Talong - ტალონგი 5მგ 28 ტაბლეტი
ტალონგი
5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი
ფორმულა:
აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5 მგ ტადალაფილს; ლაქტოზას მონოჰიდრატს დამხმარე ნივთიერების სახით; რკინის ყვითელ ოქსიდს (E172), რკინის წითელ ოქსიდს (E172), ტიტანის დიოქსიდსა (E171) და რკინის შავ ოქსიდს (E172) საღებავი ნივთიერებების სახით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროლოგიური პრეპარატი, ერექტილური დისფუნქციის დროს გამოყენებული სამკურნალო საშუალებები.
ათქ კოდი: G04BE08.
მოქმედების მექანიზმი:
ტადალაფილი ციკლური გუანოზინმონოფოსფატის (ცგმფ) 5 ტიპის სპეციფიკური ფოსფოდიესთერაზის (ფდე-5) შექცევად სელექტიურ ინჰიბიტორს წარმოადგენს.
როდესაც სექსუალური სტიმულაცია იწვევს აზოტის ოქსიდის ადგილობრივ გამონთავისუფლებას, ტადალაფილის მიერ (ფდე-5-ს დათრგუნვა მღვიმოვან სხეულებში ზრდის ცგმფ-ს დონეს. ეს იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას და მამაკაცის სასქესო ორგანოში სისხლის მიდინებას, რაც ერექციას წარმოქმნის. სექსუალური სტიმულაციის არარსებობის პირობებში, ერექტილური დისფუნქციის მკურნალობისას ტადალაფილს ზეგავლენა არ გააჩნია.
მღვიმოვან სხეულებში ცგმფ კონცენტრაციაზე ფდე-5-ის ინჰიბირების ეფექტი ასევე აღინიშნება წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტისა და მათი სისხლძარღვების გლუვ კუნთებში. ამის შედეგად განვითარებული სისხლძარღვების მოდუნება ზრდის სისხლის პერფუზიას, რომელიც შეიძლება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების შემცირების მექანიზმი იყოს. აღნიშნულ სისხლძარღვოვან ეფექტებს შეიძლება თან დაერთოს შარდის ბუშტის აფერენტული ნერვების აქტივობის დათრგუნვა და წინამდებარე ჯირკვლისა და შარდის ბუშტის გლუვი კუნთების მოდუნება.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
In vitro კვლევებმა უჩვენეს, რომ ტადალაფილი არის ფდე-5-ის სელექტიური ინჰიბიტორი. ფდე-5 წარმოადგენს ფერმენტს, რომლებიც გვხვდება მღვიმოვანი სხეულის გლუვ კუნთში, სისხლძარღვების და შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებში, ჩონჩხის კუნთებში, თრომბოციტებში, თირკმელში, ფილტვსა და ნათხემში. ტადალაფილის ეფექტი უფრო ძლიერია ფდე-5-ზე, ვიდრე სხვა ფოსფოდიესთერაზებზე. ტადალაფილი > 10,000-ჯერ უფრო ძლიერია ფდე-5-სთვის, ვიდრე ფდე1, ფდე2, და ფდე4 ფერმენტებზე, რომლებიც გვხვდება გულში, თავის ტვინში, სისხლძარღვებში, ღვიძლსა და სხვა ორგანოებში. ტადალაფილი > 10,000-ჯერ უფრო ძლიერი ფდე5-სთვის, ვიდრე ფდე3-სთვის, რომელიც გვხვდება გულსა და სისხლძარღვებში. აღნიშნული სელექტიურობა ფდე5-სთვის, ვიდრე ფდე3-სთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ფდე3 არის ფერმენტი, რომელიც გულის შეკუმშვაში მონაწილეობს. გარდა ამისა, ტადალაფილი დაახლოებით 700-ჯერ უფრო ძლიერია ფდე5-სთვის, ვიდრე ფდე6-სთვის, ფერმენტი, რომელიც აღინიშნება ბადურაში და პასუხისმგებელია ფოტოტრანსდუქციაზე. ტადალაფილი ასევე > 10,000-ჯერ უფრო ძლიერი ფდე5-სთვის, ვიდრე ფდე7-ფდე10-სთვის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
შეწოვა
ტადალაფილი მარტივად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა დოზირებიდან საშუალოდ 2 საათის შემდეგ. პერორალური დოზირების შემდეგ ტადალაფილის აბსოლუტური ბიოამთვისებლობა არ არის დადგენილი.
ტადალაფილის შეწოვის სიჩქარესა და მოცულობაზე საკვები ზეგავლენას არ ახდენს, შესაბამისად ტალონგის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. მიღების დროს (დილა ან საღამო) არანაირი კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ გააჩნია შეწოვის სიჩქარესა და მოცულობაზე.
განაწილება
განაწილების საშუალო მოცულობა დაახლოებით 63 ლ შეადგენს, რაც მიუთითებს ტადალაფილის ქსოვილებში განაწილებაზე. თერაპიულ კონცენტრაციებზე, ტადალაფილის 94% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან. ცილებთან შეკავშირებაზე თირკმლის ფუნქციის დარღვევა ზეგავლენას არ ახდენს.
მიღებული დოზის <0.0005% ვლინდება ჯანმრთელი პირების სპერმაში.
ბიოტრანსფორმაცია
ტადალაფილი უპირატესად ციტოქრომ P450 (CYP) 3A4 იზოფორმით მეტაბოლიზდება. ძირითადი მოცირკულირე მეტაბოლიტი არის მეთილკატექოლგლუკურონიდი. აღნიშნული მეტაბოლიტის სიძლიერე სულ მცირე 13,000-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ტადალაფილი ფდე-5-სთვის. შესაბამისად, გამოვლენილი კონცენტრაციებით მისი კლინიკური აქტიურობა მოსალოდნელი არ არის.
გამოყოფა
ტადალაფილის საშუალო პერორალური კლირენსი არის 2.5 ლ/სთ, ხოლო საშუალო ნახევრადდაშლის დრო არის 17.5 საათი ჯანმრთელ პირებში.
ტადალაფილი უპირატესად არააქტიური მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა, ძირითადად განავალში (დოზის დაახლოებით 61%) და ნაკლებად შარდში (დოზის დაახლოებით 36%).
ხაზოვანება/არახაზოვანება
ტადალაფილის ფარმაკოკინეტიკა ჯანმრთელ პირებში არის ხაზოვანი დროსა და დოზასთან მიმართებაში. 2.5-20 მგ დოზის ფარგლებში, ექსპოზიცია (AUC) დოზის პროპორციულად იზრდება. პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა დღეში ერთჯერადი დოზირებით 5 დღის განმავლობაში.
პოპულაციური მიდგომით დადგენილია, რომ ფარმაკოკინეტიკა ერექტილური დისფუნქციის მქონე პაციენტებსა და ერექტილური დისფუნქციის არმქონე პაციენტებში ანალოგიურია.
ჩვენებები:
- ერექტილური დისფუნქციის მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში.
იმისათვის, რომ ტადალაფილი ეფექტიანი იყოს ერექტილური დისფუნქციის მკურნალობისათვის, საჭიროა სექსუალური სტიმულაცია.
- პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის ნიშნებისა და სიმპტომების მკურნალობა მოზრდილ მამაკაცებში.
ქალებში ტალონგი გამოყენების ჩვენება არ არსებობს.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
კლინიკურ კვლევებში, ტადალაფილი აძლიერებდა ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტებს. ითვლება, რომ ეს არის ნიტრატებისა და ტადალაფილის კომბინირებული მოქმედების ზეგავლენა აზოტის ოქსიდის/ცგმფ-ს მეტაბოლიზმზე. შესაბამისად, ტადალაფილის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც ორგანული ნიტრატების ნებისმიერ ფორმას ღებულობენ უკუნაჩვენებია (იხ. „წამლებთან ურთიერთქმედება“).
ტალონგის გამოყენება არ შეიძლება გულის დაავადების მქონე მამაკაცებში, ვისთვისაც სქესობრივი აქტივობა რეკომენდებული არ არის. გულ-სისხლძარღვთა დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტებში ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ სქესობრივი აქტივობის პოტენციური რისკი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტების შემდეგი ჯგუფები არ იყვნენ ჩართულნი კლინიკურ კვლევებში და შესაბამისად ტადალაფილის გამოყენება უკუნაჩვენებია:
- პაციენტები, რომლებმაც ბოლო 90 დღის განმავლობაში გადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი,
- პაციენტები არასტაბილური სტენოკარდიით ან სქეობრივი აქტის დროს განვითარებული სტენოკარდიით,
- პაციენტები, რომლებსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში განუვითარდათ გულის უკმარისობა (ნიუ-იორკის გულის ასოციაციის ტალონგიფიკაციის მიხედვით ტალონგი 2 ან მეტი),
- პაციენტები არაკონტროლირებადი არითმიებით, ჰიპოტენზიით (<90/50 mmHg), ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიით,
- პაციენტები, რომლებსაც ინსულტი ჰქონდათ ბოლო 6 თვის განმავლობაში.
ტალონგი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებმაც ცალ თვალში დაკარგეს მხედველობა არა-არტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის გამო (NAION), მიუხედავად იმის, დაკავშირებული იყო თუ არა აღნიშნული ეპიზოდი ფდე5 ინჰიბიტორის წინა ზემოქმედებასთან (იხ. გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები).
ფდე5 ინჰიბიტორების (ტადალაფილის ჩათვლით) თანმხლები მიღება გუანილატციკლაზას სტიმულატორებთან, როგორიცაა რიოციგუატი, უკუნაჩვენებია, ვინაიდან შესაძლებეალია სიმპტომატური ჰიპოტენზიის განვითარება (იხ. „წამლებთან ურთიერთქმედებები“).
გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
ტალონგით მკურნალობის დაწყებამდე
ფარმაკოლოგიური მკურნალობის გადაწყვეტამდე საჭიროა ანამნეზის შეკრება და გამოკვლევების ჩატარება, რათა დადგინდეს ერექტილური დისფუნქცია ან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და განისაზღვროს პოტენციური გამომწვევი მიზეზი.
ერექტილური დისფუნქციის მკურნალობის დაწყებამდე, ექიმმა უნდა შეამოწმოს პაციენტის გულსისხლძარღვთა სისტემის სტატუსი, ვინაიდან სექსუალურ აქტივობა გულის მხრივ გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ტადალაფილს გააჩნია ვაზოდილატაციური თვისებები, რაც იწვევს არტერიული წნევის მსუბუქ და ტრანზიტორულ დაქვეითებას (იხ. „ფარმაკოდინამიკური თვისებები“) და როგორც ასეთი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს (იხ. „უკუჩვენებები“).
ერექტილური დისფუნქციის დადგენა უნდა მოიცავდეს პოტენციური გამომწვევი მიზეზების და შესაფერისი მკურნალობის დადგენას შესაფერისი სამედიცინო შეფასების შემდეგ. უცნობია, არის თუ არა ტადალაფილი ეფექტიანი იმ პაციენტებში, რომლებმაც გაიკეთეს ოპერაცია მენჯის ღრუს ორგანოებზე ან რადიკალური პროსტატექტომია ნერვის დაზოგვის გარეშე.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლეზიის დროს ტადალაფილით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის გამოკვლევა, გამოირიცხოს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს არსებობა და სათანადოდ შეფასდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა (იხ. „უკუჩვენებები“).
პრიაპიზმი და პენისის ანატომიური დეფორმაცია
პაციენტები, რომელთა ერექცია 4 საათს ან მეტს გრძელდება სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდნენ ექიმს. თუ პრიაპიზმის მკურნალობა სასწრაფოდ არ მოხდა, შეიძლება განვითარდეს პენისის ქსოვილის დაზიანება და პოტენციის სამუდამო დაკარგვა.
ტადალაფილი სიფრთხილით გამოიყენება სასქესო ორგანოს ანატომიური დეფორმაციის მქონე პაციენტებში (სასქესო ასოს გადახრა, კავერნოზული ფიბროზი ან პეირონის დაავადება), ან პრიაპიზმის გამომწვევი დარღვევების (მაგ. ნამგლისებრი ანემია, მრავლობითი მიელომა ან ლეიკემია) მქონე პაციენტებში.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:
ტალონგის გამოყენება არ არის ნაჩვენები ქალებში.
ორსულობა
ორსულ ქალებში ტადალაფილის გამოყენების შესახებ შეზღუდული ინფორმაცია არსებობს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ორსულობასთან, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებასთან, მშობიარობასთან ან პოსტნატალურ განვითარებასთან მიმართებაში პირდაპირ თუ არაპირდაპირ მავნე ზეგავლენას არ უჩვენებს. უსაფრთხოების მიზნებით, ორსულობის დროს ტალონგის გამოყენებას სასურველია მოვერიდოთ.
ძუძუთი კვება
ცხოველებზე ჩატარებული კვლევების ფარმაკოდინამიკური/ტოქსიკოლოგიური მონაცემები უჩვენებენ ტადალაფილის რძეში გამოყოფას. მეძუძუ ბავშვებში რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. ტალონგის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება.
ფერტილობა
ძაღლებში აღწერილია მოვლენები, რომლებიც ფერტილობის დარღვევაზე მიანიშნებდა. ორი მომდევნო კლინიკური კვლევა უჩვენებს, რომ აღნიშნული ეფექტი ნაკლებად მოსალოდნელია ადამიანებში, თუმცა ზოგიერთ მამაკაცში აღინიშნებოდა სპერმის კონცენტრაციის შემცირება (იხ. „ფარმაკოდინამიკური თვისებები“).
ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარებზე ზეგავლენა
ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარებზე ტადალაფილს უმნიშვნელო ზეგავლენა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავბრუს შემთხვევების სიხშირე კლინიკურის კვლევების ტადალაფილისა და პლაცებოს ჯგუფებში ერთნაირი იყო, პაციენტებმა ავტომობილის მართვისა და მანქანა დანადგარებთან მუშაობის დაწყებამდე უნდა იცოდნენ, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ტალონგზე.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილი
ყველაზე ხშირად განვითარებული გვერდითი მოვლენა პაციენტებში, რომლებიც ტადალაფილს ღებულობენ ერექტილური დისფუნქციის ან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის გამო იყო თავის ტკივილი, დისპეფსია, წელის ტკივილი და მიალგია. სიხშირე მატულობდა ტადალაფილის დოზის მატებასთან ერთად. განვითარებული გვერდითი მოვლენები იყო ტრანზიტორული, და ხშირად მსუბუქი ან ზომიერი. ტადალაფილის დღეში ერთჯერადი მიღების დროს განვითარებული თავის ტკივილის შემთხვევათა უმრავლესობა აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებიდან პირველი 10-30 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენების ცხრილი
ქვემოთ ცხრილში მოცემულია გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნებოდა სპონტანურ შეტყობინებებსა და პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში (8022 პაციენტი ღებულობდა ტადალაფილს, ხოლო 4422 პაციენტი - პლაცებოს) ერექტილური დისფუნქციის მოთხნოვისამებრ და დღეში ერთჯერადი მკურნალობის და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დღეში ერთჯერადი მკურნალობის დროს.
სიხშირე: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100; <1/10), არახშირი (≥1/1,000; <1/100), იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000) და უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
ძალიან ხშირი |
ხშირი |
არახშირი |
იშვიათი |
იმუნური სისტემის დარღვევები |
|||
|
|
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები |
ანგიოედემა2 |
ნერვული სისტემის დარღვევები |
|||
|
თავის ტკივილი |
თავბრუ |
ინსულტი1 (ჰემორაგიული მოვლენების ჩათვლით), სინკოპე, ტრანზიტორული იშემიური შეტევა1, შაკიკი2, კრუნჩხვბი2, ტრანზიტორული ამნეზია |
თვალის დარღვევები |
|||
|
|
დაბინდული მხედველობა, გრძნობა, რომელიც აღწერილია, როგორც თვალის ტკივილი |
მხედველობის ველის დეფექტი, ქუთუთოს შეშუპება, კონიუქტივის ჰიპერემია, არა-არტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია (NAION)2, ბადურას ვაასკულარული ოკლუზია2 |
ყურისა და ლაბირინთის დარღვევები |
|||
|
|
ხმაური ყურებში |
სმენის უეცარი დაკარგვა |
გულის მხრივ დარღვევები |
|||
|
|
ტაქიკარდია, გულის ფრიალი |
მიოკარდიუმის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია2, პარკუჭოვანი არითმია2 |
სისხლძარღვოვანი დარღვევები1 |
|||
|
წამოწითლება, |
ჰიპოტენზია3, ჰიპერტენზია |
|
სუნთქვის, გულმკერდისა და შუასაყარის დარღვევები |
|||
|
ცხვირის შეგუბება |
დისპნოე, ცხვირიდან სისხლდენა |
|
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
|||
|
დისპეფსია |
მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, გატსრო-ეზოფაგური რეფლუქსი |
|
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები |
|||
|
|
გამონაყარი |
ჭინჭრის ციება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი2, ექსფოლიაციური დერმატიტი2, ჰიპერჰიდროზი (ოფლიანობა) |
ჩონჩხკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების დარღვევები |
|||
|
წელის ტკივილი, მიალგია, ტკივილი კიდურებში |
|
|
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები |
|||
|
|
ჰემატურია |
|
რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების დარღვევები |
|||
|
|
გახანგრძლივებული ერექცია |
პრიაპიზმი, სასქესო ორგანოდან სისხლდენა, ჰემატოსპერმია |
ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილას |
|||
|
|
ტკივილი გულმკერდში1, პერიფერიული შეშუპება, სისუსტე |
სახის შეშუპება2, უეცარი კარდიული სიკვდილი1,2 |
- პაციენტების უმრავლესობას ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკ-ფაქტორები (იხ.“გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).
- პოსტ-მარკეტინგულ პრაქტიკაში განვითარებული გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ აღინიშნებოდა პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში.
- უფრო ხშირად აღინიშნებოდა იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე ღებულობდნენ ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო პრეპარატებს.
შერჩეული გვერდითი მოვლენების აღწერილობა
ეკგ დარღვევების, ძირითადად სინუსური ბრადიკარდიის ოდნავ მომატებული სიხშირე აღწერილია პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ტადალაფილით დღეში ერთხელ, პლაცებოსთან შედარებით. აღნიშნული ეკგ დარღვევების უმეტესობა არ იყო დაკავშირებული გვერდით მოვლენებთან.
სხვა განსაკუთრებული პოპულაცია
ინფორმაცია 65 წელს გადაცილებული პაციენტების შესახებ, რომლებიც ტადალაფილს ღებულობდნენ კლინიკურ კვლევებში, ერექტილური დისფუნქციის ან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის გამო შეზღუდულია. კლინიკურ კვლევებში, როდესაც ტადალაფილი გამოიყენებოდა მოთხოვნისამებრ ერექტილური დისფუნქციის სამკურნალოდ, დიარეა > 65 წლის პაციენტებში უფრო ხშირად აღინიშნებოდა. კლინიკურ კვლევებში 5 მგ ტადალაფილით დღეში ერთხელ პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ, თავბრუ და ფაღარათი > 75 წლის პაციენტებში უფრო ხშირად აღინშნებოდა.
გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს!
პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატებთან ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა 10 მგ და/ან 20 მგ ტადალაფილით, როგორც ეს ქვემოთ არის ნაჩვენები.
რაც შეეხება ურთიერთქმედების იმ კვლევებს, რომელშიც ტადალაფილის მხოლოდ 10 მგ-იანი დოზა იყო გამოყენებული, უფრო მაღალ დოზებზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების გამორიცხვა შეუძლებელია.
სხვა ნივთიერებების ზემოქმედება ტადალაფილზე
ციტოქრომ P450 ინჰიბიტორები
ტადალაფილი ძირითადად CYP3A4-ით მეტაბოლიზდება. CYP3A4-ის სელექტიურმა ინჰიბიტორმა კეტოკონაზოლმა (200 მგ დღეში) გაზარდა ტადალაფილის (10 მგ) ექსპოზიცია (AUC) 2-ჯერ, ხოლო Cmax 15%-ით, მხოლოდ ტადალაფილის AUC და Cmax მაჩვენებლებთან შედარებით. კეტოკონაზოლმა (400 მგ დღეში) გაზარდა ტადალაფილის (20 მგ) ექსპოზიცია (AUC) 4-ჯერ, ხოლო Cmax 22%-ით. რიტონავირმა, პროტეაზა ინჰიბიტორმა (200 მგ დღეში ორჯერ), რომელიც წარმოადგენს CYP3A4, CYP2C9, CYP2C19 და CYP2D6-ის ინჰიბიტორს, გაზარდა ტადალაფილის (20 მგ) ექსპოზიცია (AUC) 2-ჯერ Cmax-ის ცვლილების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკური ურთიერთქმედებები შესწავლილი არ ყოფილა, სხვა პროტეაზა ინჰიბიტორები, როგორიცაა საქინავირი, და სხვა CYP3A4 ინჰიბიტორები, როგორიცაა ერითრომიცინი, კლარიტრომიცინი, იტრაკონაზოლი და გრეიპფრუტის წვენი, სიფრთხილით გამოიყენება, ვინაიდან მათ შეუძლიათ ტადალაფილის პლაზმური კონცენტრაციების მომატება (იხ.“გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“). შესაბამისად, „გვერდითი მოვლენების“ ნაწილში აღწერილი გვერდითი მოვლენების სიხშირე შეიძლება გაიზარდოს.
ტრანსპორტერები
ტრანსპორტერების როლი (მაგალითად, p გლიკოპროტეინი) ტადალაფილის განაწილებაში უცნობია. შესაბამისად, არსებობს ტრანსპორტერების ინჰიბირებით განპირობებული, წამლებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა.
ციტოქრომ P450 ინდუქტორები
CYP3A4 ინდუქტორმა, რიფამპიცინმა ტადალაფილის AUC 88%-ით შეამცირა, მხოლოდ ტადალაფილის (10 მგ) AUC-ის მაჩვენებლებთან შედარებით. შემცირებული ექსპოზიცია სავარაუდოდ ტადალაფილის ეფექტიანობის შეამცირებს; ეფექტიანობის შემცირების ხარისხი უცნობია. CYP3A4-ის სხვა ინდუქტორებმა, როგორიცაა ფენობარბიტალი, ფენიტოინი და კარბამაზეპინი, ასევე შეიძლება შეამცირონ ტადალაფილის პლაზმური კონცენტრაციები.
ტადალაფილის ეფექტები სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
ნიტრატები
კლინიკურ კვლევებში, ტადალაფილი (5, 10 და 20 მგ) აძლიერებდა ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტებს. შესაბამისად, ტადალაფილის გამოყენება პაციენტებში, რომლებიც რაიმე სახით ორგანულ ნიტრატებს ღებულობდნენ, უკუნაჩვენებია (იხ. „უკუჩვენებები“). კლინიკური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელშიც მონაწილეობდა 150 პირი და ღებულობდა 20 მგ ტადალაფილს 7 დღის განმავლობაში და 0.4 მგ ენისქვეშა ნიტროგლიცერინს სხვადასხვა დროს, აღნიშნული ზემოქმედება გრძელდებოდა 24 საათზე მეტს და ტადალაფილის უკანასკნელი დოზის მიღებიდან 48 საათის შემდეგ არ აღინიშნებოდა. ამრიგად, პაციენტში, რომელსაც ტადალაფილის ნებისმიერი დოზა აქვს დანიშნული (2,5-20 მგ), და სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციაში სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელია ნიტრატების მიღება, ნიტრატების მიღებამდე, ტადალაფილის უკანასკნელი დოზიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 48 საათი.
ასეთ შემთხვევებში, ნიტრატების მიღება ხდება მხოლოდ ექიმის სათანადო მეთვალყურეობის ქვეშ შესაფერისი ჰემოდინამიკური კონტროლით.
ანტი-ჰიპერტენზიული საშუალებები (კალციუმის არხების ბლოკატორების ჩათვლით)
დოქსაზოსინისა (4 და 8 მგ დღეში) და ტადალაფილის (5 მგ დღიური დოზა და 20 მგ ერთჯერადი დოზის სახით) ერთად გამოყენება ზრდის აღნიშნული ალფა-ბლოკატორის არტერიული წნევის დაქვეითების ეფექტს. აღნიშნული ეფექტი გრძელდება სულ მცირე თორმეტი საათი და შეიძლება იყოს სიმპტომატური, სინკოპეს ჩათვლით. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია რეკომენდებული არ არის (იხ.“გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები“).
რიოციგუატი
ფდე-5 ინჰიბიტორების კომბინირებისას რიოციგუატთან, პრეკლინიკურმა კვლევებმა სისტემური არტერიული წნევის დაქვეითების ადიტიური ეფექტი უჩვენეს. კლინიკურ კვლევებში, რიოციგუატი აძლიერებს ფდე-5 ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტებს. საკვლევ პოპულაციაში კომბინაციის სასარგებლო კლინიკური ეფექტის მტკიცებულება არ არსებობს. რიოციგუატის თანმხლები გამოყენება ფდე-5 ინჰიბიტორებთან ერთად, ტადალაფილის ჩათვლით, უკუნაჩვენებია (იხ. „უკუჩვენებები“).
5-ალფა რედუქტაზა ინჰიბიტორები
კლინიკურ კვლევაში, რომელიც ადარებდა 5 მგ ტადალაფილის და 5 მგ ფინასტერიდის კომბინაცია პლაცებო პლიუს 5 მგ ფინასტერიდთან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების მოხსნაში, ახალი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. ვინაიდან, ტადალაფილისა და 5-ალფარედუქტაზა ინჰიბიტორების ეფექტების შემსწავლელი პრეპარატების ურთიერთქმედების ფორმალური კვლევები არ ჩატარებულა, ტადალაფილისა და 5-ალფა რედუქტაზა ინჰიბიტორების ერთად გამოყენებისას სიფრთხილე არის აუცილებელი.
CYP1A2 სუბსტრატები (მაგ. თეოფილინი)
10 მგ ტადალაფილის გამოყენებისას თეოფილინთან ერთად (არა-სელექტიური ფოსფოდიესთერაზა ინჰიბიტორი) კლინიკური ფარმაკოლოგიის კვლევაში, ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა. ერთადერთი ფარმაკოდინამიური ეფექტი იყო გულის რითმის მცირე (3.5 bpm) მომატება. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტი იყო მცირე და მას ამ კვლევაში კლინიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა, აღნიშნული სამკურნალო საშუალებების კომბინირებისას მაინც უნდა იქნეს გათვალისწინებული.
ეთინილესტრადიოლი და ტერბუტალინი
ტადალაფილმა უჩვენა, რომ იწვევს ეთინილესტრადიოლის პერორალური ბიოამთვისებლობის გაზარდას; მსგავსი მომატება მოსალოდნელია ტერბუტალინის პერორალური მიღებისას, თუმცა აღნიშნულის კლინიკური შედეგები უცნობია.
ალკოჰოლი
ალკოჰოლის კონცენტრაციები (სისხლში საშუალო მაქსიმალლური კონცენტრაცია 0.08%) არ შეცვლილა ტადალაფილის მიღებით (10 მგ ან 20 მგ). გარდა ამისა, ალკოჰოლის მიღებიდან 3 საათის შემდეგ, ტადალაფილის კონცენტრაციების ცვლილება არ აღინიშნებოდა. ალკოჰოლი ისე იყო მიღებული, რომ მაქსიმალურად გაზრდილიყო მისი შეწოვა (მთელი ღამის შიმშილი საკვების გარეშე ალკოჰოლის მიღებიდან 2 საათი). ტადალაფილი (20 მგ) არ ზრდიდა ალკოჰოლის მიღებით გამოწვეულ არტერიული წნევის საშუალო დაქვითებას (0.7 გრ/კგ ან დაახლოებით 180 მლ 40% ალკოჰოლი [არაყი] 80 კგ მამაკაცში), თუმცა, ზოგიერთ პირში აღინიშნებოდა პოსტურალური თავბრუ და ორთოსტატიული ჰიპოტენზია. ტადალაფილის გამოყენებისას ალკოჰოლის დაბალ დოზებთან (0.6 გრ/კგ), ჰიპოტენზია არ აღინიშნებოდა, ხოლო თავბრუ გამოვლინდა იგივე სიხშირით, მხოლოდ ალკოჰოლის დროს. ალკოჰოლის ზეგავლენა კოგნიტიურ ფუნქციაზე არ გაძლიერებულა ტადალაფილის მიღებით (10 მგ).
ციტოქრომ P450-ით მეტაბოლიზებული სამკურნალო პრეპარატები
ტადალაფილი არ გამოიწვევს CYP450 იზოფორმებით მეტაბოლიზებული სამკურნალო პრეპარატების კლირენსის კლინიკურად მნიშვნელოვან დათრგუნვას ან ინდუქციას. კვლევებმა დაადასტურეს, რომ ტადალაფილი არ აინჰიბირებს ან ასტიმულირებს CYP450 იზოფორმებს, CYP3A4, CYP1A2, CYP2D6, CYP2El, CYP2C9 და CYP2C19 ჩათვლით.
CYP2C9 სუბსტრატები (მაგ. R-ვარფარინი)
ტადალაფილი (10 მგ და 20 მგ) არ ავლენს კლინიკურად მნიშვნელოვან ზეგავლენას S-ვარფარინისა და R-ვარფარინის (CYP2C9-ს სუბსტრატი) ექსპოზიციაზე (AUC), და ასევე ტადალაფილი ზეგავლენას არ ახდენდა ვარფარინით გამოწვეული პროთრომბინის დროის შეცვლაზე.
ასპირინი
ტადალაფილი (10 მგ და 20 მგ) არ აძლიერებს აცეტილსალიცილის მჟავას მიერ გამოწვეული სისხლდენის დროის მატებას.
ანტიდიაბეტური სამკურნალო პრეპარატები
ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან ურთიერთქემდების შემსწავლელი სპეციფიკური კვლევები არ ჩატარებულა.
დოზირება და მიღების წესი:
პოსოლოგია/მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა
პოსოლოგია
ერექტილური დისფუნქცია მოზრდილ მამაკაცებში
ზოგადად, რეკომენდებული დოზა არის 10 მგ მოსალოდნელი სქესობრივი აქტის წინ საკვებთან ან საკვების გარეშე.
იმ პაციენტებში, რომლებშიც 10 მგ ტადალაფილი არ იწვევს ადექვატურ ეფექტს, შეიძლება 20 მგ-ის მიღება. პრეპარატი მიიღება სქესობრივ აქტამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე.
მაქსიმალური დოზირება არის დღეში ერთხელ.
10 და 20 მგ ტადალაფილი გამოიყენება მოსალოდნელი სქესობრივი აქტივობის წინ და არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი ყოველდღიური გამოყენებისათვის.
პაციენტებში, რომლებშიც მოსალოდნელია ტალონგის ხშირი გამოყენება (მაგ. კვირაში სულ მცირე ორჯერ), მიზანშეწონილად ითვლება დღეში ერთჯერადი დოზირების რეჟიმი ტალონგის მინიმალური დოზით, პაციენტის არჩევანსა და ექიმის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით.
აღნიშნულ პაციენტებში, რეკომენდებული დოზა არის 5 მგ დღეში ერთხელ დაახლოებით ერთიდაიგივე დროს. დოზა შეიძლება შემცირდეს 2,5 მგ-მდე დღეში ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით.
ყოველდღიური რეჟიმის გაგრძელების შესაფერისობა პერიოდულად თავიდან უნდა შეფასდეს.
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია მოზრდილ მამაკაცებში (მხოლოდ ტადალაფილი 5 მგ)
რეკომენდებული დოზა არის 5 მგ, დაახლოებით ერთიდაიგივე დროს საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. მოზრდილი მამაკაცებისათვის, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის და ერექტილური დისფუნქციის მკურნალობისათვის, რეკომენდებული დოზა არის 5 მგ მიღებული ყოველდღე ერთიდაიგივე დროს. პაციენტებმა, რომლებიც პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ 5 მგ ტადალაფილს ცუდად იტანენ, უნდა მოიფიქრონ ალტერნატიული მკურნალობა, ვინაიდან 2,5 მგ ტადალაფილის ეფექტიანობა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობისას ნაჩვენები არ არის.
სპეციალური პოპულაცია
ხანდაზმული მამაკაცები
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის უკმარისობის მქონე მამაკაცები
თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არის 10 მგ.
2,5 ან 5 მგ ტადალაფილის დღეში ერთჯერადი დოზა ერექტილური დისფუნქციის ან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებული არ არის (იხ.“გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
ღვიძლის უკმარისობის მქონე მამაკაცები
ერექტილური დისფუნქციის მკურნალობისათვის, ტალონგის მოთხოვნისამებრ გამოყენებისას ტადალაფილის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ მოსალოდნელ სქესობრივ აქტივობამდე საკვებთან ერთად ან საკვების გარეშე. ღვიძლის მძიმე უკმარისობის (ჩაილდ-პიუს ტალონგიფიკაციის, ტალონგი C) მქონე პაციენტებში ტადალაფილის უსაფრთხოების შესახებ არსებობს შეზღუდული კლინიკური მონაცემები. დანიშვნის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის მიერ უნდა მოხდეს სარგებელი/რისკის სათანადო შეფასება. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ტადალაფილის 10 მგ-ზე მაღალი დოზების მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, ერექტილური დისფუნქციის და პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობისას დღეში ერთჯერადი დოზირება შესწავლილი არ არის; შესაბამისად, დანიშვნის შემთხვევაში, მკურნალი ექიმის მიერ უნდა მოხდეს სარგებელი/რისკის სათანადო შეფასება (იხ.“გაფრთხილებები და განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).
დიაბეტის მქონე მამაკაცები
დიაბეტის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
პედიატრიული პოპულაცია
ერექტილური დისფუნქციის მკურნალობისათვის, პედიატრიულ პოპულაციაში ტალონგი არ გამოიყენება.
მიღების წესი
ტალონგი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი პერორალური გამოყენებისათვის.
ჭარბი დოზირება:
ჯანმრთელ პირებს მისცეს 500 მგ-მდე ერთჯერადი დოზები, ხოლო პაციენტებს მისცეს 100 მგ-მდე მრავალჯერადი დღიური დოზები. გვერდითი მოვლენები იგივე იყო, რაც დაბალ დოზებზე აღინიშნებოდა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, გამოიყენება სტანდარტული დამხმარე ზომები. ჰემოდიალიზი უმნიშვნელოდ ეხმარება ტადალაფილის გამოყოფას.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში, თავის შეფუთვაში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა:
ტალონგი 5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; ბლისტერის შეფუთვაში 14 და 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სხვა ფარმაცევტული დოზირების ფორმები:
ტალონგი 20 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი; ბლისტერის შეფუთვაში 2, 4 და 8 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
ლიცენზიის მფლობელი: NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
სტამბოლი / თურქეთი
მწარმოებელი: NOBEL ILAÇ SANAYİİ ve TİCARET A.Ş.
დუზჯე / თურქეთი
რაოდენობა | 28 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account