ჰალოპერიდოლი - Haloperidol 5მგ/მლ 1მლ 5 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 7,16 GEL რეგულარული ფასი 9,95 GEL
მარაგშია
SKU
90832_1334

ჩვენება: ქცევითი დარღვევები ბავშვებში, აგრესიულობა ზრდასრულ პაციენტებში, შიზოფრენია - მკურნალობა და რეციდივის პრევენცია.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსი 5 მგ/მლ საინექციო ხსნარი

Haloperidolum

წამლის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი,ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ ის სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ იგივე ავადმყოფობის ნიშნები აქვთ, რაც თქვენ.

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ განაყოფი 4.

რა არის ამ ფურცელში

1. რა არის ჰალოპერიდოლ-გრინდექსი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღებამდე

3. როგორ უნდა გამოიყენოთ ჰალოპერიდოლ-გრინდექსი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა შეინახოთ ჰალოპერიდოლ-გრინდექსი

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1.რა არის ჰალოპერიდოლ-გრინდექსი და რისთვის გამოიყენება იგი

ჰალოპერიდოლ-გრინდექსი წარმოადგენს ეფექტურ ანტიფსიქოტურ მედიკამენტს, რომელიც ხელს უწყობს შფოთვისა და სხვადასხვა ფსიქოტური დარღვევების შემსუბუქებას. მედიკამენტს ასევე გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, მაგრამ მცირე დოზებით გამოყენებისას - რბილი დამამშვიდებელი მოქმედება. სხვა ანტიფსიქოტურ საშუალებებთან შედარებით, ჰალოპერიდოლ-გრინდექსი იშვიათად იწვევს ძილიანობას.

ეს წამალი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

- შიზოფრენია - მკურნალობა და რეციდივის პრევენცია,

- სხვა ფსიქოზები, განსაკუთრებით პარანოია,

- მანია და ჰიპომანია,

- ქცევითი დარღვევები ბავშვებში, აგრესიულობა ზრდასრულ პაციენტებში, ჰიპერაქტიურობა და თვით-დაზიანება ჩამორჩენილი ფსიქიკური განვითარების ან თავის ტვინის ორგანული დაზიანების მქონე პაციენტებში,

- როგორც დამხმარე საშუალება ზომიერიდან მძიმე ფსიქომოტორული აგზნების ან უკონტროლო იმპულსური ქცევის ხანმოკლე მკურნალობისას,

- გულისრევა და ღებინება იმ შემთხვევებში, როდესაც ტრადიციული სამკურნალო საშუალებები არ არის საკმარისად ეფექტური.

2.რა უნდა იცოდეთ ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღებამდე

არ გამოიყენოთ ჰალოპერიდოლ-გრინდექსი :

- თუ გაქვთ ალერგია ჰალოპერიდოლის, იგივე ჯგუფის სხვა ნეიროლეპტიკების (ბუტიროფენონები) და/ან ამ წამლის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ,

- კომატოზური მდგომარეობა ან ცენტრალური ნერვული სისტემის (CNS) მძიმე დათრგუნვა, გამოწვეული ალკოჰოლით ან სხვა წამლებით,

- თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება,

- თუ გაქვთ ნერვების დაზიანება (ბაზალური განგლიების),

- თუ გაქვთ გულის ფუნქციების კლინიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება (მაგალითად ცოტა ხნის წინ გადატანილი მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, არითმიები, რომლებსაც მკურნალობენ IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებებით),

- გახანგრძლივებული QT ინტერვალი (ნაჩვენებია პათოლოგიური მრუდის სახით ელექტროკარდიოგრამაზე),

- თუ ადრე გქონდათ პარკუჭოვანი არითმია ან torsades de pointes,

- თუ გაქვთ არანამკურნალევი ჰიპოკალემია (კალიუმის დაბალი დონე სისხლში),

- სხვა წამლებთან კომბინაციაში, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გახანგრძლივებას.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ექთანს.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღებისას უნდა დაიცვათ ექიმის ყველა რეკომენდაცია არასასურველი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით.

გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად ვლინდება ხანდაზმულ პაციენტებში.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღებამ შეიძლება იშვიათად გამოიწვიოს შემდეგი საშიში გვერდითი მოვლენები (ასევე იხილეთ განაყოფი 4):

- ნეიროლეპტიკური ავთვისებიანი სინდრომი (NMS), რომელიც ხასიათდება გაურკვეველი წარმოშობის სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატებით, სიფერმკრთალით, მომატებული ოფლიანობით, კუნთების რიგიდობით, გულისცემის და ცნობიერების დარღვევით;

- მოგვიანებითი დისკინეზია, რომელიც ძირითადად ხასიათდება სახის, ენის, პირის ან ყბის რიტმული უნებლიე მოძრაობებით,

- მძიმე ალერგიული (ანაფილაქტოიდური) რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანის ქავილი, სიწითლე, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ხელების, ფეხების ან ტერფების უეცარი შეშუპება, არტერიული წნევის სწრაფი დაცემა).

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომის გამოჩენის შემთხვევაში შეწყვიტეთ ამ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ ექიმს.

ამ წამლის მიღების დაწყებამდე უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ:

- გულის დაავადება (ან თუ თქვენი ოჯახის წევრი მოულოდნელად გარდაიცვალა გულის დაავადებით),

- ღვიძლთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები,

- ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები,

- ეპილეფსია, თავის ტვინის დაზიანება ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება,

- თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა), სარძევე ჯირკვლის სიმსივნე,

- თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს აქვს თრომბი ვენაში, ვინაიდან თრომბები ვენაში შემჩნეული იქნა ამ ტიპის წამლებთან დაკავშირებით (იხილეთ განაყოფი 4).

მკურნალობამდე ან მკურნალობის დროს ექიმს შეუძლია გამოიკვლიოს თქვენი გულის ელექტრონული აქტივობა (ECG). რეკომენდირებულია სისხლის ანალიზის რეგულარული მონიტორინგი (განსაკუთრებით სისხლში კალიუმის, მაგნიუმის და კალციუმის დონეები). ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციის შემოწმება.

ეს წამალი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ცერებროვასკულარული დაავადებებით, სუბარაქნოიდული (ტვინის გარსის ქვეშ) სისხლდენით, ჰემატოპოეზური დარღვევებით ან მეტაბოლიზმის დარღვევებით (კალიუმის, კალციუმის და მაგნიუმის სისხლში დაქვეითებული დონეები, შიმშილი).

სიფრთხილე ასევე გმართებთ შემდეგი დაავადებების ან მდგომარეობის დროს: გლაუკომა, სუნთქვის მძიმე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, მიასთენია გრავისი (კუნთების ძლიერი სისუსტე), ნაწლავების პარალიზური გაუვალობა (ნაწლავების ობსტრუქცია), გადიდებული პროსტატი, შარდის შეკავება, თუ მანამდე შემჩნეული იქნა სიყვითლე ან ერთდროულად გამოიყენება ლითიუმი.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰალოპერიდოლ-გრინდექსის ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება ზოგჯერ ფარავს კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი (ობსტრუქციული) დაავადების სიმპტომებს ან სხვა მედიკამენტების დოზის გადაჭარბებას.

არ არის რეკომენდირებული წამლის დოზის ცვლილება ან ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღების უცებ შეწყვეტა ექიმის ნებართვის გარეშე! მიღების უცებ შეწყვეტის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ხელის კანკალი, ენის, პირის ან ყბის უნებლიე მოძრაობები. ამგვარად, დოზა უნდა შემცირდეს ეტაპობრივად, ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი ქირურგიული ჩარევებისა და სტომატოლოგიური პროცედურების დაწყებამდე ექიმი გაფრთხილებული უნდა იყოს ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღების შესახებ.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას რეკომენდირებულია მოერიდოთ ცხელ ადგილებში (მაგ. საუნა) ან მზის ინტენსიური სხივების ქვეშ ყოფნას, ასევე მძიმე ფიზიკურ აქტივობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხეულის გადახურება.

ზოგჯერ ამ მედიკამენტით მკურნალობისას აღინიშნება პირის სიმშრალე, პირის ღრუს ანთება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა, ამიტომ რეკომენდებულია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა. პირის ღრუს სიმშრალის პროფილაქტიკისთვის შეიძლება საღეჭი რეზინის გამოყენება.

დეპრესიის შემთხვევაში ჰალოპერიდოლ-გრინდექსი გამოყენებული უნდა იყოს სხვა ანტიდეპრესანტებთან ერთად.

ანტი-დოპინგურიგაფრთხილება . ვენაში ინფუზიები აკრძალულია, გარდა იმ ინფუზიებისა, რომლებიც ლეგალურად კეთდება საავადმყოფოში ან კლინიკური კვლევების მიზნით.

ბავშვები

ბავშვებში ჰალოპერიდოლ-გრინდექსის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის (იხილეთ აგრეთვე ჰალოპერიდოლ-გრინდექსი შეიცავს ბენზილის სპირტს).

სხვა წამლები და ჰალოპერიდოლ-გრინდექსი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ გაქვთ გამოყენებული ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამალი, რეცეპტის გარეშე შეძენილი წამლის ჩათვლით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ იღებთ:

- ლითიუმის შემცველ მედიკამენტს.

ზოგიერთ შემთხვევაში ამ მედიკამენტების კომბინაციისას შეიძლება გამოვლინდეს თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა (ენცეფალოპათია) და ექსტრაპირამიდული დარღვევები. ნეიროტოქსიკურობის ნიშნების (დაბნეულობა, ორიენტაციის დარღვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა) ან ექსტრაპირამიდული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ორივე პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

-გულისფუნქციაზემოქმედი წამლები (მაგ. ქინიდინი, ამიოდარონი).

თუ ჰალოპერიდოლ-გრინდექსი გამოიყენება ისეთ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობას (სედატივები და ჰიპნოტიკები, ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები და სხვ.) ან ალკოჰოლთან ერთად, ამ საშუალების დამთრგუნველი მოქმედება შეიძლება გაიზარდოს. მეთილდოფასთან კომბინაციისას არსებობს მოხსენებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მასტიმულირებელი მოქმედების შესახებ.

ტკივილგამაყუჩებელ ტრამადოლთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კრუნჩხვების რისკი.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსმა შეიძლება შეამციროს ეპინეფრინის (ადრენალინის) და ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტების მოქმედება, აგრეთვე გუანეთიდინისა და სხვა ე.წ. ადრენობლოკატორების არტერიული წნევის დამწევი ეფექტი.

ანტიქოლინერგულ საშუალებებთან (მაგ. ატროპინის ჯგუფის მედიკამენტებთან), ანტიჰისტამინებთან (მაგ. ანტიალერგიულ მედიკამენტებთან) ან ანტიპარკინსონულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას იზრდება ჰალოპერიდოლის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი (ანტიქოლინერგული ეფექტები).

ჰალოპერიდოლ-გრინდექსის ანტიკონვულსანტებთან ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება შეიცვალოს კრუნჩხვითი შეტევების სიხშირე და სახე.

კარბამაზეპინს, ფენობარბიტალს, რიფამპიცინს, სავარაუდოდ, ასევე მემანტინს შეუძლიათ შეასუსტონ ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მოქმედება. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსთან კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს ზოგიერთი ანტიდეპრესანტის (ტრიციკლური) გვერდითი ეფექტები და შეიძლება შეამციროს ლევოდოფას ანტიპარკინსონული მოქმედება.

ამანტადინის ან მეტოკლოპრამიდის ჰალოპერიდოლ-გრინდექსთან ერთად გამოყენება ზრდის ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენების რისკს (პარკინსონის მსგავსი სიმპტომები).

ქინიდინს, ბუსპირონს, ფლუოქსეტინს, ვენლაფაქსინს, სერტრალინს, პაროქსეტინს და ფლუვოქსამინს შეუძლიათ ჰალოპერიდოლის მოქმედების გაძლიერება. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

მოხსენებული იქნა, რომ ჰალოპერიდოლს შეუძლია შეამციროს ანტიკოაგულანტი ფენინდიონის მოქმედება.

ერითრომიცინი ჰალოპერიდოლ-გრინდექსთან კომბინაციაში ზრდის გულის (პარკუჭოვანი) არითმიების რისკს. ჰალოპერიდოლ-გრინდექსის ანტიარითმიულ საშუალებებთან ერთად მიღება ასევე ზრდის არითმიების რისკს.

ინდომეტაცინთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ძილიანობა.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსის სულფონილურეას ჯგუფის ანტიდიაბეტურ მედიკამენტებთან (მაგ. გლიმეპირიდი, გლიბენკლამიდი) ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გლუკოზის რაოდენობა სისხლში.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსის ხსნარი არ უნდა იყოს შერეული იგივე შპრიცში ან საინფუზიო სისტემაში ფენიტოინთან ან ჰეპარინთან ერთად, ვინაიდან წარმოიქმნება ნალექი.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსი საკვებთან,სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

მკურნალობის დროს ალკოჰოლი არ უნდა მიიღოთ.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან მეძუძური დედა, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ წამლის გამოყენებამდე ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსი არ არის რეკომენდირებული ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის დროს და გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს დედისთვის და ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

თუ თქვენ დაორსულდით ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს მკურნალობის შესაწყვეტად.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსის გამოყენება ლაქტაციის დროს დაუშვებელია, ვინაიდან ეს წამალი გამოიყოფა დედის რძეში. თუ დედას ესაჭიროება მკურნალობა, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ტარება და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

ჰალოპერიდოლ -გრინდექსს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს რეაქციების უნარზე, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს სისუსტე, ძილიანობა, თავბრუსხვევა და ექსტრაპირამიდული დარღვევები.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსის გამოყენების დროს უნდა მოერიდოთ სამუშაოს, რომელზეც საჭიროა ყურადღების კონცენტრაცია და სწრაფი რეაგირება (მაგ. სამუშაო, დაკავშირებული ტექნიკურ აღჭურვილობასთან, სატრანსპორტო საშუალების ტარებასთან).

ჰალოპერიდოლ-გრინდექსი შეიცავს ბენზილის სპირტს

ეს პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს 8 მგ/მლ-ს. მედიკამენტი არ უნდა იყოს გამოყენებული ნაადრევად დაბადებულ და ახალშობილ ბავშვებთან. ამ წამალს შეუძლია გამოიწვიოს ტოქსიკური და ალერგიული რეაქციები ახალშობილებში და 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

3.როგორ უნდა გამოიყენოთ ჰალოპერიდოლ-გრინდექსი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ჰალოპერიდოლის ინექციები ჩვეულებრივ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა სიმპტომების სწრაფი შემსუბუქება ან წამლის პერორალურად მიღება შეუძლებელია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. დოზას განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, დაავადების სიმძიმის და ნეიროლეპტიკებთან წინა გამოცდილების მიხედვით.

ჰალოპერიდოლ-გრინდექსის საინექციო ხსნარის ინექცია შეიძლება გაკეთდეს კუნთში (IM) ან ვენაში (IV).

მოზრდილები

მწვავე აგზნების შემთხვევაში 2-10 მგ ინიშნება ინტრამუსკულურად ზომიერი სიმპტომების მქონე პაციენტებში. ინექცია შეიძლება განმეორდეს შეყვანებს შორის 4-8 საათის ინტერვალით, სანამ შესაძლებელი გახდება პრეპარატის პერორალურად მიღება. ჰალოპერიდოლ-გრინდექსის შეყვანა ასევე შესაძლებელია ვენაში.

მაქსიმალური დღიური დოზაა 18 მგ. ზოგიერთ შემთხვევაში, მძიმედ დაავადებულ პაციენტებში საწყისი დოზა შეიძლება შეადგენდეს 18 მგ.

გულისრევა და ღებინება: ჰალოპერიდოლის 0.5-2 მგ კუნთში ყოველდღიურად.

ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში, ისევე როგორც მათ, ვისაც განუვითარდა გვერდითი რეაქცია ნეიროლეპტიკებზე, უნდა იქნას გამოყენებული უფრო დაბალი დოზები. ასეთ შემთხვევებში ექიმი გვირჩევს ჩვეულებრივი საწყისი დოზის ნახევარის გამოყენებას. დოზა თანდათან იზრდება ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევამდე

გამოყენება ბავშვებში

ინექციები არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის (იხილეთ ასევე ჰალოპერიდოლ-გრინდექსი შეიცავს ბენზილის სპირტს).

საჭიროზე მეტი ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ექსტრაპირამიდული დარღვევების მძიმე სიმპტომები (იხილეთ განაყოფი 4), თავბრუსხვევის, დაბალი არტერიული წნევის, ლეთარგიისა და ძილიანობის ჩათვლით. შეიძლება მოხდეს გულის რითმის დარღვევა (არითმია). მდგომარეობის გაუარესებისას შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა და არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, რაც იწვევს შოკს. ასევე შეიძლება იყოს მაღალი წნევა, კრუნჩხვები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

თუ დაგავიწყდათ ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული ინექციის სანაცვლოთ.

თუ შეწყვეტთ ჰალოპერიდოლ-გრინდექსის მიღებას

თუ მიღებას მკვეთრად შეწყვეტთ, შეიძლება გამოგივლინდეთ ხელის კანკალი, ენის, პირის ან ყბის უნებლიე მოძრაობები (იხილეთ განაყოფი 2, გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ში), მაგრამ სერიოზული გვერდითი მოვლენები მოიცავდა მოგვიანებით დისკინეზიას, ნეიროლეპტიკურ ავთვისებიან სინდრომს და მძიმე ალერგიულ (ანაფილაქტოიდურ) რეაქციებს (აგრეთვე იხილეთ გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები). შეწყვიტეთ ამ წამლის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ:

- უცებ გამოვლინდება ენის, სახის, პირის ან ყბის რითმული უნებლიე მოძრაობები (მოგვიანებითი დისკინეზიის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს ენის მსუბუქი უნებლიე მოძრაობები),

- ვლინდება სხეულის მაღალი ტემპერატურა, მომატებული ოფლდენა, კუნთების რიგიდულობა, გულისცემის სიჩქარისა და ცნობიერების დაქვეითება,

- უეცრად ჩნდება სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, სიწითლე, ხელების, ფეხების ან ტერფების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება ან არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა;

- გაქვთ თრომბები ვენებში, კერძოდ ფეხის ვენებში (რაც გამოიხატება წვის შეგრძნებით ფეხში, ტკივილით და გაწითლებით). თრომბებს შეუძლიათ იმოძრაონ სისხლძარღვებში და მიაღწიონ ფილტვებს, რაც იწვევს გულმკერდის ტკივილს და სუნთქვის გაძნელებას.

სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტების სიხშირე მოცემულია შემდეგის მიხედვით:

ხშირიგვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ში):

- ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ტრემორი, კუნთის გაშეშება, მომატებული ნერწყვდენა, შენელებული ან უკონტროლო (სპასტიური) მოძრაობები, აკათიზია თიროტოქსიკოზის მქონე პაციენტებში, ქუთუთოების მწვავე სპაზმები, თვალის დახამხამება, სახის, კისრისა და კიდურების კუნთების კანკალი, თვალის კაკლის მოძრაობის დარღვევა, ლარინგეალური სპაზმები).

ეს გვერდითი მოვლენები ჩვეულებისამებრ ქრება დოზის შემცირების ან შეწყვეტის შემთხვევაში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალებები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმის ინფორმირება მკურნალობის კორექტირების მიზნით;

- დაბალი არტერიული წნევა, არტერიული წნევის დაქვეითება სხეულის პოზიციის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურზე შეცვლისას (ორთოსტატიკური ჰიპოტენზია),

- კუჭის შეკრულობა, სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, საჭმლის მონელების დარღვევა,

- სხეულის წონის მატება ან დაკლება.

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ში):

- გულისცემის სიჩქარის მომატება (კერძოდ ხანდაზმულ პაციენტებში).

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1000 პაციენტიდან 1-ში):

- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ეპილეფსიური შეტევები,

- ძილიანობა ან უძილობა, დაბნეულობა, დეპრესია, გამოხატული სიმშვიდე ან პირიქით, შფოთვა, ფსიქოზური სიმპტომების გამწვავება,

- გულის რითმის დარღვევა (პარკუჭოვანი არითმია),

- ჰიპერპროლაქტინემია (პროლაქტინის ჰორმონის რაოდენობის მომატება სისხლში),

- შარდის შეკავება,

- გამონაყარი კანზე, ურტიკარია, მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ (კერძოდ მზის სხივების მიმართ),

- გალაქტორეა (რძის სპონტანური გამოყოფა სარძევე ჯირკვლებიდან), გინეკომასტია (მკერდის ქსოვილის გადიდება მამაკაცებში), მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ერექციის ან ეაკულაციის დარღვევები, მტკივნეული ერექცია,

- სხეულის ტემპერატურის მომატება, შეშუპება, რომელიც არ არის დაკავშირებული NMS-სთან.

ძალიანიშვიათიგვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10 000 პაციენტიდან 1-ში):

- სისხლის შემადგენლობის ცვლილებები (სისხლში გრანულოციტების, თრომბოციტების და ლეიკოციტების შემცირება),

- ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსია (მძიმე ალერგიული რეაქცია).

უცნობი (შეფასება ვერ ხერხდება ხელმისაწვდომი მონაცემებით):

- QT ინტერვალის გახანგრძლივება, torsades de pointes არითმია, გულის გაჩერება. აღნიშნული გვერდითი მოვლენების ალბათობა მეტია ჰალოპერიდოლის მაღალი დოზების მიღებისას, ასევე გულის რითმის დარღვევებისკენ მიდრეკილების მქონე პაციენტებში,

- თრომბები ვენაში (იხილეთ განაყოფი 4),

- ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) სეკრეციასთან დაკავშირებული დარღვევები,

- ჰიპოგლიკემია (სისხლში დაბალი შაქრის დონე),

- მხედველობის დაბინდვა,

- ღვიძლის ფუნქციის გარდამავალი დარღვევები, სიყვითლე, ქოლესტაზური ჰეპატიტი,

- ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, კანის პიგმენტაციის ცვლილებები, მომატებული ოფლიანობა,

- რეაქციები ინექციის ადგილზე, სხეულის დაბალი ტემპერატურა, უეცარი სიკვდილი.

სიკვდილიანობის ოდნავ გაზრდილი რაოდენობა დაფიქსირდა დემენციის მქონე ხანდაზმულებში, რომლებიც იღებდნენ ანტიფსიქოტიკებს, ვიდრე მათ, ვინც არ იღებდნენ ანტიფსიქოტიკებს.

მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში.

გვერდითი მოვლენების შესახებ მოხსენებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაში.

5.როგორ უნდა შეინახოთ ჰალოპერიდოლ-გრინდექსი

არ შეინახოთ 25 ºC-ზე მაღლა.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დაცვის მიზნით.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე “EXP”-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა ნიშნავს შესაბამისი თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყალში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა მოახდინოთ იმ წამლების უტილიზირება, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

6.შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ჰალოპერიდოლ-გრინდექსი

- აქტიურ სუბსტანციას წარმოადგენს ჰალოპერიდოლი (Haloperidolum).

1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 5 მგ ჰალოპერიდოლს.

- სხვა ინგრედიენტებია ბენზილის სპირტი, რძემჟავა (pH რეგულირებისთვის), ქლორობუტანოლის ჰემიჰიდრატი, საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ჰალოპერიდოლ-გრინდექსი და შეფუთვის შიგთავსი

გამჭვირვალე უფერო სითხე სპეციფიური სუნით.

1 მლ ხსნარი უფერო შუშის ამპულაში, გატეხვის ხაზით ან წერტილით.

5 ამპულა მოთავსებულია ლაინერში. 1 ლაინერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ასევე, იხილეთ : სპერიდოლი 5მგ/მლ 1მლ 50 ამპულა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy