ტანის მოვლა
სახის კანის გაჯანსაღებასთან ერთად მნიშვნელოვანია ტანის მოვლაც. იმისათვის, რომ თავი იგრძნო კომფორტულად და თავდაჯერებულად აუცილებელია შენი კანის ტიპის შესაბამისი ტანის მოვლის საშუალებების გამოყენება. სხეულის მოვლა მოიცავს პროდუქტების ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია კანისა და სხეულის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ჩვენთან იპოვი დამატენიანებლებსა და დასაბან საშუალებებს, რომელიც სხვადასხვა საჭიროებებსა და პრობლემებზეა მორგებული. სხეულის მოვლის საშუალებები მორგებულია კანის სპეციფიკურ ტიპებზე და აღმოფხვრის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სიმშრალე, მგრძნობელობა, აკნე და კანის ნაადრევი დაბერება.
PSP.GE–ზე აღმოაჩენ ტანის მოვლის საშუალებებს, მათ შორის, ხელისა და ფეხის კრემებს, ტანის ზეთებსა და სააბაზანო პროდუქტებს. 1000–ზე მეტი პროდუქტი მოგცემს საშუალებას შეარჩიო შენზე მორგებული ტანის მოვლის საშუალება. ისეთი ბრენდები, როგორიცაა ზიაია, ნივეა, სებამედი, ნუქსი და კოდალი და სხვა, დაგეხმარება კანის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში.
როგორც სახის კანის მოვლის რუტინა, სხეულის მოვლის რუტინა მოიცავს რამდენიმე საფეხურს, რომლებიც ორიენტირებულია კანის გაწმენდაზე, სკრაბირებასა და დატენიანებაზე.
ტანის წმენდა
დაიწყეთ თქვენი სხეულის მოვლის რუტინა ნაზი დასაბანი ზეთით, ტანის კრემით ან შხაპ-გელით, რათა გაისუფთაოთ სხეული დღის განმავლობაში დაგროვებული ჭუჭყით. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია თქვენი კანის ტიპისთვის. განსაკუთრებული პრობლემის შემთხვევაში კი გამოიყენეთ პროფესიონალის მიერ რეკომენდებული პროდუქტები. სწორი პროდუქტების გამოყენება დაგეხმარებათ გქონდეთ ხავერდოვანი კანი და მოამზადოთ ის რუტინის შემდგომი ეტაპისთვის.
ტანის სკრაბირება
კვირაში 1-2-ჯერ სხეულის სკრაბირება ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების მოცილებას, ფორების გასუფთავებას და კანის განახლებას, რაც თქვენს სხეულს ხდის უფრო გლუვს და მატებს მას ბზინვარებას. სკრაბირებული კანი უკეთ შეიწოვს დამატენიანებელს, შესაბამისად ის უკეთ ასრულებს თავის ფუნქციას. გაითვალისწინეთ, რომ სკრაბის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დაზიანება და გაღიზიანება.
ტანის დატენიანება
სხეულის მოვლის რუტინის ბოლო, აუცილებელი საფეხური. სიმშრალის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, წმენდისა და სკრაბირების შემდეგ ტანის დატენიანება. რეკომენდებულია დამატენიანებლები, რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რაც ხანგრძლივ დატენიანებასთან ერთად, კანს უნარჩუნებს ელასტიკურობას. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება კანს იცავს გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს, ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
თანმიმდევრულობა არის მთავარი, როდესაც საქმე ეხება სხეულის მოვლას, ამიტომ შეიმუშავეთ რუტინა, რომელსაც დაიცავთ ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად, რათა თქვენი კანი გამოიყურებოდეს საუკეთესოდ. სწორად შეაფასეთ თქვენი კანის საჭიროებები და შეარჩიეთ თქვენზე მორგებული პროდუქტები. ტანის განსაკუთრებული მოვლისთვის PSP.GE-ზე იპოვით ტანის ზეთებსა და შრატებს. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- SVR - ესვიერი CICAVIT ხელის ბალზამი 75 გ 1682განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- Essence - ესენსი Wish Upon a Star ტანის ზეთი 01 2058განსაკუთრებული ფასი 12,21 GEL რეგულარული ფასი 15,27 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ციკაპლასტი სპრეი B5 35742განსაკუთრებული ფასი 48,47 GEL რეგულარული ფასი 96,93 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე საპონი ალოე 100 გ 2 ცალი 5097განსაკუთრებული ფასი 7,47 GEL რეგულარული ფასი 14,95 GEL
- Caudalie - კოდალი გასახდომი კონცენტრატი 75 მლ 3670განსაკუთრებული ფასი 51,00 GEL რეგულარული ფასი 102,00 GEL
- Caudalie - კოდალი Vinotherapist ხელის კრემი 75 მლ 3618განსაკუთრებული ფასი 28,50 GEL რეგულარული ფასი 57,00 GEL
- Lilien - ლილიენი ხელის კრემი 20x40 მლ 6828განსაკუთრებული ფასი 72,51 GEL რეგულარული ფასი 145,01 GEL
- Lilien - ლილიენი ხელის კრემი OLIVE 300მლ 4550განსაკუთრებული ფასი 4,78 GEL რეგულარული ფასი 9,56 GEL
- Balmy - ბალმი ღრუბელი და საპონი OLIVE 5497განსაკუთრებული ფასი 3,48 GEL რეგულარული ფასი 6,95 GEL
- ISIS PHARMA - ისის ფარმა სუავი გელი 40 მლ 0348განსაკუთრებული ფასი 18,00 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Essence - ესენსი X-MAS ტანის Shimmer Puff 6887განსაკუთრებული ფასი 8,65 GEL რეგულარული ფასი 10,81 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე გამწმენდი გელი 500 მლ 4736განსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 46,99 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე ხელის მკვებავი კრემი 50 მლ 3593განსაკუთრებული ფასი 7,50 GEL რეგულარული ფასი 15,00 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე შხაპ-ზეთი ხავერდოვანი 750 მლ 5078განსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 46,99 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე საპონი რძე და თაფლი 150 გ 0264განსაკუთრებული ფასი 8,00 GEL რეგულარული ფასი 16,01 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე გამწმენდი კრემი 500 მლ 4743განსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 46,99 GEL
- Roge Cavailles - როჟე კავაიე გამწმენდი ზეთი 500 მლ 4910განსაკუთრებული ფასი 23,50 GEL რეგულარული ფასი 46,99 GEL
- CD - სიდი ღრუბელი აბაზანის AFINA 3022განსაკუთრებული ფასი 3,26 GEL რეგულარული ფასი 4,35 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account