სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 კრემი 40 მლ 0113განსაკუთრებული ფასი 89,50 GEL რეგულარული ფასი 179,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე MELA B3 შრატი 30 მლ 0021განსაკუთრებული ფასი 134,50 GEL რეგულარული ფასი 269,00 GEL
- Vichy - ვიში შრატი Normaderm BHA 30 მლ 1984განსაკუთრებული ფასი 80,78 GEL რეგულარული ფასი 161,57 GEL
- A'pieu - აპიუ ღრმად გამწმენდი BUBBLE ქაფი 3137განსაკუთრებული ფასი 23,25 GEL რეგულარული ფასი 46,50 GEL
- Esthederm - ესტედერმი Age Proteom ნაოჭების შრატი 30 მლ 0007განსაკუთრებული ფასი 133,75 GEL რეგულარული ფასი 267,50 GEL
- Topicrem - ტოპიკრემი AD ატოპიური კანის ბალზამი 75 მლ 3207განსაკუთრებული ფასი 17,50 GEL რეგულარული ფასი 35,00 GEL
- SVR - ესვიერი Sebia დამატენიანებელი კრემი 40 მლ 3594განსაკუთრებული ფასი 28,47 GEL რეგულარული ფასი 56,94 GEL
- SVR - ესვიერი Hydra კრემი 50 მლ 3228განსაკუთრებული ფასი 29,96 GEL რეგულარული ფასი 59,93 GEL
- SVR - ესვიერი Densitium SPF30 კრემი 50 მლ 3242განსაკუთრებული ფასი 84,90 GEL რეგულარული ფასი 169,80 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ჰიალურონის ორფაზიანი შრატი 20 მლ 0446განსაკუთრებული ფასი 27,96 GEL რეგულარული ფასი 55,91 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი რეტინოლის ასაკობრივი შრატი 0309განსაკუთრებული ფასი 34,95 GEL რეგულარული ფასი 69,91 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი რეტინოლის ასაკობრივი კრემი 50 მლ 0323განსაკუთრებული ფასი 46,45 GEL რეგულარული ფასი 92,89 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი ნიაციამიდის ორფაზიანი შრატი 20 მლ 0019განსაკუთრებული ფასი 22,96 GEL რეგულარული ფასი 45,91 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი მბზინვარე კრემი ჰიალურონით 50 მლ 0170განსაკუთრებული ფასი 31,45 GEL რეგულარული ფასი 62,91 GEL
- Kool Beauty - ქულ ბიუთი თუთიის დამატენიანებელი 50 მლ 0026განსაკუთრებული ფასი 32,95 GEL რეგულარული ფასი 65,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account