ტრესიბა - Tresiba ფლექსთაჩი 100 ერთეული/მლ 3მლ 5

განსაკუთრებული ფასი 216,00 GEL რეგულარული ფასი 300,00 GEL
მარაგშია
SKU
90374_141

ჩვენება: გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და 1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში.

ტრესიბა® / Tresiba®

ფლექსთაჩი®/FlexTouch ®

100 ერთეული /მლ

საინექციო ხსნარიწინასწარ შევსებულ ალამში

ინსულინ დეგლუდეკი

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

- ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აქვთ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.

- თუ თქვენ განგივითარდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, ან შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

მოცემული ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

1.რას წარმოადგენს ტრესიბა ® და რისთვის გამოიყენება

2.რა უნდა იცოდეთ ტრესიბას®გამოყენებამდე

3.როგორ უნდა გამოიყენოთ ტრესიბა ®

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

5.ტრესიბას ® შენახვის პირობები

6.შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1.რას წარმოადგენსტრესიბა®და რისთვის გამოიყენება

ტრესიბა ® არის ხანგრძლივი მოქმედების ბაზალური ინსულინი, რომელსაც ეწოდება ინსულინ დეგლუდეკი. იგი გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, მოზარდებსა და 1 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში. ტრესიბა ® ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის შემცირებაში. იგი გამოიყენება დღეში ერთხელ დოზირებით. იმ შემთხვევებში, როდესაც თქვენ არ შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი რეგულარული დოზირების გრაფიკი, შეგიძლიათ შეცვალოთ დოზირების დრო, რადგან ტრესიბას ® აქვს სისხლში შაქრის შემცირების ხანგრძლივი ეფექტი (იხ. ნაწილი 3, დოზირების დროის მოქნილობა). ტრესიბა ® შეიძლება გამოყენებულ იქნას კვებასთან დაკავშირებული სწრაფი მოქმედების ინსულინის პროდუქტებთან ერთად.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს ტრესიბა®შეიძლება გამოყენებულ იქნას დიაბეტის ტაბლეტებთან ან ინსულინის გარდა სხვა საინექციო ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს ტრესიბა ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული კვებასთან დაკავშირებული სწრაფი მოქმედების ინსულინის პროდუქტებთან ერთად.

2.რა უნდა იცოდეთტრესიბას®გამოყენებამდე

არ გამოიყენოთტრესიბა®:

 თუ გაქვთ ალერგია ინსულინ დეგლუდეკის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ტრესიბას ® გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან. განსაკუთრებით გაითვალისწინეთ შემდეგი:

· სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია) - თუ თქვენს სისხლში შაქრის დონე ძალიან დაბალია, მიჰყევით მითითებებს სისხლში შაქრის დაბალ დონესთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ნაწილში 4 შესაძლო გვერდითი მოვლენები .

· სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) - თუ თქვენს სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, მიჰყევით მითითებებს სისხლში შაქრის მაღალ დონესთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ნაწილში 4 შესაძლო გვერდითი მოვლენები .

· სხვა ინსულინის პროდუქტებიდან გადმოსვლა - შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინის დოზის შეცვლა ინსულინის სხვა ტიპიდან, ბრენდიდან ან მწარმოებლიდან გადასვლის შემთხვევაში. აცნობეთ თქვენს ექიმს.

· თიაზოლიდინდიონების გამოყენებისას ინსულინთან ერთად, იხ. თიაზოლიდინდიონები ქვემოთ.

· დარღვევები თვალის მხრივ - სისხლში შაქრის დონის კონტროლის სწრაფმა გაუმჯობესებამ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური თვალის პრობლემის დროებითი გაუარესება. თუ გაწუხებთ თვალის პრობლემა, აცნობეთ თქვენს ექიმს.

· დარწმუნდით რომ იყენებთ ინსულინის სწორ ფორმას - ყოველთვის შეამოწმეთ ინსულინის ეტიკეტი თითეული ინექციის წინ, სხვადასხვა სიმძლავრის ტრესიბასა ® და ინსულინის სხვა პროდუქტების შემთხვევითი შერევის თავიდან ასაცილებლად.

თუ გაქვთ ცუდი მხედველობა, იხ. ნაწილი 3 როგორ უნდაგამოიყენოთტრესიბა®.

კანის ცვლილებები ინექციის ადგილას

ინექციის ადგილი უნდა იცვლებოდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ცხიმოვანი ქსოვილის ცვლილებები კანქვეშ, როგორიცაა კანის გასქელება, კანის გათხელება ან გროვების წარმოქმნა კანქვეშ. ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს ძალიან კარგად, თუ ინექციას იკეთებთ ამობერილ, შესქელებულ ან შეთხელებულ ადგილას (იხ. ნაწილი 3 როგორ უნდაგამოიყენოთტრესიბა®). აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ინექციის ადგილას შენიშნავთ კანის რაიმე ცვლილებას. აცნობეთ ექიმს, თუ ამ ეტაპზე ინექციას იკეთებთ ამ დაზიანებულ ადგილებში, სანამ ინექციის გაკეთებას დაიწყებთ სხვა ადგილას. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სისხლში შაქარის დონის უფრო საგულდაგულო კონტროლი და დაგიკორექტიროთ ინსულინის ან სხვა ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზა.

ბავ შვები და მოზარდები

ტრესიბას ® გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე მოზარდებში და ბავშვებში 1 წლის და მეტი ასაკიდან. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ტრესიბას ® გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

სხვა პრეპარატები დატრესიბა®

აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო დროს ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ რომელიმე სხვა პრეპარატი. ზოგიერთი მედიკამენტი ზეგავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონეზე - ამის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს თქვენ ინსულინის დოზის შეცვლა.

ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე გავრცელებული მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს ინსულინით მკურნალობაზე.

სისხლში შაქრის დონე შეიძლება დაეცეს (ჰიპოგლიკემია), თუ იღებთ:

  • სხვა მედიკამენტებს დიაბეტისთვის (პერორალური და საინექციო)
  • სულფონამიდებს - ინფექციებისთვის
  • ანაბოლურ სტეროიდებს - როგორიცაა ტესტოსტერონი
  • ბეტა-ბლოკატორებს - მაღალი არტერიული წნევის დროს. მათ შეიძლება გაართულონ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი შემცველობის გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა (იხ. ნაწილი 4, სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის გამაფრთხილებელი ნიშნები )
  • აცეტილსალიცილის მჟავას (და სხვა სალიცილატები) - ტკივილის და მსუბუქი ცხელების დროს;
  • მონოამინოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორებს - დეპრესიისთვის
  • ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს - გულის ზოგიერთი პრობლემისთვის ან მაღალი არტერიული წნევის დროს.

სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს (ჰიპერგლიკემია), თუ იღებთ:

  • დანაზოლს - ენდომეტრიოზისთვის
  • პერორალურ კონტრაცეპტივებს - ჩასახვის საწინააღმდეგო აბები
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს - ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისთვის
  • ზრდის ჰორმონს - ზრდის ჰორმონის დეფიციტისთვის
  • გლუკოკორტიკოიდებს, როგორიცაა „კორტიზონი“ - ანთების დროს
  • სიმპათომიმეტიკებს, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი), სალბუტამოლი ან ტერბუტალინი - ასთმისთვის
  • თიაზიდებს - მაღალი არტერიული წნევის დროს ან თუ თქვენი სხეული აგროვებს ძალიან ბევრ წყალს (წყლის შეკავება).

ოქტრეოტიდი და ლანრეოტიდი - გამოიყენება იშვიათი მდგომარეობის სამკურნალოდ, როდესაც გამოიყოფა ძალიან ბევრი ზრდის ჰორმონი (აკრომეგალია). მათ შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ სისხლში შაქრის დონე.

თიაზოლიდინდიონები -პერორალური ანტიდიაბეტური სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ. ზოგიერთ პაციენტს, რომელსაც ხანგრძლივად ჰქონდათ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და გულის დაავადება ან გადატანილი აქვთ ინსულტი და მკურნალობდნენ თიაზოლიდინდიონებით და ინსულინით, განუვითარდათ გულის უკმარისობა. დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ გულის უკმარისობის ნიშნები, როგორიცაა უჩვეულო ქოშინი, წონის სწრაფი მომატება ან ადგილობრივი შეშუპება (ედემა).

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ტრესიბა® ალკოჰოლთან ერთად

თუ ხართ ალკოჰოლის მომხმარებელი, თქვენი საჭიროება ინსულინის მიმართ შეიძლება შეიცვალოს. სისხლში შაქრის დონე შეიძლება გაიზარდოს ან დაეცეს. ამიტომ ჩვეულებრივზე ხშირად უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი ინსულინის დოზის შეცვლა ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ. ორსულობის დროს საჭიროა თქვენი დიაბეტის ფრთხილი კონტროლი. სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემია) თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

სისხლში შაქრის ძალიან დაბალმა ან ძალიან მაღალმა შემცველობამ შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის ან რაიმე სახის მანქანა-დანადგარების გამოყენების უნარზე. თუ სისხლში გაქვთ შაქრის ძალიან დაბალი ან ძალიან მაღალი შემცველობა, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი კონცენტრაციის ან რეაგირების უნარზე. ეს შეიძლება საშიში იყოს თქვენთვის ან სხვებისთვის. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შეგიძლიათ თუ არა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, თუ:

▶ ხშირადგაქვთ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი შემცველობა;

▶ გიჭირთ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის ამოცნობა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრესიბას® ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერების შესახებ

ტრესიბა ® შეიცავს 1 მმოლ ნატრიუმზე ნაკლებს (23 მგ) თითოეულ დოზაში. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

3.როგორ უნდა გამოიყენოთ ტრესიბა®

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ ხართ უსინათლო ან გაქვთ ცუდი მხედველობა და არ შეგიძლით წაიკითხოთ კალამზე დოზის მრიცხველი, არ გამოიყენოთ ეს კალამი დახმარების გარეშე. დაიხმარეთ პირი, რომელსაც ექნება კარგი მხედველობა და გამოცდილება ფლექსთაჩის ® წინასწარ შევსებული კალმის გამოყენებაში. ტრესიბა ® წინასწარ შევსებული კალამი ხელმისაწვდომია ორი დოზით. კალმის ეტიკეტსა და შეფუთვაზე გარკვევით არის მითითებული „ტრესიბა ® 100 ერთეული/მლ“ ან „ტრესიბა®200 ერთეული/მლ“.გარდა ამისა, ტრესიბა®100 ერთეული/მლ-ის შეფუთვა და ეტიკეტი არის ღია მწვანე ფერის, ხოლო ტრესიბა®200 ერთეული/მლ-ის შეფუთვა და ეტიკეტი მუქი მწვანე ფერის, ხოლო ყუთზე მითითებულია შემადგენლობის დოზა.

ორივე დოზისთვის საჭირო დოზის შერჩევა ხდება ერთეულებით. დოზის საფეხურები, განსხვავდება ტრესიბას®ორ დოზას შორის.

წინასწარ შევსებული კალამი იძლევა - 1-80 ერთეულს ერთ ინექციაში 1 ერთეულიანი საფეხურებით. წინასწარ შევსებული კალმის დოზის ფანჯარა გვიჩვენებს ინსულინის ინექციის ერთეულების რაოდენობას. არ არის საჭირო დოზის ხელახალი გაანგარიშება.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთან ერთად:

  • რამდენი ტრესიბა®დაგჭირდებათ თითოეული დღისთვის;
  • როდის უნდა შეამოწმოთ სისხლში შაქრის დონე და თუ გჭირდებათ უფრო მაღალი ან დაბალი დოზა.

დოზირების დროის მოქნილობა

  • ყოველთვის დაიცავით ექიმის რეკომენდაციები დოზასთან დაკავშირებით.
  • გამოიყენეთ ტრესიბა ® დღეში ერთხელ, უმჯობესია დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში.
  • იმ შემთხვევებში, როდესაცტრესიბას ® მიღება შეუძლებელია დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, მისი მიღება შეიძლება დღის სხვა მონაკვეთში. დარწმუნდით, რომ მინიმუმ 8 საათია სხვაობა დოზებს შორის. ტრეზიბას ® დოზირების დროის მოქნილობის შესახებ ბავშვებსა და მოზარდებში გამოცდილება არ არსებობს.
  • თუ გსურთ შეცვალოთ თქვენი ჩვეული რაციონი, ჯერ მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, რადგან რაციონის შეცვლამ შეიძლება შეცვალოს თქვენი საჭიროება ინსულინის მიმართ.

სისხლში შაქრის დონის გათვალისწინებით, ექიმმა შეიძლება შეცვალოს თქვენი დოზა.

სხვა მედიკამენტების გამოყენებისას ჰკითხეთ ექიმს, საჭიროა თუ არა თქვენი მკურნალობის კორექტირება.

გამოყენება ხანდაზმულებში ( 65 წელი)

ტრესიბას ® გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულებში, მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირად შემოწმება. მიმართეთ თქვენს ექიმს დოზის ცვლილებებთან დაკავშირებით.

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემა

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემა, შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში შაქრის დონის უფრო ხშირად შემოწმება. მიმართეთ თქვენს ექიმს დოზის ცვლილებებთან დაკავშირებით.

პრეპარატის ინექცია

ტრესიბას ® პირველად გამოყენებამდე, თქვენი ექიმი ან ექთანი გიჩვენებთ თუ როგორ გამოიყენოთ წინასწარ შევსებული კალამი.

▶ შეამოწმეთ დასახელება და დოზა თქვენი კალმის ეტიკეტზე იმისათვის, რომ დარწმუნდეთ რომ იგი შეიცავს ტრესიბა®100 ერთეული/მლ-ს.

არ გამოიყენოთ ტრესიბა®

▶ ინსულინის საინფუზიო ტუმბოში.

▶ თუ კალამი დაზიანებულია ან არასწორადაა შენახული (იხ. ნაწილი 5 ტრესიბას®შენახვის პირობები ).

▶ თუ ინსულინი არ არის სუფთა და უფერო.

როგორ უნდა გაიკეთოთ ინექცია

▶ ტრესიბა ® კეთდება კანქვეშ ინექციის სახით (კანქვეშა ინექცია). არ გაიკეთოთ ინექცია ვენაში ან კუნთში.

▶ ინექციისთვის საუკეთესო ადგილებია ბარძაყის წინა მხარე, მკლავის ზედა ნაწილი ან წელის წინა მხარე (მუცელი).

▶ ინექციის ადგილები ყოველდღიურად შეცვალეთ იმავე რეგიონების ფარგლებში, კანის დაწყლულების და გროვების თავიდან ასაცილებლად (იხ. ნაწილი 4).

▶ ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ნემსი თითოეული ინექციისთვის. ნემსების ხელახალი გამოყენება ზრდის ნემსების ბლოკირების რისკს, რაც იწვევს არასწორ დოზირებას. საჭიროა ნემსების უსაფრთხო უტილიზაცია თითოეული გამოყენების შემდეგ.

▶ არ გამიყენოთ შპრიცი წინასწარ შევსებული კალმიდან ხსნარის ამოსაღებად, რათა თავიდან აიცილოთ არასწორი დოზირება და პოტენციური დოზის გადაჭარბება.

დეტალური ინსტრუქცია გამოყენების შესახებ მოცემულია წინამდებარე ფურცელი-ჩანართის მეორე მხარეს.

თუ გამოიყენეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ტრესიბა®

თუ მიიღებთ ინსულინს ჭარბი დოზით, სისხლში შეიძლება ძალიან შეგიმცირდეთ შაქრის შემცველობა (ჰიპოგლიკემია), რჩევა იხ. ნაწილი 4-ში შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში.

თუ დაგავიწყდათ ტრესიბას® გამოყენება

თუ დაგავიწყდათ დოზა, გაიკეთეთ გამოტოვებული დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ, თუმცა უზრუნველყავით 8-საათიანი ინტერვალი დოზებს შორის. თუ აღმოაჩინეთ, რომ გამოტოვეთ წინა დოზა, როდესაც მორიგი რეგულარული დაგეგმილი დოზის მიღების დროა მოახლოებული, ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას და განაახლეთ დღეში ერთხელ მიღების გრაფიკი.

თუ შეწყვეტთ ტრესიბას ® გამოყენებას

არ შეწყვიტოთ თქვენი ინსულინის გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ თქვენი ინსულინის გამოყენებას ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ძლიერი აწევა ან კეტოაციდოზი (მდგომარეობა, როდესაც სისხლში არის მჟავას მაღალი შემცველობა),რჩევა იხ. მე-4 ნაწილში შაქრის ძალიან მაღალი დონე სისხლში.

4.შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) შეიძლება ძალიან ხშირად გამოვლინდეს ინსულინით მკურნალობის დროს (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში).იგი შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული. თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან დაეცემა, შეიძლება დაკარგოთ გონება. სერიოზულმა ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის დაზიანება და სიცოცხლისათვის იყოს საშიში. თუ გაქვთ სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები სისხლში შაქრის დონის გასაზრდელად. იხ. რჩევა შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში.

თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია (ვლინდება იშვიათად) ინსულინზე ან ტრესიბას ® რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე, შეწყვიტეთ ტრესიბას ® გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სერიოზული ალერგიული რეაქციის ნიშნებია:

• ადგილობრივი რეაქციები, რომელიც ვრცელდება თქვენი სხეულის სხვა ნაწილებზე.

• მოულოდნელად შეუძლოდ გახდომა ოფლიანობით.

• ავად გახდომა (ღებინება).

• სუნთქვის გაძნელება.

• სწრაფი გულისცემა ან თავბრუსხვევის შეგრძნება.

კანის ცვლილებები ინექციის ადგილას :

თუ ინსულინის ინექციას გაიკეთებთ ერთსადაიმავე ადგილას ცხიმოვანი ქსოვილი კანის ქვეშ შეიძლება შეთხელდეს (ლიპოატროფია) ან შესქელდეს (ლიპოჰიპერტროფია) (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში).კანის ქვეშ განვითარებული გროვები შეიძლება გამოწვეული იყოს ცილის დაგროვებით, რომელსაც ეწოდება ამილოიდი (კანის ამილოიდოზი; მისი გამოვლენის სიხშირე უცნობია). ინსულინმა შეიძლება არ იმუშაოს ძალიან კარგად, თუ ინექციას გაიკეთებთ გროვის, შეთხელებულ ან შესქელებულ ადგილზე. ინექციის ადგილის შეცვლამ ყოველ ჯერზე შეიძლება შეამციროს ამ კანისმიერი ცვლილებების რისკი.

სხვა გვერდითი მოვლენებია:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე ადამიანში)

ადგილობრივი რეაქციები:ადგილობრივი რეაქციების გამოვლენა თვითინექციის ადგილას. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: ტკივილს, სიწითლეს, ჭინჭრის ციებას, შეშუპებას და ქავილს. ეს რეაქციები ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღეში. მიმართეთ ექიმს თუ ისინი არ გაქრება რამდენიმე კვირაში. შეწყვიტეთ ტრესიბას ® გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ რეაქციები გახდება უფრო სერიოზული. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. სერიოზული ალერგიული რეაქციები ზემოთ.

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-მდე ადამიანში)

შეშუპება სახსრების ირგვლივ:როდესაც პირველად მიიღებთ პრეპარატს, თქვენმა სხეულმა შეიძლება შეაკავოს მეტი წყალი ვიდრე საჭიროა. ეს იწვევს შეშუპებას ტერფების და სხვა სახსრების ირგვლივ. ჩვეულებრივ, ეს მდგომარეობა არ გრძელდება დიდხანს.

იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში)

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, ენის და ტუჩების შეშუპება, დიარეა, გულისრევა, დაღლილობა და ქავილი.

ზოგადიეფექტები დიაბეტის მკურნალობის შედეგად

შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში (ჰიპოგლიკემია)

შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში შეიძლება გამოვლინდეს, თუ თქვენ:

მოიხმართ ალკოჰოლს; იყენებთ საჭიროზე მეტ ინსულინს; ვარჯიშობთ ჩვეულებრივზე მეტს; ჭამთ ძალიან ცოტას ან გამოტოვებთ კვების დროს.

გამაფრთხილებელი ნიშნები სისხლში შაქრის ძალიან დაბალი შემცველობის დროს - აღნიშნული შეიძლება გამოვლინდეს მოულოდნელად:

თავის ტკივილი; მეტყველების დარღვევა; სწრაფი გულიცემა; ცივი ოფლი; ცივი მკრთალი კანი; შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, ძლიერი შიმშილის შეგრძნება; ტრემორი ან ნერვიულობა ან ღელვა; უჩვეულო დაღლილობის, სისუსტისა და ძილიანობის შეგრძნება; დაბნეულობა; კონცენტრაციის სირთულე; ხანმოკლე ცვლილება მხედველობაში.

რა უნდა გააკეთოთ, თუ სისხლშიგაქვ თ შაქრის ძალიან დაბალი შემცველობა

• მიირთვით გლუკოზის ტაბლეტები ან სხვა წასახემსებელი შაქრის მაღალი შემცველობით, როგორიცაა ტკბილეული, ორცხობილა ან ხილის წვენი (ყოველთვის თან იქონიეთ გლუკოზის ტაბლეტები ან წასახემსებელი შაქრის მაღალი შემცველობით, ყოველი შემთხვევისთვის).

•  გაიზომეთ შაქრის დონე სისხლში, თუ შესაძლებელია და დაისვენეთ. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში შაქრის დონის გაზომვა ერთზე მეტჯერ, რადგან ყველა ბაზალური ინსულინის პროდუქტის მიღების შედეგად სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის გაუმჯობესება შეიძლება შეყოვნდეს.

• დაელოდეთ სანამ სისხლში შაქრის ზედმეტად დაბალი დონის ნიშნები არ გაქრება ან სისხლში შაქრის დონე არ განისაზღვრება. შემდეგ გააგრძელეთ ინსულინის მიღება, ჩვეულებრივად.

რაუნდაგააკეთონსხვებმა,თუ დაკარგავთ გონებას

აცნობეთ ყველას, ვისთანაც დროს ატარებთ, რომ გაქვთ დიაბეტი. უთხარით მათ რა შეიძლება მოხდეს, თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან შეგიმცირდებათ, მათ შორის გონების დაკარგვის რისკის შესახებ.

გააფრთხილეთ რა უნდა გააკეთონ,თუ დაკარგავთ გონებას :

  • გადაგაბრუნონ გვერდზე.
  • დაუყოვნებლივ აღმოგიჩინონ სამედიცინო დახმარება.
  • არ მოგცენ არანაირი საკვები და სასმელი, რადგან შეიძლება დაიხრჩოთ.
  • შეიძლება უფრო სწრაფად მოხვიდეთ გონს გლუკაგონის ინექციით. მისი გაკეთება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, ვინც იცის მისი გამოყენება.
  • თუ გაგიკეთებენ გლუკაგონს, დაგჭირდებათ შაქარი ან შაქრის შემცველი წასახემსებელი, როგორც კი გონზე მოხვალთ.
  • თუ არ რეაგირებთ გლუკაგონის ინექციაზე, მკურნალობა მოგიწევთ საავადმყოფოში.
  • თუ სისხლში შაქრის ქრონიკული დაბალი შემცველობის მკურნალობა არ მოხდება გარკვეული დროის განმავლობაში, აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება. შეიძლება იყოს ხანგრძლივი ან ხანმოკლე. აღნიშნულმა შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

აცნობეთ თქვენს ექიმს თუ:

▶ სისხლში შაქრის შემცველობა ისე შეგიმცირდათ, რომ დაკარგეთ გონება.

▶ დაგჭირდათ გლუკაგონის ინექცია.

▶ ბოლო პერიოდში რამოდენიმეჯერ გქონდათ სისხლში შაქრის ძალიან დაბალი შემცველობა.

ეს იმიტომ ხდება, რომ შეიძლება საჭირო იყოს ინსულინის ინექციების დოზის და დროის, საკვების ან ვარჯიშის ცვლილება.

შაქრის ძალიან მაღალი დონე სისხლში (ჰიპერგლიკემია)

შაქრის ძალიან მაღალი დონე სისხლში შეიძლება გამოვლინდეს, თუ თქვენ:

ჭამთ ჩვეულებრივზე მეტს ან ვარჯიშობთ ნაკლებს; მოიხმართ ალკოჰოლს; გაქვთ ინფექცია ან სიცხე; არ იყენებთ საკმარის ინსულინს; აგრძელებთ ნაკლები ინსულინის გამოყენებას, ვიდრე გჭირდებათ; დაგავიწყდათ ან შეწყვიტეთ ინსულინის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამაფრთხილებელი ნიშნები სისხლში შაქრის ძალიან მაღალი შემცველობის დროს - აღნიშნული ჩვეულებრივ თანდათანობით ვლინდება:

წამოწითლებული, მშრალი კანი; ძილიანობის ან დაღლილობის შეგრძნება; პირის სიმშრალე, ხილის (აცეტონის) სუნი სუნთქვისას; გახშირებული შარდვა, წყურვილის შეგრძნება; მადის დაკარგვა; შეუძლოდ ყოფნა ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა ან ღებინება).

ეს შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული მდგომარეობის ნიშნები, რომელსაც ეწოდება კეტოაციდოზი. ეს არის მჟავის ჩაშენება სისხლში, რადგან სხეული შაქრის ნაცვლად ანადგურებს ცხიმს. თუ არ მოხდება მკურნალობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური კომა და საბოლოოდ სიკვდილი.

რა უნდა გააკეთოთ, თუ სისხლშიგაქვ თ შაქრის ძალიან მაღალი შემცველობა

  • შეამოწმეთ სისხლში შაქრის შემცველობის დონე.
  • შეამოწმეთ თქვენს შარდში კეტონების არსებობა.
  • მიიღეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

5.ტრესიბას® შენახვის პირობები

შეინახეთ აღნიშნული პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მოცემულია კალამის ეტიკეტზე და მუყაოს კოლოფზე „ვარგისინობის ვადის“ შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

პირველი გამოყენების წინ

ინახება მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე). შეინახეთ გამყინავი ელემენტებისგან შორს. არ გაყინოთ. კალამი შეინახეთ თავსახურით სინათლისგან დასაცავად.

პირველი გახსნის შემდეგ ან რეზერვის სახით მოხმარებისას

შეგიძლიათ თან ატაროთ თქვენი ტრესიბას ® წინასწარ შევსებული კალამი (FlexTouch®) და შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 30°C-ზე) ან მაცივარში (2-8°C ტემპერატურაზე)მაქსიმუმ 8 კვირის ხანგრძლივობით.

კალამი ყოველთვის შეინახეთ დაფარებული თავსახურით სინათლისგან დასაცავად.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ მოახდინოთ არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაცია. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

6.შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რასშეიცავს ტრესიბა®

• მოქმედი ნივთიერებაა ინსულინ დეგლუდეკი. ხსნარის ყოველი მლ შეიცავს 100 ერთეულ (ე) ინსულინ დეგლუდეკს. ყოველი წინასწარ შევსებული კალამი (3მლ) შეიცავს 300 ერთეულ (ე) ინსულინ დეგლუდეკს.

• სხვა დამხმარე ნივთიერებებია:გლიცერინი, მეტაკრეზოლი, ფენოლი, თუთიის აცეტატი, ჰიდროქლორიდის მჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის კორექცისითვის) და საინექციო წყალი.

ტრესიბას ®გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

ტრესიბა ® მოცემულია სუფთა და უფერო საინექციო ხსნარის სახით წინასწარ შევსებულ კალამში (300 ერთეული ყოველ 3მლ-ში).

შეფუთვის ზომები 1, 5 და 10 (2x5) 3მლ-იანი წინასწარ შევსებული კალმები. შესაძლებელია შეფუთვის ყველა ზომა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)

მეტი ინფორაცია
რაოდენობა5
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy