ჰემორზონი - Hemorzon რექტალური სუპოზიტორია 6 ცალი
ჩვენება: ხსნის ტკივილს და ანალურ ქავილს, განსაკუთრებით ჰემოროიდული კრიზების, ჰემოროიდული თრომბოფლებიტის, პროქტიტის, კრიპტიტის დროს.
ჰემორზონი 20 მგ/10 მგ/8.3 მგ სუპოზიტორები
ტეტრაციკლინი/ჰიდროკორტიზონის აცეტატი/ბენზოკაინი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე, ყურადღებით და სრულად გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს.
• შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს პრეპარატი განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც, თუ მათი სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი.
• თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულდება, ან თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- რას წარმოადგენს ჰემორზონი და რისთვის გამოიყენება
- ჰემორზონის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ჰემორზონი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ჰემორზონი
- დამატებითი ინფორმაცია
1. რას წარმოადგენს ჰემორზონი და რისთვის გამოიყენება
ჰემორზონის სუპოზიტორები მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ცნობილია როგორც ანტიჰემოროიდული საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისთვის და არის კომბინაციები. ჰემორზონის სუპოზიტორები ხსნის ტკივილს და ანალურ ქავილს, განსაკუთრებით ჰემოროიდული კრიზების, ჰემოროიდული თრომბოფლებიტის, პროქტიტის, კრიპტიტის დროს.
ბუასილი, იგივე ჰემოროიდული დაავადება ამის შესახებ იხილეთ ბლოგი.
2. ჰემორზონის გამოყენებამდე
არ გამოყენოთ ჰემორზონი:
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ჰიდროკორტიზონის, ტეტრაციკლინის, ბენზოკაინის ან ჰემორზონის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში).
- თუ გაქვთ ბაქტერიული ანორექტალური ინფექციები (ტუბერკულოზური ინფექციების ჩათვლით), ვირუსული ინფექციები, სოკოვანი ინფექციები.
- თუ გაქვთ ინფიცირებული ანორექტალური დაზიანებები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჰემორზონის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ სიმპტომები არ გაქრება 7 დღის შემდეგ ან აღინიშნება ადგილობრივი სისხლდენა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ პროქტოლოგიური გამოკვლევა.
ჰემორზონით მკურნალობა არ ანაცვლებს ანალური დაავადების სპეციფიკურ მკურნალობას.
ბავშვები: ჰემორზონი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
სპორტსმენები: ეს პრეპარატი შეიცავს ჰიდროკორტიზონს, რომელსაც შეუძლია დადებითი შედეგი აჩვენოს ანტიდოპინგ ტესტებში.
სხვა პრეპარატები და ჰემორზონი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
არ არის რეკომენდებული ჰემორზონის გამოყენება ინტრარექტალურად შეყვანილ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა ადგილობრივ ან პერორალურ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისტემური ეფექტების რისკი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან ჰიდროკორტიზონი გამოიყოფა დედის რძეში, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მეძუძურ ქალებში.
სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ჰემორზონი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტი საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
3. როგორ გამოიყენება ჰემორზონი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზაა ჰემორზონის 1 სუპოზიტორია რექტალურად, დღეში ერთხელ, დეფეკაციისა და ადგილობრივი დაბანვის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2-3 სუპოზიტორამდე დღეში.
გამოყენებამდე ამოიღეთ ფოლგის შეფუთვა.
ჰემორზონით მკურნალობა (1 სუპოზიტორია ყოველ 2 დღეში) უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი სიმპტომების სრული გაქრობიდან 1 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ჰემორზონის სუპოზიტორები დიდი ხნის განმავლობაში.
თუ გამოიყენეთ ჰემორზონი საჭიროზე მეტი რაოდენობით
ჰემორზონით დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, თუ ეჭვი გეპარებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
თუ დაგავიწყდათ ჰემორზონის გამოყენება
თუ დაგავიწყდათ დოზა, გამოიყენეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის დროა მოახლოებული, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ჰემორზონის გამოყენებას
არ შეწყვიტოთ ჰემორზონით მკურნალობა, თუ თქვენი ექიმი არ გირჩევთ.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰემორზონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, ადგილობრივი გამაღიზიანებელი რეაქციები და სწორი ნაწლავის ლორწოვანის ატროფია, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების სისტემური დონის მომატებით გამოწვეული რეაქციები (კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია, გლიკოზურია).
გვერდითი მოვლენები გამოვლენის სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე
ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე
არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე
იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე
ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 ადამიანზე
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
5. როგორ ინახება ჰემორზონი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ჰემორზონი:
• მოქმედი ნივთიერებებია: 20 მგ ტეტრაციკლინი (21.64 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის სახით), 10 მგ ჰიდროკორტიზონის აცეტატი, 8.3 მგ ბენზოკაინი.
• სხვა ინგრედიენტებია: მყარი ცხიმი.
ჰემორზონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ჰემორზონის სუპოზიტორები ღია ყვითელი ფერისაა, ტორპედოსებური, ცხიმოვანი გლუვი ზედაპირით.
გარე მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 6 სუპოზიტორია.
რაოდენობა | 6 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account