ფორკაპილი კერატინ+ 60 კაფსულა არკოფარმა - Arkopharma

88,03 GEL
მარაგშია
SKU
90143_1784

ჩვენება: სპეციალურად შემუშავებულია თმის ცვენის შესაჩერებლად და დაზიანებული თმის გასაჯანსაღებლად.

ფორკაპილი კერატინ+  კაფს #60 

მოკლე აღწერა: 

ფორმულა სპეციალურად შემუშავებულია თმის ცვენის შესაჩერებლად და დაზიანებული თმის გასაჯანსაღებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინოვაციური ფორმულა ჰიდროლიზებული ფრანგული კერატინით, რომელსაც გააჩნია ადამიანის თმის კერატინის იდენტური ამინომჟავური სპექტრი, ადვილად შეიწოვება და აითვისება ორგანიზმის მიერ. ფორკაპილი კერატინ+ აღადგენს თმის სიმტკიცეს, ბზინვარებას და მოცულობას. თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტი ვლინდება შემთხვევათა 98%-ში. 

ამინომჟავები ცისტეინი და მეთიონინი აუცილებელია თმისა და ფრჩხილების სიმტკიცისა და სიძლიერისთვის. მეთიონინი წარმოადგენს კერატინის სინთეზის აქტივატორს, ხოლო ცისტეინი ზრდის თმის ღერის დიამეტრს და ასტიმულირებს მის ზრდას. ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) და B9 (ფოლიუმის მჟავა): აუცილებელია კერატინის სინთეზისთვის. ისინი მონაწილეობენ ამინომჟავების - ცისტეინისა და მეთიონინის მეტაბოლიზმში. ვიტამინი B8 (ბიოტინი) და ვიტამინი B5: ასტიმულირებს თმის ფოლიკულს, ხელს უწყობს თმის ღერის ზრდას. აქვს ანტისებორეული მოქმედება. ვიტამინი D3 - ებრძვის თმის სიმშრალეს, არეგულირებს მის ჰიდრატაციას და ანიჭებს ბზინვარებას, მოქმედებს კერატინოციტებზე და ასტიმულირებს თმის ღერის ზრდის ციკლს. 

თუთია - არეგულირებს 5 ალფა-რედუქტაზას, აქვს ანტისებორეული მოქმედება. თუთიის დეფიციტი იწვევს თმის ცვენას და ფრჩხილების მტვრევადობას. 

შემადგენლობა: 

2 კაფსულა შეიცავს: L-ცისტეინი - 300მგ, L-მეთიონინი - 100მგ, ჰიდროლიზებული კერატინი 35მგ, ვიტამინი B5 -18 მგ, ვიტამინი B6 - 2 მგ, ვიტამინი B8 (ბიოტინი) - 450 მკგ, ვიტამინი B9 - 200 მკგ, თუთია - 15 მგ, ვიტამინი D3 - 5 მკგ. 

შემავსებელი: ცელულოზა; ანტიაგლომერანტი: მაგნიუმის სტეარატი; კაფსულის გარსი: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა.

მიღების წესი და დოზირება: 

2 კაფსულა დილით, საჭირო რაოდენობით წყალთან ერთად. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სასურველია მკურნალობა გაგრძელდეს 3 თვის განმავლობაში.  მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია  წელიწადში რამოდენიმეჯერ, განსაკუთრებით სეზონური ცვლილებების დროს

რეკომენდებულია 15 წლის ასაკიდან. 

განსაკუთრებული მითითებები: 

არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით. 

ორსულები და მეძუძურები: გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

გამოშვების ფორმა:  60 კაფსულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.

მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი 

არკოფარმას მედიკამენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Arkopharma - არკოფარმა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy