სუმარინი სიროფი 150მლ
ჩვენება: პროდუქტიული ხველა.
სუმარინი
სასურსათო დანამატი
შემადგენლობა 30 მლ-ში:
N-აცეტილცისტეინი..............................,..500მგ
დროზერას ფოთლების ექსტრაქტი......200მგ
ბეგქონდარა...............................................200მგ
ანწლის ნაყოფის ექსტრაქტი....................60მგ
დამატებითი ინგრედიენტები: სუკრალოზა, გლიცერინი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ფორთოხლის არომატი.
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ:
N-აცეტილცისტეინი მიიღება ამინომჟავა ცისტეინისგან და გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. N-აცეტილცისტეინი ამცირებს ნახველის წარმოქმნას სასუნთქ გზებში, ათხიერებს წარმოქმნილ ნახველს და ხელს უწყობს მის გამოყოფას.
დროზერას შემადგენლობაში შედის ეთერზეთები და ფლავონოიდები,რომელთაც გააჩნია სპაზმოლიზური, ბრონქოლიზური, ამოსახველებელი და მუკოლიზური ეფექტი. იგი გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს,
ბეგქონდარას გააჩნია სპაზმოლიზური, ხველის საწინააღმდეგო, მუკოლიზური, ანტიმიკრობული ეფექტი.
ანწლის ნაყოფის ექსტრაქტი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ანთებით პროცესებს, სტრესს და აუმჯობესებს გულის მუშაობას.
ანწლის ნაყოფის ექსტრაქტის გამოყენება რეკომენდებულია გაციების და გრიპის დროს.
გამოიყენების ჩვენება:
პროდუქტიული ხველა.
მიღების ინსტრუქცია და დოზირება:
ბოთლის გახსნისას შეიძლება წარმოიქმნას დამახასიათებელი სუნი და შეიცვალოს ფერი, რაც განპირობებულია N -აცეტილცისტეინის ბუნებრივ სტრუქტურაში შემავალი გოგირდით. ეს არ მიუთითებს პროდუქტის ხარისხის გაუარესებას ან ეფექტის შემცირებას.
ბავშვები 12კგ-ის ზევით 5მლ 2-3ჯერ დღეში.
მოზრდილები 10მლ 2ჯერ დღეში.
წინააღმდეგ ჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტში შემავალ ნებისმიერ ინგრედიენტზე.
გამოშვების ფორმა:
150მლ სიროფი მინის ბოთლში და მუყაოს კოლოფში
არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
ორსულობის და ლაქტაციის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ ცვლის ბალანსირებულ დიეტას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა:
3წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account