ქსილტესი - Xsiltess 10მგ 28 ტაბლეტი

62,46 GEL
მარაგშია
SKU
91269_3

ჩვენება: ქვედა კიდურების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში  თრომბების სამკურნალოდ.

ქსილტესი, 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტები

(რივაროქსაბანი)

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

· შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

· დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

· ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც მოცემული არ არის ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხ. პარაგრაფი 4).

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას :

1. რას წარმოადგენს პრეპარატი ქსილტესიდა რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ქსილტესისმიღებამდე

3. როგორ მიიღება პრეპარატი ქსილტესი

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ ინახება პრეპარატი ქსილტესი

6. ვარგისიანობის ვადა

7. გამოშვების პირობა

8. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

1.რას წარმოადგენს პრეპარატი ქსილტესი და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ქსილტესი 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს მოქმედ ნივთიერება რიბაროქსაბანს და ინიშნება მოზრდილებში:

– მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის შემდეგ ვენაში თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ამ პრეპარატს რადგან ოპერაციების შემდეგ გექნებათ თრომბების წარმოქმნის გაზრდილი რისკი;

– ფეხის ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვის სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, ასევე თრომბის განმეორებითი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ფეხის და/ან ფილტვის სისხლძარღვებში.

ქსილტესი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ანტითრომბოზული ნივთიერებები. მისი მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს სისხლის შედედების ფაქტორის (ფაქტორი Xa) ბლოკირებაში და ამით ამცირებს მიდრეკილებას სისხლში თრომბების წარმოქმნისკენ.

2.რა უნდაიცოდეთ პრეპარატ ქსილტესის მიღებამდე

არ მიიღოთ ქსილტესის ტაბლეტები

– თუ გაქვთ ალეგია რივაროქსაბანის ან მედიკამენტის ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც მოცემულია ფურცელი-ჩანართის მე-7 პარაგრაფში;

– თუ გაქვთ მომატებული სისხლდენა;

– თუ გაქვთ ორგანოს დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის რისკს (მაგ., კუჭის წყლული, თავის ტვინის დაზიანება ან ტვინში სისხლის ჩაქცევა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერაცია ტვინზე ან თვალებზე);

– თუ იღებთ პრეპარატებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ანტიკოაგულაციური მკურნალობა იცვლება ან იღებთ ჰეპარინს ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით, მისი გამავლობის შესანარჩუნებლად;

– თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს;

– თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

რ მიიღოთ ქსილტესი და აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ქსილტესისმიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ პრეპარატ ქსილტესის მიღებისას:

– თუ გაქვთ სისხლდენის მომატებული რისკი, რაც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგ მდგომარეობებში:

· თირკმლის ზომიერი ან მძიმე დაავადება, რადგან თირკმლის ფუნქციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მედიკამენტების რაოდენობაზე, რომელიც მოქმედებს თქვენს ორგანიზმში;

· თუ იღებთ სხვა პრეპარატებს სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად (მაგ., ვარფარინი, დაბიგატრანი, აპიქსაბანი ან ჰეპარინი), თუ იცვლება ანტიკოაგულაციური მკურნალობა ან იღებთ ჰეპარინს, ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით, მისი გამავლობის შესანარჩუნებლად (იხ. პარაგრაფი „სხვა სამკურნალო საშუალებები და ქსილტესი“);

• სისხლის შედედების დარღვევები;

· ძალიან მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მედიკამენტებით;

· კუჭის ან ნაწლავის დაავადებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, მაგ., ნაწლავის ან კუჭის ანთება ან საყლაპავის ანთება მაგ., გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების გამო (დაავადება, როდესაც კუჭის მჟავა ადის საყლაპავში);

  • სისხლძარღვების პრობლემა თვალის უკანა ნაწილში (რეტინოპათია);
  • ფილტვის დაავადება, როდესაც ბრონქები გაფართოებულია და ავსებულია ჩირქით (ბრონქოექტაზია), ან ადრე აღგენიშნებოდათ ფილტვიდან სისხლდენა;

– თუ გაქვთ გული სარქველის პროთეზი;

– თუ იცით, რომ თქვენ გაქვთ დაავადება, რომელსაც ეწოდება „ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი“ (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც იწვევს თრობლების წარმოქმნის რისკის ზრდას), აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს, მკურნალობის შეცვლის საჭიროებას;

– თუ თქვენი ექიმი განსაზღვრავს, რომ არტერიული წნევა არასტაბილურია, ან დაგეგმილია სხვა მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევა ფილტვებიდან თრომბის ამოღების მიზნით.

თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ პრეპარატ ქსილტესის მიღების დაწყებამდე. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი და საჭიროა თუ არა თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება.

თუ გესაჭიროებათ ოპრაცი ის გაკეთება

– ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატ ქსილტესისმიღება ოპერაციის წინ და შემდეგ, ზუსტად იმ დროს, როცა თქვენი ექიმი დაგინიშნავთ;

– თუ თქვენი ოპერაცია მოიცავს კათეტერის გამოყენებას ან ინექციას ხერხემლის არხში (მაგალითად, ეპიდურული ან სპინალური ანესთეზიისას ან ტკივილის შემცირების მიზნით):

· ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატ ქსილტესისმიღება ზუსტად იმ დროს, რა დროსაც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ;

· დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს თუ ანესთეზიის დასრულების შემდეგ აღგენიშნებათ ფეხების დაბუჟება ან სუსუსტე ფეხებში ან ნაწლავის ან შარდის ბუშტის პრობლემები, რადგან შეიძლება აუცილებელი იყოს სასწრაფო დახმარება.

ბავშვები და მოზარდები

პრეპარატი ქსილტესი 10მგ გარსით დაფარული ტაბლეტები არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის 18  წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.ბავშვებსა და მოზარდებში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ქსილტესი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.

თუ იღებთ:

· სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო ზოგიერთ პრეპარატს (მაგ., ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, პოზაკონაზოლი), იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ხდება მხოლოდ კანზე მათი წასმა;

· კეტოკონაზოლის შემცველ ტაბლეტებს (გამოიყენება კუშინგის სინდრომის სამკურნალოდ - როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს ჭარბ კორტიზოლს);

· ბაქტერიული ინფექციების საწინააღმდეგო გარკვეულ მედიკამენტებს (მაგ. კლარითრომიცინი, ერითრომიცინი);

· ზოგიერთ ანტივირუსულ მედიკამენტს აივ/შიდსის სამკურნალოდ (მაგ., რიტონავირი);

· სისხლის შედედების შემამცირებელ სხვა მედიკამენტებს (მაგ. ენოქსაპარინი, კლოპიდოგრელი ან K ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი და აცენოკუმაროლი);

· ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს (მაგ. ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა);

· დრონედარონს, გულის რითმის დარღვევის სამკურნალო საშუალება;

· დეპრესიის სამკურნალო ზოგიერთ პრეპარატს (სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები [სუსი] ან სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები [სნუი]).

თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ პრეპარატ ქსილტესის მიღების დაწყებამდე, რადგან პრეპარატ ქსილტესის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს. თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ეს პრეპარატი და საჭიროა თუ არა თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება.

თუ თქვენი ექიმი ფიქრობს, რომ გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლულის მომატებული რისკი, შეიძლება დაგინიშნოთ პროფილაქტიკური მკურნალობა წყლულის წინააღმდეგ.

თუ იღებთ

• ეპილეფსიის სამკურნალო გარკვეულ მედიკამენტებს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);

• კრაზანას (Hypericum perforatum), მცენარეული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის დროს;

• რიფამპიცინს - ანტიბიოტიკი.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ამის შესახებ პრეპარატ ქსილტესის მიღების დაწყებამდე, რადგან პრეპარატ ქსილტესის ეფექტი შეიძლება შემცირდეს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, უნდა მიიღოთ თუ არა ქსილტესის ტებლეტები და საჭიროა თუ არა თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

არ მიიღოთ ქსილტესი, თუ ხართ ორსულად. თუ არსებობს დაორსულების ალბათობა, გამოიყენეთ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალება პრეპარატ ქსილტესის მიღების დროს. თუ ამ პრეპარატის გამოყენებისას დაორსულდებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს რომელი მკურნალობა გამოიყენოს.

ძუძუთი კვება

არ მიიღოთ ქსილტესი, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატმა ქსილტესმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა (ხშირი გვერდითი მოვლენა) ან გულის წასვლა (იშვიათი გვერდითი მოვლენა) (იხ. პარაგრაფი 4 „შესაძლო გვერდითი მოვლენები“). არ მართოთ მანქანა, ატაროთ ველოსიპედი, იმუშაოთ ხელსაწყოებთან ან მექანიზმებთან, თუ ეს სიმპტომები გაქვთ.

ნატრიუმის შემცველობა

ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ გარსით დაფარულ ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

3.როგორ მიიღება პრეპარატი ქსილტესი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ მკურნალმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

რამდენი უნდა მიიღოთ

– მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის შემდეგ ვენებში თრომბების განვითარების თავიდან ასაცილებლად: რეკომენდებული დოზაა ქსილტესის ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ.

– ფეხის ვენებსა და ფილტვის სისხლძარღვებში წარმოქმნილი სისხლის შედედების სამკურნალოდ, ასევე თრომბის განმეორებითი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად: წარმოქმნილი შედედების მკურნალობის დაწყებიდან მინიმუმ 6 თვის შემდეგ რეკომენდებული დოზაა ერთი 10 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ერთი 20 მგ ტაბლეტი დღეში ერთხელ. თქვენი მკურნალი ექიმი დაგინიშნათ ქსილტესის 10 მგ ტაბლეტებს დღეში ერთხელ.

პერორალური მიღებისთვის.

სასურველია ტაბლეტის მიღება წყალის დაყოლებით.

ქსილტესის 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ გიჭირთ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატ ქსილტესის მიღების სხვა გზების შესახებ. ტაბლეტი შეიძლება დაქუცმაცდეს და შეერიოს წყალს უშუალოდ მიღებამდე.

საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დაქუცმაცებული ქსილტესის ტაბლეტის მიღება კუჭის მილით.

როდის მივიღოთ ქსილტესი

მიიღეთ ტაბლეტები ყოველდღე, სანამ თქვენი ექიმი არ გირჩევთ მათი მიღების შეწყვეტას.

შეეცადეთ მიიღოთ ტაბლეტები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს - ეს დაგეხმარებათ დაიმახსოვროთ მათი მიღების დრო.

თქვენი მკურნალი ექიმი გადაწყვეტს რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ მკურნალობა.

მენჯ-ბარძაყის ან მუხლის სახსრის ჩანაცვლებითი ოპერაციის შემდეგ ვენებში თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად:

მიიღეთ პირველი ტაბლეტი ოპერაციიდან 6-10 საათის შემდეგ.

თუ თქვენ გაიკეთეთ მენჯ-ბარძაყის სახსრის სერიოზული ოპერაცია, ტაბლეტები ჩვეულებრივ მიიღება 5 კვირის განმავლობაში.

თუ თქვენ ჩაგიტარდათ მუხლის სახსრის სერიოზული ოპერაცია, ტაბლეტები ჩვეულებრივ მიიღება 2 კვირის განმავლობაში.

თუ მიიღეთ ქსილტესის ტაბლეტები დანიშნულზე მეტი რაოდენობით

დაუყონებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღეთ ქსილტესის ძალიან ბევრი ტაბლეტი. პრეპარატ ქსილტესის ჭარბი დოზით მიღება ზრდის სისხლდენის რისკს.

თუ დაგავიწყდათ ქსილტესის ტაბლეტების მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი მეორე დღეს და შემდეგ განაგრძეთ თითო ტაბლეტის მიღება დღეში ერთხელ ჩვეულებრივად.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

თუ შეწყვეტთ ქსილტესის ტაბლეტების მიღებას

არ შეწყვიტოთ ქსილტესის ტაბლეტების მიღება მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, რადგან პრეპარატი ქსილტესი ხელს უშლის სერიოზული დაავადების განვითარებას.

თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

ისევე როგორც სხვა მსგავსმა პრეპარატებმა, რომლებიც გამოიყენება თრომბების განვითარების შესამცირებლად, ქსილტესმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც შეიძლება პოტენციურად საშიში იყოს სიცოცხლისთვის. გადაჭარბებულმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უეცარი ვარდნა (შოკი). ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლდენა შეიძლება არ იყოს აშკარა.

დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა:

სისხლდენის ნიშნები:

- სისხლის ჩაქცევა თავის ტვინში ან ქალასშიდა სისხლდენა (სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: თავის ტკივილს, სისუსტეს სხეულის ერთ მხარეს, ღებინებას, კრუნჩხვებს, სიფხიზლის დონის დაქვეითებას და კისრის რიგიდობას). მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას!

- ხანგრძლივი ან მასიური სისხლდენა;

- გამოხატული სისუსტე, დაღლილობა, სიფერმკრთალე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აუხსნელი შეშუპება, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში ან სტენოკარდია.

თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს თქვენზე საგულდაგულო დაკვირვება ან შეცვალოს თქვენი მკურნალობის რეჟიმი.

მძიმე კანისმიერი რეაქციის ნიშნები:

– კანის ინტენსიური გამონაყარის, ბუშტუკების ან ლორწოვანი გარსის დაზიანებების გავრცელება, მაგალითად, პირში ან თვალებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

– წამლისმიერი რეაქცია, რომელიც იწვევს გამონაყარს, ცხელებას, შინაგანი ორგანოების ანთებას, დარღვევებს სისხლის მხრივ და სისტემურ დაავადებებს (DRESS სინდრომი). ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე ძალზე იშვიათია (10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში).

მძიმე ალერგიული რეაქციების ნიშნები:

- სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება; ყლაპვის გაძნელება; ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება; არტერიული წნევის უეცარი ვარდნა. მძიმე ალერგიული რეაქციების სიხშირე ძალიან იშვიათია (ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით; შეიძლება განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში) ან არახშირად (ანგიონევროზული შეშუპება და ალერგიული შეშუპება ; შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში).

შესაძლო გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი

ხშირი ( შეიძლება განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში ).

– ერითროციტების რაოდენობის შემცირება, რაც შეიძლება გამოვლინდეს კანის სიფერმკრთალით და სისუსტით ან ქოშინით;

– სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავიდან, უროგენიტალური სისხლდენა (მათ შორის სისხლი შარდში და მძიმე მენსტრუალური სისხლდენა), სისხლდენა ცხვირიდან, სისხლდენა ღრძილებიდან;

– სისხლჩაქცევა თვალის კაკლში (მათ შორის სისხლჩაქცევა თვალის სკლერაში);

– სისხლჩაქცევა ქსოვილში ან სხეულის ღრუში (ჰემატომა, სისხლჩაქცევები);

– სისხლის ამოხველება;

– კანიდან ან კანქვეშა სისხლდენა;

– სისხლდენა ოპერაციის შემდეგ;

– სისხლის ან სითხის გაჟონვა ქირურგიული ჭრილობიდან;

– კიდურების შეშუპება;

– ტკივილი კიდურებში;

– თირკმლის ფუნქციის დარღვევა (შეიძლება გამოვლინდეს ექიმის მიერ დანიშნულ ანალიზებში);

– ცხელება;

– მუცლის ტკივილი, კუჭის აშლილობა, გულისრევა ან ღებინება, ყაბზობა, დიარეა;

– დაბალი არტერიული წნევა (შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევით ან გულის წასვლით ადგომისას);

– საერთო ძალისა და ენერგიის დაქვეითება (სისუსტე, დაღლილობა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

– კანისმიერი გამონაყარი, კანისმიერი ქავილი;

– სისხლის ანალიზში შესაძლოა აღინიშნებოდეს ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის მატება.

არახშირი ( შეიძლება განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში ).

– თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა ან ქალასშიდა სისხლდენა (იხ. ზემოთ „სისხლდენის ნიშნები“);

– სახსარში სისხლდენა, რაც იწვევს ტკივილს და შეშუპებას;

– თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება - უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის შედედებას);

– ალერგიული რეაქციები, კანისმიერი ალერგიული რეაქციების ჩათვლით;

– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (შეიძლება გამოვლინდეს ექიმის მიერ დანიშნულ ანალიზებში);

– სისხლის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ბილირუბინის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის, ან თრომბოციტების რაოდენობის მომატება;

– გულის წასვლა;

– შეუძლოდ ყოფნა;

– გულისცემის გახშირება;

– პირის სიმშრალე;

– ჭინჭრის ციება.

იშვიათი ( შეიძლება განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში ).

– სისხლჩაქცევა კუნთში;

– ქოლესტაზი (ნაღვლის შეგუბება), ჰეპატიტი, მათ შორის ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ღვიძლის ანთება, ღვიძლის დაზიანების ჩათვლით);

– კანისა და თვალების სკლერის გაყვითლება (სიყვითლე);

– ლოკალიზებული შეშუპება;

– საზარდულის არეში სისხლის დაგროვება (ჰემატომა), როგორც კარდიოლოგიური პროცედურის გართულება, როდესაც კათეტერის ჩადგმა ხდება ქვედა კიდურის არტერიაში (ფსევდოანევრიზმი).

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

– თირკმლის უკმარისობა ძლიერი სისხლდენის შემდეგ;

– სისხლდენის შემდეგ წნევის მომატება ფეხების ან ხელების კუნთებში, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, მგრძნობელობის დარღვევას, დაბუჟებას ან დამბლას (შეკუმშვის სინდრომი სისხლდენის შემდეგ).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენაზე, მათ შორის, მათზეც რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ გვერდითი მოვლენების (მოქმედებების) საინფორმაციო მონაცემთა ბაზაში, მათ შორის შეტყობინებები სამკურნალო საშუალების არაეფექტურობის შესახებ. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ ინახება პრეპარატი ქსილტესი

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

6. ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ პრეპატატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

7. აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა რეცეპტით.

8 . შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რასშეიცავს პრეპარატი ქსილტესი გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება:რივაროქსაბანი. თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ რივაროქსაბანს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (SD 711), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი.

ტაბლეტის გარსი:

ჰიპრომელოზა 3cPs (E464), პოლიეთილენ გლიკოლი 3350 (E1521), ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდის ანატაზი (E171), წითელი რკინის ოქსიდი (E172).

ქსილტესის ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე

ქსილტესი 10 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები არის მუქი ვარდისფერი მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს გრავირებულია „E842“ და მეორე მხარეს გრავირების გარეშე.

შეფუთვა

10, 28, 30, 98 ან 100 გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ/პე/პვდქ/ალუმინის ფოლგის ბლისტერში შეფუთულია მუყაოს კოლოფში პაციენტებისთვის განკუთვნილ პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ასევე, იხილეთ : ქსილტესი - Xsiltess 15მგ 28 ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy