უროჯეზიკი - Urogesic 20 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 52,49 GEL რეგულარული ფასი 55,25 GEL
მარაგშია
SKU
90152_1999

ჩვენება: საშარდე გზების მორეციდივე მწვავე ან ქრონიკული დარღვევები,შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზება.

უროჯეზიკი ტაბლეტი

გამოყენების ინსტრუქცია

საკვები დანამატი

შემადგენლობა :

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

D-მანოზა .............................. 500 მგ

შტოშის ექსტრაქტი……….. 300 მგ

ჰიბისკუსის ექსტრაქტი…...100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, დიკალციუმფოსფატი, ტალკი, აეროსილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

უროჯეზიკი არის D-მანოზას,შტოშის ექსტრაქტისა და ჰიბისკუსის ექსტრაქტის უნიკალური კომბინაცია. ბუნებრივი კომპონენტების ეს კომბინაცია ძალზე ეფექტურია უროლოგიური დაავადებების დროს, ამცირებს ანთებას შარდ-სასქესო სისტემაში და ინარჩუნებს ქალისა და მამაკაცის უროგენიტალური ჯანმრთელობის ბალანსს.

D-მანოზა არის შაქრის სახეობა, რომელიც ხელს უწყობს საშარდე გზების დარღვევების თავიდან აცილებას საშარდე გზების კედლებზე ბაქტერიების ადჰეზიის ინჰიბირების გზით. D-მანოზა ამცირებს საშარდე გზების დაავადებების რეციდივის სიხშირეს.

შტოში შეიცავს ფლავონოიდებს, ანტიოქსიდანტებს და სხვა ბიოაქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ უროგენიტალური მიკროფლორის შენარჩუნებას. ეს მწკლარტე კენკრა ასევე ცნობილია იმუნური სისტემის გამაუმჯობესებელი და ჰორმონალური ბალანსის აღმდგენი თვისებებით.

ჰიბისკუსს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, სპაზმოლიზური და შარდმდენი თვისებები. ეხმარება მენსტრუალური ტკივილის მოხსნაში.

გამოყენება:

• შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზება.

• საშარდე გზების მორეციდივე მწვავე ან ქრონიკული დარღვევები.

• დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსიის შემდეგ.

• მენსტრუალური დარღვევები.

გაფრთხილება:

შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის ინგრედიენტების მიმართ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

რეკომენდაციები :

16 წლიდან ზევით 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულებისამებრ. კურსის ხანგრძლივობაა 4-6 კვირა.

გამოშვების ფორმა: 20 ტაბლეტი

ვარგისობის ვადა: 24 თვე

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

ასევე , იხილეთ ბლოგი : რა არის ცისტიტი და როგორ ხდება მისი მკურნალობა

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy