სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Algologie - ალგოლოჟი VAGUES ბუსტერი 30 მლ 9808განსაკუთრებული ფასი 47,50 GEL რეგულარული ფასი 90,50 GEL
- Algologie - ალგოლოჟი VAGUES სკრაბი 50 მლ 8450განსაკუთრებული ფასი 31,00 GEL რეგულარული ფასი 57,90 GEL
- Algologie - ალგოლოჟი Archipel გამწმენდი გელი 200 მლ 0071განსაკუთრებული ფასი 24,00 GEL რეგულარული ფასი 44,90 GEL
- Algologie - ალგოლოჟი CREME DU RIVAGE კრემი ლიფტინგი 50 მლ 9297განსაკუთრებული ფასი 62,50 GEL რეგულარული ფასი 122,20 GEL
- Caudalie - კოდალი RESVERATROL ლიფტინგი დღე 40 მლ 3007განსაკუთრებული ფასი 80,00 GEL რეგულარული ფასი 160,00 GEL
- Caudalie - კოდალი RESVERATROL ლიფტინგი შრატი 30 მლ 2970განსაკუთრებული ფასი 90,00 GEL რეგულარული ფასი 180,00 GEL
- Caudalie - კოდალი RESVERATROL ლიფტინგი ღამე 50 მლ 2987განსაკუთრებული ფასი 80,00 GEL რეგულარული ფასი 160,00 GEL
- ელეგანტ გლიკოლაით მაქსი 60მლგანსაკუთრებული ფასი 16,66 GEL რეგულარული ფასი 17,54 GEL
- Esthederm - ესტედერმი DERM REPAIR აღმდგენი შრატი 3659განსაკუთრებული ფასი 116,25 GEL რეგულარული ფასი 232,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზი UV გაჯერებული 412622განსაკუთრებული ფასი 69,26 GEL რეგულარული ფასი 138,51 GEL
- Vichy - ვიში აქუალია თერმალი სახის კრემი გაჯერებული 588225განსაკუთრებული ფასი 60,00 GEL რეგულარული ფასი 120,00 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე სახის სპრეი SPF50 49530განსაკუთრებული ფასი 57,25 GEL რეგულარული ფასი 114,50 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ლიპიკარი დასაბანი კრემ-გელი სახისა და სხეულისთვის 537308განსაკუთრებული ფასი 33,45 GEL რეგულარული ფასი 66,90 GEL
- Ziaja - ზიაია ასაიას კენკრის სახის ტონიკი 2259განსაკუთრებული ფასი 8,43 GEL რეგულარული ფასი 16,85 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Pigmentbio მათეთრებელი კრემი ღამის 50 მლ 0089განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 144,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Pigmentbio მათეთრებელი კრემი 40 მლ 0072განსაკუთრებული ფასი 72,00 GEL რეგულარული ფასი 144,00 GEL
- Mizon - მიზონი ნაჭრის ნიღაბი ასაია ბერის ექსტრაქტით 6529განსაკუთრებული ფასი 2,95 GEL რეგულარული ფასი 5,90 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account