სვით სლიფი - Sweet Sleep 30 კაფსულა

განსაკუთრებული ფასი 39,56 GEL რეგულარული ფასი 54,95 GEL
მარაგშია
SKU
91051_3636

ჩვენება: ძილის დარღვევები, ვეგეტონევროზი, მომატებული ნერვული აგზნებადობა.

სვით სლიფ     

SweetSleep

სასურსათო დანამატი

შემადგენლობა

თითოეული კაფსულის შემცველობაა: მელატონინი 5 მგ, პირიდოქსინი (ვიტამინი B6) 5 მგ, კატაბალახას (Valeriana officinalis) ფესურის ექსტრაქტი 50 მგ, პასიფლორას (Passiflora foetida) ყვავილის ექსტრაქტი 50 მგ, ბარამბოს (Melissa officinalis) ფოთლის ექსტრაქტი 50მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული ცელულოზა, სტეარის მჟავა, სილიკონის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მელატონინი – წარმოადგენს ეპიფიზის მთავარი ჰორმონის სინთეზურ ანალოგს, რომელიც არეგულირებს ორგანიზმის ცირკადულ რითმს; აწესრიგებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ლოკომოტორული აქტივობის და სხეულის ტემპერატურის სადღეღამისო ცვლილებებს. მელატონინი ხელს უწყობს ღამის ძილის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, უზრუნველყოფს სწრაფად ჩაძინებას; ზრდის ხარისხიანი ძილის ხანგრძლივობას და ამცირებს ღამით გამოღვიძებების ეპიზოდების რაოდენობას.

ვიტამინი B6  –  წყალში ხსნადი ვიტამინია. B6 ვიტამინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ტვინის ქსოვილებში მეტაბოლიზმის პროცესს, რამდენადაც იგი წარმოადგენს ამინომჟავების ცვლის, ნერვული სისტემის მრავალი მედიატორის, მათ შორის სეროტონინის სინთეზის კოფაქტორს.

კატაბალახა – ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის დადგომას, ამშვიდებს, აწყნარებს ნერვულ სისტემას; კატაბალახას დამამშვიდებელი ეფექტი ვითარდება თანდათან და სტაბილური ხასიათისაა. კატაბალახა ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას; გააჩნია სპაზმოლიზური, დამამშვიდებელი მოქმედება.

პასიფლორა (ვნების ყვავილი) – ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ახასიათებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი, გაღვიძებისას უსიამოვნო შეგრძნების გარეშე. 

ბარამბო  – დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ამცირებს ტკივილსა და სპაზმს; ამცირებს კრუნჩხვების განვითარების შესაძლებლობას, ახასიათებს მსუბუქი საძილე ეფექტი.

სვით სლიფი კომბინირებული პროდუქტია, მცენარეების, მელატონინისა და ვიტამინი B6-ის შემცველობით, რომელსაც ახასიათებს დამამშვიდებელი და ზომიერი სედაციური მოქმედება.

სვით სლიფი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის აღდგენას, ძილის გაუმჯობესებას, არეგულირებს გულის მუშაობას, აქვს გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის სეკრეციულ აქტივობას.
სვითსლიფის ეფექტს განაპირობებს მელატონინის, პირიდოქსინისა და მცენარეული ექტრაქტების ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ერთობლივი მოქმედება: 
სვითსლიფს ახასიათებს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი.

გამოყენების რეკომენდაციები

• ძილის დარღვევები;
• ვეგეტონევროზი;
• მომატებული ნერვული აგზნებადობა;
• ადვილად გაღიზიანებადობა, შფოთვა;
• მოუსვენრობა;
• ნევრასთენიის მსუბუქი ფორმები;
• სტრესის შემდგომი მდგომარეობა;
• შიში, თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით და ქოშინით;
• ემოციური დაძაბულობა;
• კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
• ნერვული დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი და შაკიკი (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
• კლიმაქტერული სინდრომი;
• “მენეჯერის სინდრომი” (მუდმივი ფსიქიკური დაძაბულობის მდგომარეობა);
• ანგიონევროზი (გულ-სისხლძარღვთა სისტემის) და ვეგეტონევროზი (ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია).

დოზირება და მიღების წესი

1 კაფსულა ერთხელ დღეში, დაძინებამდე 30 წუთით ადრე, კვებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები

ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

სვითსლიფი წარმოადგენს სასურსათო დანამატს, შესაბამისად, ის ვერ ჩაანაცვლებს ჯანსაღ საკვებს.

შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 25°C-ისა.

გამოშვების ფორმა

კაფსულები N30, ბოთლში.

ასევე, იხილეთ : Amvilab - ამვილაბი მელატონინი 3მგ 30 საღეჭი ტაბლეტი

მეტი ინფორაცია
რაოდენობა30
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy