წყალბადის ზეჟანგი 3% 101მლ

1,46 GEL
მარაგშია
SKU
84980_412

ჩვენება:კანის სადეზინფექციო საშუალება .

სადეზინფექციო ხსნარი „დეზინფექტ დავათი“

გამოყენების ინსტრუქცია

 

სადეზინფექციო ხსნარი „დეზინფექტ დავათი“ გამოიყენება კანის დეზინფექციისათვის.

ხსნარი განკუთვნია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის.

პრეპარატის შედგენილობა:

წყალბადის ზეჟანგი                                               3 გ

ნატრიუმის ბენზოატი (სტაბილიზატორი)       0,05 გ

დისტილირებული წყალი                                     100 მლ-მდე

სადეზინფექციო ხსნარი „დეზინფექტ დავათი“ არ შეიცავს ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს.

აღწერა

სადეზინფექციო საშუალება „დეზინფექტ დავათი“ არის გამჭვირვალე, დამახასიათებელი სპეციფიკური სუნის მქონე სითხე.

გამოყენება

ხსნარი დაიტანეთ ხელის გულზე  2 მლ-ის ოდენობით და დაიმუშავეთ 3 წთ-ის განმავლობაში. არ ჩამოიბანოთ;

მოარიდეთ პირდაპირი მზის სხივებს, ცეცხლს და გავარვარებულ საგნებს; მოარიდეთ ბავშვებს;

გამოყენების სფერო

კანის სადეზინფექციო საშუალება „დეზინფექტ დავათი“ გამოიყენება ყველა ტიპის ჯანდაცვის ორგანიზაციაში, კვებისა და სამრეწველო დაწესებულებებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, განათლების, კულტურის, სპორტის, სოციალური უზრუნველყოფის და საბავშვო დაწესებულებებში, საყოფაცხოვრებო პირობებში, მოგზაურობასა და ლაშქრობებში.

უსაფრთხოების რეკომენდაციები

კანის სადეზინფექციო საშუალება „დეზინფექტ დავათი“ არის პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ან მოვლის სამომხმარებლო პროდუქცია, რომელიც უსაფრთხოა მომხმარებლებისათვის ნორმალური და გონივრული გამოყენების პირობებში. მოიხედავად იმისა, რომ კანის სადეზინფექციო საშუალება „დეზინფექტ დავათი“ არ განიხილება როგორც საშიში, შესაძლო საფრთხეები ექსპოზიციის დროს (სითხის დიდი რაოდენობით დაღვრა, ხანძარი, პიროვნების ინდივიდუალური მგრძნობელობა და სხვა) გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოხმარებისას.

პირველადი დახმარება

კანის სადეზინფექციო საშუალება „დეზინფექტ დავათი“-ს მიმართ პიროვნების ინდივიდუალური მგრძნობელობის დროს შესაძლოა განვითარდეს ალერგიული რეაქციები

ჩასუნთქვისას - დაზარალებული დაუყოვნებლივ გაიყვანეთ ჰაერზე. დააწვინეთ, შეუქმენით სითბო და მოსვენება. თუ არ სუნთქავს ჩაუტარეთ ხელოვნური სუნთქვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პირველადი დახმარების პროცედურის დაწყებამდე (რამდენადაც ეს შესაძლებელია) მოხსენით პროთეზი, რათა არ დაიხშოს სასუნთქი გზები.

კანთან შეხებისას - ჩამოიბანეთ საპნით და დიდი რაოდენობით წყლით, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

თვალთან შხებისას - სასწრაფოდ და გულმოდგინედ ჩამოიბანეთ თვალები დიდი რაოდენობით წყლით 15 წთ-ის განმავლობაში. მიმართეთ ექიმს.

გადაყლაპვისას - ნუ გამოიწვევთ პირღებინებას. თუ დაზარალებულს აღებინებს დაუხარეთ თავი წინ და დაბლა, მოათავსეთ მარცხენა მხარეს სასუნთქი გზაბის განსათავისუფლებლად და ასპირაციის თავიდან ასაცილებლად. ყურადღებით დააკვირდით დაზარალებულს. თუ მას აღენიშნება ძილიანობა ან ცნობიერების დაქვეითება არავითარ შემთხვევაში არ მოსცეთ წყალი. ფრთხილად გამოურეცხეთ პირი წყლით, დარწმუნდით, რომ დააზარალებულს შეუძლია დამოუკიდებლად გადაყლაპვა და მხოლოდ ამის შემდეგ ნელ-ნელა მიაწოდეთ წყალი მცირე ოდენობის ულუფებით, რათა დაზარალებულმა შეძლოს მისი წყნარად დალევა. მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

უსაფრთხოების დამატებითი ზომები

სითხე ადვილად აალებადია! არ დაუშვათ ღია ცეცხლთან კონტაქტი.

არ ჩარეცხოთ გაუზავებელი სითხე კანალიზაციაში და სათევზე მეურნეობის წყალსატევებში.

მეორიდეთ თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.

მოხმარების წინ გაეცანით ინსტრუქციას.

არასწორი მოპრყობისა და გადაჭარბებული ექსპოზიციის სიმპტომები და ეფექტები

ინჰალაცია - მასალა შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი ლორწოვანი გარსებისა და რესპირატორული ტრაქტისთვის;

კანთან კონტაქტი - შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება;

გადაყლაპვა - შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება;

თვალთან კონტაქტი - შეიძლება გამოიწვიოს თვალის ლორწობანი გარსის გაღიზიანება.

 

სადეზინფექციო საშუალების „დეზინფექტ დავათი“ ნორმალური გამოყენების პირობებში არ იწვევს ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენას. გამოყენების ინსტრუქციაში და ატიკეტზე აღნიშნული უსაფრთხოების ყველა ზომისა და ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა უზრუნველყოფს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მჭიდროდ თავდახურულ კონტეინერში, გრილ, მშრალ და კარგად ვენტილირებად ადგილას.

ნიშნადი ელემენტები

შეფუთვა

დაფასოებულია 101 მლ პოლიმერული მასალის ფლაკონში, 5 ლ და 20 ლ პოლიმერული მასალის ბალონში.

სადეზინფექციო საშუალება ვარგისია მომზადებიდან 2 წლის განმავლობაში;

ვარგისიანობის ვადა იხ. ეტიკეტზე

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy