ტრიოფერი - Triofer 30 ტაბლეტი

58,20 GEL
მარაგშია
SKU
96702_3376
საკვები დანამატი რკინის და C ვიტამინის შემცველობით.

ტრიოფერი

Triofer®

საკვები დანამატი რკინის და C ვიტამინის შემცველობით.

შემადგენლობა

• რკინის ბისგლიცინატი -10მგ

• რკინის სულფატი -10მგ

• რკინის პიროფოსფატი -10მგ

• ვიტამინი C 70მგ

ტრიოფერი®  სპეციალურად შექმნილია რკინის დეფიციტის ან რკინაზე გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.  

ტრიოფერი®  წარმოდგენილია რკინის ინოვაციური 3-შრიანი ფორმულით და რევოლუციური ტექნოლოგიით, რაც განაპირობებს აქტიური რკინის ტარგეტირებულ, დროში და სივრცეში განსაზღვრული კონტროლირებად გამონთავისუფლებას! რკინის ბისგლიცინატი, რკინა-ხელატირებული ამინო მჟავა. სწრაფი შრე: გამონთავისუფლდება 5 წუთში თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყისში და გამოირჩევა მაქსიმალური გასტრო-რეზისტენტობით და სწრაფი აბსორბციით. რკინის სულფატი, რკინის ყველაზე მაღალი შემცვლელობით. ნორმალური შრე: გამონთავისუფლდება 45 წუთში თორმეტგოჯა ნაწლავში ტრანზიტის დროს და ამ გზით დაცულია რკინის პრეპარატების მიღებით განპირობებული გართულებებისგან. რკინის პიროფოსფატი, არ არის დამოკიდებული pH-ზე, მიკროენკაფსულირებული, მაღალი ბიოშეგწევადობის მქონე რკინა. გვიანი შრე: გამონთავისუფლდება 8 საათში- წვრილ ნაწლავში ტრანზიტის დროს.

ტრიოფერი® განაპირობებს რკინის მაქსიმალურ ბიოშეგწევადობას და ამ გზით გვიცავს რკინის დანამატების მიღებისას განვითარებული გვერდითი ეფექტებიდან, მათ შორის პირში რკინის არასასიამოვნო გემოს არსებობისგან, რაც განსაკუთრებით მძმედ აიტანება ორსულობისას. ტრიოფერი® ხასიათდება მაღალი ამტანობით და არ იწვევს სხვა რკინის პრეპარატებისთვის დამხასიათებელ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებას და დისპეფსიურ მოვლენებს.  

რკინა წარმოადგენს ნორმალური  მეტაბოლიზმის უმნიშვნელოვანეს ელემენტს და ის აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის წარმოქმნისთვის. რკინა ჩართლია ჟანგბადის ტრანსპორტირების პროცესში და ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა–აღდგენით რეაქციებში.

C ვიტამინი, ასევე ცნობილი როგორც L-ასკორბინის მჟავა, ზრდის რკინის აბსორბციას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ვიტამინი C აუცილებელია კოლაგენის, L-კარნიტინისა და ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის ბიოსინთეზისთვის; ვიტამინი C ასევე მონაწილეობს ცილის და ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში.

გამოყენების ჩვენებები

ტრიოფერი® ეფექტურია რკინის დეფიციტის, ორსულობის, ძუძუთი კვების და ინტენსიური მენსტრუალური სისხლდენების დროს, როდესაც ორგანიზმი განიცდის რკინაზე გაზრდილ მოთხოვნილებას:

• რკინადეფიციტური ანემია;

• რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობის დროს;

• რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნილების პერიოდი.

გამოყენების წესი და დოზირება

საპროფილაქტიკოდ გამოიყენება 1 ტაბლეტი დღეში.

ორსულებში რკინადეფიციტური ანემიის პრევენციისთვის, ორსულობის მე-12 კვირიდან რეკომენდებულია ტრიოფერის 1 აბის გამოყენება ყოველდღიურად;

გამოშვების ფორმა: #30 ტაბლეტი.

არ შეიცავს გლუტენს

არ შეიცავს ლაქტოზას

ასევე, იხილეთ: ქრონოფერი ტაბ.N30

მეტი ინფორაცია
Units30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy