Analgin - ანალგინი 0.5გ 10 ტაბლეტი
ჩვენება: ციებ-ცხელების სინდრომი, სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, ართრალგია, ღვიძლის კოლიკა
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური სახელწოდება: Metamizol sodium; [(1.5-დიმეთილ-3-ოქსო-2-ფენილ-2.3-დიჰიდრო-1H-პირაზოლ-4-ილ)-N-მეთილამინო] ნატრიუმის მეთანსულფონატი, მონოჰიდრატი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თეთრი მოყვითალო შეფერილობით ტაბლეტები, ბრტყელი ზედაპირით, ნაზოლითა და ხაზით;
შემცველობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 0.5 გ ნატრიუმის მეტამიზოლს (ანალგინს), უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, სტეარინმჟავე კალციუმი, კარტოფილის სახამებელი.
გამოშვების ფორმა. ტაბლეტები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანალგეტიკები და ანტიპირეტიკები. პირაზოლონები. კოდი ATC N02B B02.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა. პირაზოლონის წარმოებული, ციკლოოქსიგენაზის ბლოკატორი. ამცირებს პროსტალგანდინების წარმოქმნას არაქიდონმჟავისაგან. ციკლოოქსიგენაზის ბლოკატორებისაგან განსხვავდება უმნიშვნელოდ გამოხატული ანთებსაწინააღმდეგო ეფექტით, გამოხატული ანალგეტიკური, სიცხის დამწევი და სპაზმოლიტიკური მოქმედების დროს. სპაზმოლიტიკური მოქმედება ვლინდება შარდსადენი და ნეღველსადენი გზების გლუვ მუსკულატურაზე.
ხელს უშლის ტკივილის ექსტრა- და პროპრიორეცეპტული იმპულსების გატარებას გოლისა და ბურდახის კონებზე, ზრდის ტკივილის შეგრძნების თალამიური ცენტრების აგზნებას, ზრდის სითბოს გაცემას.
ფარმაკოკინეტიკა. სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნაწლავის კედელში ჰიდროლიზირდება აქტიური მეტაბოლიტეს წარმოქმნით. უცვლელი სახით სისხლში არ არის. აქტიური მეტაბოლიტი 50-60% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს 1-2 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი (თ1/2) – 2.5 საათი. გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით.
გამოყენების ჩვენებები. ციებცხელების სინდრომი. სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია, ართრალგია, ღვიძლის კოლიკა, თირკმელების კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, ტრავმები, დამწვრობა, დიკომპრესიული დაავადება, ორქიტი, რადიკულიტი, მიოზიტი, კბილის ტკივილი, ალგოდისმენორეა.
გამოყენების წესი და დოზები. უფროსებში პრეპარატი გამოიყენება ჭამის შემდეგ 0.25-0.5 გ 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში.
ერთჯერადი დოზები 3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის – 125-250 მგ, 6-10 წლის – 250-375 მგ, 10-14 წლის – 375-500 მგ.
უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი – 1 გ, დღე-ღამის – 3 გ. მკურნალობის კურსის შესაძლო საშუალო ხანგრძლივობა – 5 დღემდე.
გვერდითი მოქმედება. ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, იშვიათად – ანაფილაქტიური შოკი. სისხლის მხრივ: შესაძლებელია სისხლწარმოქმნის დათრგუნვა (გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი). შარდგამოყოფის სისტემის მხრივ: ოლიგურია, ანურია, პროთეინურია, ინტერცტიციალური ნეფრიტი, შარდის წითლად შეღებვა.
უკუჩვენებები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. პერიფერიული სისხლის შემცველობის შეცვლა: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია. სისხლის დაავადებები: ნებისმიერი ეთიოლოგიის ანემია, ციტოსტატიკური ან ინფექციური ნეიტროპენია. ორსულობა, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში და ბოლო 6 კვირა. ლაქტაციის პერიოდი. 3 წლამდე ბავშვთა ასაკი. ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული ცვლილებები (პორფირიული ცვლა). გლიკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის თანდაყოლილი უკმარისობა.
ჭარბი დოზა. ღებინება, გულისრევა, ანურია, ჰიპოთერმია, არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია, ქოშინი, ხმაური ყურებში, ძილიანობა, ბოდვა, აზრის დარღვევა, მწვავე აგრანულოციტოზი, თირკმლისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა. გულისრევის ინდუქცია ან ზონდით კუჭის გამორეცხვა, მარილიანი საფაღარათო საშუალების, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, შესაძლებელია ფორსირებული დიურეზის ჩატარება, ხოლო მძიმე შემთხვევებში – ჰემოდიალიზი.
გამოყენების განსაკუთრებულობანი. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მიერ გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ექიმის მუდმივი კონტროლი. აუცილებელია პერიფერიული სისხლის ხარისხობრივი და რაოდენობრვი შემცველობის კონტროლი ჰოსპიტალურ პირობებში. ტემპერატურე არამოტივირებული აწევის, ჟრუანტელის, ყელის ტკივილის, ყლაპვის გართულების, სტომატიტის, ვაგინიტისა და პროქტიტის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. აძლიერებს ეთანოლის ეფექტებს; ქლორპრომაზინთან ან ფენოთიაზინის სხვა წარმოებულებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოთერმიის განვითარება. ანალგინი-დარციცათი მკურნალობის დროს არ შეიძლება რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების, კოლოიდური სისხლშემცვლელებისა და პენიცილინის გამოყენება. ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას მცირდება უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლში. ანალგინი შლის ცილის კავშირს პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ინდომეტაცინთან, ზრდის მათ აქტივობას. ფენილბუტაზონი, ბარბიტურატები და სხვა ჰეპატოინდუქტორები ერთად გამოყენებისას ამცირებენ ანალგინის ეფექტს. ერთდროული გამოყენება სხვა არანარკოტიკულ ანალგეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან და ალოპურინოლთან იწვევს ტოქსიკურობის მომატებას. სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები ზრდის ლეიკოპენიის განვითარების რისკს. პრეპარატის ეფექტს აძლიერებენ კოდეინი, ჰისტამინური H2-ბლოკატორები და პროპრანოლოლი (ანელებს ინაქტივაციას).
შენახვის პირობები და ვადები. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, საწყის შეფუთვაში, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
ვარგისიანობის ვადა – 5 წელი.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში; 1 კონტურული დანაყოფებიანი შეფუთვა კოლოფში.
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account