EXODERIL - ექსოდერილი 1% 20მლ ხსნარი
ჩვენებები: ექსოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ნაფტიზინს და განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის სოკოვანი ინფექციების დროს
ექსოდერილი®
1% ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის
სამკურნალო საშუალების დასახელება
ექსოდერილი® 1% ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ნაფტიფინი
გამოშვების ფორმა
ხსნარი
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერო ან ღია მოყვითალო ხსნარი ეთანოლის სუნით.
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს აქტიური ნივთიერებას ნაფტიფინის ჰიდროქლორიდი - 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი (50მგ/მლ), ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები დერმატოლოგიური გამოყენებისთვის; სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის; სხვა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის, ნაფტიფინი. ათქ კოდი: D01AE22.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ექსოდერილი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ნაფტიფინს და განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
ნაფტიფინს გააჩნია ფუნგიციდური მოქმედება შემდეგი ორგანიზმების მიმართ: Trichophyton spp., Microsporon spp., Epidermophyton floccosum.
ის ზომიერად ეფექტურია საფუარის (Candida spp.), ობის (Aspergillus spp.) და სხვა სოკოების (მაგ. Sporothrix schenkii) მიმართ.
ნაფტიფინს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
სისტემური ექსპოზიცია ძალიან დაბალია. კანზე დატანისას აბსორბიდრება დოზის დაახლოებით 4%. პლაზმაში და სისხლში ნაფტიფინი ვლინდება კვალის სახით.
გამოყენების ჩვენებები
ნაფტიფინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენებით გამოწვეული სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა:
- კანისა და კანის ნაოჭების სოკოვანი ინფექციები, თანმდევი ქავილით ან მის გარეშე;
- ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები;
- კანის კანდიდოზები;
- ქატოსებური ლიქენი.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ნაფტიფინის, პროპილენგლიკოლის ან პრეპარატის სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
გამოყენების მეთოდი და დოზები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის კანზე ან ფრჩხილებზე.
გამოიყენება ინსტრუქციის შესაბამისად.
კანის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენეთ დღე-ღამეში ერთხელ.
დაზიანებული კანი და მისი მიმდებარე ადგილი გაწმინდეთ, გააშრეთ, შემდეგ საგულდაგულოდ დაასველეთ ხსნარით უშუალოდ ფლაკონიდან ან ბამბის ტამპონის მეშვეობით.
არ დაუშვათ თვალებში ან ლორწოვან გარსებზე მოხვედრა.
ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენეთ პრეპარატი დღე-ღამეში ორჯერ, ხსნარის დატანით ფრჩხილის თავისუფალი კიდიდან.
ხსნარის პირველად გამოყენებამდე მაქსიმალურად მოაცილეთ ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი მაკრატლით და ფრჩხილის ქლიბით.
ბავშვები და მოზარდები: ნაფტიფინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში დამტკიცებული არ არის (გამოყენების არსებული გამოცდილება არასაკმარისია).
პაციენტებისთვის თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით: არ საჭიროებს დოზის კორექციას.
ხანდაზმული პაციენტები: არ საჭიროებს დოზის კორექციას.
გამოყენების ხანგრძლივობა
საჭიროებს კურსებით მკურნალობას.
ინფექციის რეციდივის თავიდან ასაცილებლად გააგრძელეთ მკურნალობა კიდევ არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ.
სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად და განმეორებით დასნებოვნების პროფილაქტიკისთვის დაიცავით შემდეგი წესები:
· ყოველდღიურად გამოიცვალეთ ტანისამოსი და თეთრეული, რომელიც კონტაქტშია დაავადებულ კანთან ან ფრჩხილებთან;
· არ ატაროთ ხისტი მკვრივი, აირგაუმტარი ტანისამოსი და ფეხსაცმელი (მაგალითად, სინთეტური ქსოვილის წინდები, ვიწრო ფეხსაცმელი). დაბანის შემდეგ საგულდაგულოდ უნდა გაიშროთ დაავადებული კანი და ფრჩხილები. ღრუბელი და პირსახოცები უნდა გამოცვალოთ ყოველდღიურად;
· ინფექციის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად და განსაკუთრებით, განმეორებით დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად საკუთარ სახლში, სააბაზანო ოთახში, ოტელში, აუზში ნუ ივლით ფეხშიშველი.
· საუნაში და აბანოში სიარული შეიძლება მხოლოდ სოკოვანი დაავადებისგან განკურნების შემდეგ.
სუფთა, ჯანმრთელი და მშრალი კანი — ეს არის საუკეთესო დაცვა სოკოვანი ინფექციებისგან.
თუ 4 კვირის შემდეგ გაუმჯობესება არ შეინიშნება, მიმართეთ ექიმს.
გამოყენების გამოტოვების შემთხვევაში, დაიტანეთ ხსნარი, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგ გააგრძელეთ ხსნარის გამოყენება ჩვეულებრივად.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
ექსოდერილის ხსნარი არ არის განკუთვნილი ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებლად. აირიდეთ მისი კონტაქტი თვალებთან და ლორწოვან გარსებთან.
არ შეიძლება ხსნარის გამოყენება ღია ჭრილობებზე ან ბზარებზე.
პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს (50 მგ/მლ), რომელმაც შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
პრეპარატის დატანა ხდება გაუზავებლად და მას არ ურევენ გარეგანად გამოსაყენებელ სხვა პრეპარატებს, ვინაიდან შემცირებული კონცენტრაციის გამო აქტიური ნივთიერების ეფექტურობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.
სამკურნალო საშუალება არ არის ფოტოტოქსიკური და არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
უსაფრთხოების კუთხით, თავიდან უნდა იქნას აცილებული ექსოდერილის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ჭარბი დოზირება
მწვავე ზედოზირება და სიცოცხლისთვის საშიში გართულებების წარმოქმნა გარეგანად ნაფტიფინის გამოყენებისას ნაკლებ სავარაუდოა.
შემტხვევით შიგნით მიღების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. რეკომენდებულია შესაბამისი სიმპტომატური მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.
გვერდითი მოქმედება
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სიმშრალის, წვის ან სიწითლის შეგრძნება, კონტაქტური დერმატიტის და ერითემის განვითარება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო ნივთიერებებთან ან ალკოჰოლთან არ არის აღნიშნული.
შეფუთვა
10მლ ან 20მლ ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონებში საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით; 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 6 თვე, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account