Hemorol - ჰემოროლი 12 სანთელი
ჰემოროლი
პრეპარატი ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ მოქმედებას
ჰემოროლი
სავაჭრო დასახელება: ჰემოროლი (Hemorol)
სამკურნალწამლო ფორმა: რექტალური სანთლები.
შემადგენლობა:
1 რექტალური სანთელი შეიცავს:
გვირილის სქელი ექსტრაქტი (Chamomillae extr. spissum) | 50მგ |
კურდღლისცოცხას სქელი ექსტრაქტი (Genistae scopariae extr.spissum) | 20მგ |
ცხენისწაბლას ქერქის სქელი ექსტრაქტი (Hippocastani cortius extr. spissum) | 20მგ |
შმაგას სქელი ექსტრაქტი (Belladonnae extr. spissum) | 20მგ |
მარწყვბალახას სქელი ექსტრაქტი (Tormentillae extr. spissum) | 20მგ |
ფარსმანდუკის სქელი ექსტრაქტი (Millefolii extr. spissum) | 20მგ |
ანესთეზინი | 100მგ |
გლიცეროლი | 150მგ |
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ მოქმედებას. გვირილა განაპირობებს მის ანთების საწინააღმდეგო, ხოლო შმაგა _ სპაზმოლიზურ ეფექტს. ცხენისწაბლას შემცველობის გამო ჰემოროლი ამცირებს კაპილარების კედლის განვლადობას, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას.
ჩვენებები:
ბუასილი, ანალური ხვრელის გახანგრძლივებული ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, ვენური სისხლძარღვების კედლის დაზიანება, შეგუბება ანალური ხვრელის მიდამოში ტკივილის სინდრომით, სწორი ნაწლავის ლორწოვანის გარსის გაღიზიანება და ნახეთქები. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სამედიცინო გამოკვლევის, მაგალითად, რექტოსკოპიის შემდეგ.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე.
გაფრთხილება:
დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან მის გალღობამდე (დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში).
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ჰემოროლი არ იწვევს ფსიქომოტორულ მოდუნებას და არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მიღების წესი და დოზირება:
რექტალური სანთლები.
მოზრდილებში: 1 სანთელი ღამით. მძიმე შემთხვევაში: 2-3 სანთელი დღის განმავლობაში.
ბავშვებში 6 წლის ზემოთ: 1 სანთელი ღამით.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქცების განვითარება პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა:
12 რექტალური სანთელი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
ვროცლავის სამკურნალო მცენარეების საწარმო სს “ჰერბაპოლი”. წმ. მიკოლაის 65/68, 50-951 ვროცლავი, პოლონეთი.
რაოდენობა | 12 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account