სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Teaology - თიოლოჯი Ginger დამატენიანებელი გელ-კრემი 30 მლ 0407განსაკუთრებული ფასი 27,00 GEL რეგულარული ფასი 39,55 GEL
- Teaology - თიოლოჯი Peptide ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი 15 მლ 0841განსაკუთრებული ფასი 41,52 GEL რეგულარული ფასი 59,32 GEL
- Teaology - თიოლოჯი Tea Glow ამქერცლავი სახის ლოსიონი 150 მლ 0513განსაკუთრებული ფასი 46,68 GEL რეგულარული ფასი 66,68 GEL
- Teaology - თიოლოჯი Happy Skin სილამაზის ბალმი 100 მლ 0506განსაკუთრებული ფასი 62,27 GEL რეგულარული ფასი 88,96 GEL
- Mizon - მიზონი დასაბანი ზეთი Firming 150 მლ 4105განსაკუთრებული ფასი 59,40 GEL რეგულარული ფასი 84,86 GEL
- Teaology - თიოლოჯი Kombucha აღმდგენი კრემის სათადარიგო 5228განსაკუთრებული ფასი 68,40 GEL რეგულარული ფასი 114,00 GEL
- Lirene - ლირენე სახის გამწმენდი ქაფი 7232განსაკუთრებული ფასი 9,58 GEL რეგულარული ფასი 15,97 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Peach ტუჩის ბალზამი 7გ 6778განსაკუთრებული ფასი 25,20 GEL რეგულარული ფასი 36,00 GEL
- Tonymoly - ტონიმოლი Egg შავი წერტილების ბალმი 30გ 5486განსაკუთრებული ფასი 39,90 GEL რეგულარული ფასი 56,00 GEL
- Missha - მისშა ნაჭრის ნიღაბი დამატენიანებელი 6587განსაკუთრებული ფასი 7,37 GEL რეგულარული ფასი 10,53 GEL
- SVR - ესვიერი Sebia გელი Reach 400 მლ 3587განსაკუთრებული ფასი 88,20 GEL რეგულარული ფასი 119,86 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ეფაკლარი დასაბანი გელი 400 მლ 8289განსაკუთრებული ფასი 75,52 GEL რეგულარული ფასი 125,86 GEL
- SVR - ესვიერი PHYSIO დემაკიაჟის ზეთი 150 მლ 3273განსაკუთრებული ფასი 39,00 GEL რეგულარული ფასი 64,99 GEL
- შრატი Hyalugen 30 მლ 5522 მიზონი - Mizonგანსაკუთრებული ფასი 44,10 GEL რეგულარული ფასი 63,00 GEL
- ამპულა NEW Bee Pollen 1055 მისშა - Misshaგანსაკუთრებული ფასი 63,00 GEL რეგულარული ფასი 75,00 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account