ქეთევან-უზნაძე N2 მალამო 40გ
ჩვენება:მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, ოპერაციის შემდგომ პერიოდში სხეულის ზედაპირის ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად.
მალამო “ქეთევან უზნაძე- 2”
Unguentum ,,Qetevan Uznadze- 2’’
პარასამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.
აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო, სუსტი სპეციფიური სუნით, 40გ პოლიეთილენის ტარაში, მეორეული შეფუთვა - მუყაოს კოლოფი.
შემადგენლობა: (გ/40გ)
გვირილას ექსტრაქტი 10გ, ფუტკრის ცვილი(თეთრი ან ყვითელი) 18გ, მზესუმზირის ზეთი 12 გ
გამოყენების რეკომენდაციები:
მალამო წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას. გამოიყენება როგორც კომპლექსური თერაპაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, შემდეგი პათოლოგიების დროს: მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, ოპერაციის შემდგომ პერიოდში სხეულის ზედაპირის ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად, ეგზემის (მშრალი, სველი), გამოყელვის , ნაწოლების, სტომატიტის, ყველა ფორმის პარადონტიტის დროს.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
გამოყენების წესი: კომპლექსურ თერაპიაში მალამო გამოიყენება ადგილობრივად პათოლოგიური კერის ადგილის მიხედვით - ტამპონის სახით.
გამოყენება ბავშვებში: 5 წლის ზევით
მალამოს გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
ინდივიდუალური შეუთავსებლიბა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მანქანა-დანადგარების მართვაზე ზემოქმედება: არ იწვევს ნარკოტიკურ თრობას და არ ადუნებს მძღოლის ყურადღებას საჭესთან.
ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account