ქეთევან-უზნაძე N1 მალამო 40გ

განსაკუთრებული ფასი 8,21 GEL რეგულარული ფასი 9,02 GEL
მარაგშია
SKU
88130_3448

ჩვენება:მწვავე ბუასილის, მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, სტომატიტის, ყველა ფორმის პაროდონტიტის, სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად.

მალამო “ქეთევან უზნაძე- 1”

Unguentum ,,Qetevan Uznadze – 1’’

 

პარასამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის.

აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო, სუსტი სპეციფიური სუნით, 40გ პოლიეთილენის ტარაში, მეორეული შეფუთვა - მუყაოს კოლოფი.

შემადგენლობა: (გ/40გ)

დინდგელი 5გ, გვირილას ექსტრაქტი 5გ, ფუტკრის ცვილი(თეთრი ან ყვითელი) 18გ, მზესუმზირის ზეთი 12 გ

გამოყენების რეკომენდაციები: მალამო წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას.

გამოიყენება როგორც კომპლექსური თერაპაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, შემდეგი პათოლოგიების დროს: მწვავე ბუასილის, მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის, კბილის ამოღების, სტომატიტის, ყველა ფორმის პაროდონტიტის, სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად, ფურუნკულების, მასტიტის, კოღოს ნაკბენის ინფიცირებისას და ყველა სახის ქრონიკულად შეუხორცებელი წყლულების დროს.

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.

გამოყენების წესი:

კომპლექსურ თერაპიაში მალამო გამოიყენება ადგილობრივად პათოლოგიური კერის ადგილის მიხედვით - ტამპონის სახით, აბსცესის, ჭრილობების დასამუშავებლად.

გამოყენება ბავშვებში: 5 წლის ზევით

მალამოს გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტისეპტიკურ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური შეუთავსებლიბა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

მანქანა-დანადგარების მართვაზე ზემოქმედება: არ იწვევს ნარკოტიკურ თრობას და არ ადუნებს

მძღოლის ყურადღებას საჭესთან.

ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას,

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა - 3 წელი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy