ტორასემიდი - Torasemid ააა-ფარმა 200მგ 100 ტაბლეტი

განსაკუთრებული ფასი 154,08 GEL რეგულარული ფასი 192,60 GEL
მარაგშია
SKU
95706_1218

ტორასემიდი არის დიურეზული საშუალება, ანუ მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (შარდმდენი).

ტორასემიდი ააა-ფარმა® 200 მგ ტაბლეტები
ტორასემიდი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
•    საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.
•    დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.
•    მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. დაუშვებელია მისი სხვა პირებისათვის მიცემა. სიმპტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.
•    თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:
1.    რას წარმოადგენს ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები და მათი გამოყენება;
2.    რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღებამდე;
3.    ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღების წესი;
4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5.    ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების შენახვის წესი;
6.    შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

1.    რას წარმოადგენს ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები და მათი გამოყენება 

ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები არის დიურეზული საშუალება, ანუ მედიკამენტი, რომელიც ზრდის შარდის გამოყოფას (შარდმდენი).

ტორსემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობის სამკურნალოდ:
-    თირკმლის ფუნქციის ქრონიკული მძიმე დაქვეითების დროს პრედიალიზის  და დიალიზის სტადიებზე, განსაკუთრებით, თუ ვითარდება შეშუპება, რომელიც გამოწვეულია ქსოვილებში სითხის აკუმულაციით. 

2.    რა უნდა იცოდეს პაციენტმა ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღებამდე

დაუშვებელია ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღება:
•    თუ პაციენტი ალერგიულია ტორასემიდის ან მე-6 პარაგრაფში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ;
•    თუ პაციენტი ალერგიულია სტრუქტურულად მსგავსი პრეპარატების (ე.წ. სულფონილშარდოვანების) მიმართ, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მაღალი დონის სამკურნალოდ (მაგ.: ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი);
•    თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის უკმარისობა შარდის არასაკმარისი წარმოქმნით;
•    თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაავადება, რასაც თან ახლავს ცნობიერების დაკარგვა;
•    თუ პაციენტს აღენიშნება დაბალი სისხლის წნევა (ჰიპოტენზია);
•    თუ პაციენტს აღენიშნება სისხლის მოცულობის შემცირება;
•    თუ პაციენტს აღენიშნება ნატრიუმის ან კალიუმის დაქვეითებული დონე სისხლში;
•    თუ პაციენტს აღენიშნება შარდის ნაკადის მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც მაგალითად, გამოწვეულია პროსტატის ჯირკვლის გადიდებით;
•    თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ნორმალური ან ზომიერად დაქვეითებული ფუნქცია;
•    ძუძუთი კვების დროს;
•    თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა;
•    თუ პაციენტს არარეგულარული გულისცემა აქვს;
•    თუ პაციენტი იღებს გარკვეულ მედიკამენტებს, ე.წ. “ამინოგლიკოზიდებს” ან “ცეფალოსპორინებს” (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ) - იხ. პარაგრაფი “ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღება სხვა მედიკამენტებთან ერთად”;
•    თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია, რომელიც გამოწვეულია თირკმელების დამაზიანებელი სამკურნალო პროდუქტების მიღების გამო. 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს:
-    მჟავებისა და ტუტეების რაოდენობის პათოლოგიური ცვლილებები ორგანიზმში;
-    სისხლის უჯრედების რაოდენობის პათოლოგიური ცვლილებები;
-    კრეატინინის კლირენსი 20 მლ - 30 მლ წუთში და/ან შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 3.5 მგ/დლ - 6 მგ/დლ;
-    შარდის ნაკადის დარღვევა.

ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს მკურნალი ექიმი რეგულარულად შეამოწმებს სისხლის დონეს, განსაკუთრებით თუ პაციენტი იღებს სხვა მედიკამენტებს, აქვს დიაბეტი ან აღენიშნება არითმია.

ბავშვები 
ტორასემიდი არ უნდა იქნეს გამოყენებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დოპინგის სახით ბოროტად გამოყენების შედეგები
ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოპინგის კონტროლის ტესტის დადებითი შედეგი. დოპინგის სახით ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების ბოროტად გამოყენებისას შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ჯანმრთელობაზე მისი შედეგები. არ შეიძლება გამოირიცხოს სერიოზული ჯანმრთელობის რისკები. 

ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება
მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს მიიღოს ნებისმიერი მედიკამენტი. 

ქვემოთ ჩამოთვლილმა მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების ეფექტზე ან მათზე იქონიოს გავლენა ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტებმა:
•    ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტები, განსაკუთრებით აგფ ინჰიბიტორები (მაგ.: ენალაპრილი, კაპტოპრილი); 
•    მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებენ გულის გადატუმბვის უნარს როგორიცაა დიგიტოქსინი, დიგოქსინი ან მეთილდიგოქსინი;
•    მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ;
•    პრობენეციდი, გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ;
•    მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთებისა და ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა: აცეტილსალიცილის მჟავა ან ინდომეტაცინი;
•    სულფასალაზინი, მესალაზინი ან ოლსალაზინი - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ნაწლავების ქრონიკული ანთებითი დაავადების სამკურნალოდ;
•    მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: ცეფიქსიმი, ცეფუროქსიმი, ცეფაკლორი, ცეფალექსინი, ცეფადროქსილი, ცეფპოდოქსიმი, პროქსეტილი, კანამიცინი, ნეომიცინი, გენტამიცინი, ამიკაცინი ან ტობრამიცინი;
•    ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ);
•    ლითიუმი  - გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ;
•    თეოფილინი  - გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ;
•    მიორელაქსანტები, რომელთა აქტიური ნივთიერებების სახელწოდება მთავრდება „კურონიუმ“-ით ან „კურიუმ“-ით;
•    ყაბზობის სამკურნალო ყველა მედიკამენტი;
•    კორტიზონის შემცველი მედიკამენტები, როგორიცაა: ჰიდროკორტიზონი, პრედნიზონი ან პრედნიზოლონი;
•    ქოლესტირამინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებლად);
•    ადრენალინი ან ნორადრენალინი (გამოიყენება სისხლის წნევის გასაზრდელად);
•    ვარფარინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება სისხლის თრომბოზის სამკურნალოდ).

ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
ტაბლეტები არ უნდა იქნეს მიღებული ალკოჰოლთან ერთად.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება
ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში, მედიკამენტის მიღებამდე, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ფეხმძიმობა
ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები ფეხმძიმობის დროს მიღებულ უნდა იქნეს მხოლოდ აბსოლუტური ჩვენების დროს. გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ უმცირესი ეფექტური დოზა.

ძუძუთი კვება
ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნეს გამოყენებული ძუძუთი კვების დროს, რადგან შეიძლება საზიანო იყოს ბავშვისათვის. 

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა
ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღებისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა ან გაბრუება, განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას და პრეპარატის შეცვლის ან დამატებითი მედიკამენტის მიღების დაწყების, ან ალკოჰოლთან ერთად მიღების დროს. თუ ქვეითდება ყურადღების კონცენტრაცია, პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი ან სხვა მექანიზმები.

ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები შეიცავს ნატრიუმს
ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად „ნატრიუმისაგან თავისუფალია“. 

3.    ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია. 

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისათვის, მოზარდებისა და ხანდაზმული პაციენტებისათვის არის:
•    1/4 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანდათანობით გაზარდოს დოზა 1 ტაბლეტამდე დღეში.
დოზა ინიშნება ინდივიდუალურად, თირკმლის უკმარისობის სიმძიმის მიხედვით.
მკურნალობა უნდა დაიწყოს ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ 1/4 ტაბლეტით დღეში (შეესაბამება 50 მგ ტორასემიდს). თუ შარდის გამოყოფა არასაკმარისია დოზა შეიძლება გაიზარდოს ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ 1/2 ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 100 მგ ტორასემიდს) მაქსიმუმ ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ 1 ტაბლეტამდე დღეში (შეესაბამება 200 მგ ტორასემიდს).

ტაბლეტის გაყოფა
ტაბლეტები მარტივად შეიძლება გაიყოს ორ ან ოთხ ნაწილად ჯვარედინი გამყოფი ხაზების საშუალებით, რაც განაპირობებს დოზის შერჩევას პაციენტის საჭიროების მიხედვით.   
ტაბლეტი უნდა მოთავსდეს მყარ ზედაპირზე, ცერა თითებით უნდა მოხდეს ზეწოლა გამყოფი ხაზიდან მარცხენა და მარჯვენა მხარეს, რაც უზრუნველყოფს საჭირო გაყოფას. 

ასევე ხელმისაწვდომია ტორასემიდი ააა-ფარმა ტაბლეტები აქტიური ნივთიერების უფრო დაბალი  შემცვველობით. 

ღვიძლის ფუნქციის ნაკლებად მძიმე დარღვევის მქონე პაციენტები
მკურნალი ექიმი მოახდენს მკურნალობის ყურადღებით მონიტორინგს, რადგან სისხლში შეიძლება მოიმატოს ტორასემიდის დონემ. 

ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია არ არის საჭირო

ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენება
12 წლამდე ასაკის ბავშვებში თერაპიის არასაკმარისი გამოცდილების გამო ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები არ უნდა იქნეს გამოყენებული. 

მიღების მეთოდი
ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს ყოველ დილით, კვებისგან დამოუკიდებლად, დაღეჭვის გარეშე 100 მლ წყლის (შეესაბამება 1/2 ჭიქას) მიყოლებით. 

ტაბლეტები შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

მიღების ხანგრძლივობა
მედიკამენტით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღება შეიძლება გაგრძელდეს უწტყვეტად რამდენიმე წლის განმავლობაში ან სანამ არ ალაგდება ქსოვილებში სითხის დაგროვება. 

ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების დოზის გადაჭარბებისას
საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.

დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი რაოდენობით წყლის (შარდის) გამოყოფა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, სისუსტე, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაცემა, ცირკულატორული კოლაფსი და კუჭის პრობლემები. 

ექიმთან მიმართვისას პაციენტმა თან უნდა იქონიოს დარჩენილი ტაბლეტები, ასევე კოლოფი, რათა ადვილად მოხდეს მიღებული ტაბლეტების იდენტიფიცირება. 

ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების მიღების დავიწყებისას
გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე იმავე დღეს ან შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს მეორე დღეს, ჩვეულ დროს. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ. 

ტორასემიდი ააა-ფარმა  200 მგ ტაბლეტების მიღების შეწყვეტისას
ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტებით მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ეს შეიძლება საზიანო იყოს პაციენტებისათვის და დააქვეითოს მკურნალობის ეფექტი.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4.    შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სიხშირის მიხედვით:

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
•    ორგანიზმში წყლისა და მინერალური მარილების შემცველობის დარღვევა, განსაკუთრებით, როცა მარილების მიღება მნიშვნელოვნად შეზღუდულია;
•    ჭარბი ტუტიანობა ორგანიზმში;
•    კუნთების სპაზმები, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში;
•    შარდმჟავას, შაქრისა და ცხიმების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტერინი) მომატება სისხლში;
•    კალიუმის და ნატრიუმის დაქვეითებული დონე სისხლში;
•    სისხლის მოცულობის შემცირება;
•    კუჭის და/ან ნაწლავის პრობლემები ჩივილებით, როგორიცაა: მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა;
•    ღვიძლის გარკვეული ფერმენტების დონის მომატება, როგორიცაა გამა-გტ;
•    თავის ტკივილი;
•    თავბრუსხვევა;
•    დაღლილობა;
•    სისუსტე. 

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
•    სისხლში შარდოვანას და კრეატინინის კონცენტრაციების მომატება;
•    პირის სიმშრალე;
•    ხელებსა და ფეხებში დაბუჟებისა და ჩხვლეტის  შეგრძნება;
•    შარდვის გაძნელება (მაგ.: პროსტატის ჰიპერპლაზიის გამო).

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)
•    სისხლის გასქელების შედეგად სისხლძარღვების შევიწროება ან დახშობა; 
•    ნორმასთან შედარებით სისხლის წნევის დაქვეითება;
•    ცირკულაციური პრობლემები, განსაკუთრებით წამოდგომისას;
•    არარეგულარული გულისცემა;
•    სტენოკარდია (მდგომარეობა, რომელიც ხშირად ხასიათდება მკერდში ძლიერი ტკივილით);
•    მიოკარდიუმის ინფარქტი; 
•    გულისწასვლა;
•    პანკრეასის ანთება;
•    ალერგიული რეაქციები ქავილითა და კანზე გამონაყარით;
•    მზის სინათლეზე კანის მომატებული მგრძნობელობა;
•    კანის მძიმე რეაქციები;
•    ერითროციტების, ლეიკოციტებისა და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება სისხლში;
•    მხედველობის დაზიანება;
•    ყურებში ხმაური ან წუილი; 
•    სმენის დაკარგვა.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)
•    თავის ტვინში სისხლის ნაკადის დაქვეითება;
•    ცნობიერების დაბინდვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5.    ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება მუყაოს კოლოფზე/კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს ფარმაცევტული პროდუქტი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში (არ შეიძლება გადაგდება ტუალეტში ან წყლის ნიჟარაში).  გამოუყენებელი მედიკამენტების გადასაგდებად საჭიროა ფარმაცევტთან კონსულტაცია. 

6.    შეფუთის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტები
აქტიური ნივთიერებაა ტორასემიდი. 1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ ტორასემიდს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ცელულოზის ფხვნილი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (Ph.Eur)  [მცენარეული].

ტორასემიდი ააა-ფარმა 200 მგ ტაბლეტების ფორმა და შეფუთვის შემცველობა
თეთრი ფერის, მრგვალი ტაბლეტები გამყოფი ხაზით 
ბისტერული შეფუთვა - 30, 50, და 100 ტაბლეტი.
ჰოსპიტალური შეფუთვა - 30 ტაბლეტი.

ყველა შეფუთვა ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მეტი ინფორაცია
Units100
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy