Supralgon - სუპრალგონი 20მგ/მლ 1მლ 10 ამპულა
გენერიული დასახელება :
Chloropyramine
შემადგენლობა :
ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს 20 მგ ქლოროპირამინის ჰიდროქლორიდს
დამხმარე ნივთიერებები : საინექციო წყალი .
ფორმა :
საინექციო ხსნარი ამპულებში .
ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
ანტიჰისტამინური , ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება
ATC - კოდი : B R06 AC03
ფარმაკოლოგიური თვისებები :
პრეპარატი წარმოადგენს ანტიჰისტამინურ საშუალებას . მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ჰისტამინური H1 -რეცეპტორის ბლოკირებაში . სისხლის პლაზმაში გამონთავისუფლებული ჰისტამინი ვერ მოქმედებს H1 - რეცეპტორზედა მცირდება ჰისტამინური ეფექტი - ალერგიული რეაქცია .
პრეპარატი თრგუნავს ალერგიული რეაქციების განვითარებას და ასუსტებს მათ მიმდინარეობას ; ავლენს ქავილისსაწინააღმდეგო , სედატიურ და საძილე მოქმედებას . გააჩნია ზომიერად გამოხატული პერიფერიული ქოლინოლიზურიდა სპაზმოლიზური აქტივობა .
პარენტერალური შეყვანის დროს პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 4-6 საათისგანმავლობაში . პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმში და აღწევს ჰემოენცეფალურ ბარიერში . პრეპარატიმეტაბოლიზირდება ღვიძლში , გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავების მეშვეობით .
ჩვენებები :
სხვადასხვა ალერგიული დაავადებები , მ . შ . სეზონური ალერგიული რინიტი , კონიუქტივიტი , ურტიკარია ,დერმოგრაფიზმი , კონტაქტური დერმატიტი , კვებითი და მედიკამენტოზური ალერგიები , მწერების ნაკბენითგამოწვეული ალერგია , კანის ქავილი , ალერგიული ბრონქული ასთმა , შრატისმიერი დაავადება . აგრეთვე ,სისტემური ანაფილაქსიური რეაქციის და ანგიონევროზული შეშუპების ადიუვანტური თერაპია .
უკუჩვენებები :
პრეპარატის და ეთილენდიამინის სხვა წარმოებულების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა . გლაუკომა , წინამდებარეჯირკვლის ადენომა უროდინამიის გამოხატული დარღვევებით , ორსულობა , ძუძუთი კვება , ახალშობილთა ასაკი (6თვემდე ).
განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი მიიღება :
კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანი დაავადებების , შარდის შეკავების დროს .
ორსულობა და ლაქტაცია :
უკუნაჩვენებია . პრეპარატის მიღების პერიოდში აკრძალულია ძუძუთი კვება .
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :
ანალეფსითერაპიის მიღების ფონზე პრეპარატი ზრდის კრუნჩხვების განვითარების რისკს ; აძლიერებს ნარკოტიკურიანალგეტიკების , ადგილობრივი საანესთეზიო , საძილე და სედატიური საშუალებების და ალკოჰოლის მოქმედებას ;ტრიციკლიური ანტიდეპრესანტების ფონზე ხელს უწყოფს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას . პრეპარატისზემოქმედება ცენტრალურ ნერვიულ სისტემაზე მცირდება კოფეინის და ფენამინის გავლენით და ძლიერდებაკლოფელინით .
გვერდითი მოვლენები :
მოთენთილობა , სისუსტე , ფსიქომოტორული რეაქციების შენელება , ძილიანობა , თავბრუსხვევა , მოძრაობისკოორდინაციის დარღვევა .
მიღების წესი და დოზირება :
ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციები .
მოზრდილებს : ერთჯერადად 20-40 მგ (1-2 ამპულა პრეპარატი ) დღეღამურად 140 მგ - მდე
ბავშვებში : მაქსიმალური დღეღამური დოზა : 6-12 თვემდე - 6 მგ ; 1-6 წლამდე - 8 მგ ; 7-14 წლამდე - 15 მგ .დღეღამური დოზა იყოფა 2-3 ერთჯერად დოზად .
სიფრთხილე :
მწვავე ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციების დროს მკურნალობას იწყებენ ბოლუსური ინტრავენურიინექციებით , შემდეგ გადადიან ინტრამუსკულარულ ინექციებზე . ბავშვებში გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მკაცრისაექიმო კონტროლის ქვეშ .
პრეპარატის მიღების დაწყებით სტადიაზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მართვა , აგრეთვე სხვა სწრაფ ფსიქიურ ანმოძრაობით რეაქციებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება .
შენახვის პირობები :
ოთახის ტემპერატურაზე , მშრალ ადგილას
შენახვის ვადა :
5 წელი . D
გამოშვების ფორმა :
1 მლ პრეპარატი ამპულაში . 10 ამპულა მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად , პოლიგრაფიულად გაფორმებულმუყაოს კოლოფში .
გაცემის წესი : რეცეპტით .
მწარმოებელი :
ს / ს “ ბიოფარმი ”, გოთუას ქ .#3, 380060, თბილისი , საქართველო .
ტელ / ფაქსი : (99532) 25 29 56
ელექტრონულა ფოსტა : biopharm@caucasus.net
რაოდენობა | 10 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account