სინორესტი ცხვირის და წიაღისეულის სავლები 20 პაკეტი და ბოთლი

განსაკუთრებული ფასი 37,86 GEL რეგულარული ფასი 39,85 GEL
მარაგშია
SKU
89192_2554

ჩვენება: გაციება და გრიპი, სინუსიტთან დაკავშირებული ობსტრუქცია,ალერგიული რინიტი და სხვა ალერგიული დაავადებები.

SINOREST

სინორესტი

სინორესტი - ცხვირის ღრუსა და წიაღების   გამოსარეცხი  ნაკრები.

გამოშვების ფორმა

ერთი 240 მლ-იანი ბოთლი

20 პაკეტი

ერთი პაკეტის შიგთავსი:

   0,106 გ ნატრიუმის ბიკარბონატი

   2,531 გ ნატრიუმის ქლორიდი

   0,013 გ ჰიალურონის მჟავა

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

    ნატრიუმის ქლორიდისა და ნატრიუმის ბიკარბონატის მარილები არბილებენ ცხვირის ღრუში არსებულ სეკრეტს და აადვილებენ მის გამოდევნას, (ზრდიან მუკოცილიარულ კლირენსს.) ამცირებენ ცხვირის ღრუს ლორწოვანის  შეშუპებას და აუმჯობესებენ სუნთქვას. 

  ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ქსოვილების მთავარ სტრუქტურულ ერთეულს. ის დიდი რაოდენობით გვხვდება სინოვიალურ სითხეში. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფორმირებაში, ხელს უწყობს  რეგენერაციას და ატენიანებს მას. ამცირებს ცხვირის სიმშრალის ინტენსივობას „მშრალი ცხვირის სინდრომის“ დროს. ხელს უშლის პოსტოპერაციულ დეფექტური ნაწიბურის ფორმირებას და აადვილებს ფუფხის მოშორებას.

ჩვენებები

სინორესტი - ცვხვირის წიაღების გამოსარეცხი სისტემა შეიცავს: ნატრიუმის მარილებს (ნატრიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ბიკარბონატი) და ჰიალურონის მჟავის ნარევს, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ საშუალებას ცხვირის ღრუსა და სინუსების დაავადებების სიმპტომების შემსუბუქებისათვის, შემდგომი პათოლოგიების დროს:

•  გაციება და გრიპი

•  სინუსიტთან დაკავშირებული ობსტრუქცია

•  ალერგიული რინიტი და სხვა ალერგიული დაავადებები

•  ცხვირის სიმშრალე

•  „უკან წვეთის“ სინდრომი

•  ცხვირისა და სინუსების ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე და  შემდგომი პერიოდი

•  ცხვირის ლორწოვანის გასაწმენდად და დასატენიანებლად  რინოსკოპიის პროცედურის გაადვილების მიზნით

•  ჰაერის მაღალი კონცენტრაციით დაბინძურების და ვირუსით დაინფიცირების საშიშროების დროს საპროფილაქტიკოდ  ცხვირის ღრუს ჰიგიენის მიზნით

უკუჩვენებები

სინორესტი - არ უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ:

ყურის დახშობა ან  ინფექცია

ძლიერად  გაჭედილი ცხვირი

ლეთარგია (ძილიანობა)

ლოგინს მიჯაჭვულობა

გამოყენების წესი

  

•გამოყენებამდე საჭიროა მოამზადოთ საკმარისი წყალი მარილიანი ხსნარის მისაღებად 

ასევე ბოთლის გასაწმენდად გამოყენების შემდეგ. ამისათვის ონკანის წყალი უნდა ადუღოთ 3-5 წუთის განმავლობაში და გააგრილოთ +30°C-დან +35°C-მდე ტემპერატურამდე, ან ალტერნატივის სახით აფთიაქში შეიძლება შეიძინოთ  გამოხდილი წყალი 

•  შეამოწმეთ, რომ წიაღის გამოსარეცხი სისტემა არის სუფთა და მთლიანად მშრალი

სინორესტის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები. 

•  ბოთლს მოხსენით თავსახური და მოათავსეთ სუფთა ადგილას.

• დაამატეთ პაკეტის შიგთავსი ბოთლში და დაუმატეთ 240 მლ-მდე თბილი წყალი.

შეანჯღრიეთ სანამ ფხვნილი მთლიანად არ გაიხსნება

• 30°კუთხით დახარეთ თავი წინ, ნიჟარისკენ  და მოათავსეთ ბოთლის თავი

ერთ ნესტოში. ნაზად მოუჭირეთ ბოთლის ძირს, ისე რომ ხსნარი შევიდეს ცხვირის ღრუში ხსნარი უკან გამოვა თქვენი ნესტოებიდან

•  გამორეცხვის დროს ისუნთქეთ ღია პირით

•  გამორეცხვის შემდეგ ცოტა ხანი გაჩერდით წინ გადახრილი თავით, ნაზად    გამოიფერთხეთ ცხვირი

•  იგივე პროცედურა გაიმეორეთ მეორე ნესტოში

•  ბოთლიდან გადმოასხით დარჩენილი ხსნარი და გაწმინდეთ მომზადებული წყლის  გამოყენებით. გააშრეთ შიგნიდან 

დოზირება:

გამოიყენება 12 წლიდან დღეში 2-ჯერ. დღის ბოლო პროცედურის ჩატარება სასურველია დაძინებამდე 1 ან 2 საათით ადრე

გვერდითი მოვლენები

სინორესტის გამოყენებისას გვერდთი მოვლენების გამოვლინების ფაქტები არ დაფიქსირებულა

ორსულობა ლაქტაცია:

სინორესტის გამოყენება ნებადართულია ორსულობისა და ლაქტაციის დროს

განსაკუთრებული მითითებები

•  მოამზადეთ ხსნარი გამოყენებამდე ცოტა ხნით ადრე გამზადებული ხსნარი ინახება არა უმეტეს 12 საათისა

•  წინასწარ ადუღებული წყალი უნდა ინახებოდეს დახურულ ჭურჭელში  არ გამოიყენება 24 საათის  გასვლის შემდეგ 

•  არ გამოიყენოთ  ხსნარი ინსტრუქციაში მითითებულზე მაღალი ტემპერატურით 

•  ყურის დაგუბების ან ყურში წნევის მომატების შეგრძნების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს

•  გამოიყენეთ ექიმის მითითებით

•  თითო ბოთლი განკუთვნილია მხოლოდ 1 ადამიანისთვის

შენახვის პირობები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მეტი ინფორაცია
რაოდენობა1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy