სიროფსედალი სიროფი 125მლ
ჩვენება:მშრალი და პროდუქტიული ხველის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.
ჩვენებები:
სიროფსედალი არის სამედიცინო დანიშნულების საგანი, რომელიც ნაჩვენებია მშრალი და პროდუქტიული ხველის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან.
შემადგენლობა:
ქსილიტოლი, გლიცერინი, თაფლი, თამარინდის ექსტრაქტი, ბალბას ექსტრაქტი, ქსანტანის ფისი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, გასუფთავებული წყალი, კარამელის არომატიზატორი.
წინააღმდეგ ჩვენებები:
არ გამოიყენოთ 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
არ გამოიყენოთ რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერსენსიტიურობის ან ალერგიის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში.
სიფრთხილის ზომები:
მოარიდეთ ბავშვებს.
თუ თქვენ ხართ ორსულად, პროდუქტის მიღებამდე მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან ან ფარმაცევტისგან.
თუ ხველა გრძელდება 4 დღეზე მეტ ხანს, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიმართეთ ექიმს, თუ მკურნალობის განმავლობაში გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები: ხველის გაუარესება, სისუსტე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება, ძლიერი უმადობა.
ხველის სიროფები არ უნდა იქნას მიღებული სხვა სიროფებთან კომბინაციაში და არაა რეკომენდებული სუნთქვის უკმარისობის დროს.
სიროფსედალის გამოყენების წესი:
გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ბოთლი, გამოიყენეთ მზომი კოვზი.
ბავშვები 1-დან 6 წლამდე: 5 მლ (1 მზომი კოვზი) 2-4 ჯერ დღეში, კვებათა შორის.
ბავშვები 6 წლის ზემოთ და მოზრდილები: 10 მლ ( 2 მზომი კოვზი) 2-4 ჯერ დღეში, კვებათა შორის.
კარგად გარეცხეთ მზომი კოვზი ყოველი გამოყენების შემდეგ. კარგად დაახურეთ თავსახური ბოთლს ყოველი მოხმარების შემდეგ.
გვერდითი ეფექტები:
თუ თქვენ გამოგივლინდათ გვერდითი ეფექტები, კითხეთ რჩევა თქვენს ექიმს, ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც არაა ნახსენები ამ ანოტაციაში.
სიროფსედალის სამკურნალო თვისებები:
სიროფსედალი არის მზა სიროფი, რომელიც მოქმედებს მექანიკურად ზემო სასუნთქ გზებზე:
- იცავს ყელს: სიროფსედალის შემადგენელი კომპონენტები წარმოქმნის დამცავ ბარიერს ლორწოვან გარსზე და იცავს ლოწოვანს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან.
- ამშვიდებს ხველას: დამცავი ბარიერი ამცირებს გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის ანთებას და შესაბამისად ამშვიდებს ხველას.
- ხელს უწყობს ლორწოს ფიზიოლოგიურ ამოხველებას: სასუნთქი გზების ლორწოვანზე წყლის შეკავებით, სიროფის შემადგენელი აქტიური ნივთიერებები ხელს უწყობს ლორწოვანის უკეთ დატენიანებას, ათხიერებს წებოვან ნახველს და აიოლებს ამოხველებას.
შენახვის პირობები:
- არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს
- შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ და გრილ ადგილას
- შეინახეთ გახსნიდან 1 თვის განმავლობაში
- შეამოწმეთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადა. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება გაუხსნელ და სათანადოდ შენახულ პროდუქტს
- ნუ გადააგდებთ საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად, თხოვეთ თქვენს ფარმაცევტს მოახდინოს სიროფედალის ელიმინაცია, რაც დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.
გამოშვების ფორმა: სიროფი 125მლ, შუშის ბოთლი მუყაოს კოლოფში, 5 მლ მზომი კოვზით.
რაოდენობა | 1 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account