ფლუფენაზინი - Fluphenazine 25მგ/მლ 1მლ 10 ამპულა

განსაკუთრებული ფასი 24,64 GEL რეგულარული ფასი 28,22 GEL
მარაგშია
SKU
72456_3051

ჩვენება: ფსიქოზური დარღვევები, მათ შორის შიზოფრენია, მანია.

ფლუფენაზინის დეკანოატის ინექცია BP25 მგ/მლ

შემადგენლობა:

ყოველი მლ შეიცავს:

ფლუფენაზინის დეკანოატს BP 25 მგ.

რაფინირებულ სეზამის ზეთში

ბენზილისსპირტიBP ½%v/v

(როგორცკონსერვანტი)

ზოგადი ინფორმაცია:

ძლიერ მოქმედების ფენოთიაზინი, რომელსაც აქვს პიპერაზინის გვერდითი ჯაჭვი. აღინიშნება გამოხატული ექსტრაპირამიდული ეფექტი.

კატეგორია:

დოფამინური რეცეპტორების ანტაგონისტი; ნეიროლეფსური.

MOA:/პრეპარატის მოქმედების მექანიზმი/

ნავარაუდებია, რომ ისინი იწვენენ ეფექტს დოფამინური რეცეპტორების დაბლოკვით ცნს-ში. გამოყენებულ წამალზე დამოკიდებულებით, სხვა ფარმაკოლოგიური თვისებები ვლინდება სხვადასხვა ხარისხით, მათ შორის ქოლინერგული, ადრენერგული, ჰისტამინერგული და სეროტონინერგული დაბლოკვით გამოწვეული. მათი მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია.

როდესაც პრეპარატებს იღებს ნორმალური ადამიანი, ეს პრეპარატები იწვევენ ემოციურ დამშვიდებას, გულგრილობას გარემოს მიმართ და სედაციას. როდესაც საქმე გვაქვს ფსიქოტიკებთან, მათუმცირდებათ აჟიტირება, აგრესია და როგორცწესი, ქცევას ნორმალური კუთხით მიმართავენ. ამ პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მოძრაობის დარღვევები. ყველას აქვს მინიმუმ აუტონომიური ეფექტი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს ჰიპერსენსიტიური რეაქციები, სიყვითლე დაკრუნჩხვები ეპილეპტიკებში.

ფარმაკოკინეტიკა

ფლუფენაზინისდეკანოატი და ფლუფენაზინისენანტატიძალიან ნელა აბსორბირდება ადგილზე კანქვეშა ან ინტრამუსკულარული ინექციით. ორივე შემთხვევაში ფლუფენაზინითანდათან გამოთავისუფლდება ორგანიზმში დაშესაბამისად, ვარგისია როგორც დეპო ინექციები. ფლუფენაზინის დეკანოატისპლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი ცნობილია, კუნთებში ინექციიდან 6-დან 9 დღეში.

ჩვენებები:

ფსიქოზური დარღვევები, მათ შორის შიზოფრენია, მანია.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში: ფსიქოზური დარღვევები: ინექცია: თავდაპირველად 12.5-დან 25 მგ-მდე კუნთებში. შემანარჩუნებელი დოზაა 50მგ. ყოველი დოზა შეიძლება განმეორდეს ან გაიზარდოს სიფრთხილით ერთიდან სამი კვირის განმავლობაში, თანდათანობით 12.5მგ–ით. მაქსიმალური დოზა: 100 მგ/დღეში.

ბავშვებში: არ არის რეკომენდებული.

უკუჩვენებები:

კომა, ძილიანობა, ექსტრაპირამიდული რეაქციები. ღვიძლის და თირკმლის დაავადებები.

გვერდითი მოვლენები:

უძილობა,პირის სიმშრალე, გულისრევა, ეპიგასტრიუმის დისტრესის სინდრომი, კრუნჩხვები, ჰიპოტენზია,ტაქიკარდია.

განსაკუთრებული სიფრთხილე:

ეპილეფსია, ნაწლავის გაუვალობა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფეოქრომოციტომა, თავის ტვინის დაზიანება.

ურთიერთქმედება:

ალკოჰოლი: ცნს დეპრესია, ექსტრაპირამიდული რეაქციები.

ალუმინის მარილები : ეფექტურობის შემცირება. ანტაციდები უნდა მიეცეს ფლუფენაზინის მიღებიდან1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.

ანტიქოლინერგები: ამცირებს ეფექტურობას და ზრდის ფლუფენაზინისანტიქოლინერგულ გვერდით მოვლენებს.

ბარბიტურატები: ამცირებს ეფექტურობას

ბარბიტურატისანესთეტიკები: ზრდის ნეიროკუნთოვანი აგზნებადობისა და ჰიპოტენზიის სიხშირეს და სიმძიმეს.

ბრომოკრიპტინი: ეფექტურობა მცირდება ფლუფენაზინით.

ნახშირი:ხელს უშლის ფლუფენაზინის აბსორბციას.

ეპინეფრინი, ნორადრენალინი: პრესორული ეფექტის შემცირება, პერიფერიული ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის ანტაგონიზმი.

ლითიუმი: დეზორიენტაცია, გონების დაკარგვა და დამატებითი პირამიდული სიმპტომები.

მეპერიდინი : ჭარბი სედაცია და ჰიპოტენზია.

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები: შრატის კონცენტრაცია იზრდება ფლუფენაზინით .

ვალპროის მჟავა: ეფექტის პოტენცირება.

პროპრანოლოლი: გაზრდილი სისხლის პლაზმის დონეები ორივე პრეპარატისთვის.

MAO /მაო/: დამოკიდებული ორთოსტატული ჰიპოტენზური ეფექტი.

ლაბორატორიული ტესტები: ორსულობიის ტესტები: ცრუ დადებითი შედეგები.

პლაზმასთანდაკავშირებული იოდი (PBI): ხდებაPBI-ის ზრდა.

შენახვა:

შეინახეთ ტემპერატურაზე 80-დან 250C-მდე. არ გაყინოთ. დაიცავით სინათლისგან.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეზენტაცია:

1 მლ-იანიანი 10 ამპულათავსდება პლასტიკურ ლანგარში და ყოველი ლანგარიშეფუთულია დაბეჭდილ ყუთში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მეტი ინფორაცია
რაოდენობა10
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy