსაკუთრებული ფასი 25,00 GEL რეგულარული ფასი 50,00 GEL
- Palmolive - პალმოლივი შხაპ-გელი 250 მლ BLBR 0369განსაკუთრებული ფასი 9,63 GEL რეგულარული ფასი 11,33 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი გამწმენდი დამატენიანებელი კრემ-გელი 400 მლ 537315განსაკუთრებული ფასი 48,00 GEL რეგულარული ფასი 96,00 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე სხეულის საპონი ლიმნის ქერქით 2 ცალი 5202განსაკუთრებული ფასი 7,00 GEL რეგულარული ფასი 14,00 GEL
- Safeguard - სეიფგარდი საპონი კლასიკი 90 გრგანსაკუთრებული ფასი 2,56 GEL რეგულარული ფასი 3,19 GEL
- Ziaja - ზიაია შოკოლადის სპრეი 16120განსაკუთრებული ფასი 8,97 GEL რეგულარული ფასი 17,95 GEL
- Lionesse - ლიონესი აბაზანის ქუდი 4048განსაკუთრებული ფასი 1,98 GEL რეგულარული ფასი 3,96 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი გელი 400 მლ 8785განსაკუთრებული ფასი 42,25 GEL რეგულარული ფასი 84,50 GEL
- Balmy - ბალმი აბაზანის ღრუბელი 2526განსაკუთრებული ფასი 2,48 GEL რეგულარული ფასი 4,95 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი ტანის კრემი აღმდგენი 500 მლ 3306განსაკუთრებული ფასი 46,00 GEL რეგულარული ფასი 92,00 GEL
- SVR - ესვიერი TOPIALYSE დასაბანი ზეთი 200 მლ 2092განსაკუთრებული ფასი 22,50 GEL რეგულარული ფასი 45,00 GEL
- SVR - ესვიერი TOPIALYSE ხელის კრემი 50 მლ 2 ცალი 2864განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account