ფლორანორმ-სტატი 20 ტაბლეტი
ჩვენება: გამოიყენება მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტების, ასევე, სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დისბაქტერიოზების, ნაწლავთა დისფუნქციის, დიარეის და შეკრულობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ფლორანომ- სტატი
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
ბიფიდობაქტერიები: Bifidobacterium bifidum, Bifidobacterium longum 107 КОЕ
ლაქტობაქტერიები: Lactobacillus Acidophilus, Lactobacillus Fermentum, Lactobacillus Plantarum 107 КОЕ
სტრეპტოკოკები: Streptococcus faecium, Streptococcus Thermophilus 107 КОЕ
ნაწლავური ჩხირი - E.coli M-17 – 1x106 КОЕ
შემავსებლები:Kკალციუმის გლუკონატი 0,09გ, Lლაქტოზა 0,09 გ, ტალკი - 0,04 გ, კალციუმის სტეარატი - 0,07 გ, კაკაოს ფხვნილი 0,06 გ.
გამოყენების სფერო და გამოყენების რეკომენდაციები
ფლორანორმ-სტატი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას, რომელიც ეხმარება კუჭ-ნაწლავის მოქმედების ნორმალიზებას. პროდუქტში შემავალი ადამიანის ნაწლავების ნორმალური ფლორის ბაქტერიები წარმოადგენენ გრამდადებით ანაერობებს და მათ არ ახასიათებთ პათოგენური თვისებები. ბაქტერიების ფერმენტების მონაწილეობით ხდება ნაწლავების შიგთავსის ჰიდროლიზი და იმ მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავეების (რძის, ძმრის, პროპოინის და სხვ.) წარმოქმნა, რომლებიც აწესრიგებენ ნაწლავურ pH-ს, ხელს უშლიან პათოგენურ და პირობით პათოგენურ მიკროორგანიზმების გამრავლებას. ბაქტერიები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის სტიმულირებაში, დეტოქსიკაციური და საჭმლის მომნელებელი ფუნქციის უზრუნველყოფაში.
ფლორანორმ-სტატი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტების, ასევე, სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული დისბაქტერიოზების, ნაწლავთა დისფუნქციის, დიარეის და შეკრულობის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, როგორც დამხმარე საშუალება.
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას, არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
გამოყენების წესი:
მიღება ხდება ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ბავშვებისთვის თითო ტაბლეტი დღეში 2-ჯერ, ხოლო მოზრდილებისათვის თითო ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
მიღების ხანგრძლივობაა 14-დან 30 დღემდე, მდგომარეობის შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
არ გამოვლენილა. შეთავსებადია სხვა ანტიბაქტერიულ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად, ასევე ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზის შემთხვევები არ არის აღწერილი.
გამოყენებისას არ საჭიროებს სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: პროდუქტის მიღება დასაშვებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ზეგავლენა ავტომობილის მართვასა და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მუშაობაზე: არ ახასიათებს ზეგავლენა.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 5 წელი.
გამოშვების ფორმა: 20 ტაბლეტი პოლიეთილენის ფლაკონში ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. .
რაოდენობა | 20 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account