ფეროლაინ ქიდსი წვეთები 30მლ

განსაკუთრებული ფასი 27,98 GEL რეგულარული ფასი 29,46 GEL
მარაგშია
SKU
88008_3442

ჩვენება: ხელს უწყობს რკინის დეფიციტის პროფილაქტიკას,სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ წარმოქმნას და მათ სათანადო ფუნქციონირებას.

ფეროლაინ ქიდსი

თხევადი საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ლიპოსომულ რკინას

თითოეული 1 მლ:

რკინა                                     8.5 მგ 

სხვა ინგრედიენტები:

დამხმარე ნივთიერებები; დეიონიზირებული წყალი, დამატკბობელი; შაქრის ჭარხალი, ლიპოსომული რკინა (სიმინდის სახამებელი, რკინის პიროფოსფატი, მზესუმზირის ლეციტინი), სტაბილიზატორი; ქსანტანის გუმფისი (E415), არომატიზატორი; ალუბლის არომატი, დამცავი; ნატრიუმის ბენზოატი (E211) და კალიუმის სორბატი (E202). 

მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:

რკინას აქვს რამდენიმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია ორგანიზმში. ის ასრულებს ფილტვებიდან ქსოვილებისკენ ჟანგბადის გადატანის ფუნქციას სისხლის წითელი სხეულების ჰემოგლობინის დახმარებით, გადამტანის გარემოს ფუნქციას ელექტრონებისთვის უჯრედში და წარმოადგენს მნიშვნელოვანი ფერმენტული სისტემების ძირითად ელემენტს სხვადასხვა ქსოვილში. რკინის დეფიციტის პრობლემა შეიძლება აღინიშნოს ბავშვებში ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ჩვილებში. რკინის დეფიციტს შეიძლება იწვევდეს დედის რძის არასაკმარისი რაოდენობა, რკინის დეფიციტით პროდუქტების მიღება 2 წლის და მოზარდების ასაკში, როდესაც ხდება სწრაფი ზრდა, პრეპარატების მიღება ან ხშირი ინფექციები. რკინის დეფიციტი, რომელიც შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს ბავშვის განვითარებაზე, განსაკუთრებით განვითარების პერიოდში. ეს მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს სიმპტომებზე დაკვირვებას. პროდუქტი რეკომენდებულია როგორც საკვები დანამატი განვითარების ასაკში მყოფი ბავშვებისთვის.

ჩვენება:

·       ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ წარმოქმნას და მათ სათანადო ფუნქციონირებას. 

·       ხელს უწყობს რკინის დეფიციტის პროფილაქტიკას. 

უკუჩვენება:

არ არის შესაფერისი 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად. 

გამოყენების მეთოდი:

რეკომენდებულია 1 მლ-ის მიღება ერთხელ დღეში.

შესაფერისია 4-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. 

ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. 

დღე-ღამეში მისაღები დოზა რაოდენობა (1 მლ) NRV%*

რკინა (ლიპოსომული რკინა)

8.5 მგ 61

* NRV: კვებითი საკონტროლო მნიშვნელობა

ვარგისობის ვადა:

24 თვე. 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. 

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილზე, 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

პირველად გახსნის შემდეგ გამოიყენეთ 6 კვირის განმავლობაში.

შენახვის რეკომენდებული ვადა მითითებულია შეფუთვაზე. 

სიფრთხილის ზომები: 

·       არ გადააჭარბოთ დღე-ღამის რეკომენდებულ დოზას.

·       საკვები დანამატები არ ცვლის ნორმალურ კვებას. 

·       ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადების ან მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. 

·       ეს არ არის მედიკამენტი. ის არ გამოიყენება დაავადების პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით. 

კომერციული შეფუთვა და შეფუთვის შემადგენლობა: 

წარმოდგენილია 30 მლ ქარვისფერ მინის  ფლაკონში საწვეთურით. 

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy