ტენზიპრილი - Tenzipril H 5მგ+25მგ 30 ტაბლეტი
ჩვენება: ამცირებს არტერიულ წნევას.
ტენზიპრილი H (Tenzipril H) 5მგ/25მგ ტაბლეტები
რამიპრილი/ჰიდროქლოროთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
· შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
· დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
· აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
· ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს. იხილეთ ქვეთავი 4 .
შინაარსი:
1) რა არის ტენზიპრილი H და რა დროს გამოიყენება
2) რა უნდა იცოდეთ ტენზიპრილი H მიღებამდე
3) ტენზიპრილი H მიღების წესი
4) მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5) ტენზიპრილი H-ის შენახვის პირობები
6) შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ტენზიპრილი H და რა დროს გამოიყენება
ტენზიპრილი H წარმოადგენს ორი ნივთიერების რამიპრილისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას.
რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს. იგი
- ამცირებს არტერიულ წნევას;
- აფართოებს და ადუნებს სისხლძარღვებს;
- აადვილებს გულის მიერ სისხლისგადატყორცნას მთელ ორგანიზმში.
ჰიდროქლოროთიაზიდი მიეკუთვნება თიაზიდური დიურეტიკების ან შარდმდენების მედიკამენტების ჯგუფს. იგი ასტიმულირებს წყლის(შარდის) გამოყოფას და ასევე ამცირებს არტერიულ წნევას.
ტენზიპრილი H გამოიყენება მოზრდილებში მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ. ორი აქტიური ნივთიერების კომბინაცია უზრუნველყოფს მაღალი არტერიული წნევის დაწევას. ისინი გამოიყენება ერთად, როდესაც ერთი მათგანით მკურნალობას შედეგი არ აქვს.
ასევე, იხილეთ :Hartil D - ჰარტილი D 5/25მგ 28 ტაბლეტი
2. რა უნდა იცოდეთ ტენზიპრილი H მიღებამდე
არ მიიღოთ ტენზიპრილი H:
· თუ ხართ ალერგიული რამიპრილის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია ქვეთავში 6).
· თუ ხართ ალერგიული ტენზიპრილი H-ის მსგავსი პრეპარატების (სხვა აგფ ინჰიბიტორები ან სულფონამიდების ჯგუფის პრეპარატები)მიმართ.
· ალერგიული რეაქციის სიმპტომებია: გამონაყარი, ყლაპვასთან ან სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, ტუჩების, სახის, ყელის ან ენის შეშუპება.
· თუ ოდესმე გქონდათ ანგიონევროტული შეშუპება, რომლის სიმპტომებსაც წარმოადგენს: ქავილი,გამონაყარი (ურტიკარია), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებსა და ყელზე, ყელის და ენის შეშუპება, ტუჩების და თვალების გარშემო შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
· თუ იმყოფებით დიალიზზე ან იტარებთ სისხლის ნებისმიერ სხვა ფილტრაციას. იმის მიხედვით თუ რომელ აპარატს იყენებთ, ტენზიპრილი H შეიძლება არ გამოგადგეთ.
• თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
· თუ აღგენიშნებათ სისხლში კალციუმის, კალიუმის, ნატრიუმის რაოდენობის დარღვევა.
· თუ გაწუხებთ თირკმელთან დაკავშირებული დაავადებები, რომელთა დროსაც თირკმელების სისხლით ირიგაცია დაქვეითებულია (თირკმლის არტერიის სტენოზი).
· თუ გაწუხებთ თირკმელთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები და არ იმყოფებით დიალიზზე.
· თუ თქვენი ორსულობის ხანგრძლივობა 6 თვეზე მეტია (იხ. ქვემოთ პუნქტი “ორსულობა და ძუძუთი კვება”).
· თუ იმყოფებით ლაქტაციის პერიოდში (იხ. ქვემოთ პუნქტი “ორსულობა და ძუძუთი კვება”).
· თუ აღგენიშნებათ დიაბეტი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა და ღებულობთ ალისკირენის შემცველ არტერიული წნევის დამწევ საშუალებებს.
თუ აღნიშნულთაგან რომელიმე აღგენიშნებათ, ტენზიპრილი H-ის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
ტენზიპრილი H-ის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
• თუ გაწუხებთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები.
· თუ თქვენ დაკარგეთ დიდი რაოდენობით სითხე ან მარილი ორგანიზმიდან, აღგენიშნებოდათ გულისრევა (ღებინება), დიარეა, მოჭარბებული ოფლიანობა, იმყოფებით დიეტაზე მარილის შეზღუდვით, დიდი ხნის განმავლობაში იღებთ დიურეტიკებს (შარდმდენებს)ან იკეთებთ დიალიზს.
· თუ უნდა გაიაროთ ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენის მკურნალობა ალერგიული რეაქციის შესამცირებლად (დესენსიბილიზაცია).
· თუ გჭირდებათ ანესთეტიკის მიღება ოპერაციის ან სტომატოლოგიური პროცედურის წინ. აუცილებელია შეწყვიტოთ ტენზიპრილი H-ით მკურნალობა საჭირო ოპერაციამდე ერთი დღით ადრე; გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
· თუ სისხლში კალიუმის კონცენტრაცია მაღალი გაქვთ (დადგენილია სისხლის ანალიზით).
· თუ გაქვთ კოლაგენური დაავადება, მაგალითად, სკლეროდერმია ან სისტემური ერითემატოზული მგლურა.
· თუ ხართ ფერადკანიანი, აღნიშნული მედიკამენტის მიღება ნაკლებ ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევას და ავლენს მეტ გვერდით მოვლენებს.
• თუ აღგენიშნებათ ძალიან მაღალი არტერიული წნევა.
· აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შესაძლებელია დაორსულდეთ). რეკომენდირებული არაა ტენზიპრილი H -ის მიღება ორსულობის პირველი 3 თვის პერიოდში, ასევე უკუნაჩვენებია ორსულობის პირველი 3 თვის შემდეგაც, რადგანაც მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სერიოზული დაზიანება თუ მიიღებთ მოცემულ პერიოდში ( იხ. პუნქტი “ორსულობა და ლაქტაცია“).
· აქტიურმა ნივთიერებამ ჰიდროქლოროთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს უჩვეულო რეაქცია, რასაც მოჰყვება მხედველობის დაქვეითება და თვალების ტკივილი. აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს თვალშიდა წნევის მატების სიმპტომებს და შეიძლება განვითარდეს ტენზიპრილი H -ის მიღებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მუდმივი მხედველობის დაქვეითება.
· ტენზიპრილი H -ის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ანგიონევროტული შეშუპება, რომლის სიმპტომებსაც წარმოადგენს: ხელების, სახის, პირის, ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
· თუ განვითარდა პერსისტენტული მშრალი ხველა, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
· ტენზიპრილი H -მა შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობელობის რეაქციები.
• თუ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებებს:
- ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (ARB) (ცნობილი ასევე როგორც „სარტანები“ – მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები დიაბეტის გამო;
- ალისკირენი.
· თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ მედიკამენტებს, ანგიოედემას (ხორხის არეში კანქვეშა ქსოვილების შეშუპება) რისკი იზრდება:
- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა mTOR ინჰიბიტორების კლასის საშუალებები (გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად).
მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად დაგინიშნოთ ანალიზის გაკეთება თირკმელების ფუნქციონირების, სისხლის წნევისა და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობის შესამოწმებლად.
ასევე იხილეთ ქვეთავი „არ მიიღოთ ტენზიპრილი H“.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აღგენიშნებათ, ტენზიპრილი H-ის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
ბავშვები და მოზარდები
ტენზიპრილი H -ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში , რადგანაც ტენზიპრილი H არ გამოყენებულა აღნიშნული ასაკის პაციენტებში.
ტენზიპრილი H -ის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს , თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტო პრეპარატები (მცენარეული პრეპარატების ჩათვლით).
აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ტენზიპრილი H -მა შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების მოქმედებაზე. ასევე ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება იმოქმედოს ტენზიპრილი H-ის მოქმედებაზე.
შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს. მათ შეუძლიათ იმოქმედონ ტენზიპრილი H -ის ეფექტურობაზე: ესენია:
· ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო საშულებები (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშულებები (NSAIDs)), როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი).
· პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის, გულის უკმარისობის, ბრონქული ასთმის და ალერგიის დროს, როგორიცა ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი. აუცილებელია, რომ მკურნალმა ექიმმა შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს. მათ შეუძლიათ გაზარდონ უკურეაქციის რისკი, თუ მათ მივიღებთ ტენზიპრილი H -თან ერთად:
· ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგო საშულებები (მაგალითად, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშულებები (NSAIDs)), როგორიცაა იბუპროფენი ან ინდომეტაცინი და ასპირინი).
· პრეპარატები,რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლში კალიუმის დონის დაწევას. ეს მედიკამენტებია: კონსტიპაციის სამკურნალო საშუალებები, დიურეტიკები (შარდმდენები), ამფოტერიცინი B (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების დროს) და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი (ACTH) (გამოიყენება თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის გამოსაკვლევად).
• კიბოს სამკურნალო საშუალებები ( ქიმიოთერაპია).
· პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის პრობლემების, გულისცემის პრობლემების სამკურნალოდ.
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა ციკლოსპორინი.
• დიურეტიკები (შარდმდენები), როგორიცაა ფუროსემიდი.
· მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში კალიუმის დონის მომატებას, როგორიცაა სპირონოლაქტონი,ტრიამტერინი, ამილორიდი.
· სხვა მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში კალიუმის დონის მომატებას:
- კალიუმის მარილი
- ჰეპარინი (სისხლის გამათხელებელი საშუალება)
- ტრიმეთოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი, იგივე ტრიმეტოპრიმი/ სულფამეტაქსაზოლი ( ბაქტერიით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ)
· ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული მედიკამენტები , როგორიცაა პრედნიზოლონი.
• კალციუმის დანამატები.
· ალოპურინოლი (სისხლში შარდმჟავას დონის დასაწევად).
• პროკაინამიდი (გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ).
· კოლესტირამინი (გამოიყენება სისხლში ცხიმების დონის დასაწევად).
• კარბამაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება).
• ტემსიროლიმუსი ( კიბოს სამკურნალო საშუალება).
· მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა mTOR ინჰიბიტორების კლასის საშუალებები). იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს. ტენზიპრილი H -მა შეიძლება იმოქმედოს მათ ეფექტურობაზე:
· პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიცაა ინსულინი და პერორალური წამლები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის კონცენტრაციის შესამცირებლად. ტენზიპრილი H -მა შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის რაოდენობა. მიაქციეთ ყურადღება სისხლში შაქრის დონეს ტენზიპრილი H -ით მკურნალობის პროცესში.
· ლითიუმი (ფსიქიური დაავადებებისთვის). ტენზიპრილი H -მა შეიძლება გაზარდოს ლითიუმის რაოდენობა სისხლში. ამიტომაც აუცილებელია, რომ ექიმი ყურადღებით აკვირდებოდეს სისხლში ლითიუმის კონცენტრაციას.
- კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები.
- ქვინინი (მალარიის სამკურნალო საშუალება)
- იოდის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება როდესაც იკეთებთ სკანირებას ან რენტგენის გამოკვლევას საავადმყოფოში.
- პენიცილინი (ინფექციების დროს)
- სისხლის გამათხელებელი საშუალებები (ორალური ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი .
- ვილდაგლიპტინი (ტიპი 2 დიაბეტის დროს)
აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ იღებთ რომელიმე შემდეგ პრეპარატს. ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები:
· თუ ღებულობთ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (ARB) ან ალისკირენს (იხილეთ პუნქტები „არ მიიღოთ ტენზიპრილი H“ და „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“)
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე აღგენიშნებათ, ტენზიპრილი H-ის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
გამოკვლევები
მედიკამენტის მიღებამდე ექიმს აცნობეთ , თუ:
· იტარებთ პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევას. ტენზიპრილი H-მა შეიძლება იქონიოს გავლენა ტესტის შედეგებზე.
· ხართ სპორტსმენი და იტარებთ დოპინგ-ტესტს. ტენზიპრილი H-მა შეიძლება დადებითი პასუხი აჩვენოს.
ტენზიპრილი H-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ალკოჰოლის მიღებამ ტენზიპრილი H-ით მკურნალობის დროს შეიძლება გამოიწვიოს თრობა ან გაბრუება. თუ თქვენ ღელავთ იმის გამო, თუ რა რაოდენობის ალკოჰოლი შეიძლება მიიღოთ ტენზიპრილი H-ით მკურნალობის დროს, გაესაუბრეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რადგანაც არტერიული წნევის დამწევი პრეპარატებისა და ალკოჰოლის ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადიტიური ეფექტი.
ტენზიპრილი H -ის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე.
რეკომენდირებული არაა ტენზიპრილი H -ის მიღება ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში, ასევე უკუნაჩვენებია მისი გამოყენება, ორსულობის 13 კვირის შემდგომ, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის სერიოზული დაზიანება.
იმ შემთხვევაში, თუ ტენზიპრილი H -ის მიღებისას დაორსულდით, დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს. წინასწარ დაგეგმილი ორსულობის დროს უნდა განხორციელდეს შესაბამისი ალტერნატიული მკურნალობა.
არ მიიღოთ ტენზიპრილი H ლაქტაციის პერიოდში.
აღნიშნული მედიკამენტის მიღებამდე გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
ჰიდროქლოროთიაზიდი
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე. როგორც წესი, ექიმი გირჩევთ მიიღოთ სხვა პრეპარატი ტენზიპრილი H -ის ნაცვლად, ვინაიდან ტენზიპრილი H -ის მიღება არ არის რეკომენდირებული ორსულობის დროს. ეს იმიტომ, რომ ტენზიპრილი H გადაკვეთს პლაცენტას და მისმა გამოყენებამ ორსულობის სამი თვის შემდეგ შეიძლება დააზიანოს ნაყოფი.
ავტომობილისა ან სხვა მექანიზმების მართვა
ტენზიპრილი H -ით მკურნალობის დროს თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა. უფრო ხშირად ეს შეიძლება მოხდეს მკურნალობის დაწყების ან პრეპარატის დიდი დოზით მიღების დროს. თუ ეს მოხდა, არ მიუჯდეთ ავტომობილის საჭეს და არ გამოიყენოთ სხვადასხვა მექანიზმები ან ინსტრუმენტები.
ტენზიპრილი H შეიცავს ლაქტოზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, აღნიშნული პრეპარატისმიღებამდე მიმართეთ ექიმს.
3. ტენზიპრილი H -ის მიღების წესი
აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მედიკამენტის მიღება
· პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ერთსა და იმავე დროს ყოველდღიურად, ჩვეულებრივ დილით.
• ტაბლეტები მთლიანად გადაყლაპეთ და სითხე მიაყოლეთ.
· არ დაფხვნათ ან არ დაღეჭოთ ტაბლეტები.
რეკომენდირებული დოზა
მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის უცილებელ დოზას არტერიული წნევის გაზომვის შემდეგ.
ხანდაზმულები
ექიმი შეამცირებს საწყის დოზას და მკურნალობა მოხდება უფრო ნელა.
დოზის გადაჭარბება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიაკითხეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას. თან იქონიეთ მედიკამენტიც.
დოზის გამოტოვება
თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივად.
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას კომპენსაციის მიზნით.
აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შემდეგი გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხევვაში შეწყვიტეთ ტენზიპრილი H-ის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს:
· სახის, ტუჩების და ყელის შეშუპება, რაც ართულებს სუნთქვას და ყლაპვას, ასევე კანის ქავილი და გამონაყარი. ეს შესაძლოა იყოს ტენზიპრილი H -ის მიმართ მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშანი.
· მძიმე რეაქციები კანზე, მათ შორის პირის ღრუში წყლულები, ადრე არსებული კანის დაავადებების გამწვავება, გაწითლება, ვეზიკულები ან კანის აქერცვლა (მაგალითად სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ეპიდერმული ტოკსიკური ნეკროლიზი ან პოლიმორფული ერითემა)
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ:
· გაქვთ გულისცემის გაძლიერება, ძლიერი ან არარეგულარული გულისცემა, ტკივილები გულმკერდის არეში, გულის არეში მოჭერის შეგრძნება ან უფრო მძიმე დარღვევები, მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის ჩათვლით.
· ქოშინი ან ხველა, რომელიც გრძელდება 2-3 დღე. ეს შესაძლოა იყოს ფილტვებში არსებული პრობლემების ნიშანი.
· მსუბუქი დარტყმის შედეგად ჩალურჯებების უფრო სწრაფი გამოვლინება, ხანგრძლივი სისხლდენა, სისხლდენის ნებისმიერი ნიშანი (მაგალითად ღრძილებიდან სისხლდენა ), გამონაყარი კანზე წითელი ლაქების სახით ან ინფექციის უფრო სწრაფი განვითარება ჩვეულებრივთან შედარებით, ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება, გონების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან ფერმკრთალი კანი. ეს დარღვევები შესაძლოა იყოს სისხლში ან ძვლის ტვინში არსებული პრობლემების ნიშანი.
· კუჭის ძლიერი ტკივილები, რომელიც გადაეცემა ზურგის არეში. ეს შესაძლოა იყოს პანკრეატიტის ნიშანი (პანკრეასის ანთება).
· მაღალი ტემპერატურა, კანკალი, დაღლილობა, მადის დაკარგვა, კუჭის ტკივილი, ღებინება, კანის და თვალების სკლერების ყვითელი შეფერილობა. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშანი, მაგალითად ჰეპატიტის (ღვიძლის ანთება) ან ღვიძლის დაზიანება.
სხვა გვერდითი მოვლენებია:
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ რომელიმე უკურეაქცია რთულდება ან გრძელდება ორ დღეზე მეტ ხანს.
ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):
- თავის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება
- თავბრუსხვევის შეგრძნება. ეს სიმპტომი აღინიშნება ტენზიპრილი H-ით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდის შემთხვევაში.
- მშრალი ხველა ან ბრონქიტი.
- სისხლის ანალიზი, რომელიც აჩვენებს სისხლში ნორმაზე მეტ შაქრის კონცენტრაციას. დიაბეტის შემთხვევაში მოსალოდნელია დიაბეტის გამწვავება.
- სისხლის ანალიზი, რომელიც აჩვენებს სისხლში ნორმაზე მეტ შარდმჟავას კონცენტრაციას.
- სახსრების ტკივილი, სიწითლე და შეშუპება.
არახშირი( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):
- გამონაყარი კანზე
- სახის უეცარი გაწითლება, გულის წასვლა, ჰიპოთენზია (დაბალი არტერიული წნევა ) განსაკუთრებით სწრაფად ადგომის ან დაჯდომის დროს.
- წონასწორობის დარღვევა (თავბრუსხვევა).
- ქავილი და უჩვეულო შეგრძნებები კანის დონეზე, მაგალითად გაბუჟება, გაჟრჟოლება, ჩხვლეტა, წვა (პარესთეზია).
- უნებლიე კანკალი
- ფსორიაზი
- გემოვნების დაკარგვა ან შეცვლა.
- ძილის დარღვევა.
- დეპრესია, მოუსვენრობის, ნევროზულობის შეგრძნება უფრო გამოხატულია, ვიდრე ჩვეულებრივ.
- ცხვირის შეგუბება, სინუსების ანთება (სინუსიტი),ჰაერის უკმარისობა.
- ღრძილების ანთება (გინგივიტი), პირის ღრუს შეშუპება.
- თვალების სიწითლე, ქავილი, შეშუპება
- ყურებში ხმაური
- მხედველობის დაბინდვა
- თმის ცვენა
- ტკივილი გულმკერდის არეში
- კუნთების ტკივილი
- კონსიპაცია, კუჭის ან ნაწლავების ტკივილი
- დისპესია ან გულისრევა
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევები
- დღის განმავლობაში ჩვეულებრივთან შედარებით დიდი რაოდენობით სითხის (შარდის) გამოყოფა.
- თირკმელთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის თირკმლის უკმარისობა (სიმპტომები: ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი და შარდის რაოდენობის შემცირება).
- მომატებული ოფლიანობა ან წყურვილის შეგრძნება
- მადის დაკარგვა ან დაქვეითება (ანორექსია).
- მოამტებული ან არარეგულარული გულის ცემა.
- ფეხებისა და ხელების შეშუპება. ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ თქვენი ორგანიზმი იკავებს ჩვეულებრივზე მეტ წყალს.
- მაღალი ტემპერატურა
- სექსუალური დისფუნქცია
- ნაღვლის ბუშტის ანთება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, გულისრევა)
- სისხლის ანალიზის მიხედვით სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების ან ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება.
- სისხლის ანალიზის მიხედვით ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ან თირკმელების ფუნქციის ცვლილებები.
- სისხლის ანალიზის მიხედვით სისხლში კალიუმის დონის შემცირება .
ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10 000- დან 1 პაციენტში ):
- გულისრევა, დიარეა ან გულძმარვა
- წყლულები პირის ღრუში
- წითელი შეშუპებული ენა ან პირის სიმშრალე.
- სისხლის ანალიზის მიხედვით სისხლში კალიუმის დონის მატება .
უცნობი (სიხშირე ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე ):
• კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა, კუნთების სპაზმი, კონფუზია და კრუნჩხვები, რაც განპირობებულია ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) შეუსაბამო სეკრეციით. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისთანავე დაუკავშირდით ექიმს.
• კონცენტრირების გაძნელება, შფოთვა, კონფუზია
• როცა გცივათ ხელისა და ფეხის თითების ფერის შეცვლა და შემდეგ ჩხვლეტისა ან ტკივილის შეგრძნება, როცა იწყებთ გათბობას (რეინაუდის ფენომენი).
- მამაკაცებში მკერდის გადიდება
- სისხლის კოლტები
- სმენის დარღვევა
- თვალების თეთრი შეფერილობა
- მხედველობის დაქვეითება და თვალების ტკივილი (მწვავე თვალის დახურულკუთხოვანი გლაუკომის ნიშნები)
- დეჰიდრატაცია
· ლოყის არეში შეშუპება, ტკივილი და სიწითლე (სანერწყვე ჯირკვლის ანთება )
· ნაწლავების შეშუპება “ნაწლავების ანგიოედემა”, რომელიც ვლინდება ისეთი სიმპტომების სახით, როგორიცაა: ტკივილი მუცლის ღრუში, ღებინება და ფაღარათი.
- მომატებული მგრძნობელობა
· კანის აქერცვლა, ქავილი, გამონაყარი ან კანის სხვა რეაქციები, მაგალითად: სახესა და შუბლზე წითელი გამონაყარი.
- კანზე გამონაყარი ან სისხლჩაქცევები
- ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება
· სისტემური წითელი მგლურა (SLE),რაც იწვევს სახსრების ტკივილს,კანზე გამონაყარს და ცხელებას.
- ლაქები კანზე და სიცივე კიდურებში
· ფრჩხილებთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, ფრჩხილის ბალიშიდან ფრჩხილის ფირფიტის მოცილება).
- ძვალ–კუნთოვანი სისტემის რიგიდულობა ან ტეტანია
- კუნთების სისუსტე ან სპაზმი
- ორივე სქესში ლიბიდოს დაქვეითება
· სისხლი შარდში. აღნიშნული შეიძლება წარმოადგენდეს თირკმლის პრობლემის ნიშანს (ინტერსტიციული ნეფრიტი).
- შარდში შაქრის მომატებული კონცენტრაცია
- სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (ეოზინოფილია)
- სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობრივი შემცირება (პანციტოპენია )
- სისხლში ნატრიუმის, ქლორიდის და მაგნიუმის დონის შემცირება
- სისხლში კალციუმის მომატებული ოდენობა
- შენელებული ან დაქვეითებული რეაქციები
- ყნოსვის დარღვევა
- გაძნელებული სუნთქვა ან ასთმის გაუარესება.
ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ საქართველოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.
5. ტენზიპრილი H -ის შენახვის პირობები
აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლის და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში.
შეინახეთ 250C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ აღნიშნული პრეპარატი კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.
მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია
რასშეიცავს ტენზიპრილი H:
• აქტიური ნივთიერება არის რამიპრილი და ჰიდროქლოროთიაზიდი
· სხვა ინგრედიენტებია: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პრეჟელატინებული სახამებელი, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
ტენზიპრილი H -ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ტენზიპრილი H 2.5მგ/12.5მგ: თეთრი, კრემისფერი, კაფსულის ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, ცალ მხარეს ჭდით. ამოტვიფრულია „12.5“. შესაძლებელია ტაბლეტების შუაზე გაყოფა.
ტენზიპრილი H 5მგ/25მგ: თეთრი, კრემისფერი, კაფსულის ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები, ცალ მხარეს ჭდით და ჩამოთლილი კიდეებით. ამოტვიფრულია „25“. შესაძლებელია ტაბლეტების შუაზე გაყოფა.
შეფუთვაში 30 ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
რაოდენობა | 30 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account