Contex - კონტექსი პრეზერვატივი Relief 12 ცალი
Contex - ,,კონტექსის’’ პრეზერვატივი Relief 12 ცალი
,,კონტექსის’’ წერტილოვანი და რელიეფური სტრუქტურის პრეზერვატივი სილიკონის ლუბრიკანტით დამატებითი სტიმულაციისთვის.
ნომინალური ზომები: სიგრძე - 180 მმ, სიგანე - 52 მმ.
თითოეული პრეზერვატივი ინდივიდუალურადაა შეფუთული, რაც მის მოხმარებას ხდის უსაფრთხოსა და ჰიგიენურს.
მისი სწორად გამოყენება თავიდან აგარიდებთ არასასურველ ორსულობას, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და აივ ინფექციებს.
Contex-ის პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხისა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებს და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ მის საიმედოობაში.
გამოყენების ინსტრუქცია:
შეფუთვის დაკბილული კიდე გახიეთ და ფრთხილად ამოიღეთ პრეზერვატივი.
პრეზერვატივი მოირგეთ პენისზე ერექციის დროს, სანამ ის პარტნიორის სხეულს შეეხება/სქესობრივი აქტის დაწყებამდე.
თუ გრძნობთ, რომ პრეზერვატივი ძალიან მჭიდროა ან ცურავს, შეჩერდით, რადგან შეიძლება გაიხეს.
ეაკულაციის შემდეგ დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ პენისი პრეზერვატივისგან პენისის ძირში მჭიდროდ მოჭერით და გადააგდეთ სანაგვეში.
პრეზერვატივი არ ჩააგდოთ ტუალეტში.
ანალური სექსის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ დამატებითი ლუბრიკანტი.
თუ პრეზერვატივი პირველად გამოიყენეთ ორალური სექსისთვის, ახალი პრეზერვატივი უნდა იქნას გამოყენებული შემდგომი ტიპის სექსისთვის.
პრეზერვატივი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. განმეორებით გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს პრეზერვატივი ან გაზარდოს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკი.
შემოწმებულია დერმატოლოგთა მიერ. თუ კონდომის გამოყენებისას გრძნობთ დისკომფორტს ან გაღიზიანებას, შეწყვიტეთ მისი გამოყენება. თუ სიმპტომები გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
Შენახვის ტემპერატურა - 2℃-დან 25℃-მდე.
რაოდენობა - 12 ცალი.
Units | 12 |
---|---|
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account