სახის მოვლა
ჯანსაღი სახის კანის მისაღწევად მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტებისგან შემდგარი ყოველდღიური რუტინა. აქ იპოვი ყველაფერს, რაც დაგეხმარება შენი სახის კანის გაჯანსაღებაში - დაწყებული სახის გამწმენდით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს კანის ბარიერს და დამთავრებული სახის შრატით, რომელიც შექმნილია კონკრეტული პრობლემების აღმოფხვრისთვის.
მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანის ტიპი განსხვავებულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე. სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად ჩვენთან მარტივად იპოვი შენზე მორგებულ პროდუქტებს.
აღმოაჩინე 70-მდე ბრენდი, მათ შორის:
სახის კანის მოვლის რუტინა, როგორც წესი, შედგება ოთხი ძირითადი ეტაპისგან: წმენდა, ტონირება, დატენიანება და მზისგან დაცვა.
სახის წმენდა
სახის მოვლის რუტინა აუცილებელია დაიწყოთ კანის დაბანითა და გასუფთავებით, რათა მოიცილოთ ჭუჭყი, ცხიმი და მკვდარი უჯრედები, რომლებიც გროვდება დღის ან ღამის განმავლობაში. ზედაპირის ჭუჭყისა და მაკიაჟის მოცილების გარდა, საფუძვლიანი წმენდა ხელს უწყობს ფორების გასუფთავებას და უჯრედების განახლებას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს სახის კანის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ თქვენი კანის ტიპისთვის შესაფერისი დასაბანი საშუალება, რათა არ დააზიანოთ ბარიერი. სახის დასაბანი საშუალებები არსებობს, როგორც გელის, ასევე ქაფის, ზეთისა და კრემის სახით. სახის კანის მოვლის რუტინის პირველი საფეხურით, თქვენ ქმნით იდეალურ ბაზას კანის მოვლის საშუალებებისთვის. გასუფთავებული ფორები უკეთ და ეფექტიანად შეიწოვს შემდგომი საფეხურების პროდუქტებს.
სახის ტონირება
მატონიზირებელი პროდუქტები ხელს უწყობს კანის pH დონის აღდგენასა და დაბალანსებას, ამკვრივებს ფორებს, ამშვიდებს სახის კანს და აშორებს დაბანის შემდგომ ნარჩენებს. ტონერის გამოყენება რეკომენდებულია ბამბის დისკის საშუალებით, ნაზი მოძრაობებით სახესა და კისერზე. შეარჩიეთ ისეთი მატონიზირებელი საშუალებები, რომელიც ალკოჰოლს არ შეიცავს და შედგება თხილის, ვარდის წყლის ან ჰიალურონის მჟავისგან. ჰიალურონის მჟავა ატენიანებს კანს და ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურის შენარჩუნებაში.
სახის დატენიანება
აუცილებელი ნაბიჯი კანის მოვლის ნებისმიერ რუტინაში, მიუხედავად თქვენი კანის ტიპისა. კარგი დამატენიანებელი ხელს უწყობს კანის ბარიერის ფუნქციის შენარჩუნებას, ამშვიდებს და ხდის მას რბილსა და ელასტიკურს. ამ შემთხვევაშიც, რეკომენდებულია ჰიალურონის მჟავის შემცვლელი დამატენიანებლები. მიუხედავად იმისა, გაქვთ მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული კანი. სწორი დამატენიანებლის პოვნა არის გასაღები კანის ჯანსაღი ბალანსის მისაღწევად და კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა სიმშრალე ან, პირიქით, ცხიმის ჭარბი გამომუშავება. დატენიანება, თქვენს ყოველდღიურ რუტინაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს თქვენი სახის კანის მთლიან იერს, არამედ ხელს უწყობს დაიცვას ის გარემოს სტრესისგან და ნაადრევი დაბერებისგან, რაც უზრუნველყოფს გლუვ და ახალგაზრდულ კანს წლების განმავლობაში.
მზის სხივებისგან დაცვა
თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინის მნიშვნელოვანი და ბოლო კომპონენტი SPF-ია, რომელიც აუცილებელია, რათა კანი დაცული იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან. ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, მზის დამწვრობა და გაზარდოს კანის კიბოს წარმოქმნის რისკი. დილის კანის მოვლის რუტინის ბოლო საფეხურზე SPF-ის გამოყენებით, თქვენ ქმნით ბარიერს, რომელიც იცავს მას გამოსხივებისგან, რაც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კანი დარჩეს ჯანსაღი, ბზინვარე და ელასტიკური წლების განმავლობაში.
PSP.GE-ზე აღმოაჩენ ყველა იმ პროდუქტს, რომელიც შენს კანზეა მორგებული, მათ შორის, სახის კრემებსა და პილინგს, სახის თანაბარი ტონის მისაღებად. თქვენს შენაძენს მიიღებთ მაქსიმუმ 1 საათში ან თქვენ მიერ შერჩეულ დროს.
- Missha - მისშა Chogongjin გამწმენდი ქაფი 44811განსაკუთრებული ფასი 37,43 GEL რეგულარული ფასი 74,85 GEL
- Le Petit Olivier - ლე პეტიტ ოლივიე დამატენიანებელი კრემი ალოე და მწვანე ჩაი 0004განსაკუთრებული ფასი 7,59 GEL რეგულარული ფასი 15,18 GEL
- Ziaja - ზიაია ღამის კრემი ჟასმინი ნაოჭების საწინააღმდეგო 50+ 17035განსაკუთრებული ფასი 8,11 GEL რეგულარული ფასი 12,47 GEL
- Nippes Solingen - ნიპეს ზოლინგენი ფერისმჭამელის მოსაცილებელი 10განსაკუთრებული ფასი 9,80 GEL რეგულარული ფასი 19,60 GEL
- Ziaja - ზიაია სახის გამწმენდი ტონერი ალოეთი 200 მლ 10005განსაკუთრებული ფასი 7,98 GEL რეგულარული ფასი 15,95 GEL
- La Roche-Posay - ლა როშ-პოზე ჰიდრაფაზა მსუბუქი ინტენსიური დამატენიანებელი კრემი 412257განსაკუთრებული ფასი 59,60 GEL რეგულარული ფასი 119,20 GEL
- Vichy - ვიში მაკიაჟის მოსაშორებელი ქაფი 150 მლ 1320980განსაკუთრებული ფასი 36,10 GEL რეგულარული ფასი 72,20 GEL
- Sebamed - სებამედი ლოკალური გელი ფერიმჭამელების სამკურნალოდ 10 მლ 5025განსაკუთრებული ფასი 11,65 GEL რეგულარული ფასი 19,42 GEL
- Sebamed - სებამედი დამატენიანებელი გელი ცხიმიანი კანის 50 მლ 4998განსაკუთრებული ფასი 18,58 GEL რეგულარული ფასი 30,96 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium გამწმენდი მიცელარული სითხე 500 მლ 1830განსაკუთრებული ფასი 36,00 GEL რეგულარული ფასი 72,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა SEBIUM საპონი 100გ 1082განსაკუთრებული ფასი 21,00 GEL რეგულარული ფასი 42,00 GEL
- Vichy - ვიში ნორმადერმი გელი ღრმა წმენდისთვის 414067განსაკუთრებული ფასი 41,93 GEL რეგულარული ფასი 83,86 GEL
- Ziaja - ზიაია არგანის სახის კრემი 50 მლ 4919განსაკუთრებული ფასი 7,77 GEL რეგულარული ფასი 15,55 GEL
- Esthederm - ესტედერმი სახის ფორების ღრმა გამწმენდი 3550განსაკუთრებული ფასი 49,88 GEL რეგულარული ფასი 99,75 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Hydrabio შრატი 40 მლ 9775განსაკუთრებული ფასი 49,50 GEL რეგულარული ფასი 99,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio გამწმენდი მიცელარული სითხე AR 250 მლ 6789განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sebium ჰიდრა დამატენიანებელი აღმდგენი კრემი 40 მლ 0421განსაკუთრებული ფასი 19,50 GEL რეგულარული ფასი 39,00 GEL
- Bioderma - ბიოდერმა Sensibio გამწმენდი მიცელარული სითხე 250 მლ 0447განსაკუთრებული ფასი 25,50 GEL რეგულარული ფასი 51,00 GEL
- Esthederm - ესტედერმი გამაღიავებელი ნიღაბი ექსფოლიანტი 75 მლ 8082განსაკუთრებული ფასი 53,03 GEL რეგულარული ფასი 106,05 GEL
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account