ფორკაპილი 180 კაფსულა არკოფარმა - Arkopharma
ჩვენება: სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა,თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება, მტვრევადობა,კანის სიმშრალე და ელასტიურობის დაქვეითება.
ფორკაპილი კაფს #180
მოკლე აღწერა:
წარმოადგენს თმის ცვენის მკურნალობის სრულ (3 თვიან) კურსს, მკურნალობის მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.
შემადგენლობა:
2 კაფსულაში | |
ვიტამინი B5 | 18 მგ |
ვიტამინი B6 | 2 მგ |
ვიტამინი B9 | 200 მკგ |
ვიტამინი D3 | 5 მკგ |
ვიტამინი B8 (ბიოტინი) | 450 მკგ |
თუთია | 15 მგ |
L-ცისტეინი | 300 მგ |
L-მეთიონინი | 100 მგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფორკაპილი აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს, ასტიმულირებს ზრდას, ანიჭებს სიმტკიცეს, სიჯანსაღეს და ბზინვარებას.
ამინომჟავები ცისტეინი და მეთიონინი აუცილებელია თმისა და ფრჩხილების სიმტკიცისა და სიძლიერისთვის. მეთიონინი წარმოადგენს კერატინის სინთეზის აქტივატორს, ხოლო ცისტეინი ზრდის თმის ღერის დიამეტრს და ასტიმულირებს მის ზრდას. ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) და B9 (ფოლიუმის მჟავა): აუცილებელია კერატინის სინთეზისთვის. ისინი მონაწილეობენ ამინომჟავების - ცისტეინისა და მეთიონინის მეტაბოლიზმში. ვიტამინი B8 (ბიოტინი) და ვიტამინი B5: ასტიმულირებს თმის ფოლიკულს, ხელს უწყობს თმის ღერის ზრდას. აქვს ანტისებორეული მოქმედება. ვიტამინი D3 - ებრძვის თმის სიმშრალეს, არეგულირებს მის ჰიდრატაციას და ანიჭებს ბზინვარებას, მოქმედებს კერატინოციტებზე და ასტიმულირებს თმის ღერის ზრდის ციკლს.
თუთია - არეგულირებს 5 ალფა-რედუქტაზას, აქვს ანტისებორეული მოქმედება. თუთიის დეფიციტი იწვევს თმის ცვენას და ფრჩხილების მტვრევადობას.
ჩვენებები:
· სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა
· ალოპეცია
· თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება, მტვრევადობა, აშრევება
· კანის სიმშრალე და ელასტიურობის დაქვეითება
· აკნე
· ფსორიაზი
· ეგზემა
· სებორეა
· თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი
მიღების წესი და დოზირება:
გამოიყენება 15 წლის ასაკიდან.
2 კაფსულა დილით, საჭირო რაოდენობით წყალთან ერთად.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად სასურველია მკურნალობა გაგრძელდეს 3 თვის განმავლობაში.
მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში რამოდენიმეჯერ, განსაკუთრებით სეზონური ცვლილებების დროს.
განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიძლება საკვები დანამატის გამოყენება ბალანსირებული კვების და ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩანაცვლების მიზნით.
ორსულები და მეძუძურები: გამოიყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 180 კაფსულა შეფუთვაში. საკვები დანამატი.
მწარმოებელი: არკოფარმა, საფრანგეთი
არკოფარმას მედიკამენტები შეგიძლიათ იხილოთ აქ : Arkopharma - არკოფარმა
რაოდენობა | 1 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account