ფიზიოტენზი შ.ტაბ 0.4მგ N28

განსაკუთრებული ფასი 16,23 GEL რეგულარული ფასი 22,54 GEL
მარაგშია
SKU
35359_2298

ჩვენება: გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.

ფიზიოტენზი 0.4 მგ შემოგარსული ტაბლეტები

მოქსონიდინი

პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 

-    შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა. 

-    თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

-    ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, რადგან შეიძლება ზიანი მოუტანოს მათ, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მათი სიმპტომები გავს თქვენსას.

-    გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4. 

ამ დანართ ფურცელში მოცემულია: 

1.   რა არის ფიზიოტენზი და რისთვის გამოიყენება

2.   რა უნდა იცოდეთ ფიზიოტენზის მიღებამდე

3.   როგორ მივიღოთ ფიზიოტენზი

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები 

5.   ფიზიოტენზის შენახვის პირობები

6.   შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

 

1.   რა არის ფიზიოტენზი და რისთვის გამოიყენება

ფიზიოტენზი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას მოქსონიდინს. ის მიეკუთვნება ანტიჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. 

მოქსონიდინი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ის მოქმედებს სისხლძარღვების გაფართოვების და მოდუნების ხარჯზე და შესაბამისად ამცირებს არტერიული სისხლის წნევას.

იხილეთ ბლოგი: ფიზიოტენზი - რისთვის გამოიყენება და რა უნდა ვიცოდეთ პრეპარატის მიღებამდე

2.   რა უნდა იცოდეთ ფიზიოტენზის მიღებამდე

არ მიიღოთ ფიზიოტენზი შემდეგ შემთხვევებში: 

-    თუ ხართ ალერგიული მოქსონიდინის, ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ (იხ. ნაწილი 6)

-    თუ გაქვთ შენელებული გულისცემა, ე.წ. “სინუსური კვანძის სისუსტის” სინდრომი, ან ატრიოვენტრიკულური ბლოკი მეორე, ან მესამე ხარისხის. 

-    თუ გაქვთ გულის უკმარისობა,

არ მიიღოთ ფიზიოტენზი, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ. ფიზიოტენზის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

სიფრთხილის ზომები

-    თუ გაქვთ გულის დაავადება ‘1 ხარისხის სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი’

-    თუ გაქვთ გულის არტერიის მძიმე დაავადება, ან არასტაბილური სტენოკარდია;

-    თუ გაქვთ თირკმელების დაავადება. ექიმი დაარეგულირებს დოზას.

-    თუ ხართ ხანდაზმული.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, ან არ ხართ დარწმუნებული, ფიზიოტენზის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ფიზიოტენზის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებსაც ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან აპირებთ მიიღოთ. ფიზიოტენზმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე, ან პირიქით, მათ მოახდინონ გავლენა ფიზიოტენზის 

მოქმედებაზე. 

აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს განსაკუთრებით შემდეგი პრეპარატების შესახებ:

-    მაღალი არტერიული წნევის შესამცირებელი სხვა პრეპარატები;

-    ანტიდეპრესანტები, როგორებიცაა, იმიპრამინი, ან ამიტრიპტილინი

-    ტრანკვილიზატორები, სედაციური, ან საძილე საშუალებები, ან მაგ. ბენზოდიაზეპინი;

-    მეტა- ბლოკერები (იხ, ნაწილი 3  „ფიზიოტენზით მკურნალობის შეწყვეტა”);

ფიზიოტენზი სხეულიდან გამოიყოფა თირკმელებით. ამას ეწოდება „ტუბულარული ექსკრეცია”. სხვა პრეპარატებმა, რომლებიც ელიმინირდებიან ამავე გზით, შესაძლოა გავლენა მოახდინონ ფიზიოტენზის მოქმედებაზე. 

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თქვენ, ან არ ხართ დარწმუნებული, ფიზიოტენზის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ფიზიოტენზის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

-    ფიზიოტენზის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად, ასევე მისგან დამოუკიდებლად.

-    არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები ფიზიოტენზთან ერთად. ფიზიოტენზმა შეიძლება გაზარდოს ალკოჰოლის ეფექტი.

ორსულობა და ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ორსულად, ან ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად. ექიმი გირჩევთ შეწყვითოთ ფიზიოტენზის მიღება და დაგინიშნავთ სხვა პრეპარტს ფიზიოტენზის ჩასანაცვლებლად.  

აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში, ან აპირებთ ძუძუთი კვებას. ფიზიოტენზი არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. ექიმი გირჩევთ სხვა პრეპარატის მიღებას, თუU გსურთ ძუძუთი კვების გაგრძელება, ან გირჩევთ ლაქტაციის შეწყვეტას. 

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ფიზიოტენზმა შიეძლება გამოიწვიოს თვლემა, ან თავბრუსხვევა. თუ ეს შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს სატრანსპორტო საშუალებების მართვამდე და მექანიზმებთან მუშაობამდე. 

ფიზიოტენზი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. 

3.   როგორ მივიღოთ ფიზიოტენზი

ყოველთვის მიიღეთ ეს სამკურნალო საშუალება ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

პრეპარატის მიღება

გადაყლაპეთ ტაბლეტი ჭიქა წყლის დაყოლებით. 

მიიღეთ ტაბლეტები ყოველდღე, ერთიდაიმავე დროს. ეს ხელს შეუწყობს ტაბლეტის მიღების გახსენებას. 

დოზირება

რეკომენდებული დოზა შეადგენს 0.2მგ დღეში. 

ექიმმა შეიძლება დოზა გაზარდოს 0.6მგ-მდე დღეში.

თუ ექიმმა გირჩიათ დღეში 0.6 მგ-ის მიღება, დაყავით ის 2 დოზად (0.3მგ დილას და 0.3მგ საღამოს). 

თუ გაქვთ თირკმლის დაავადება, ექიმი შეგიმცირებთ დოზას 0.3-0.4 მგ-მდე დღეში. 

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ფიზიოტენზი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. 

თუ მიიღეთ ფიზიოტენზის ჭარბი დოზა

ფიზიოტენზის ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. 

შესაძლო გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია), შენელებული გულისცემა (ბრადიკარდია), თავბრუსხვევა, ღებინება, დაღლილობა, ტკივილი მუცლის არეში. 

თუ დაგავიწყდათ ფიზიოტენზის მიღება

მიიღეთ დოზა გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის

საკომპენსაციოდ. 

თუ შეწყვიტეთ ფიზიოტენზის მიღება

არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ ამას არ გირჩევთ ექიმი. პრეპარატის შეწყვეტის აუცილებლობისას, ექიმი დოზას შეამცირებს თანდათანობით რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ იღებთ არტერიული წნევის შესამცირებელ სხვა პრეპარატებს (მაგ. ბეტა-ბლოკერები), ექიმი გირჩევთ რომელი პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს თავდაპირველად. ეს საჭიროა, რათა ორგანიზმმა თანდათან მოახდინოს ადაპტაცია ცვლილებებისადმი. 

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. 

4.   შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. 

შეწყვიტეთ ფიზიოტენზის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შემდეგი 

გვერდითი მოვლენების გამოვლენისას. შესაძლოა დაგჭირდეთ დაგაუდებელი სამედიცინო დახმარება: სახის, ტუჩების, პირის ღრუს შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება). ეს ვლინდება იშვიათად, 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

-  პირის სიმშრალე.

ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

-  ზურგის ტკივილი

-  თავის ტკივილი

-  სისუსტე (ასთენია)

-  თავბრუსხვევა

-  გამონაყარი, ქავილი

-  უძილობა, ძილიანობა

-  გულისრევა, დიარეა, ღებინება, დისპეფსია. 

არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

- ზურგის, ან კისრის ტკივილი

- ნევროზულობა

- გულის წასვლა (სინკოპე)

- შეშუპება

- ხმაური ყურებში (ტინიტუსი)

- გულისცემის შენელება (ბრადიკარდია)

- დაბალი არტერიული წნევა, ასევე არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება  

 წამოდგომისას. 

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ თქვენს ექიმს, ან 

ფარმაცევტს.გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში. 

5.   ფიზიოტენზის შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

ფიზიოტენზი 0.2მგ: შეინახეთ 25°C დაბალ ტემპერატურაზე. 

ფიზიოტენზი 0.4მგ: შეინახეთ 30°C დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ მედიკამენტი საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

6.   შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ფიზიოტენზი

-    მოქმედი ნივთიერება არის მოქსონიდინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.2, ან 

0.4მგ მოქსონიდინს (მოქსონიდინი). 

-    სხვა ნივთიერებებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი K 25, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარარი, ჰიდრომელოზა, ეთილცელულოზა, მაკროგოლი 6000, ტალკი, წითელი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E 171). 

ფიზიოტენზის გარეგანი ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ფიზიოტენზი 0.2მგ ტაბლეტები არის მრგვალი, ვარდისფერი, გრავირებით 0.2.  

ფიზიოტენზი 0.4მგ ტაბლეტები არის მრგვალი, წითელი, გრავირებით 0.4.  

შეფუთვაში მოთავსებულია 28, ან 98 ტაბლეტი. 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

 

მეტი ინფორაცია
Units28
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy