ფოქსილი - Foxil გელი 1მგ/გ30გ

განსაკუთრებული ფასი 14,97 GEL რეგულარული ფასი 20,79 GEL
მარაგშია
SKU
92057_442

ჩვენება: კანის დაავადებებთან დაკავშირებული ქავილი, ურტიკარია, მწერების ნაკბენი, მზის დამწვრობა, კანის ზედაპირული დამწვრობა (პირველი ხარისხის).

ფოქსილი 1 მგ/გ, გელი

დიმეთინდენის მალეატი

პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

-    შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

-    დამატებითი ინფორმაციისთვის, ან რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.

-    გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. იხ. ნაწილი 4.

-    თუ თავს უკეთ არ გრძნობთ, ან გრძნობთ მდგომარეობის გაუარესებას მიმართეთ ექიმს.

ამ დანართ ფურცელში მოცემულია: 

1.   რას წარმოადგენს ფოქსილი და რისთვის გამოიყენება

2.   მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფოქსილის გამოიყენებამდე

3.   როგორ გამოვიყენოთ ფოქსილი

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები 

5.   ფოქსილის შენახვის პირობები

6.   შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

 

1.   რას წარმაოდგენს ფოქსილი და რისთვის გამოიყენება

ფოქსილი არის გელი კანზე გამოსაყენებლად. ფოქსილი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას  დიმეთინდენის მალეატს, რომელიც ახდენს ჰისტამინის ინჰიბირებას - ალერგიულ რეაქციებზე პასუხისმგებელი ნივთიერება.

პრეპარატი მოქმედებს ალერგიის საწინააღმდეგოდ ადგილობრივად, ახდენს გამოხატულ ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას (გარდა ქოლესტაზური ქავილისა), ამცირებს შეშუპებას და კანის გაღიზიანებას. ახასიათებს ადგილობრივი გაუტკივარება. აგრილებს კანს, რაც შემდგომ ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. 

გამოიყენების ჩვენება:

კანის დაავადებებთან დაკავშირებული ქავილი, ურტიკარია, მწერების ნაკბენი, მზის დამწვრობა, კანის ზედაპირული დამწვრობა (პირველი ხარისხის).

ასევე, იხილეთ : Dimestil - დიმესტილი გელი 1მგ/გ 30გ

2.   მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფოქსილის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფოქსილი

-    თუ ხართ ალერგიული დიმეთინდენის მალეატის, ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6),

-    მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობებისათვის. 

სიფრთხილის ზომები

ფოქსილის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

თავი აარიდეთ მზეზე ყოფნას ფოქსილის სხეულის ფართო ზდაპირზე 

გამოყენებისას.

აცნობეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ ძლიერი ქავლი, ან მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ბავშვები

თავი აარიდეთ პრეპარატის ფართო ზედაპირზე გამოყენებას მცირე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით კანის დაზიანების, ან ანთების დროს.  

ფოქსილის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 

აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს ყველა იმ სამკურნალო საშუალებების შესახებ, რომლებსაც იღებთ, იღებდით ახლო წარსულში, ან გეგმავთ მიიღოთ. 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება კანის ფართო ზედაპირზე, განსაკუთრებით კანის დაზიანების, ან ანთებისას. 

ლაქტაციის დროს არ გამოიყენოთ ძუძუს თავებზე. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ფოქსილი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. 

ფოქსილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს და პროპილენგლიკოლს

პრეპარატი შეიცავს 0,05 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს გელის თითოეულ გრამში. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 

ძუძუთი კვების დროს პრეპარატი არ უნდა იყოს გამოყენებული გულმკერდის კანზე, რადგან დედის რძესთან ერთად ის შესაძლოა მოხვდეს ბავშვის ორგანიზმში.

პრეპარატი შეიცავს 150 მგ პროპილენგლიკოლს გელის თითოეულ გრამში. პროპილენგლიკოლმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება. 

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 4 კვირამდე ასაკის ბავშვებში ღია ჭრილობებზე ან ტრავმირებული და დაზიანებული კანის ვრცელ ზედაპირზე (მაგალითად, დამწვრობისას) ექიმისა ან ფარმაცევტის კონსულტაციის გარეშე.

3.   როგორ გამოვიყენოთ ფოქსილი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

პრეპარატი განკუთვნილია კანზე გამოსაყენებლად

ჩვეულებრივ, თუ სხვაგვარად არ გირჩიათ ექიმმა, დაიტანეთ გელის თხელი ფენა დაზიანებულ კანზე და ქავილის ადგილას დღეში 2-4ჯერ.

თუ გამოიყენეთ ფოქსილის ჭარბი დოზა

არ არის აღწერილი კანზე ადგილობრივად გამოყენებული დიმეთინდენის მალეატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები. თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. 

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. 

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები (სიხშირის განსაზღვრა ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით):

-    წვის შეგრძნება,

-    კანის სიმშრალე,

-    კანის ალერგიული რეაქციები გამონაყარის და ქავილის ჩათვლით. 

გვერდითი მოვლენების შეტყობინება 

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია სავაჭრო უფლების მფლობელისათვის.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში. 

5.  ფოქსილი შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე და ტუბზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან. 

6.   შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფოქსილი

-    მოქმედი ნივთიერება არის დიმეთინდენის მალეატი. 1 გრამი გელი შეიცავს 1მგ დიმეთინდენის მალეატს.

-    სხვა ნივთიერებებია: კარბომერი (ტიპი 974 P), დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, გასუფთავებული წყალი. 

ფოქსილის გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ფოქსილი არის უფერო ჰომოგენური გელი.

ალუმინის ტუბი მემბრანით, ხრახნიანი თავსახურით, დამზადებული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისაგან, პუნშით, შიგნიდან დაფარული ეპიქსიდური ფენოლური ლაქით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.   

შეფუთვის ზომები:

5გ, 20გ, 30გ, ან 50გ გელი. 

ყველა სახის შეფუთვა არ არის მარკეტიზებული.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy