ჩეტოდრალი - Chetodral სპრეი 20მლ

განსაკუთრებული ფასი 20,25 GEL რეგულარული ფასი 21,32 GEL
მარაგშია
SKU
93470_2775

ჩვენება: პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. 

ჩეტოდრალი სპრეი 

გლუტენის გარეშე

ლაქტოზას გარეშე

საკვები დანამატი ჯანჯაფილის, მელისას, ანისულის , პიტნის და ვიტამინი B6-ის შემცველობით.

ჯანჯაფილი (Zingiber opticinale Rose.) ჯანჯაფილი არის აზიური წარმოშობის ბალახოვანი მცენარე, მისი ფესვი ფართოდ გამოიყენება ფიტოთერაპიაში .   ჯანჯაფილის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიური ინგრედიენტებია: ეთერზეთი, ჯინჯეროლი, შოაგოლი, ფისი, ლორწო.  ჯანჯაფილი არის  შესანიშნავი საშუალება გულისრევის საწინააღმდეგოდ, ორსულთა ტოქსიკოზის   დროს, რომლის მიღებაც  ექიმთან უნდა იყოს შეთანხმებული .  კინეტოზების  ( „ზღვის“ და „ ჰაერის“ დაავადება) მკურნალობა და პროფილაქტიკა, მედიკამეტის მიღებით გამოწვეული  გულისრევა და ღებინება  (ქიმიოთერაპია, ანტივირუსული  პრეპარატები.. ), პოსტოპერაციული გულისრევა და ღებინება. ,  გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. 

მელისა (Melissa otticinalis L.)

მელისა არის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე Lamiaceae-სებრთა ოჯახისა, გვხვდება სამხრეთ ევროპასა და აზიაში მისი ეთერზეთებითა და ფლავონოიდებით მდიდარი ფოთლები და ყვავილები    (კერცეტინი და აპიგენინი) გამოიყენება  სამკურნალოდ, აგრეთვე  შეიცავს ორგანულ მჟავებს, როსმარინის მჟავას - და ტანინების.იგი გამოირჩევა სპაზმოლიზური  მოქმედებით  კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე,  ამშვიდებს გულისრევას, ღებინებას, დისპეფსიას, აეროფაგიას და მეტეორიზმს.

პიტნა (Mentha x piperita L.)

პიტნა მრავალწლოვანი,  ძლიერ სურნელოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება Labiatae ოჯახს და Mentha-ს გვარს.  მცენარის სამშობლო ევროპაა და კულტივაცია ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. პიტნის ნაყენის დასამზადებლად იყენებენ  ახალ ან გამხმარ ფოთლებს და ეთერზეთს.  პიტნა ასევე გამოიყენება, გულისრევის შეგრძნების  საწინააღმდეგოდ.

ანისული (11/icium verum Hook.)

ვარსკვლავური ანისი არის მცენარე Schisandraceae ოჯახის . გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში. მის შემადგენელ  კომპონენტებს შორის ვხვდებით კუმარინებს და ფუროკუმარინებს;  ვარსკვლავური ანისი გამოიყენება როგორც ანტისპაზმური, მასტიმულირებელი და კუჭის სამკურნალო საშუალება; ძირითადი თვისებები მოიცავს საჭმლის მომნელებელ და კარმინატიულ მოქმედებას.

ვიტამინი B6

ვიტამინი B6 მონაწილეობს  ამინომჟავების  მეტაბოლიზმში.    ცნობილია,  როგორც პირიდოქსინი, ეს არის წყალში ხსნადი ვიტამინი. ის ორგანიზმში არ დეპონირდება , ამიტომ უნდა მოხდეს  ყოველდღიური  მიღება საკვებთან ერთად.   სასარგებლოა  გულისრევის, ღებინების ან ორივე სიმპტომის დროს,  მათ შორის  ორსულობისას.

დოზირება და გამოყენების წესი

2 შესხურება სუბლინგვალურად (ენისქვეშ)  დღეში მაქსიმუმ 8 შესხურება . მოერიდეთ დალევას ან ჭამას გამოყენების შემდეგ მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.

შეფუთვა

20 მლ  ბოთლი, სპრეი

გაფრთხილება: შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, სითბოს წყაროებისგან მოშორებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დანამატები არ არის განკუთვნილი, როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. არ მიიღოთ ეს პროდუქტი, თუ გაქვთ ალერგია ან ჰიპერმგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy