სეიდიგესტანი - Seidigestan 200მგ 60 კაფსულა
ჩვენება: გამოიყენება პროგესტერონის უკმარისობასთან დაკავშირებული დარღვევებისთვის,ასევე მენოპაუზის დროს ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობისას.
სეიდიგესტანი 200 მგ რბილი კაფსულები
პროგესტერონი
ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის გამოყენებას,
რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი
მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს
ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
ინსტრუციის შინაარსი
1. რა არის სეიდიგესტანი 200 მგ და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ სეიდიგესტანი 200 მგ-ის მიღებამდე
3. როგორ მიიღება სეიდიგესტანი 200 მგ
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება სეიდიგესტანი 200 მგ
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის სეიდიგესტანი 200 მგ და რისთვის გამოიყენება
სეიდიგესტანი მიეკუთვნება პროგესტოგენების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს და შეიცავს ბუნებრივ პროგესტერონს.
სეიდიგესტანი გამოიყენება პროგესტერონის უკმარისობასთან დაკავშირებული დარღვევებისთვის,ასევე მენოპაუზის დროს ჰორმონჩანაცვლებითი მკურნალობისას, ნაყოფიერების გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად და გარკვეული სახის ნაადრევი მშობიარობისა და აბორტის თავიდან ასაცილებლად.
2. რა უნდა იცოდეთ სეიდიგესტანი 200 მგ-ის მიღებამდე
არ მიიღოთ სეიდიგესტანი
- თუ ალერგიული ხართ პროგესტერონის ან სეიდიგესტანის რომელიმე სხვა ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია მე-6 პუნქტში.
- ეს პრეპარატი შეიცავს სოიოს ლეციტინს. არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ არაქისის ან სოიოს მიმართ.
- თუ გაწუხებთ არადიაგნოსტირებული ვაგინალური სისხლდენა.
- თუ გაქვთ თრომბოემბოლიური დარღვევების ისტორია.
- თუ გაწუხებთ ღვიძლის სერიოზული უკმარისობა.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
- ძილიანობის შემთხვევაში, რეკომენდებულია კაფსულების მიღება ძილის წინ.
-აღწერილი მდგომარეობების დროს გამოყენებისას, მკურნალობას არ გააჩნია რაიმე კონტრაცეპტული ეფექტი.
სხვა მედიკამენტები და სეიდიგესტანი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შესაძლოა მოგიწიოთ რომელიმე სხვა მედიკამენტის გამოყენება, თუნდაც ურეცეპტო პრეპარატების.
სეიდიგესტანი საკვებთან და სასმელთან ერთად
კაფსულების მიღების შემდეგ საკვების მიღება ზრდის მათ შეწოვას, ამიტომ რეკომენდებულია კაფსულების მიღება ერთსა და იმავე დროს, არა საკვების მიღების დროს, და თავიდან უნდა იქნას აცილებული მიღების მხრივ ცვლილებები სხვადასხვა დღეებში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან თუ აპირებთ ორსულობას, გთხოვთ, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პროგესტერონი არის ჰორმონი, რომელიც მატულობს ორსულობის დროს, ამიტომ ორსულობის დროს პროგესტერონის მიღება არ იწვევს რაიმე გვერდით ეფექტს.
პროგესტერონი გამოიყოფა დედის რძით, ამიტომ ძუძუთი კვების დროს პროგესტერონის მიღება რეკომენდებული არ არის.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
იმის გათვალისწინებით, რომ აღწერილია პროგესტერონის პერორალურ გამოყენებასთან
დაკავშირებული ძილიანობისა და/ან თავბრუსხვევის რისკი, მკურნალობის დროს არ უნდა
შეასრულოთ მოქმედებები, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფხიზლეს, როგორიცაა
სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან სახიფათო მექანიზმებთან მუშაობა.
3. როგორ მიიღება სეიდიგესტანი 200 მგ
დაიცავით ექიმის მიერ მითითებული სეიდიგესტანის 200 მგ-ის მიღების ზუსტი ინსტრუქციები.
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ დაგავიწყდეთ
პრეპარატის მიღება.
თქვენი ექიმი შეგატყობინებთ სეიდიგესტანით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ. არ
შეწყვიტოთ მკურნალობა მითითებულ ხანგრძლივობამდე.
მისაღები დოზა უნდა განისაზღვროს თითოეული პაციენტის პლაზმაში ჰორმონის დონის
მიხედვით და ის განსხვავდება ჩვენებების მიხედვით.
რეკომენდებული დოზა არის:
პერორალური გზა:
მიიღეთ კაფსულები ჭიქა წყალთან ერთად, არა საკვების მიღების დროს.
რეკომენდებული საშუალო დოზა არის 200-დან 300 მგ-მდე დღეში (ანუ 200 მგ ძილის წინ ან 100 მგ
დილით და 200 მგ ძილის წინ).
ვაგინალური გზა:
მოათავსეთ კაფსულები ღრმად საშოში თითის მიწოლით.
დოზა შეიძლება მერყეობდეს 200 მგ-დან 600 მგ-მდე დღეში.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი სეიდიგესტანი, ვიდრე საჭიროა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.
დოზის გადაჭარბების ან დიდი რაოდენობით გადაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს
სხვადასხვა ეფექტები, როგორიცაა მენსტრუალური დარღვევები, თუნდაც ამენორეა
(მენსტრუაციის გაქრობა), ასევე სედაცია (ძილიანობა) და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
შემთხვევით დოზის გადაჭარბების ან გადაყლაპვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ
თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში
თუ დაგავიწყდათ სეიდიგესტანის მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, სეიდიგესტანმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები,
თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციებია:
პერორალური გზა:
- ძილიანობა (ძილისადმი მიდრეკილება) და/ან ხანმოკლე თავბრუსხვევის შეგრძნება. ეს მოვლენები
ვითარდება პროდუქტის მიღებიდან 1-დან 3 საათამდე.
- მენსტრუალური ციკლის შემცირება ან მენსტრუაციებს შორის სისხლდენა.
- ამენორეა (მენსტრუაციის გაქრობა).
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ განვითარებული გვერდითი ეფექტი
სერიოზულია ან თუ აღინიშნება რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ
ინსტრუქციაში.
5. როგორ ინახება სეიდიგესტანი 200 მგ
შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები არ მოითხოვება.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ სეიდიგესტანი კოლოფზე EXP-ის შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის
გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ მედიკამენტები სანიაღვრე მილებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად.
განათავსეთ ყველა კონტეინერი და მედიკამენტი, რომელიც აღარ გჭირდებათ, აფთიაქებში
არსებულ შეფუთვის ნარჩენების მართვის ინტეგრირებულ სისტემაში (SIGRE). ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ კონტეინერები და მედიკამენტები,
რომლებიც აღარ გჭირდებათ. ამ გზით თქვენ დაეხმარებით გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
სეიდიგესტანის 200 მგ კაფსულების შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერება არის მიკრონიზირებული პროგესტერონი. ერთი კაფსულა შეიცავს 200 მგ
პროგესტერონს.
- სხვა ინგრედიენტებია მზესუმზირის ზეთი, სოიოს ლეციტინი, ჟელატინი, გლიცეროლი (E422),
ტიტანის დიოქსიდი (E171) და გაწმენდილი წყალი.
პროდუქტის გარეგნული აღწერა და კონტეინერის შიგთავსი
ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულები. პროდუქტი მოთავსებულია ყუთებში, 15 კაფსულით (1
ბლისტერული შეფუთვა) ან 60 კაფსულით (4 ბლისტერული შეფუთვა).
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ასევე , იხილეთ : Utrogestan - უტროჟესტანი 200მგ 14 კაფსულა
რაოდენობა | 60 |
---|---|
Form | სპრეი |
Is Online? | არა |
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account