სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- A'pieu - აპიუ MILK ნაჭრის ნიღაბი ყავა 0285განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ 2X მადეკასოსიდი აღმდგენი გელი 3921განსაკუთრებული ფასი 48,30 GEL რეგულარული ფასი 69,00 GEL
- A'pieu - აპიუ Yogurt ნაჭრის ნიღაბი 1123განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ Yogurt ნაჭრის ნიღაბი მოცვი 1161განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ FRESH სახის ნიღაბი პილინგი 3366განსაკუთრებული ფასი 11,12 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- A'pieu - აპიუ FRESH სახის ნიღაბი მკვებავი 3403განსაკუთრებული ფასი 11,12 GEL რეგულარული ფასი 15,89 GEL
- A'pieu - აპიუ ICING ნაჭრის ნიღაბი ნესვი 9893განსაკუთრებული ფასი 5,25 GEL რეგულარული ფასი 7,50 GEL
- A'pieu - აპიუ 2X მადეკასოსიდი ამპულა 2284განსაკუთრებული ფასი 54,53 GEL რეგულარული ფასი 77,90 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი Gauze ნიღაბი 2609განსაკუთრებული ფასი 6,07 GEL რეგულარული ფასი 8,67 GEL
- A'pieu - აპიუ მადეკასოსიდი ღამის ნიღაბი 1443განსაკუთრებული ფასი 38,43 GEL რეგულარული ფასი 54,90 GEL
- Mizon - მიზონი დამატენიანებელი დასაბანი ზეთი 150 მლ 4099განსაკუთრებული ფასი 59,40 GEL რეგულარული ფასი 84,86 GEL
- Mizon - მიზონი CICALURONIC დამატენიანებელი კრემი 50 მლ 3818განსაკუთრებული ფასი 52,50 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
- Mizon - მიზონი PHYTO კოლაგენის ტონერი 4235განსაკუთრებული ფასი 52,42 GEL რეგულარული ფასი 74,88 GEL
- Mizon - მიზონი BUBLE ნიღაბი 25 გ 4198განსაკუთრებული ფასი 6,30 GEL რეგულარული ფასი 9,00 GEL
- Embryolisse - ემბრიოლისი სახის გამწმენდი კრემ-ქაფი 200 მლ 0264განსაკუთრებული ფასი 21,24 GEL რეგულარული ფასი 42,48 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი P 0510განსაკუთრებული ფასი 45,43 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Village11 - ვილაჯ11 Skin ტონერი B 0480განსაკუთრებული ფასი 45,43 GEL რეგულარული ფასი 64,90 GEL
- Village11 - ვილაჯ11 CICA დასაბანი ქაფი 150 მლ 4570განსაკუთრებული ფასი 39,20 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Teaology - თიოლოჯი White Tea დაბერების საწინააღმდეგო კრემი 50 მლ 0070განსაკუთრებული ფასი 117,60 GEL რეგულარული ფასი 168,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account